Publiko ne Georgia - Debat dhe Analize Politike - 28 Nov 2016 12:05 - 13
მე ვარ Grizzly021
პირველ რიგში დიდი მადლობა იმ დადებითი გამოხმაურებისთვის
რაც ჩემს მოწოდებას მოჰყვა
თქვენი გამოხმაურებისა თუ წერილების შემდეგ უფრო მეტად დავიმუხტე იმ იმედით, რომ
ჩვენ კვლავ ავაშენებთ დიდებულ საქართველოს!
ამჯერად ვირტუალურ სამყაროში.
✘
ჩემი იდეაა, რომ eსაქართველო იქცეს წამყვან ქვეყნად.
პრაგმატული, პატრიოტული იდეებითა და ნაბიჯებით ჩვენ გავხდეთ პირველები!
ამისთვის კი მაქვს ძალიან ბევრი იდეა, რომელსაც განვახორციელებ როგორც ჩვეულებრივი გეიმერი.
მაგრამ
ის დრო იყო, როცა მეგობრებთან იდეებზე ვმსჯელობდი
და
მათთან ერთად გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, ვინაიდან პრეზიდენტობა დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
მე კი პოხუისტობას ნამდვილად არ ვაპირებ.
ამ სტატიით მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი და მეგობრულად გთხოვოთ მხარდაჭერა
იმ საქმეებში, რასაც წარმოგიდგენთ 5 დეკემბრის არჩევნებში და მას შემდეგ!
ჩემთვის პრეზიდენტობა იქნება კიდევ უფრო დიდი იარაღი
eსაქართველოს დიდებული მომავლის შექმნის საქმეში!
რა თქმა უნდა, დამარცხების შემთხვევაში არ ვაპირებ ჩემი იდეების განხორციელებაზე უარის თქმას,
მაგრამ მანამდე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და
მჯერა თქვენთან ერთად შევქმნით ქვეყანას
როგორზეც ვოცნებობთ მე! შენ! და თითოეული ქართველი გეიმერი!
✘
მე, ჩემი სამ წლიანი თამაშის განმავლობაში არჩევნებზე არ წარვმდგარვარ ფუჭი სიტყვებითა
და პროგრამის წარდგენის გარეშე.
მაგრამ eსაქართველოს გამოწვევებიდან და ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე
გთავაზობთ კითხვარს
ამ კითხვარით მსურს დეტალურად გავიგო თქვენი აზრი მნიშვნელოვან სფეროზე
კვლევის შემდეგ კი წარმოგიდგენთ კონკრეტულ პროგრამასა და სამთავრობო გუნდს,
რომელსაც მომავალი ერთი თვის განმავლობაში განვახორციელებ ჩემს გუნდთან ერთად.
პირველი საქველმოქმედო აქცია
✘
პირველი იდეა შეეხება იმ პრობლემას თუ რატომ არ ვეხმარებით ერთმანეთს უფრო ეფექტური გზით?
მე გთავაზობთ, მათ ვისაც მართლაც ძლიერი ქვეყნის შენება გსურთ:
კვირაში რამდენიმეჯერ, ან ყოველ დღე საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში, რომელსაც გამოვაცხადებ,
წინასწარ შერჩეულ ბენეფიციარებს (რომლებსაც სამუშაო გუნდი საგანგებოდ შეარჩევს)
დავეხმაროთ მათ წინაშე არსებული სასიცოცხლო/სათამაშო პრობლემების აღმოფხვრაში.
ვინაიდან მთავარი გაცვლითი საშუალება არის ოქრო, ვიკისრებ ფონდის როლს და
მინიმუმ შემოწირული 1 ან მეტი ოქრო, მოხმარდება ამ პრობლემების მოგვარებას.
შემოსავალი+გასავალი საგანგებო ცხრილით გამოქვეყნდება ჩემს სტატიაში.
ჩვენს ქვეყანაში 100-ზე მეტი აქტიური გეიმერია, მათგან ბევრისთვის 1 ოქრო ან თუნდაც 5 შეიძლება არაფერს ნიშნავდეს
და რა მოხდება ერთმანეთს რო დავეხმაროთ?
გეტყვით რაც მოხდება:
მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანა გაძლიერდება, ვინაიდან ძლიერ ქვეყანას ძლიერი მოთამაშეები განსაზღვრავენ
და ამისთვის საჭირო არაა ბიუჯეტი ვწრუპოთ. ჩემი აზრით, ის სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს უნდა მოხმარდეს.
ჩვენ კიდევ ამ ნაბიჯით
+ გავზრდით ქვეყნის ბრძოლოუნარიანობას
+გავზრდით ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს
+გავზრდით მოთამაშეთა მოტივაციას
+გავზრდით მოთამაშეთა ერთიანობასა და ურთიერთპატივისცემას
+გავზრდით დიდებული მომავლის შანსს
და ბოლოს,
ველოდები თქვენს ერთიანობას, სულისკვეთებასა და მაქსიმალურ ჩართულობას!
✌✌✌ პატივისცემით მე!
Financo
KinG Xachiksalamandra123ZindroKomentimet (13)
tsarmatebebi
გაიხარე
Kargia warmatebebi interesit velodebi wina saprezidento archevnebis statias
GOOD
კითხვარის შევსება არ დაგავიწყდეთ https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeUl55ekE4G1ej0m2hKuTaiN46v5TiSCJQCcgedPNepBwdqYQ/viewform
Chatvale rom chemi guli moige grizzly shentan var
დიდი მადლობა!
მშვენიერია
☆☆ Make Georgia Great Again ☆☆
წარმატებები ძმაო ♡♡♡
movida mantiori mochra stolba o7 gela eqimosgan
Shabats warmogvidgine kargad sheni gegma shekrebaze
bastard... i hope georgie dowm or go wiped by other country... how the hell you spet for my to my understand that bull...... shet!!!
Your hopes extinguished as the life of the people who fought against Georgians!
saqartvelos mier turqetistvis sxmarad gadacemul teritoriaze mainc aravin arafers idzaxis