I Georgian

Publiko ne Georgia - Debat dhe Analize Politike - 24 Nov 2016 10:07 - 11

კიდევ ერთხელ მოგესალმები მკითხველო..  როგორც დაგპირდით, გავაკეთე ინტერვიო უკრაინის პრეზიდენტთან, ყოფილ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან (BlackFury). აი ისიც. იმედი მაქვს მოგეწონებათ და ხმებით და გამოწერით წამახალისებთ :)


- BlackFury, მართალია, ახსნა-განმარტებები ბევრი მოვისმინეთ, საქართველოს პრეზიდენტისაგან და ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ, მაგრამ, მაინც გკითხავთ როგორც უკრაინის პირველ პირს, რა მოხდა? რამ გამოიწვია საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა? და არის თუ არა მართალი ინფორმაცია რომლის თანახმადაც უკრაინული მხარე და კერძოდ თქვენ მოუწოდებდით ქართველ აქტივისტებს უკრაინაში გადასვლას და ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას?

სიმართლე რომ გითხრა საქართველოსთან არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა მე და თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები ვართ და მხოლოდ გაურკვევლობის ამბავი იყო , მესმის საქართველოს სიტუაციაც, ნაწყენია იმაზე რომ მისი მოქალაქეები (ყოფილი) ხარჯავენ რესურსს ომისთვის რომელიც წასაგებად განწირულია მაგრამ მინდა მივმართო ყველას, ამ ომმა აჩვენა უკრაინას ქართული მეგობრობის ძალა და თუნდაც 1 წლის მერე დამერწმუნეთ იმ უკრაინელებს რომლებიც დღეს აქ არიან ემახსოვრებათ ის რაც ქართველებმა უკრაინისთვის გააკეთეს.

- ანუ ინფორმაცია რომელიც გავრცელდა რომ, თითქოს და უკრაინული მხარე უწევდა აგიტაციას ქართველ აქტივისტებს ბრძოლაში მონაწილეობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ის აქტივისტები რომლებიც წამოვიდნენ უკრაინაში ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ მოხალისეები?

ყველა ის ქართველი რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და იბრძოლა უკრაინისთვის იყვნენ ჩემი მეგობრები და არც აგიტაცია და მოწოდებები დამჭირვებია რომ დამხმარებოდნენ.

- გასაგებია, მინდა ასევე შევეხო ქვედანაყოფ (CAVALERY). რომელმაც ამხელა შეშფოთება გამოიწვია, ასევე შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან (https://www.erevollution.com/ka/article/18624), რომელიც აღნიშნავს რომ მიუხედავად თქვენი მეგობრობისა ამ ქვედანაყოფის შესახებ თქვენი აზრები მაინც არ ემთხვევა, მისი თქმით არაფრის დიდებით არ გსურთ ამ ქვედანაყოფის დაშლა, ასევე დადის ისტორიები რომ ქვედანაყოფის ჩამოყალიბების დროსაც რამოდენიმე წევრი გააძევეთ სახელმწიფო ქვედანაყოფიდან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, შემდეგ კი საერთოდ განუდექით სახელმწიფოს და მოახდინეთ განხეთქილება, რამაც გამოიწვია ახალი ქვედანაყოფის ჩამოყალიბება. რათქმაუნდა ასეთ ბრალდებებს ვერავინ ცივად ვერ ჩაუვლის, იმედს ვიტოვებ რომ თქვენსგან მოვისმენ დეტალურად მომხდარის შესახებ.. ?

