saqartvelo

enri - Novine iz Georgia -
:)

Objavljeno u Georgia - Finansije i biznis - 31 Oct 2016 06:45 - 1

მოგესალმებით თანამოქალაქენო.

ამ სტატიში მინდა ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირო კონგრესთან/კონგრესმენებთან დაკავშირებით და შემოგთავაზოთ ერთი იდეა.

კონგრესი, როგორც მოგეხსენებათ, არის ყრილობა/თათბირი სადაც ხალხი განიხილავს და წყვეტს ქვეყნისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვან  საკითხებს. ბუნებრივია, რომ კონგრესის წევრები არიან გამოცდილი, გათვიცნობიერებულნი იმ საკითხში თუ რას განიხილავან და ძალიან პასუხისმგებლიანნი, -  რადგან იციან, რომ  მათ მიერ მიღებულმა  გადაწყვეტილებამ შესაძლოა ქვეყნის მომავალი შეცვალოს დადებითისკენ თუ უარესობისკენ.  ამიტომაც  კონგრესში სანამ რაიმე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება კონგრესმენები ერთობლიობაში, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, ყველაზე ადეკვატურ და რელევანტურ გადაწყვეტილებას იღებენ - ვიმეორებ ერთობლივად და არა ინდივიდუალურად (ეს მნიშვნელოვანია რადგან ქართველებს გვჩვევია ერთპიროვნული გადაწყვეტილებები რაც უბრალოდ დამღუპველია ქვეყნისთვის). მნიშვნელოვანია, რომ  კონგრესში მყოფი ადამიანი, როგორც მინიმუმ ღირსი უნდა იყოს აღნიშნულ ყრილობაზე მონაწილეობისთვის.

ეს ისე ზოგად ეხლა კი ჩემ სათქმელზე გადავალ.

ჩემი შემოთავაზები მდგომარეობს იმაში,  რომ  ყოველი კონგრესის არჩევნების დასრულების შემდეგ   კონგრესმენებმა  - კონგრესის  მედლისგან მიღებული 5 ოქრო შესწიროს ქვეყნის ბიუჯეტს. 

რა არის დადებითი ამ  წესში ?:

1:  ყველასთვის ცნობილია, რომ, გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი არჩევნებში სამწუხაროდ მხოლოდ იმიტომ იღებს მონაწილეობას, რომ ეს საცოდავი 5 ოქრო აიღონ და რეალურად თუ რა პასუხისმგებლობაა კონგრესმენობა ვერ იაზრებენ და არც აინტერესებთ.
ამ წესის შემოღების შემდეგ გარკვეულწილად შემცირდება ასეთი შემთხვევები.

2: ამ ქმედებით კონგრესმენი ხაზს გაუსვამენ იმას, რომ კონგრესში მხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო არ არის და მისთვის ქვეყნის კეთილდღეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია.

3: აღნიშნული წესით კონგრესმენები რეალურად არაფერს კარგავენ, ისინი კონგრესმენები ხდებიან ქვეყნისთვის და არა პირადი თავისთვის, აქედან გამომდინარე სამართლიანია, რომ მიღებული ჯილდო იმას შესწირონ რისთვისაც წარადგინეს მათი კანდიდატურა არჩევნებში.

4: ქვეყნის ბიუჯეტი გარკვეულწილად შეივსება და გასწვდება რამდენიმე კანონისთვის მისაღებ თანხებს.


ეს არის ჩემი პირადი აზრი და შეთავაზება. თუ ემხრობით ჩემს აზრს გთხოვთ დაავოუთოთ ჩემი სტატია, ხოლო თუ არ ემხრობით გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ თუ რატომ არ ემხრობით და მოიყვანიოთ თქვენი არგუმენტები.

Podrška

Komentari (1)

sagol me Laugh