მარგალ

shrek - Novine iz Georgia -

Objavljeno u Georgia - Socijalne interakcije i zabava - 23 Mar 2017 08:59 - 3

რა მოხდა მთვარეზე სინამდვილეში.ინფორმაცია, რომელსაც NASA წლების მანძილზე მალავდა.
აპოლო-11 პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო მთვარეზე 60-იანი წლების ბოლომდე. (ვიკიპედია)რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთვარეზე მყოფი ნილ არმსტრონგიის და NASA წარმომადგენლის დიალოგი, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა:არმსტრონგი: – რა არის? ეს რა ჯანდაბაა?
NASA: – რა ხდება? რამე გაფუჭდა? 
არმსტრონგი: – აქ დიდი ობიექტებია, სერ! უზარმაზარი! ო, ღმერთო! აქ სხვა კოსმოსური ხომალდები არის! ისინი კრატერის მეორე მხარეს არიან. მთვარეზე არიან და ჩვენ გვაკვირდებიან!
შედარებით მოგვიანებით პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მთვარეზე «აგრძნობინეს», რომ ადგილი უკვე დაკავებულია, და დედამიწელებს იქ არაფერი ესაქმებოდათ... თითქოსდა, უცხოპლანეტელების მხრიდან მტრული დამოკიდებულებაც კი იყო გამოვლენილი. 
ნასამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უარყო, მაგრამ ასტრონავტებმა სერნანმა და შმიტმა რეალურად დაინახეს უცნაური აფეთქება მთვარეზე მყოფ მოდულზე და ეს ინფორმაცია ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს გადასცეს:
– დიახ, ანტენა აფეთქდა. – იყო პასუხი – რაღაცამ გადაიფრინა მასე, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა... ის ჯერ კიდევ... 
ამ დროს საუბარში მეორე ასტრონავტი ჩაერთო:
– ღმერთო! ვფიქრობდი რომ საერთოდ აგვაფეთქებდა ეს რაღაც, თქვენ მარტო შეხედეთ... ეს... მარტო შეხედეთ ამ რაღაცა!მთვარის ექსპედიციის შემდეგ, ამერიკელმა კონსტრუქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა (გერ. Wernher Magnus Maximilian Freiherr von Braun) აღნიშნა, რომ «არსებობს არამიწიერი ძალა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე, უფლება არა მაქვს».სავარაუდოდ, მთვარეზე მყოფები არც თუ ისე კარგად შეხვდნენ დედამიწელ სტუმრებს, რადგან კოსმოსური პროგრამა «აპოლონი» სასწრაფოდ დაიხურა. 
ორ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმდენად ცივი იყო, რომ მთვარის შესახებ როგორც ამერიკამ, ისე სსრ კავშირმა ათეულობით წლის მანძილზე დაივიწყეს, იმ მოტივით, რომ იქ არაფერი იყო საინტერესო.
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ დიალოგებს ასტრონავტებსა და NASA-ს შორის, ის როგორც ნასამ, ისე ხელისუფლებამ უარყო. საამისოდ კი სერიოზული მიზეი ჰქონდათ:
1938 წლის 30 ოქტომბერს რადიო CBS-ს ეთერში რადიოდადგმა გავიდა «სამყაროთა ომი» — ჰერბერტ უელსის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რადიომსმენელების ერთმა ნაწილმა, რეალურად მიიღო რადიოში გადმოცემული რეპორტაჟი მარსელების შემოსევის შესახებ და მილიონობით ადამიანი პანიკაში ჩავარდა. ამერიკის ჩრდ–აღმ. ნაწილში ტელეფონის ქსელები გადაიტვირთა, უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა ქალაქის დატოვება და შედარებით უსაფრთხო ადგილზე გაქცევა. ამის გამო, გზებზე საცობები შეიქმნა და ქვეყნის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სრული პარალიზება მოხდა.ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ ინფორმაცია მთვარეზე ნანახი უცხოპლანეტელების შესახებ გაასაიდუმლოეს. როგორც გაირკვა, ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მსოფლიო საზოგადოებას, არა მარტო დედამიწის თანამგზავრზე უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს, არამედ ისიც, რომ იქ უძველესი ქალაქის ნანგრევები, უცნაური ობიექტები და მექანიზმები ნახეს.2007 წლის 30 ოქტომბერს NASA-ს ფოტოლაბორატორიის ყოფილმა უფროსმა კენ ჯონსტონმა (Ken Johnston) და მწერალმა რიჩარდ ჰოგლანდმა (Richard Charles Hoagland) ვაშინგტონში პრესკომფერენცია მოაწყეს, რომლის შესახებ ინფორმაცია, მსოფლიოს ყველა წამყვანი ტელეარხების საინფორმაციო პროგრამებში მოხვდა. და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებმა გააჟღერეს, აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ჯონსტონმა და ჰოგლანდმა განაცხადეს, რომ თავის დროზე, ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე უძველესი ქალაქის ნანგრევები და არტიფაქტები აღმოაჩინეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მთვარეზე შორეულ წარსულში მაღალგანვითარებული ცივილიზაცია არსებობდა.
