Mistake⛔

Objavljeno u Georgia - Socijalne interakcije i zabava - 29 Jun 2016 14:32 - 5

                 მოგესალმებით მეგობრებო
   რამდენჯერმე ვახსენე,რომ მინდა განვახორციელო პატარა კონკურსი,ხოლო ამისთვის მჭირდება ოქრო.
   ეს კონკურსი შეეხება წიგნებს.რაც ალბათ კარგია ყველასთვის.
   
  კონკურსი იქნება სულ სამ ტურიანი: 1-ლი ტური მარტივი, მე-2 ტური საშუალო და მე-3 ტური რთული.
მარტივ ტურში კითხვები იქნება ამგვარი→ მაგ: ვისი ნაწარმოებია სიტყვაზე "გულივერის მოგზაურობა"
საშუალო ტურში კითხვები იქნება დასმული წიგნებიდან,ხოლო მესამე ტურში იქნება წიგნის აღწერა ან წიგნიდან მოყვანილი პატარა ციტატა,რომელის დახმარებითაც უნდა გამოიცნოთ წიგნის სახელი.
 
ახლა კი რაც შეეხება ოქროს. ამ კონკურსისთვის მჭირდება 50 ოქრო,რომ დაგეგმილად ჩავატარო,თუ 100 ოქროთი დამაფინანსებენ გაიზრდება პრიზებიც.მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტში შეიძლება 30 ოქროს დავჯერდეთ საპრიზო ფონდს.
კითხვები შეფასდება ოქროებით და არა ქულებით!!!
მაგ: თუ მე მოვიპოვებ 50 ოქროიან დამფინანსებელს კითხვები შეფასდება შემდეგნაირად: თითოეული მარტივი კითხვა=2 ოქროს (სულ მარტივი კითხვების ოდენობა ამ შემთხვევაში 5 იქნება),საშუალო კითხვა=3 ოქროს(იქნება 5 კითხვა) და რთული კითხვა=5 ოქროს(იქნება 5 კითხვა).
 მაგრამ თუ მივიღებ 100 ოქროიან დაფინანსებას კითხვების რაოდენობა გაიზრდება.

თუ მოგეწონათ კონკურსის არსი მაშინ ვისაც შესაძლებლობა გაქვთ,რომ გამომიგზავნოთ ოქრო,რომ განხორციელდეს ეს კონკურსი. 

 ხოლო მონაწილეობის მსურველები დაელოდეთ შემდეგ სტატიას,სადაც გეტყვით განხორციელდება ეს პროექტი თუ არა. მაგრამ ვიტოვებ იმედს,რომ ვიღაც დაინტერესდა ამით.
  თქვენგან სულ მცირედსაც კი შეუძლია საპრიზო ფონდის შევსება. წარმატებებს გისურვებთ.

 უკვე დაგვეხმარა(ნენ): → Georgian Solider — 1.25 ოქრო.


  ყველა ვინც დაგვეხმარება დავწერ სტატიაში,როგორც ზემოთ არის მოცემული ↑↑↑

Podrška

Komentari (5)

ო7 მშვენიერი იდეაა , მაგრამ ამ პერიოდში ვფიქრობ დამფინანსებლის პოვნა ძალიან ძნელია არათუ დამფინანსებლების , ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ დაიწყებ ცოტა ბიუჯეტით :დ ეგრევე 100 ოქროს ნუ ეცემი დიდი ფულია ეგ :დ ხოდა თუ დააინტერესათ ებიძინა ივანიშვილებს მერე და მერე დაგაფინანსებენ Smile :დ
07
მე ვთქვი რომ მჭირდება საშუალოდ 50 ოქროს,რომ ისე განხორციელდეს პროექტი როგორც დაგეგმილია,მაგრამ კარგი იქნება უფრო დიდი საპრიზო ფონდიც. მაგრამ ამავდროულად 30 ოქროც ყველაზე ცუდ ვარიანტში გამოდგება,რომ მაინც განხორციელდეს პროექტი. ო7
ხოდა მაგას გეუბნები ჯერ მაინც სატესტო ვერსიაა და ჯობია 30-50 იმყოფინო და მერე როცა ნახავენ რო აჰა რა კარგია მერე მოთხოვე მეტი ბიუჯეტისთვის
შესანიშნავია, რომ მქონდეს არ დავინანებდი, ნულზე ვარ ამჟამად :/