Dangerous News

ediko - Gazete nga Georgia -

Publiko ne Georgia - Aktivitete Sociale edhe Defrime - 28 Feb 2017 00:07 - 2

http://www.picz.ge/img/s2/1702/28/8/8237f04839a7.jpg

სხვადასხვა ქვეყნებში, მრავალ ტრადიციულ და ისტორიულ ძეგლებს შორის გვხვდება თანამედროვე და ორიგინალური ქანდაკებებიც, ისინი დამზადებულია მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ ისე, რომ მათი შთაგონება არანაირ ჩარჩოებში არ იყო მოქცეული.
ლას კოლინასას მუსტანგები, ტეხასი, აშშ
487
ეს ცხენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკებათა ჯგუფია მსოფლიოში. ბრინჯაოს ქანდაკებები ნამდვილ მუსტანგებზე 1,5 ჯერ დიდია, სამწუხაროდ ფოტოზე რეალურად არ ჩანს მათი სიდიადე ახლოს მდებარე მაღალი შენობის გამო. ფეხებთან ცხენებს დამონტაჟებული აქვთ სპეციალური ფანტანები, რომლებიც ფლოქვებისგან ამღვრეულ წყალს იმიტირებენ.
ქანდაკება სახელწოდებით “ქალის ჩანთაში”, იტალია428
ქანდაკება პირველად იტალიაში იქნა წარდგენილი გამოფენაზე “ფიქრები. სივრცე. დიალოგი ბუნებასა და ფანტაზიას შორის”.
ძეგლი დიზაინერს, კრასნოიარსკი, რუსეთი471
ძეგლი წარმოადგენს დიზაინერ-პოლიგრაფისტის სამუშაო ადგილს: მაგიდა, სკამი, კომპიუტერი, მაგიდის ლამფა და ქურთუკიც კი.
იარაღი შეკრლი კვანძით, ნიუ იუორკი, აშშ487
სკულპტურა შექმნილია შვედი მხატვრის კალო ფრედერიკო რეიტერსვორდის მიერ 1980 წლის ბოლოს, მისი შექმნის იდეა ჯონ ლენონის მკვლელობას უკავშირდება.
მოგზაური, მარსელი, საფრანგეთი433
ეს ქანდაკება არა მხოლოდ მარსელის ქუჩებს ამშვენებს, არამედ თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოს მრავალ ცნობილ გამოფენებს.
უცნობი ჩინოვნიკი, რეიკიავიკი, ისლანდია866
“უცნობი ჩინოვნიკი” შექმნილია 1994 წელს ისლანდიელი მხატვრისა და მოქანდაკის, მანუს ტომასსონის მიერ. ეს ყველაზე მახვილგონივრული და ექსპრესიული ქანდაკებაა რეიკიავიკში, მდიდარი, მაგრამ შეუმჩნეველი პატარა არქიტექტურული ფორმებით.
ჰედინგტონის ზვიგენი, ოქსფორდი, დიდი ბრიტანეტი900
ქანდაკების აზრი ბევრად უფრო სიღრმისეულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: მისი შექმნა 1941 წელს ნაგასაკიზე ატომურ აფეთქებას უკავშირდება. ზვიგენი ასახავს ლამაზ, მაგრამ მომაკვდინებელ რაკეტას.
De Vaartkapoen, ბრიუსელი, ბელგია487
ავტორი ბელგიელი მოქანდაკე ტომ ფრანცენია (De Vaart – ნიშნავს საკანალიზაციო არხს, ხოლო kapoen – თავხედს.) ქანდაკება დადგმულია 1985 წელს ბრიუსელის ერთ-ერთ ქუჩაზე, მოლენბიკის რაიონში. სიუჟეტი გვახსენებს ერთ-ერთი კომიქსის სცენას: საკანალიზაციო ლუქიდან მოულოდნელად გამოჩენილი ახალგაზრდა მასხარა ცდილობს წააქციოს პოლიციელი.
ნელსონ მანდელას ქანდაკება, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა431
ნელსონ მანდელას პროფილი დამზადებულია 50 ფოლადის სვეტისაგან. საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ ეს გამოსახულება მხოლოდ სპეციალური წერტილიდან ჩანს და მისი დანახვა მხოლოდ ერთი რაკურსიდანაა შესაძლებელი, სხვა მხრიდან ის უბრალოდ ფოლადის სვეტებია.
ბუნების ძალა, კატარი365
ასეთი სახელითაა ცნობილი იტალიელი მხატვრის, ლორენცო კუინის ქანდაკება, სადაც გამოსახულია ქალი, რომელსაც ქსოვილის ნაგლეჯით უჭრავს დედამიწა. ამ ქანდაკებას ბევრ სხვა ქვეყანაშც შევხვდებით, მაგ: ინგლისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მონაკოსა და სინგაპურში.
საქორწინო ბეჭედი, ვანკუვერი, კანადა433
ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ადგილი ვანკუვერში. ბეჭედი დამზადებულია ფოლადის, ალუმინისა და შუშისგან. ისინი განლაგებულია კუთხეებში და იწვეს შეგრძნებას, რომ სადაცაა წონასწორობას დაკარგავენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს მოჩვენებითია, ეს ძეგლი ქორწინების ძალის სიმბოლოდაა მიჩნეული.
ხალხი მდინარესთან, სინგაპური487
ჩონგ ფაჰ ჩონგი, ავტორი ამ კომპოზიციის, ცნობილია მრავალი სახის ქანდაკებებით,  ასახულია ხალხი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს სინგაპურის მდინარის სანაპიროზე.
ფრანც კაფკას ძეგლი, პრაღა, ჩეხეთი891
იაროსლავ რონის სკულპტურის ავტორისეული იდეა ცნობილი დღესაც არ არის. ერთ-ერთი ვერსიით ის კაფკას ნაწარმოებიდანაა”ისტორია ერთ ბრძოლაზე”, გმირი რომელიც უცნობი მგზავრის მხრებზე ავიდა რათა ცხოვრება სხვისი თვალით დაენახა. შედეგი კი იმის დანახვა იყო, რომ ცხოვრებაში ყველას თავისი გზა და ტკივილი აქვს.
ბიუროკრატი თემიდა, დანია866
 
დანიელი მხატვრის, იელს გალშიოტას ნამუშევარი. ქანდაკება გვიჩვენებს მდიდარი და ღარიბი ფენის თანაცხოვრებას. მსუქანი გაზულუქებული პიროვნება მხრებზე აზის გამხდარ, ღარიბ აფრიკელს.
ზიგმუნდ ფროიდის ძეგლი, პრაღა, ჩეხეთი433ერთ-ერთი პოპულარული ვერსიით, დავიდ ჩორნიმ ასე აჩვენა იზოლაცია ინტელიგენციასა და უბრალო ხალხს შორის. ოსტატმა ამ ქმნილებაში იმხელა ჯადოსნური მიმართვა ჩააქსოვა, რომ სტუმრები ალბათ საკუთარ თავს ვერ აპატიებენ, რომ არ მოინახულონ ქვის ფროიდი.

Financo

MengreliangonjavarTheKamKo

Komentimet (2)

მომწონს შენი სტატიები
მადლობა ^_^