Infinite Universe

Amzomveli - Novine iz Georgia -

Objavljeno u Georgia - Socijalne interakcije i zabava - 02 Jun 2016 09:53 - 90

 
                                                                       მითები სამყაროს შექმნის შესახებ

                   http://www.astramate.com/atlas.jpg

   ძველი ბერძნები - ძველი ბერძნების რწმენით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა — გეა გაჩნდა. გეამ წარმოშვა ყოველივე რაც დედამიწაზე იზრდება და ცხოვრობს.
მიწის ქვეშ, ზუსტად იმ სიღრმეზე, რა მანძილზეც არის ჩვენგან დაშორებული ურანოსი — მაღალი ზეცა, გაჩნდა ტარაროსი — მარადიული უკუნი და ბნელეთი, ეროსი — ყოვლისმომცველი და მაცოცხლებელი სიყვარული, სიბნელე — ერება და ბნელი ღამე — ნიქტუ (ნიქსი). ერებასა და ნიქტუსგან წარმოიშვა სინათლე — ეთერი და ნათელი დღე — ჰემერა სინათლე მოეფინა დედამიწას და გაჩნდა დღე და ღამე.

   იაპონელები იაპონელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ტყუპმა ღმერთებმა იძანაკიმ და იძანამიმ შექმნეს. ისინი დიდხანს მოთმინებით ურევდნენ ვარსკვლავისბუნიკიან გრძელ შუბს ტალახის ტბაში. ტალახი თანდათან შესქელდა და გუნდ-გუნდად დაიწყო ცვენა აქეთ-იქით. პატარა გუნდებისგან კუნძულები გაჩნდა, დიდები კი მატერიკებად იქცა. შემდეგ მიწა ბალახმა, ხეებმა და ყვავილებმა დაფარა.

   შუმერები - შუმერებს სწამდათ, რომ სამყარო — „ან-ქი“ — ასე შეიქმნა: თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე. მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა — ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შუა წარმოიშვა ატმოსფერო, რომელშიც ცის მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები გაჩნდა. ქვესკნელი ერეშქიგალს ერგო.

   ინდოელები - ინდოელების წარმოდგენით სამყარო ასე შეიქმნა: პირველქმნილი, უმოძრაო უკუნიდან შეიქმნა მზე, მთვარე და ვარსკვლავები. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი ოქროს კვერცხი გააჩინა. დრო არ არსებობდა. იმდენს ხანს, რამდენ ხანსაც ერთი წელიწადი გრძელდებოდა, კვერცხი ზღვაში დაცურავდა. შემდეგ იგი ორად გაიყო. ქვედა ნაწილი მიწად იქცა, ზედა კი ზეცად. კვერცხიდან ინდოელთა უზენაესი ღვთაება — ბრაჰმა გამოვიდა. ბრაჰმამ ცასა და მიწას შორის ჰაერი მოათავსა, მიწა წყლით შემოსაზღვრა და დასაბამი დაუდო დროს. ასე შეიქმნა სამყარო.

   ჩრდილოეთ ამერიკელები - ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ფიქრობდნენ, რომ სამყარო ბრძენმა ყორანმა შექმნა. თავდაპირველად ირგვლივ მხოლოდ უკიდეგანო წყლის სივრცე და აქა-იქ მიმობნეული ქვები იყო. ყორანი ნისკარტით ქვებს ეზიდებოდა და წყალში ყრიდა. ასე გაჩნდა ხმელეთი. ყორანმა იგი ხეებით, ყვავილებით და ბალახით დაამშვენა, წყალში თევზები გაუშვა, მიწაზე ჩიტები და სხვადასხვა ცხოველი დაასახლა, ბოლოს კი თიხისგან დედამიწის ბინადარი პირველი ქალი და კაცი შექმნა.

   ცენტრალური ამერიკელები - ცენტრალური ამერიკის მკვიდრი წითელკანიანი აცტეკების მითები გვიამბობენ, რომ სამყარო შექმნა თეთრსახიანმა ღმერთმა კეცალკოატლმა.

   საამები - საამების ერთი მითის მიხედვით, სამყარო სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იშვა. უზენაეს ღვთაებას, კეთილ და გულუხვ იუბმულს, სურდა დედამიწაზე რძის მდინარეებს ედინა, ტბებში წყალი კი არა, რძე ყოფილიყო და ყველანაირ ბალახს გემრიელი კენკრა გამოესხა, მაგრამ ბოროტი პერკელი წინ აღუდგა მის სურვილს. ამიტომ სამყარო არის ისეთი, როგორიც დღესა გვაქვს. ბოროტმა პერკელმა ჯაჭვი გააკეთა და იუბმელი დაატყვევა, მაგრამ კეთილმა ღმერთმა თავი გაითავისუფლა და ახლა პერკელი აღმოჩნდა დატყვევებული. ბოროტისა და კეთილის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან პერკელმა ტყვეობიდან თავი დაიხსნა…

                                                         დიდი აფეთქების თეორია 

   დიდი აფეთქების თეორია (ინგლ. Big Bang) — სამყაროს წარმოქმნის და ევოლუციის დღეისათვის ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით სამყარო წარმოიქმნა უსასრულო სიმკვრივის და ტემპერატურის მდგომარეობიდან დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ 10-43 წამში (პლანკის დრო). ამ საწყისი სინგულარული მდგომარეობის შესწავლა ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში შეუძლებელია და იმ დროს მიმდინარე პროცესების შესწავლა საჭიროებს კვანტური გრავიტაციისთეორიას, რომელიც ჯერ არ არის დამუშავებული. ამ დროიდან მოყოლებული, სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული ტემპებით, სამყარო ფართოვდება, ხოლო მისი ტემპერატურა თანდათან ეცემა.

