Big Brother Is Watching

Publiko ne Georgia - Debat dhe Analize Politike - 09 Feb 2017 02:14 - 12

მოგესალმებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ Vettel-თან.

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ე-საქართველოს ასეთი პატრიოტი მოქალაქე ჰყავს შენი სახით. სანამ უშუალოდ თამაშთან დაკავშირებულ კითხვებზე გადავალთ, ცოტა რამ შენს პიროვნებაზე მოგვიყევი. 
- პირიქით, დიდი მადლობა, შენ და ყველა მოთამაშეს ვინც ბოლომდე იხარჯება და ქვეყნის შენებაში თავის წვლილი შეაქვს.მე ვარ  გიორგი, ვარ 24 წლის, პრინციპში თითქმის 25-ის. დავიბადე და გავიზარდე ჩვენს დედაქალაქში, ამჟამად ვცხოვრობ გიჟკაცა ტრამპის იმპერიაში, კერძოდ დეტროიტში. რამდენიმე თვეა რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და შრომას შევუდექი, ცოტა დროის ნაკლებობამ შემაწუხა, მაგრამ მაინც ვახერხებ აქ შემოსვლას. ქართული ენის პროფესიონალი არასდროს ვყოფილვარ ასე რომ გრამატიკულ შეცდომებზე ნუ გამკიცხავთ :)
- გარდა ე-რევოლუციის თამაშისა თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული?
- მეგობრებთან დროის გატარებით, ქართველ მეგობრებთან ინტერნეტით/ტელეფონით საუბრით, მიყვარს დოკუმენტური ფილმების ყურება, ამ ბოლო დროს კითხვას აქტიურად შევუდექი, რომ გითხრათ ბიბლიოთეკა დახურული მაქვსთქო მოგატყუებთ მაგრამ ვცდილობ თვეში ერთი ან ორი წიგნი მაინც წავიკითხო. დრო იყო დღე-ღამეს სიმ-რეისინგით ვატარებდი, ერთი სეზონი რუსთავში პროფესიონალურ დონეზეც ვიასპარეზზე მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მანქანა ასე რომ ვთქვათ ნაგავი გამოდგა და 4 რბოლიდან ვერცერთი ვერ დავასრულე ტექნიკური პრობლემების გამო :)
- სამწუხაროა. მოდი გადავიდეთ უშუალოდ თამაშზე. ერთ-ერთი პირველი ხარ ვინც თამაშს შემოუერთდა(14.01.2016). როგორ მოხდა ეს და მანამდე თუ გქონია გარკვეული გამოცდილება ანალოგიური თამაშების?
- თამაშში პირველივე დღეს დავრეგისტრირდი, მაგრამ აქტიურად ბოლო 2 თვეა რაც ჩავვერთე. ჩემი პარტიის დიდმა ნაწილმა გამოცდილება მიიღო ანალოგიურ თამაშში სახელად ერეფაბლიქი, ეს თამაშშიც მის ბაზაზეა აწყობილი, შეიძლება ითქვას პირდაპირი კოპიოა. ერეფაბლიქში დიდი გამოცდილება მივიღეთ, 3 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას მთავრობას არ მოვშორებივართ, ქვეყანა 0 დან ავაწყვეთ და ვისაც უთამაშია ახსოვს ერთი პატარა გამოუცდელი ქვეყნით რამდენს მივაღწიეთ.
ის თამაში 2007 წელს შეიქმნა მაგრამ საქართველო 2014 წელს დაამატეს რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენი მტრები თუ მოკავშირეები ჩვენზე გაცილებით ძლიერები იყვნენ, ვერ აგიღწერთ რამდენი რამ გადაგვხდა თავს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენი კვალი დავტოვეთ, ქვეყანა რომელსაც დასაწყისში 30 მოთამაშე ყავდა 2015 წლის ბოლოს 150 აქტიურ მოსახლეს და 12 რეგიონს ითვლიდა, ნუ შემდეგ იყო ომები, სამწუხაროდ ჩვენი მხარე მოწინააღმდეგეზე ბევრად სუსტი გახლდათ.
ნებისმიერმა ძველმა მოთამაშემ იცის ვინ არის ავეუნი, ვეტელი, მანტექსი (აქ ცნობილი როგორც კაცი ლეგენდა), სენა (Senna.)

