Publiko ne Georgia - Hapat e Pare ne eRevollution - 09 Jun 2017 16:00 - 3
სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - ჩემი ინიციატივითა და პრეზიდენტისა და დანაყოფის მეთაურის თანხმობით დღევანდელი დღის შემდეგ, კადეტთა სამხედრო აკადემია ოფიციალურად იქნება 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ მებრძოლი და ბრძოლაში დაღუპული იუნკერების სახელობის. ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგო არცერთ თქვეგანს არაფერი ექნება.
დიდება გმირებს! (იუნკერების გმირობა)
გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე.
ამ კვირაში ჩატარდა აღწერა კადეტების აკადემიაში, რომელზედაც დაყრდნობით რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება. სანამ დასკვნაზე გადავალ გამოვაცხადებ აღწერაში მონაწილე სამი კადეტის სახელს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ - ესენია pridestalker, MementoMori, irakli shanidze და მათ საჩუქრად გადაეცემათ 500ქ3 პური პირადად ჩემგან.(გთხოვთ გამოცხადდეთ და საჩუქრის თაობაზე მომწეროთ პირადში).
ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: რადგანაც ხშირად დამწყები მოთამაშეებისთვის ინფორმაციის ნაკლებობა არის უდიდესი პრობლემა და ისინი ამ საკითხზე ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს, ამიერიდან კადეტებს შეტყობინების სახით დაეგზავნებათ ზოგადი ინფორმაცია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან კადეტებო გთხოვთ შემოგვიერთდეთ კადეტთა სამხედრო აკადემიის ოფიციალურ დისქორდზე
Cadets Military Unit
დავუბრუნდეთ დასკვენებს
პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს ეხება რესურსების გაუფრთხილებლობას კადეტების მხრიდან. ამაში იგულისხმება ის, რომ პრაქტიულად ერთეულების გარდა არცერთი თქვენგანი არ ინახავს ენერგიასა (energy bar) და დოპინგს (life kit). ამას დაუდვრობას ვერ დავარქმევ, ეს უფრო ინფორმაციის ნაკლებობისა და ბრძოლის ჟინის ნაზავია. ვეცდები მარტივად აგიხსნათ ამ რესურების დაგროვების აუცილებლობის მნიშვნელობა. ყველას გსმენიათ შედარება დღევანდელ კვერცხსა და ხვალინდელ ქათამს შორის. ტრადიციულად დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში დღეს თუ საჭმელი არ ჭამე, ხვალინდელ ქათმამდე შიმშილით მოკვდები. აქ, თამაშში ჩვენ შიმშილით სიკვდილი არ გვემუქრება, ამიტომ მოთმინების ფასი მარტივად უნდა შევიცნოთ და ვისწავლოთ: ზემოთ ხსენებული შედარება ამ თამაშში შეიძლება წარმოავადგინოთ სულ სხვაგვარად, მაგალითად, როგორც დღევანდელ 1 ცალ "ვაგზლის კარტოფილის პონჩიკსა" და თვის შემდეგ კაი ბლომად, ასე სადღაც 10 ცალ 12 ლარიან შაურმას შორის. (უხახვოდ, წიწაკით და ბევრი მაიონეზით, ... უხ, უხ...ოცნებებში წავედი, დავბრუნდეთ უკან). 10 ცალ 12 ლარიან შაურმას რა გაჭმევსო მეტყვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ თამაშში იჭმევა და ძალიან მაგარ კმაყოფილებისა და ნაყროვანების შეგრძენბასაც ტოვებს ;) მარტივად რომ ვთქვა დღეს შენ, ნაკლებად ძლიერო კადეტო, როცა დმჯ-საც დებ ახლანდელი 1 დოპინგით(კიტით), იმავე დოპინგით დაახლოებით 10 ჯერ მეტს დადებ 1-2 თვეში. მესმის თქვენიც, თქვენ გსურთ ახლავე დაიკმაყოფილოთ ბრძოლის ჟინი და როგორც კი რამე ენერგიის ზედმეტი რესურსი ჩაგივარდებატ ხელში,ხარჯავთ მას, თუმცა მერწმუნეთ თუკი იქნებით თავშენახული და საჭირო დროს გაისვრით, უფრო კმაყოფილი დარჩებით. რაღა ბევრი ვილაპარაკო, ვისაც სულ მცირე "გეიმერობის" გამოცდილება მაინც გაქვთ, იცით, რომ თამაშების უმრავლესობაშო მიზანშეწონილია იშვიათი რესურსები არ დახარჯო განუვითარებლი ექაუნთის დროს და დახარჯო მაშინ, როცა ექაუნთს მაგრად "მოხოდავ" - იგივეა აქაც.
