Publiko ne Georgia - Aktivitete Sociale edhe Defrime - 12 Jun 2016 02:43 - 14
Mi-28N რუსული წარმოების მძიმე დამრტყმელი შვეულმფრენია. მისი შექმნის პროცესი ჯერ კიდევ 1980 წლიდან დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაკვეთით Mil-მა დაიწყო ახალი მძიმე დამრტყმელი შვეულმფრენის შექმნა რომელსაც მანამდე არმიაში არსებული Mi-24 უნდა ჩაენაცვლებინა და კონკურენცია უნდა გაეწია დასავლური შვეულმფრენებისთვის (ამ დროს აპაჩის შექმნის პროცესი უკვე დაწყებული იყო). პირველი mi-28A mil-მა 1988 წელს წარმოადგინა, ამის შემდეგ 1989 წლის ივნისში mi-28 წარმოადგინეს პარიზის ავია შოუზე, ხოლო 1995 წლიდან დაიწყეს MI-28Nზე მუშაობა, მაგრამ შეიარაღებაში მხოლოდ 2006 წელს მიიღეს. როგორც ყველა საბჭოთა/რუსული შვეულმფრენი ისიც გამოირჩევა ძლიერი ჯავშნით, მისი ჯავშანი უძლებს 7.62მმ და 12.7 მმიან ტყვიებს. როგორც მწარმოებლები ამბობენ აქვს საკმაოდ კარგი ავტოროტაციის უნარი, ამასთან ერთად გარკვეული დროის განმავლობაში შეუძლია ზეთის გარეშე ფრენა. MI-28N-ს დიდ უპირატესობას ანიჭებს ორი 1636 კილოვატი სიმძლავრის ძრავი Klimov TV3-117VMA, მისი დახმარებით შვეულმფრენს შეუძლია განავითაროს 320 კმ/სთ სიჩქარე. იგი მიზნების აღმოსაჩენად შეიარაღებულია რადარითა და FLIR-ით. MI-28N შეიარაღებულია 30 მმიანი ქვემეხი2A42-ით (მაქსიმუმ 600 გასროლა წუთში) სხვა სახის იარაღის წასაღებად MI-28N-ს გააჩნია 2-2(ჯამში 4) პილონი რომელზეც შეიძლება განთავსდეს:
16 მართვადი რაკეტა Ataka-V, იგი მიფრინავს 6-8 კმ მანძილზე და იწონის 49,2 ან 48,5 კილოგრამს (ქობინი 8-5 კილოგრამს)
ან 8 ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტა Igla-V
ან 8 ჰაერი-ჰაერი კლაის რაკეტა R-73
ან S-8ის 20 უმართავ რაკეტიანი კონტეინერი ან
ორი 23 მმიანი ქვემეხი GSh-23 250 ჭურვით
ან ლაზერული დამიზნების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა 9K118 Sheksna, ასევე შვეულმფრენზე შეიძლება დაყენდეს დასანაღმი სისტემა
ეკიპაჟი:2 ადამიანი
სიგრძე: 17,1 მეტრი
როტორის დიამეტრი: 17,2 მეტრი
სიმაღლე: 4,7 მეტრი
ცარიელი წონა 8,6 ტონა
მაქსიმალური ასაფრენი წონა: 11,5 ტონა
მაქსიმალური სიჩქარე: 324 კმ/სთ
მოქმედების რადიუსი: 200 კილომეტრი
ფრენის ჭერი: 5,7 კილომეტრი
მწარმოებელი კომპანია-MCDONNEII DOUGLAS
შვეულმფრენი AH-64D Apache Longbow შექმნილია AH-64 ბაზაზე და აღჭურვილია მილიმეტრული დიაპაზონის რადიო ლოკაციური სისტემით რომელიც განთავსებულია მზიდი ხრახნის თავზე და მიიღო ნიშნული AH-64D.პირველი მოდიფიკაციის Apache-ბის ტაქტიკური დავალება იყო ჯავშანტექნიკის მოძებნა და განადგურება რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პრინციპით : <: შეეცადე იყო შეუმჩნეველი; თუ შეგამჩნიეს-შეეცადე არ დაგაზიანონ ; თუ დაგაზიანეს-გადარჩი>. AH-64A ამ პრინციპებს მშვენივრად ართმევდნენ თავს. 2006 წელს კორპორაცია Boeing-მა დაიწყო აშშ-ს საარმიო ავიაციის AH-64 Apache -ბის მოდერნიზაცია,რაზეც დაიხარჯა 619,3 მილიონი დოლარი.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება 284 შვეულმფრენის AH-64D Block I და 217 AH-64D Block II და 96 ერთეული AH-64A. მოდერნიზაცია.