CAVALERY თამაშის მესამე დღეს შეიქმნა ჩემს მიერ მთავრობის დახმარებით, მაშინ ლორდი იყო პრეზიდენტი, მე საგარეო საქმეთა მინისტრი CAVALERY ყოველთვის იცავდა სახელმწიფო ინტერესებს და იბრძოდა მისთვის ამის მაგალითია საქართველო -უნგრეთ , საქართველო-ხორვატიის ომი სადაც ჩვენ დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ შეგიძლიათ უნგრეთის ომზე გადახედოთ ჩემს სტატიებს . რაც შეეხება განხეთქილებას რის გამოც სპა შეიქმნა , საქართველო ამ დროს რთულ სიტუაციაში იყო იმპიჩმენტები ყოველ კვირას გადიოდა და ქვეყანას რეალურად არ ყავდა ლიდერი და არჩევნებში სადაც მონაწილეობას ვიღებდი, დავმარცხდი უფრო მეტად გული დამწყდა გიგას დამარცხებაზე რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და გამოსადეგი იქნებოდა როგორც პრეზიდენტი , არ ვემხრობი ზოგადად ლიდერს რომელსაც არ შეუძლია იცნობდეს მოკავშირეს მეზობელს მტერს, უჩა კი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იყო მისი ძალა მხოლოდ საქართველოში ვრცელდებოდა ხოლო მაგ დროს საქართველოს ჭირდებოდა ლიდერი რომელიც მოაგვარებდა საგარეო პრობლემებს, შენდეგ უჩას მთავრობამ მთხოვა სამხედრო დანაყოფის მათი კონტროლის ქვეშ გადაცემა რაზეც უარი განვაცხადე მთავრობის შემადგენლობის გამო ( გამონაკლისით ) რის საპასუხოდაც შეიქმნა სპა ხოლო დაპირისპირება მაშინაც გაგრძელდა და როცა სახელმწიფო მხოლოდ სპაზე ახორციელებდა დახამრებას იაფი იარაღით, საკვებით, სახლებით, ამის გამო კავალერია გამოეყო სახელმწიფოს . ყველა მოქალაქეს შეუძლია თვითნ აირჩიოს სად უნდათ ყოფნა, ასევე აირჩიეს კავალერიის წევრებმაც, ბევრმა დატოვა კავალერია ( საქართველოს პირველი მოთამაშეები სწორედ კავალერიის წევრები იყვნენ) ხოლო დარჩნენ ისეთებიც ვინც დარჩნენ ამ არმიაში მე არ მაქვს სურვილი გავანადგურო არმია რომელიც 315 დღე არსებობდა და იარსებებს მანამ სანამ სერვერი არ დაგვიმიწდება.

- თქვენი გადმოსახედიდან როგორი ლიდერია დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი? ნუთუ მათზეც ისე ფიქრობთ როგორც მაშინდელ ლიდერებსე რომლებსაც გავლენა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის შიგნით ჰქონდა? თქვენ ამბობთ რომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კერძოდ Aveun თქვენი მეგობარია, Aveun ასევე პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნა სარგებლოს საქართველოს პრეზიდენტის აბსოლიტური ნდობით და მისი შეხედულემისამებრ ახორციელებს ოპერაციებსა და მოლაპარაკებებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, ერთი შეხედვით პრობლემები არ უნდა იყოს, მაშ რატომ გრძელდება დავა კავალერიის შესახებ? რატომ ვერ ხერხდება მოლაპარაკება მისი საქართველოში დაბრუნებასა და იდეოლოგიის, გეგმებისა და ქმედებების გაერთიანებაზე საქართველოში არსებულ სახელმწიფო ქვედანაყოფზე? ანუ დღეს რაში ხედავთ თქვენ გაერთიანების პრობლემას?

ავეუნი საკმაოდ კარგი დიპლომატი და პოლიტიკოსია მასთან მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში იმაზე დიდიხანია მაქვს ვიდრე ეს თამაში არსებობს , ხოლო პრობლემას რომელიც კავალერიის გარშემოა არ ვთვლი რომ მოუგვარებელია და ვფიქრობ შეგვიძლია ერთობლივი მუშაობით ამის მოგვარება.

- მოხარული ვარ ამის მოსმენით.. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე რომლის შესახებაც დღეს არაერთხელ შემახსენეს, მას შემდეგ რაც ვთქვი რომ ვაპირებდი თქვენთან ინტერვიუს აღებას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის ამბავი რომ თითქოსდა თქვენი სარდლობის დროს კავალერიაში როდესაც ქვედანაყოფი საქართველოს წამყვანი სამხედრო ძალა იყო, გამოაძევეთ რამოდენიმე პიროვნება პირადი ინტერესების გამო იმ ამბებამდე რაც მერე მოხდა? ესეც თქვეს რომ უბრალოდ არ ემთხვეოდა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს და სახელმწიფო ძალებიდან გამრიცხაო, მიუხედავად იმისა რომ უკანონო არაფერი ჩამიდენიაო, რას იტყვით ამაზე?

ერთადერთი პიროვნება რომელიც კავალერიიდან გავრიცხე იყო გამა და ამას სიამოვნებით გავიმეორებ ყოველ დღე.

- რატომ? რა მოხდა იქნებ გვითხრათ, რამ გამოიწვია თქვენი ასეთი განწყობა მის მიმართ?

უბრალოდ ხუმრობა იყო, ერეპუბლიკიდან ოყოლებული საწინააღდეგო ფრაქციებში ვართ და...

