პოლიტიკა

Publiko ne Georgia - Debat dhe Analize Politike - 02 Jun 2016 12:56 - 2

                მე-20-ე საუკუნის ისტორიის სვლამ კიდევ ერთხელ შეცვალა პოლიტიკური ტიპოლოგიის კრიტერიუმები. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში წარმოიშვა ავტორიტარიზმის ახალი ფორემბი - სტალინურ რუსეთში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. მსოფლიო გაიყო ორ სისტემად - დემოკრატიულ და ტოტალიტარულ სახელმწიფოებად. თუმცა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი განადგიურდა, კონტრასტი დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის მაინც თვალშისაცემი იყო. დაიწყო კვალიფიკაციის ისეთი სისტემის ძიება, რომელიც იქნებოდა სრულიად ობიექტური და ნეიტრალური. დროთა განმავლობაში პოპულარობა მოიპოვა "სამი სამყაროს" კონცეფციამ. 
                 კაპიტალური "პირველი სამყარო"
                 კომუნისტური "მეორე სამყარო"
                 განვითარებადი "მესამე სამყარო"
                 დასავლური ინდუსტრიული რეჟიმები განხორციელებული იქნა " პირველ სამყაროდ". ეკონომიკური თვალსაზრისით აქ მოსახლეობის ცხოვრების ყველაზე მაღალი დონეა. 1983 წ. ეს ქვეყნები, რომელშიც იყო მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 15%, ქმნიდა მსოფლიო შიდა პროდუქტის 63% (1985 წ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით). ამ აზრით,კომუნისტური რეჟიმები იყვნენ "მეორეები". მათ გაიარეს ინდუსტრიალიზაციის პროცესი და შეეძლოთ დაეკმაყოფილებინათ თავიანთი მოსახლეობის ძირითადი მატერიალური მოთხოვნები; აქ ცხოვრობდა მსოფლიო მოსახლეობის 33%, ეს ქვეყნები აწარმოებდენ მსოფლიო შიდა პროდუქციის 19%. აზიის, აფრიკის და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები გაერთიანდნენ "მესამე სამყაროდ" იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ეკონომიკურად დამოკიდებული და მასობრივი სიღარიბით არიან მოცული: აქ მსოფლიო მოსახლეობის 52% ცხოვრობს და მასზე მოდის მსოფლიო სასაქონლო პროდუქციის 18%. დამანგრეველი დარტყმა სამი სამყაროს კონცეფციაზე მიიტანეს 1989-1991 წ. აღმოსავლეთ ევროპულმა რევოლუციებმა. მათი შედეგი იყო ორთოდოქსალური კომუნიზმის კრახი სსრ კავშირში და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, პოლიტიკური ლიბერალიზაციის და საბაზრო რეფორმების დაწყება. რაც შეეხება მეორე და მესამე სამყაროს რეჟიმს, მათ საბოლოოდ უნდა გაიაზრონ, რომ მხოლოდ კაპიტალური პირველი სამყარო სთავაზობს ეკონომიკურ აყვავებასა და პოლიტიკური სტაბილურობის ჭეშმარიტად სწორ პერსპექტივას.


ესეც ჩემი პირველი სტატია SUB and Vote

Financo

tugushi

Komentimet (2)

საინტერესო სტატიაა ასე გააგრძელე
v+s da suratebic rom daamato uketesi iqneba Wink