- გამოცდილმა მოთამაშეებმა კარგად იციან თუ რაოდენ მნიშვნელივანი ფიგურა ხართ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ფართო მასებისთვის შესაძლოა ეს ნაკლებად ცნობილია. თუ შეგიძლია მოკლედ ჩამოთვალო ის მიღწევები და თანამდებობები რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არის შენი სახელის ქვეშ.
- ამ თამაშში სულ 2 ჯერ ვიყავი მინისტრი პირველად დასაწყისში როცა თამაში შეიქმნა (ისიც ორი კვირით) და შემდეგ წინა თვეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ არ შემიძლია ამ ადამიანს ღვაწლი დავუკარგო და გეტყვით ძირითადი საქმე წილომ გააკეთა, ერთი იმიტომ რომ 24 საათი აქ იჯდა, მეორე იმიტომ რომ დრო დამჭირდა სანამ ყველაფერში გავერკვიე.
რაც შეეხება მეორე თამაშში მიღწევებს,თუ მეხსიერება არ მღალატობს ვიყავი პრეზიდენტი 7 ჯერ, პრემიერი 3-4 ჯერ, საგარეო საქმეთა მინისტრი 7-8 ჯერ, ასევე 4 თვის განმავლობაში მებარა ალიანსი რომელიც მოიცავდა 10 ქვეყანას და მსოფლიო ძალის 20%-ს.
მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი პიროვნება ვისაც წარმატებისთვის მიუღწევია
გვყავს ირაკლი(მანტექსი) რომელმაც მოიგო 2 საპრეზიდენტო არჩევნები და არაერთხელ ეკავა მინისტრის პოზიცია, ავეუნი რომელიც ასევე 2 ჯერ გახლდათ პრეზიდენტი და არაერთხელ ებარა მინისტრის მოვალეობა, გამა ეს რო არ ვახსენო ხმას აღარ გამცემს, 1 გზის პრეზიდენტი, და კიდევ ბევრი ვინც არაერთ წარმატებას მიაღწია ამ თამაშში თუ ანალოგიურ ერეფაბლიქში

- პირი ღია დამრჩა შენი წოდება-თანამდებობების კითხვაში. ;D 
განვაგრძოთ.  გადავიდეთ ე-საქართველოს რეალობაზე. როგორ შეაფასებდი განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებს და ჩვენს ამჟამინდელ პრეზიდენტს?
- არჩევნებმა რთულად ჩაიარა, კანდიდატებმა იკამათეს და კი დაინახეთ რა შედეგიც მივიღეთ, წილოსაც და თენგოსაც ორივეს მეგობრად მივიჩნევ წილო კარგად რომ გავიცანი ისეთი საერთო ახლობლები გამოგვიჩნდა მგონი ჩემი ნათესავიც კი გამოდის https://www.facebook.com/images/emoji.php/v7/z4c/1/16/1f642.png თენგოს კი უკვე 2 წელია რაც ვიცნობ, ასე რომ მათი ჩხუბის ყურება პირადად ჩემთვის ნამდვილად უსიამოვნო იყო , ძალიან მინდოდა ორივეს ერთად ემუშავათ და ვურჩიე კიდეც, წილოს საგარეოში, თენგო საშინაო საქმეებში, იდეალური წყვილი გამოვიდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ეს კატასტროფა არ არის, დარწმუნებული ვარ კამათი უკვე წარსულში დატოვეს ბოლო ბოლო ჩვენი ყველას მიზანი ქვეყნის წინსვლაა და არა პოლიტიკური ომი.
თენგოს პრეზიდენტობას რაც შეეხება მჯერა რომ შეძლებს წარმატების მიღწევას, მთავარია ყველა გვერდით დავუდგეთ, დამიჯერეთ მაქვს გამოცდილება სადამდე შეიძლება შიდა განხეთქილებამ მიგვიყვანოს, ასე რომ უნდა ვიფიქროთ ერთად დგომაზე და არა ერთმანეთის ჭამაზე, დრო იყო მე და ირაკლი (მანტექსი) ერთმანეთს ვჭამდით, ამ ჩვენმა პოლიტიკურმა დავამ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა რაც კარგი გაკვეთილი გახლდათ.
ასე რომ მეგობრებო მოგიწოდებთ გადადეთ გვერდით თქვენი ამბიციები, დავდგეთ ერთად და ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის.

როგორც ვნახეთ, შენ და ავეუნმა ჩამოაყალიბეთ, უფრო სწორად სიცოცხლე დაუბრუნეთ პოლიტიკურ პარტიას - United Georgian Party. რაში მდგომარეობს ამ პარტიის მიზანი, და რა მიზნები გაქვთ, თქვენ, პარტიის ლიდერებს
- კარგი კითხვაა
1) ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ამინდი, კონკურენცია, არ არსებობს პოლიტიკური იდეოლოგია, ხალხმა არ იცის ვის რა უნდა, კანდიდატები წერენ ზოგად სტატიას და მორჩა, ვინ უჭერს მათ მხარს, რომელი პარტია, რატომ? ჯანსაღი კონკურენციაა საჭირო, ამითი მოიხსნება გამარჯვება/დამარცხების პრობლემა.
რა მოხდა ამ არჩევნებზე? პირადი გაუგებრობა რამაც კანდიდატები შეაკამათა, ახლა წარმოიდგინეთ 2-ვე კანდიდატი რომ ყოფილიყვნენ სხვა და სხვა პარტიის წარმომადგენლები? მოხდებოდა კამათი? ნაკლებად სავარაუდოა, რატომ? იმიტომ რომ ჩემმა პარტიამ აჯობა შენსას და მორჩა, შენ წახვედი მოხვედი სად ხარ ეგ უკვე შენი პრობლემაა და შენი პარტიის + მათი სატელიტების.
ამის შეცვლა გვსურს, ხალხს ეცოდინება ვინ ვართ, რა გვინდა, რისი გაკეთება შეგვიძლია, და გადაწყვიტავენ უნდათ თ არა ჩვენი მხარდაჭერა, მაქსიმალურად ვეცდებით თავიდან ავირიდოთ კამათი და ჩხუბი რადგანაც უკვე დავწერე, ამის მწარე გამოცდილება მოგვდევს უკან.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის წინსვლა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შიდა პოლიტიკური წარმატება, ეს უკანასკნელი კი დამერწმუნეთ ნამდვილად არ გვეშლება

