PrimeTime

Publiko ne Georgia - Analize Ushtarake - 22 Apr 2017 12:31 - 1

http://qartuliarkhi.ge/wp-content/uploads/Untitled-1180.jpg

ბასიანის ბრძოლა1202 წელი

საქართველოს გაძლიერება აღიზიანებდა მუსლიმურ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით, რუმის სასულთნოს, რომელიც სელჩუკთა სახელმწიფოს ნანგრევებზე იყო აღმოცენებული და მცირე აზიაში საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. იგი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა. რუმის სულთან რუქნ ად-დინს შავიზღვისპირეთის დაპყრობა და საქართველოს წინააღმდეგობის დაძლევა სურდა. საქართველოსთან საომრად ის დიდხანს ემზადებოდა. სამზადისის დასრულების შემდეგ საქართველოს მეფეს მუქარით სავსე წერილი გაუგზავნა და თამარისაგან სრულ კაპიტულაციას ითხოვდა.
ქართველები ბასიანში დაბანაკებულ თურქ-სელჩუკთა ჯარს მოულოდნელად მიადგნენ. განთიადისას ქართველთა მხედრობამ შეტევა დაიწყო. რუმის სულთანს 400 000-მდე ჯარიკაცი ჰყავდა, ქართველთა ჯარი კი 90 000 მოითვლიდა.
საბოლოოდ ქართველებმა მტრის ლაშქარი გაანადგურეს. ბასიანის ბრძოლაში მხედართმთავრული ნიჭითა და სიმამაცით თავი გამოიჩინეს დავით სოსლანმა, ზაქარია მხარგრძელმა, შალვა ახალციხელმა და სხვა სარდლებმა. სიმდიდრესთან ერთად,ქართველებმა ხელში რუქნ ად-დინის დროშაც ჩაიგდეს. 1202 წელს გადახდილმა ბასიანის ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მთელ რეგიონში საქართველოს სამეფოს სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობა.


P.s ეს ერთი საათია დავიწყე თამაში ჩემი ირველი სტატიაა შესაბამისად ....  
იმედს ვიტოვებ რომ ცოტას დამეხმარებით  ;) .... 

Financo

OSGaga

Komentimet (1)

Sub 10 vote 6 ისე არაა დაზუსტებული 1202იყო 3 თუ 4 😉😄