sashishi istoriebi

geosasuke - Novine iz Georgia -

Objavljeno u Georgia - Socijalne interakcije i zabava - 23 Dec 2016 21:13 - 4

ლუკის ტელეფონი ჩემს ოთახში ავიტანე.
ლუკს კი იმეილით შეტყობინება დავუტოვე რომ ტელეფონი ჩემთან დარჩენოდა. ჩემს საყვარელ ფუმფულა ბალიშზე თავი დავახეთქე, საბანში გადავეხვიე და ღამის წყვდიადი ვშთანთქე.
დილით ცივმა სუსხმა გამომაღვიძა. ტანზე სულ აბურძგლული ვიყავი. დილის ყავა დავლიე და წიგნის ახალი თავის წერა დავიწყე.
აიფონის ზარი გაისმა, ტელეფონს დავხედე, დედა მირეკავდა. ბევრი
ვილაპარაკეთ, მთხოვდა სახლში დავბრუნებულიყავი.
-ეშლ, ჰომიცი შენზე და ლუკზე ძვირფასი არავინ მყავს.
საინფორმაციოს მოვუსმინე შენს უბანზე.
-მკვლელობებზე?
-გთხოვ გადმოდი ძვირფასო!
-დედა, საგანგაშო მდგომარეობა რომ იყოს გადმოვიდოდი მაგრამ,
-ეშლ გთხოვ
-თანაც მე თითქმის დავამთავრე წიგნი, დედა გთხოვ ეს ჩემი შემოქმედებაა, ამას შევალიე სამი ბედნიერი არდადეგები.
-ეშლ!
-მიყვარხარ დედა - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე
-ეს რაქენი ეშლ... -წამოვიძახე ცოტათი განაწყენებულმა.
გულის სიღრმეში კი ვიცოდი რომ სავსებით მართალი ვიყავი.
ეს ჩემი შემოქმედებაა, ჩემი ნაშრომი, მართლაც სამი არდადეგები შევალიე, ნუთუ შეიძლება ასე მივატოვო? ის რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.
არა მე ის უნდა დავამთავრო.
მე ეს მინდა, ჰო გულით მინდა, თანაც იმდენად მინდა რომ არც გადაკიდებული მანიაკი და არც საიმფორმაციოს ამბები არ მაშინებს.
ეჰლა მხოლოდ იმის მეშინია რომ სახლში დაბრუნება დაჟინებით მაიძულონ.
იქ სადაც ყოველდღე ჩხუბი და აურზაურია, ძნელია დაწერო ან შექმნა რამ.
თანაც აქაურობასს
ისე შევეჩვიე რომ მეშინია სიგნალი , ისევ ქალაქში დაბრუნების სადაც ყოველ დილით ჩიტების ნაზი გალობის მაგივრად მანქანების აუტანელი სიგნალის, სიარულის და შეტაკების ხმის მოსმენა მიწევს.
ეს უბრალოდ ტვინის ქაოსია.
რას ჯობია ტყიდან მომავალ სასიამოვნო ნიავს. სიჩუმეს, მარტყო ყოფნას სადაც არავინ არაფერს გიკრძალავს. 
ისე იქცევი როგორც შენ გინდა.
არავინ გეტყვის საჭმელი მოუმზადო, სახლი დაუსუფთავო და არავინ იბატონებს შენზე როცა ტყის შესასვლელთან მდგარ სახლში განმარტოვებით ცხოვრობ თუნდაც, 1ან 2თვე. ეს სრული განტვირთვააა.
ჯიბიდან კევი ამოვიღე, პარკი მოვაცალე და დავღეჭე. ამ ფიქრებში კიდევ ერთი თავი დამიწერია.
რომ გამოვერკვიე ნაწყეტი წავიკითხე წიგნიდან:
"-სიმარტოვე?
ცუდია? არა ჩემო კარგო, ის შესანიშნავია, მასაც აქ დადებითი მხარე რომელსაც ვერ ვხედავთ, იცით რატომ? პასუხი ერთია:
გვინდა მუდამ ვინმეს ყურადღების ცენტრში ვიყოთ. მაგრამ, ვერც კი ვამჩნევთ თუ როგორი კარგია ეს."
ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი და ფანჯარიდან შემოსულ ხმაურს გავყევი.
-ნიკ? - დავიძახე და დაბლა ჩავედი. 
ნიკი გაზონს თიბავდა, თითქმის დაემთავრებინა. რომ მორჩა დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ასე ადრე რამ მოგიყვანა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-შენი სილამაზე, ბალახს ვერაფერს უხერხებს ამიტომ გადავწყვიტე მე მიმეხედა მისთვის. -მითხრა და ჩაიცინა.
-კარგიირაა! - თვალები ავატრიალე და სახლში შევედი ისე რომ კარები არ დამიკეტავს, ნიკიც შემოვიდა, 
-ყავას დალევ?
-არა, მეჩქარება. უნდა წავიდე.
თქვა და ცოტაოდენი შესვენების შემდეგ კარებისკენ გასწია.
ისიყო უნდა გასულიყო რომ დავუძახე:
-ჯანდაბა! ნიკ! 
-რამე მოხდა?
-არა უბრალოდ, მინდოდა მადლობა მეთქვა - მან უბრალოდ გამიღიმა და წავიდა.
შემდეგ კი თავი კარებში კვლავ შემოყო შიშისა და მოუნოდლელობისგან ვიყვირე.
-დამშვიდი დამშვიდი. შეიძლება დღეს შენი ძაღლი გავასეირნო? 
-ღმერთო ჩემო, ასე აღარ ქნა. კიშეიძლება ოღონდ მარტო მოგიწევთ სეირნობა - ვთქვი და ეშმაკურად ჩავიცინე.
მას ძაღლთან კიარა ჩემთან ერთად სეირნობა უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა.
-რა გაეწყობა, თქვა და წავიდა.
ნიკს ძაღლი გავატანე, გაასეირნა, ახალი თავის ნახევარიც დავწერე და მოსაღამოვდა კიდეც.
დედას დავურეკე სკაიპით ჩვეულებრივად ვსაუბრობდით მანამ სანამ დედას უკან რაღაც უფრო სწორად ვიღაც უცნაური არ შევნიშნე.
-დედა!
-რა მოხდა საყვარელო?
-დედა შენს უკან!
დედამ უკან შეიხედა, და იკივლა. 
ეს ის იყო, ის , აი ის ჩემთან ყოველ ღამით რომ დადის, დედას მიუახლოვდა და დანა შიგ გულში გაუყარა.
ხმა ჩამივარდა, არვიცოდი რა მექნა. ლუკი უკვე გზაში იქნებოდა, მამა კი ალბად სადმე გაბოდიალდებოდა.
ის არ ეყო, ამ სადისტს. დანას გამეტებით ურტყავდა და მზერას არ მაცილებდა. 
ბოლოს რომ დაიღალა გაჩერდა და ბოლო ხმაზე სატანური სიცილი ატეხა.
-ეჰჰ, ეშლ, ეშლ - არ წყვეტდა სიცილს.
-მე გაფრთხილებდი პატარავ მაგრამ შენ არ დამიჯერე.
ხმას ვერ ვიღებდი, მეგონა მოვკვდი, მეგონა ეს უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო, ავკანკალდი, ვერც ვტიროდი, მუნჯივით ვუყურებდი მას. 
სკაიპი გაითიშა, მე კი თავი უკან გადავიქნიე, და დავეხეთქე ლოგინზე. ტელეფონი გვერდით მედო აღარც კი მახსოვს როგორ ავკრიფე ტელეფონში 911 და რა ვუთხარი მათ, ერთი რამ კი ცხადი იყო გონება დავკარგე...
http://www.picz.ge/img/s3/1612/24/c/cf322ed2ed5d.jpg

Podrška

DstranGEZE BUNDA

Komentari (4)

ოჰო :/
Amasarvelodi :/ hm...
is bichia tavidan rom shexvda uechveli Laugh
gaagrdzele