- გასაგებია. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება კანონმდებლობაზე, თქვენი თქმით,სახელმწიფოს განუდექით იმის გამო რომ მთავრობა არ მოგწონდათ, მაგრამ ეს მთავრობა ხო კანონიერი გზით იყო არჩეული? თქვენ როგორ თვლით, მოისაზრებით თუ არა მოღალატედ მას შემდეგ რაც არ დაემორჩილეთ კანონით არჩეული მთავრობის კანონიერ მოთხოვნას სამხედრო ძალების გადაბარების შესახებ? როგორ ფიქრობთ გამოიხატება თუ არა თქვენი მხრიდან უპატივისცემულობა ქართველი ამომრჩევლის მიმართ როდესაც არ ემორჩილებით მის მიერ კანონიერად არჩეულ მთავრობას?

თუ იმ დროს თამაშობდი, გეცოდინებოდა რომ იმ არჩევნებში კანონიერი არაფერი იყო . ასევე გთხოვ გადახედო ჩემს სტატიებს სადაც სახელმწიფო მართვის სისტემაზე მიწერია და აქედან გამომომდინარე ჩამოაყალიბო, მიმაჩნია თუ არა თავი გარიყულად ან მოღალატედ, ეს სტატიები ჩემი გერმანიაში ყოფნის დროს დავწერე.

- აუცილებლად გადავხედავ თქვენს სტატიებს. კარგით, ვფიქრობ ამ ეტაპზე საკმარისია და მკითხველიც კმაყოფილი იქნება თქვენი პასუხებით. ვიმედოვნებ რომ სიტუაციის არსებობის შემთხვევაში ისევე როგორც ეხლა გამოეხმაურებით ჩემს წერილს დადებითად. :)

- მე ყოველთვის მზად ვარ. 

---------------------------------------------------
მკითხველო, ასევე არსებობს დეტალები რომლის გარკვევაც მინდოდა თუმცა, ნაადრევად ჩავთვალე, მომავალში ისევ ვგეგმავ მივუბრუნდე ამ საკითხებს და უფრო ღრმად გამოვიძიო, მაშინდელი მთავრობის უკანონობა როგორც BlackFury მ აღნიშნა. 

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილია სულ ცოტა დრო, ამ ეტაპზე პრეზიდენტობის მხოლოდ 1 კანდიდატია დარეგისტრირებული, ასევე მოვუწოდებ მათაც ვინც აწი დარეგისტრირდება, რომ წინასაარჩევნოდ სურვილი მაქვს გავაკეთი თითოეულ თქვენთაგანთან ინტერვიუ და გამოვაქვეყნო ამ გაზეთში თქვენი სამოტივაციო წერილები. გთხოვთ შემეხმიანოთ ის პიროვნებები ვინც აპირებთ თქვენი კანდიდატურის წარდგენას პრეზიდენტის პოზიციაზე.

დიდი მადლობა ჩემო მკითხველო, მუდმივად ელოდე ჩემი გაზეთისგან სიახლეებს, მე არ მოგატყუებ, მე არ დაგაღალატებ მე არ დაგივიწყებ.

გამოიწერე გვერდი, დაეხმარე გაზეთს სიახლეების გარვცელებაში.

თ.ი

Financo

SCAMZE BUNDAMushvanOmiko EjibiaMengrelian

Komentimet (11)

It was better to write tittle in Georgian when your article has writen in Georgian without english translate. This is not good Laugh :interview with the President of Ukraine.
i now but, i think i have a bug Sad the site don t let me write it on georgian. sorry about this..
Perfect articleWink
o7
kecalkoatli t.y
o7
axla aveuns da maxaras interviuebic gvinda da aba shen ici o7
https://www.erevollution.com/ka/article/18624 aveun https://www.erevollution.com/ka/article/18557 maxara სამომავლოდ უფრო ჩავეძიები მათთან ამ საკითხებს, მაგრამ ამ ეტაპზე, იმ დროინდელი მთავრობის წევრებს ვეძებ ინტერვიუსთვის )
:|
კაი ხარ aldoraine, ძლივს ნორმალური ინტრევიუები, ხოლო ყოველ რესპოდენტის სიტყვას იმედია 100%იან სიმართლედ არ მიიღებთSmile
მადლობ, ) ხოლო რაც შეეხება სიმართლეს, თუ რომელიმე რესპოდენტი არ წერს სიმართლეს დაწერეთ ეს კომენტარებში და ამ ნაკვერჩხალს აუცილებლად გავაღვივებ..