2) სამხედრო სისტემაა გასაუმჯობესებელი, იმედი მაქვს ამაზე ამ თვეშიც იმუშავებენ მაგრამ მე მინდა გვყავდეს არმია რომელიც მზად იქნება ტოტალური ომისთვის, ამისთვის საჭიროა რადიკალური ცვლილებების მიღება
არის კიდევ სხვა და სხვა იდეები მაგრამ ყველაფერს არ ჩამოვწერ საარჩევნო პროგრამა გამომივა და თან ბევრი რამ დასამუშავებელია
-  რა აზრის ხარ მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე, ახლადგამომცხვარ ალიანსზე, შესაძლო მსოფლიო ომზე და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ ყველაფრის ფონზე საქართველომ?
- მსოფლიო ომის წინაშე დგას და ეს აუცილებლად მოხდება, რო შევხედოთ უკვე ხდება კიდეც მაგრამ მალე ჩემი აზრით მსოფლიო ომი დაიწყება, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მოკავშირეებს, იმედი მაქვს რომ ომი პირადად ჩვენს მიწას არ შეეხება მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყოველთვის გამოვირჩეოდით მეგობრების გვერდზე დგომით და ასე გავაგრძელებთ სანამ ეს თამაში არსებობს.
- ვფიქრობ ამ მომენტისთვის საკმარისია. მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებ.
- პირიქით, მადლობა, შენ.
თქვენს წინაშე იყო Formula 1-სა და ე-რევოლუციის ქართველი ლეგენდა Vettel.
შემოუერთდით პარტიას - United Georgian Party
Big Brother is watching you... ;) 
SUB AND VOTE

Financo

Grizzly021ZE BUNDAYamamotoAravchamotpuribeka kavtaradze

Komentimet (12)

Vetel magari kacixar Wink
მე ქვეყნის პარტიულად დანაწილების მოწინააღმდეგე მაინც ვარ. სჯობს კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამებით და ჯანსაღი დებატებით გაარკვიონ ვინ არის ღირსი პრეზიდენტობის. პარტიულობა კი უფრო სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებოდეს. ნუ ეს ოცნებებია და იმედია ახდება o7 Cheeky წარმატებები
♥ ♥
ო7. კაატინგა მოიყვანე აქ რა Smile
x7 kai statiaa. kaatinga magari sharia damijeret Laugh Laugh Laugh. qveyanis partiulad nanawileba ase vtqvat imitom ars satiro an aucilebeli rom rac miviget eg agar ganmiordes. da motamasheebi opro sheikrnan ert mushtad. tore axla vin sada da vis ra unda kacishvili ver gaigebs
კაატინგა შარი კი არა სტრატეგიის მამაა. გენიოსია Smile
ვეტელ, ერთი ერეპის სტატია დააკოპირე და აქ გამოაქვეყნე რა Smile რესურსები რომ ავიღეთ ეგ Smile სკაიპში რომ ერთ ამაბი ხდებოდა :დდ ძაან მაგარი სტატიაა Wink
ave vettel
Au resursebis statia legendaa LaughLaughLaugh gamas komentrebi skaipshi Laugh partiuloba gios gegmit martla kargia magram es yvelaferi damokidebulia imaze masa rogor gamoiyenebs mas. Ise ar moxdes ro adre tu ori kandidati chamda marto ertmanets shemdegshi 2 brbo ar daerion da ar gayon qveyana ukve martla...
დიქტატორი არავის ახსოვს, პრეზიდენტი მაინც რ ვყფილიყავი LaughD პირველად მაინც არ ამეღო სომხეთი და ის 12 რეგიონი რომელზეც საუბრობ Laugh Laugh : ))))
@Senna - eg statia legendarulia Laugh Jango 12 regioni shen dros ar iyo, 12 regioni gvqonda mashin roca israelic aviget dekembris bolos ianvris dasawyisshi, rac sheexeba tqven periods, shen ki datove somxeti magram shenma bichebma irans dedis traki amoutriales omi daiwyes romelmac yvelanairad gagvanadgura da shemdeg bodishebis moxda momiwia ro rukaze davebrunebinet Laugh
@Senna - eg statia legendarulia Laugh Jango 12 regioni shen dros ar iyo, 12 regioni gvqonda mashin roca israelic aviget dekembris bolos ianvris dasawyisshi, rac sheexeba tqven periods, shen ki datove somxeti magram shenma bichebma irans dedis traki amoutriales omi daiwyes romelmac yvelanairad gagvanadgura da shemdeg bodishebis moxda momiwia ro rukaze davebrunebinet Laugh