Objavljeno u Georgia - Socijalne interakcije i zabava - 26 Jul 2016 05:46 - 6
გაგიმარჯოთ მეგობრებო ☺
მგონი ერთ-ერთ თქვენგანს უკვე შეეშალა იგი ჩვეულებრივ სამუშაო გადასახადში (Work Tax), რომელიც დამქირავებელთან მუშაობისას გვეჭრება, და გამოიტანა კანონი მის დასაწევად. ჩემი თხოვნა იქნება, ეს კანონი ჩააგდოთ, ჯერ ერთი რო 1%მდე დაწევა ძალზედ სარისკოა ჩვენისთანა ქვეყნისთვის და რაც მთავარია ეს კანონი არ იყო განხილული კონგრესის ჩათში!
კარგი იქნება დღეს ყველანი თუ შემოხვალთ ჩვენი დისკორდის ჩათში ასე 18:00 საათისკენ, დეტალურად განვიხილოთ ქვეყნის გადასახადები და ერთად შევთანხმდეთ ჩამოსაჭრელი პროცენტის რაოდენობაზე.
მენეჯერის სამუშაო გადასახადის შესახებ სანამ ვისაუბრებდი, მანამდე მინდა კიდე ერთ ახალ დამატებაზე - მისიაზე ვისაუბრო,რომელსაც ალბათ ბევრი შეამჩნევდით, იგი ჩვენს თამაშში უკვე მესამე დღეა რაც მოქმედებს, თუმცა მის შესახებ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა არაფერი არ იცოდა, ადმინებმაც კი მხოლოდ დღეს გაგვიმხილეს თუ რას წარმოადგენს იგი.
პასპორტის ბეჭედი / Pport Stamp
თვეში მაქსიმუმ შეგიძლიათ მიიღოთ 4 ჯილდო: 7-ე, 14-ე, 21-ე და 28-ე შემოსულ დღეს.
შედეგად მისია მოითხოვს, რომ თქვენ თვეში მინიმუმ 28ჯერ მაინც შემოხვიდეთ თამაშში!
ყოველი ახალი თვის დასაწყისში პროგრესი ნულდება და ათვლა იწყება ახლიდან!
თუ თქვენ ჩაგივარდათ ერთი დღე, არაუშავს, თქვენი პროგრესი არ განულდება, იგი გაგრძელდება შემდეგი შემოსული დღით, მანამ, სანამ ახალი თვე არ დაიწყება!
როგორც უკვე გითხარით, მისია მოითხოვს თვეში მინიმუმ 28ჯერ შემოსვლას, იმის გათვალისწინებით რომ თვეში 30-31 დღეა, გამოდის, რომ 2-3 დღის ჩავარდნა გვეპატიება!
მენეჯერის სამუშაო გადასახადი / Manager Work Tax
პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ამიერიდან თქვენ გეძლევათ საშუალება აწარმოოთ ნებისმიერი პროდუქტი 100%-იანი ბონუსით! ამისთვის საჭიროა გადახვიდეთ იმ ქვეყანაში სადაც არის ეს ბონუსი და იქ იმუშავოთ როგორც მენეჯერმა. გათვალისწინეთ რომ ამ შემთხვევაში თქვენ მოგიწევს გადასახადის გადახდა მოცემუმლი ქვეყნის ფულით!
როგორ მოქმედებს გადასახადი?
ყველაფერი ძალზედ მარტივია, თითოეულ კომპანიაში/ქარხანაში მუშაობის შედეგად თქვენ ჩამოგეჭრებათ გარკვეული რაოდენობის თანხა.
გადასახადი ორი სახისაა: საშინაო და საგარეო.
საშინაო გადასახადი გეჭრებათ იმ შემთხვევაში თუ იმუშავებთ მენეჯერად თქვენ საკუთარ ქვეყანაში. მისი მოცულობაა 1 - 10-მდე ვალუტა.
საგარეო გადასახადი კი ჩამოგეჭრებათ თუ თქვენ გადახვალთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (ბონუსის გამოსაყენებლად) და იქ იმუშავებთ როგორც მენეჯერი. მისი მოცულობაა 3 - 25-მდე ვალუტა.
შესაბამისად საშინაოში მინიმალური გადასახადი არის 1 ვალუტა ხოლო საგარეოზე 3!
მოცემული გადასახადი არ მოქმედებს 22 დონეს ქვემოთ მყოფ მოთამაშეებზე!
გადასახადი გეჭრებათ მარტო მენეჯერად მუშაობით, თუ თქვენ გყავთ დაქირავებული მუშახელი, მათ მუშაობაში თქვენ არ იხდით კიდე დამატებით თანხას!
ამ განახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მოთამაშეები არ გაქცეულიყვნენ თავიანთი ქვეყნებიდან უცხოეთში, ამიერიდან მათ თავისუფლად შეუძლიათ აწარმოონ უცხო ქვეყნის ბონუსებით მოქალაქეობის შეცვლის გარეშე, გარკვეული თანხის გადახდით!
სამწუხაროდ, ამ ყველაფრით ყველაზე მეტად დაზარალდა მეწარმეები, რომლებიც მუშების გარეშე დიდი რაოდენობის კომპანია/ქარხნებში აწარმოებდნენ. უკეთესი იქნებოდა ადმინებს წინასწარ გაებრთხილებინა მოსახლეობა ამ გადასახადის შესახებ...
შემოგვიერთდით დისკორდის ჩათში → https://discord.gg/HtCeB8j
მოიწონეთ თამაშის ქართული Facebook გვერდი → eRevollution - Georgia
ასევე გადახედეთ მოცემულ სასწავლო სტატიებს:
☼ თამაშის სასწავლო გვერდი დამწყებთათვის
☼ ქარხნებისა და სავარჯიშოების განახლება
☼ სტრატეგიული შენობები
☼ თამაშის აბრევიატურები
☼ ზიანის გამოსათვლელი
გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას ☺
წინასწარ დიდი მადლობა! თქვენი მონამორჩილი ავთო (Aravchamotpuri)☺
Podrška
MengrelianKomentari (6)
o7 Good job xD
kargia avto mara me mainc vpiqrob rom 2 dan 3 procentamde unda iyoq maqsimum gadasaxdi
o7 formashi xar DD