მოკლედ ზემოთ ბევრ რამეს მივედ-მოვედე, მაგრამ იმედი მაქვს სათქმელი თქვენთან მოვიტანე.
ახლა ვისაუბროთ იმაზეც თუ როგორ შეიძლება ამ რესურსების დაგროვება.
თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა არ იცოდეს რა არის ეს ბარები და კიტები და როგორ მუშაობენ ისინი.
მოდით განვმარტოთ:
პირველი გახლავთ q5 Energy, რომელის ერთ ერთეულს შესწევს უნარი აღგიდგინოთ 100 ენრგია გამოყენებისას. (ანუ თუ გაქვთ 69 ცალი ეს მწვანე რაღაცა, ჩათვალეთ, რომ გაქვთ დამატებითი 6900 ენერგია) როგორ დავაგროვოთ ის? - ყოველდღე შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ცალი სამხედრო დანაყოფის დღიური ბრძანების (daily order-ის) შესრულებით. ამასთან ის შეგიძლიათ მოიპოვოთ თამაშის ადმინისტრაციის მიერ დამატებულ "ივენთებზე"(სხვადასხვა თამაშებით, რომლებს გიგდებთ ეგრევე საიტზე შემოსვლისას). ასევე ამ სახის ენერგია შეგიძლია შეიძინოთ მაღაზიის განყოფილებაში (Store), თუმცა ეს უფრო ოქროს გადაყრა იქნება, ამიტომ ამის გაკეთება არ გირჩევთ.სხვა მხრივ ამ რაღაცის წარმოება არ ხდება.
რაც შეეხება Life kits -დოპინგი არის ენერგიის კიდევ ერთი წყარო. არსებობს 5 ხარისხის დოპინგი ქ1,ქ2, ქ3,ქ4, ქ5. თითოეულ მათგან შესწევს უნარი აღადგინოს თქვენი ენერგიის მაქსიმუმი პროცენტულად, ქ1 აღადგენს ენერგიის მაქსიმუმის 20%-ს, ქ2 40%, ქ3 60%ს, ქ4 80%-ს და ქ5 მთლიანად ავსებს 100%ს . ენერგიის მაქსიმუმში იგულისხმება თქვენგან ხელმარცხნივ, ლარების განყოფილების ქვეშ მდებარე მწვანე სვეტი. თუ არ იცით გეტყვით, რომ სვეტში ენერგიის მაქსიმუმს განსაზღვრავს ჩართული სახლების კომბინაცია ქ1 სახლი სვეტს ზრდის 50ით და ხდის 550ს, ქ2 სახლი 100ით და ა.შ. მაქსიმუმი გახლავთ 1250(როცა ყველა ხარისხის სახლი გაქვთ გააქტიურებული ანუ სახლის პაკი გაქვთ ჩართული). ალბათ ხვდებით, რომ სახლის პაკის გარეშე ზემოხსენბული დოპინგის გამოყენება არის უდიდესი შეცოდმა. რომ ავხსნათ მარტივად, თუ მარტო ქ1 სახლი გაქვთ ჩართული და ენერგიის მაქსიმუმიც შესაბამისად გავთ 550, და ამ დროს იყენებთ ქ5 დოპინგს, თქვენ აღიდგენთ მხოლოდ 550 ენერგიას, მაშინ როცა სახლის პაკის ჩართულობისას აღიდგენდით 1250ს - როგორც ხედავთ მთელი 700ენერგიანი წაგებაა. ასე რომ დოპინგს არ ვიყენებთ სახლის პაკის გარეშე. როგორ მოვიიპოვოთ დოპინგი(კიტი)? - იმავე ივენთებიდან გაქვთ მათი მოგების შანსი. ასევე არსებობს წარმოების გზაც - თქვენს შენობებში არის სტრატეგიულ შენობებში კიტის საწარმო. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კადეტებს არ გევალებათ იქონიოთ კიტის საწარმო.