მოდერნიზაციის შედეგად წინა მოდელებთან შედარებით AH-64D Block III აღიჭურვება სრულყოფილი რადარებით, რომელიც შეამცირებს სხივის სიგანეს და მისცემს რადარს საშუალებას ზუსტად ამოიცნოს მიზანი.
სტანდარტული შეიარაღების გარდა – ქვემეხი, უმართავი რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები AGM-114 A-E Hellfire, AGM-114F Interim Hellfire და რაკეტები “ჰაერი-ჰაერი” “სტინგერი”, მოდერნიზირებული AH-64 აღიჭურვებიან ახალი შორსმსროლელი რაკეტებით,რომელიც მუშავდება<Joint Common Missile> პროგრამის ფარგლებში. ახალი,დამიზნების მრავალარხიანი სისტემით აღჭურვილი რაკეტა განკუთვნილია აშშ-ს ყველა სახის საბრძოლო ავიაციის აღსაჭურვად.
შვეულმფრენი AH-64 Apache შეიარაღებაში მიიღეს 1984 წელს. მოდიფიკაციის AH-64D მაქსიმალური ასაფრენი წონა შეადგენს AH-64D 8 ტონას, მაქსიმალური სიჩქარე- 309 კმ/ს, მოქმედების რადიუსი – 610 კმ. შვეულმფრენის საბრძოლო დატვირთვამ შეიძლება მიაღწიოს771 კგ.
RAH-66 Comanche-ის პროგრამის უარყოფის შედეგად და ძირითადი ფინანსების გადამისამართება ისეთი ვერტმფრენების შესაძენად როგორებიც არიან მზვერავი- ARH-70 დამსუბუქი მრავალმიზნობრივი- UH-145,შვეულმფრენი-AH-64 Apache უახლოესი ათწლეულის მანძილზე დარჩება აშშ-ს შეიარაღებული ძალების ძირითად საბრძოლო ვერტმფრენად.
მოდიფიკაციაAH-64Dმზიდი ხრახნის დიამეტრი,მ14.63უკანა ხრახნის დიამეტრი,მ2.79სრული სიგრძე,მ17.73სიმაღლე,მ4.05წონა,კგცარიელი5352ნორმალური ასაფრენი7270მაქსიმალური ასაფრენი8006შიდა საწვავი,ლ1157ПТБ,ლ4 х 871ძრავის ტიპი2 ГТД General Electric T700-GE-701Cძრავის სიმძლავრე,кВт2 х 1417მაქსიმალური სიჩქარე,კმ/ს276კრეისერული სიჩქარე,კმ/ს268ფრენის პრაქტიკული მანძილი,კმ1900საბრძოლო მოქმედებების რადიუსი,კმ480სწრაფაღმასვლა,მ/წუთში803ფრენის ხანგრძლივობა,საათი-წუთი3.10პრაქტიკული ჭერი,მ4465სტატიკური ჭერი,მ3206ეკიპაჟი2 მფრინავიშეიარაღებაერთი 30-მმ ქვემეხი M230 Chain Gun , 1200 ვაზნითსაბრძოლო დატვირთვა – 771 კგ – 4 კიდულზე:16 (4х4) ПТУР AGM-114D Longbow Hellfire ან4 ПУ М260 ან LAU- 61/A , 19х70-მმ НУР CRV7 ან Hydra70,4 УР ჰაერი-ჰაერი AIM-92 Stinger ან AIM-9 Sidewinder, Mistral და Sidearm ,შესაძლებელია მართვადი რაკეტების Starstreak მონტაჟიც.
თქვენი აზრით რომელია უკეთესი შვეულმფრენი?
P.S. sub და vote არ დაგავიწყდეთ :) :)
Financo
Komentimet (14)
s+v
v+s https://www.erevollution.com/en/article/1421
votado
v+ s
;lmdf.m,fg
Hello from Portugal
af
Sub 44
vs
am ori Sveulmfrenis Sedareba cota rtuliaa mainc da mainc didi gamocdileba ar aq omis m 28 exlaxans miigo natloba siriashi, apachi dges dgeobit sheudarebelia chemtvis, k 52 dzlieria