პრესკომფერენციაზე ნაჩვენები იყო მთვარის ზედაპირის ფოტოსურათები, რომლებზეც მთვარის ზედაპირზე, აშკარად ხელოვნური წარმოშობის ობიექტების არსებობის კვალი იკვეთებოდა. განსაკუთრებით საყურადღებო, წარმოდგენილი ფოტომასალიდან, ის ფოტო იყო, რომელზეც მთვარეზე მდებარე მინის «სასახლე» იყო ასახული.როგორც ჯონსტონმა განაცხადა, მთვარის კოსმოსური პროგრამებისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ისინი იძულებულები იყვნენ მთვარის ზედაპირზე გადაღებული ფოტოსურათები გამოექვეყნებინათ, ამიტომ, ვიდრე ფოტო ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე ან ტელევიზიით გამოჩნდებოდა, მისი რეტუშირება ხდებოდა. NASA-ს ხელმძღვანელობის ბრანებით, ფოტო-ნეგატივზე იღებებოდა ყველაფერი, რასაც შეეძლო სულ მცირე ეჭვი გამოეწვია, მთვარეზე არსებული რეალური სიტუაციის შესახებ. ხოლო ჰოგლანდმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: «როგორც NASA-მ, ისე საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ, ცალ-ცალკე აღმოაჩინეს, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ სამყაროში. რომ მთვარეზე არსებობს ნანგრევები, კულტურული მემკვიდრეობა ცივილიზაციისა, რომელიც ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ახლა ვართ».სენსაციური განცხადებების და მსოფლიო საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, შემდგომ დღეებში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. რადგან არც ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას და არც NASA-ს, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუკეთებიათ.რიჩარდ ჰოგლანდს, როგორც თავად ამბობს, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, ხელში ჩაუვარდა «აპოლონ-10» და «აპოლონ-16» მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც კარგად ჩანს ქალაქი, ქუჩებითა და შენობის ნანგრევებით. ფოტოებზე დაფიქსირებულია ანძები, ხიდები და ესტაკადები. ქალაქს გამჭვირვალე გუმბათი ფარავს, რომელიც აქა-იქ, დიდი მეტეორიტების ვარდნის გამო, დაზიანებული არის. ეს თაღი, ისევე როგორც სხვა ნაგებობები მთვარეზე, შექმნილი არის მასალით, რომელიც გარეგნულად ბროლს ან მინაპლასტიკატს მოგვაგონებს.უფოლოგები წერენ, რომ, ნასასა და პენტაგონის საიდუმლო კვლევის თანახმად, «ბროლი», რომლითაც აგებულია მთვარეზე ობიექტები, სტრუქტურის მიხედვით, ძალიან ჰგავს ფოლადს. ხოლო სიმაგრისა და გამძლეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი ნედლეული დედამიწაზე არ მოიპოვება.ვის მიერ იყო აშენებული ეს ქალაქი? ვინ შექმნა ეს თაღი, გამჭვირვალე შენობები, კილომეტრობით გზები და ენერგო ობიექტები? – უცნობია.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ მილიონობით, ან იქნებ ათასობით წლის წინ, მთვარეზე უცხო ცივილიზაციის (ცივილიზაციების) ბაზა იყო, რომელსაც საკუთარი ინტერესები ჰქონდა დედამიწაზე. არის სხვა ჰიპოთეზებიც. ერთ-ერთის თანახმად, მთვარეზე ქალაქი დედამიწის მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციამ ააშენა, რომელიც მოგვიანებით, ომის ან გლობალური კატაკლიზმების გამო დაიღუპა. რა თქმა უნდა, მთვარის ქალაქი მეცნიერებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. უძველესი ნანგრევების შესწავლა, ბევრ კითხვაზე გასცემდა პასსუხს.

წყარო: მსოფლიოს უცნაური ადამიანები და მოვლენები


https://s19.postimg.org/kcjti6jlv/17424706_1826968247564087_3937016961538970792_n.jpg

Podrška

HeLL KnNiGhTbeka kavtaradzeBokeraCRMrNiCk

Komentari (3)

Me megona fotos gachitavdi 😂😂
auu mindodaaa gamechitaa magram ver vipovee.. Laugh Laugh
ამერიკელმა კონსტრუქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა - shegisworeb, von brau iyo hitleris marjvena xeli, sufta sisxlis germaneli, SS-is maiori da pirveli adamiani romelmac balistikuri raketa sheqmna. misi damsaxurebaa ori udidesi organizacia saertod rom arsebobs, es organizaciebia NASA da Roskosmos-i