ბარემ ვისაუბროთ ამ სტრატეგიულ რესურსზეც. - ეს გახლავთ რაკეტა და რეალურად ეს გახლავთ *ლეობა. ანუ მას შეუძლია ხარისხის მიხედვით ერთ გასროლაზე დადოს გარკვეული რაოდენობის დმჯ. ეს შეგიძლიათ გაისროლოთ ხელში როგორც კი ჩაგივარდებათ, ექაუნთის სიძლიერეს არ აქვს მისთვის მნიშვნელობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ვინც არ იცის ეს გახლავთ "ჰიტ ჩელენჯი", რომელიც ასევე წყაროა ზემოთხსენებული რესურსების მოგროვების. ჰიტ ჩელენჯი გრძელდება 10-10დღე (ასე მაგალითად 1-10ივნის, 11-20 ივნისი, 21-30). ჩელენჯის დასახურად თქვენ ვალდებული ხართ საჭირო რაოდენობის ჰიტი განახორციელოთ, რა არის ჰიტი? - ჰიტი ეს არის გასროლა ბრძოლაში. ყოველი 10 გასროლილი ენერგია უდრის 1 ჰიტს.
დღეს სულ ეს იყო.იმედია ძალიან არ შეგაწყინეთ თავი. მადლობა მათ ვინც წაიკითხა და მათ ვინც მომავალში გაითვალისწინებს ამ რჩევებსა და ინფორმაციას. მომავალ შეხვედრამდე!
მოგესალმებით ე-საქართველოს მოქალაქეებო. კადეტებს გთხოვთ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ ამ სტატიას, რადგანაც სტატია თქვენ გეხებათ და მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია თქვენ ხართ. ვაპირებ ვისაუბრო, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე კადეტებთან და ამ სამხედრო დანაყოფთან დაკავშირებით. სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ, მინდა გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - ჩემი ინიციატივითა და პრეზიდენტისა და დანაყოფის მეთაურის თანხმობით დღევანდელი დღის შემდეგ, კადეტთა სამხედრო აკადემია ოფიციალურად იქნება 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ მებრძოლი და ბრძოლაში დაღუპული იუნკერების სახელობის. ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგო არცერთ თქვეგანს არაფერი ექნება.
დიდება გმირებს! (იუნკერების გმირობა)
გადავიდეთ უშუალოდ საქმეზე.
ამ კვირაში ჩატარდა აღწერა კადეტების აკადემიაში, რომელზედაც დაყრდნობით რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება. სანამ დასკვნაზე გადავალ გამოვაცხადებ აღწერაში მონაწილე სამი კადეტის სახელს, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ - ესენია pridestalker, MementoMori, irakli shanidze და მათ საჩუქრად გადაეცემათ 500ქ3 პური პირადად ჩემგან.(გთხოვთ გამოცხადდეთ და საჩუქრის თაობაზე მომწეროთ პირადში).
ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: რადგანაც ხშირად დამწყები მოთამაშეებისთვის ინფორმაციის ნაკლებობა არის უდიდესი პრობლემა და ისინი ამ საკითხზე ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს, ამიერიდან კადეტებს შეტყობინების სახით დაეგზავნებათ ზოგადი ინფორმაცია ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამასთან კადეტებო გთხოვთ შემოგვიერთდეთ კადეტთა სამხედრო აკადემიის ოფიციალურ დისქორდზე
Cadets Military Unit
დავუბრუნდეთ დასკვენებს
პირველი და უმნიშვნელოვანესი ეს ეხება რესურსების გაუფრთხილებლობას კადეტების მხრიდან. ამაში იგულისხმება ის, რომ პრაქტიულად ერთეულების გარდა არცერთი თქვენგანი არ ინახავს ენერგიასა (energy bar) და დოპინგს (life kit). ამას დაუდვრობას ვერ დავარქმევ, ეს უფრო ინფორმაციის ნაკლებობისა და ბრძოლის ჟინის ნაზავია. ვეცდები მარტივად აგიხსნათ ამ რესურების დაგროვების აუცილებლობის მნიშვნელობა. ყველას გსმენიათ შედარება დღევანდელ კვერცხსა და ხვალინდელ ქათამს შორის. ტრადიციულად დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს სჯობია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ რეალურ ცხოვრებაში დღეს თუ საჭმელი არ ჭამე, ხვალინდელ ქათმამდე შიმშილით მოკვდები. აქ, თამაშში ჩვენ შიმშილით სიკვდილი არ გვემუქრება, ამიტომ მოთმინების ფასი მარტივად უნდა შევიცნოთ და ვისწავლოთ: ზემოთ ხსენებული შედარება ამ თამაშში შეიძლება წარმოავადგინოთ სულ სხვაგვარად, მაგალითად, როგორც დღევანდელ 1 ცალ "ვაგზლის კარტოფილის პონჩიკსა" და თვის შემდეგ კაი ბლომად, ასე სადღაც 10 ცალ 12 ლარიან შაურმას შორის. (უხახვოდ, წიწაკით და ბევრი მაიონეზით, ... უხ, უხ...ოცნებებში წავედი, დავბრუნდეთ უკან). 10 ცალ 12 ლარიან შაურმას რა გაჭმევსო მეტყვით, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ თამაშში იჭმევა და ძალიან მაგარ კმაყოფილებისა და ნაყროვანების შეგრძენბასაც ტოვებს ;) მარტივად რომ ვთქვა დღეს შენ, ნაკლებად ძლიერო კადეტო, როცა დმჯ-საც დებ ახლანდელი 1 დოპინგით(კიტით), იმავე დოპინგით დაახლოებით 10 ჯერ მეტს დადებ 1-2 თვეში. მესმის თქვენიც, თქვენ გსურთ ახლავე დაიკმაყოფილოთ ბრძოლის ჟინი და როგორც კი რამე ენერგიის ზედმეტი რესურსი ჩაგივარდებატ ხელში,ხარჯავთ მას, თუმცა მერწმუნეთ თუკი იქნებით თავშენახული და საჭირო დროს გაისვრით, უფრო კმაყოფილი დარჩებით. რაღა ბევრი ვილაპარაკო, ვისაც სულ მცირე "გეიმერობის" გამოცდილება მაინც გაქვთ, იცით, რომ თამაშების უმრავლესობაშო მიზანშეწონილია იშვიათი რესურსები არ დახარჯო განუვითარებლი ექაუნთის დროს და დახარჯო მაშინ, როცა ექაუნთს მაგრად "მოხოდავ" - იგივეა აქაც.
მოკლედ ზემოთ ბევრ რამეს მივედ-მოვედე, მაგრამ იმედი მაქვს სათქმელი თქვენთან მოვიტანე.
ახლა ვისაუბროთ იმაზეც თუ როგორ შეიძლება ამ რესურსების დაგროვება.
თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა არ იცოდეს რა არის ეს ბარები და კიტები და როგორ მუშაობენ ისინი.
მოდით განვმარტოთ:
პირველი გახლავთ q5 Energy, რომელის ერთ ერთეულს შესწევს უნარი აღგიდგინოთ 100 ენრგია გამოყენებისას. (ანუ თუ გაქვთ 69 ცალი ეს მწვანე რაღაცა, ჩათვალეთ, რომ გაქვთ დამატებითი 6900 ენერგია) როგორ დავაგროვოთ ის? - ყოველდღე შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ცალი სამხედრო დანაყოფის დღიური ბრძანების (daily order-ის) შესრულებით. ამასთან ის შეგიძლიათ მოიპოვოთ თამაშის ადმინისტრაციის მიერ დამატებულ "ივენთებზე"(სხვადასხვა თამაშებით, რომლებს გიგდებთ ეგრევე საიტზე შემოსვლისას). ასევე ამ სახის ენერგია შეგიძლია შეიძინოთ მაღაზიის განყოფილებაში (Store), თუმცა ეს უფრო ოქროს გადაყრა იქნება, ამიტომ ამის გაკეთება არ გირჩევთ.სხვა მხრივ ამ რაღაცის წარმოება არ ხდება.
რაც შეეხება Life kits -დოპინგი არის ენერგიის კიდევ ერთი წყარო. არსებობს 5 ხარისხის დოპინგი ქ1,ქ2, ქ3,ქ4, ქ5. თითოეულ მათგან შესწევს უნარი აღადგინოს თქვენი ენერგიის მაქსიმუმი პროცენტულად, ქ1 აღადგენს ენერგიის მაქსიმუმის 20%-ს, ქ2 40%, ქ3 60%ს, ქ4 80%-ს და ქ5 მთლიანად ავსებს 100%ს . ენერგიის მაქსიმუმში იგულისხმება თქვენგან ხელმარცხნივ, ლარების განყოფილების ქვეშ მდებარე მწვანე სვეტი. თუ არ იცით გეტყვით, რომ სვეტში ენერგიის მაქსიმუმს განსაზღვრავს ჩართული სახლების კომბინაცია ქ1 სახლი სვეტს ზრდის 50ით და ხდის 550ს, ქ2 სახლი 100ით და ა.შ. მაქსიმუმი გახლავთ 1250(როცა ყველა ხარისხის სახლი გაქვთ გააქტიურებული ანუ სახლის პაკი გაქვთ ჩართული). ალბათ ხვდებით, რომ სახლის პაკის გარეშე ზემოხსენბული დოპინგის გამოყენება არის უდიდესი შეცოდმა. რომ ავხსნათ მარტივად, თუ მარტო ქ1 სახლი გაქვთ ჩართული და ენერგიის მაქსიმუმიც შესაბამისად გავთ 550, და ამ დროს იყენებთ ქ5 დოპინგს, თქვენ აღიდგენთ მხოლოდ 550 ენერგიას, მაშინ როცა სახლის პაკის ჩართულობისას აღიდგენდით 1250ს - როგორც ხედავთ მთელი 700ენერგიანი წაგებაა. ასე რომ დოპინგს არ ვიყენებთ სახლის პაკის გარეშე. როგორ მოვიიპოვოთ დოპინგი(კიტი)? - იმავე ივენთებიდან გაქვთ მათი მოგების შანსი. ასევე არსებობს წარმოების გზაც - თქვენს შენობებში არის სტრატეგიულ შენობებში კიტის საწარმო. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, კადეტებს არ გევალებათ იქონიოთ კიტის საწარმო.
ბარემ ვისაუბროთ ამ სტრატეგიულ რესურსზეც. - ეს გახლავთ რაკეტა და რეალურად ეს გახლავთ *ლეობა. ანუ მას შეუძლია ხარისხის მიხედვით ერთ გასროლაზე დადოს გარკვეული რაოდენობის დმჯ. ეს შეგიძლიათ გაისროლოთ ხელში როგორც კი ჩაგივარდებათ, ექაუნთის სიძლიერეს არ აქვს მისთვის მნიშვნელობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ვინც არ იცის ეს გახლავთ "ჰიტ ჩელენჯი", რომელიც ასევე წყაროა ზემოთხსენებული რესურსების მოგროვების. ჰიტ ჩელენჯი გრძელდება 10-10დღე (ასე მაგალითად 1-10ივნის, 11-20 ივნისი, 21-30). ჩელენჯის დასახურად თქვენ ვალდებული ხართ საჭირო რაოდენობის ჰიტი განახორციელოთ, რა არის ჰიტი? - ჰიტი ეს არის გასროლა ბრძოლაში. ყოველი 10 გასროლილი ენერგია უდრის 1 ჰიტს.
დღეს სულ ეს იყო.იმედია ძალიან არ შეგაწყინეთ თავი. მადლობა მათ ვინც წაიკითხა და მათ ვინც მომავალში გაითვალისწინებს ამ რჩევებსა და ინფორმაციას. მომავალ შეხვედრამდე!
Financo
koka99Bas CelikBas CelikBas CelikDU8DEGrizzly021Admiral GeobodyFurioKomentimet (3)
კადეტებს კაია რო აქცევ ყყურადგებას o7 კაი საქმეს აკეთებ
madloba sachuqristvis o7
dzalian kargi statiaa da imedia waikitxavs yvela kadeti.