    1927 წ. ბელგიელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა ჟორჟ ლამეტრმა გამოთქვა იმ დროისთვის სენსაციური მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიქმნა აფეთქების შედეგად. ეს თეორიარადიკალურად ეწინააღმდეგებოდა იმჟამად არსებულ მეცნიერულ შეხედულებას კოსმოსზე (სტატიკური მდგომარეობა). ლამეტრისგან დამოუკიდებლად, იგივე მოსაზრება გამოთქვა საბჭოთა მეცნიერმა ალექსანდრ ფრიდმანმა. დიდი აფეთქების თეორიას გამოუჩნდა მრავალი მოწინააღმდეგე, რადგან ის ამყარებდა ბიბლიაზე დაფუძნებულ სამყაროს წარმოშობის კრეაციონისტულ შეხედულებას. დღეისათვის უკვე აღიარებული კოსმოლოგიური მოდელის ფორმირება მსოფლიო მეცნიერების მიერ მთელი რიგი დაკვირვებებით და რევოლუციური აღმოჩენებით იყო განპირობებული.

    1929 წ. კალიფორნიის „მაუნტ უილსონის“ ობსერვატორიაში დიდმა ამერიკელმა ფიზიკოსმა ედუინ ჰაბლმა გააკეთა ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა ასტრონომიის ისტორიაში: აკვირდებოდა რა ვარსკვლავებს გიგანტური ტელესკოპით, მან აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავები გამოსცემდნენ მოწითალო ფერს. ეს ნიშნავდა, რომ ვარსკვლავები დედამიწას შორდებიან. თანახმად ფიზიკის კანონებისა, სინათლის სხივი დაკვირვების წერტილისკენ მოძრაობისას სპექტრის ხილულ დიაპაზონში იხრება იისფერისკენ, დაშორებისას კი წითლისკენ. გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერის ამ აღმოჩენამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ჰაბლმა გააკეთა კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა: ვარსკვლავები და გალაქტიკები არამარტო ჩვენ გვშორდებიან, არამედ ერთმანეთსაც: ყველა შორეული გალაქტიკა შორდება ჩვენსას სიჩქარით, რომელიც მანძილის პროპორციულია (ჰაბლის კანონი).

          http://www.cosmosup.com/wp-content/uploads/2014/12/BigBang.jpg 


   გამოჩენილი მეცნიერები არტურ ედდინგტონი, სერ ფრედ ჰოილი და მატერიალისტური შეხედულების სხვა მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მკვლევარები რადიკალურად ეწინააღმდეგებოდნენ დიდი აფეთქების თეორიას. მათ განავითარეს საპირისპირო თეორია „უცვლელი მდგომარეობის თეორია“, რომელიც ეფუძნებოდა XIX საუკუნეში მიღებულ სამყაროს სტატიკურ სისტემას. სერ ფრედ ჰოილის თეორიის მიხედვით სამყარო იყო სტატიკური; მატერია კი უსასრულო და მარადიული. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილმა მეცნიერმა ალბერტ აინშტაინმა, თავდაპირველად, არ მიიღო ლამეტრის თეორია. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ამით მან „დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა თავის მეცნიერულ კარიერაში“.
მეცნიერების დინამიური პროგრესი ბადებდა ახალ კითხვებს. 1948 წ. გამოჩენილმა მეცნიერმა გიორგი გამოვმა გამოთქვა ვარაუდი. ის ამტკიცებდა, რომ „თუ სამყარო წარმოქმნილია ასეთი კოლოსალური აფეთქების შედეგად, მაშინ კოსმოსში უნდა იყოს შემორჩენილი რაიმე კვალი, ანუ რადიაციის გარკვეული რაოდენობა. უფრო მეტიც; ეს რადიაცია თანაბრად უნდა იყოს გაფანტული მთელს კოსმოსში“.

    1965 წელს ორმა მეცნიერმა — არნო პენსიასმა და რობერტ უილსონმა ეს ტალღები შემთხვევით აღმოაჩინეს და დაიმსახურეს ნობელის პრემია (გამოვის ვარაუდის შემდგომ, ამ გამოსხივების აღმოჩენაზე რამდენიმე წლის განმავლობაში უშედეგოდ მუშაობდა მეცნიერთა სპეციალური ჯგუფი). რადიაცია, რომელსაც უწოდეს „ფონური კოსმოსური გამოსხივება“ (რელიქტური რადიოგამოსხივება). ეს გამოსხივება არ მოდის რაიმე წყაროდან, არამედ მთელს კოსმოსშია „გაფანტული“. აღმოჩენამ ნათლად დაადასტურა, რომ ეს რადიაცია შემორჩენილია „დიდი აფეთქებიდან“. გამოკვლევები ინტენსიურად გრძელდებოდა. 1989 წელს ნასამ (NASA) „ფონური კოსმოსური გამოსხივების“ გამოსაკვლევად კოსმოსში გაუშვა თანამგზავრი COBE, რომელსაც 8 წუთი დასჭირდა პენსიასის და უილსონის გამოთვლების დასამტკიცებლად. ამ აღმოჩენას უწოდეს „ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი აღმოჩენა კაცობრიობის ისტორიაში“1990 წელს ამერიკის აეროკოსმოსურმა სააგენტომ ნასამ კოსმოსში გაუშვა ტელესკოპი „Hubble Space Telescope“ (სახელი ეწოდა ედუინ ჰაბლის პატივსაცემად). უნიკალური ორბიტალური ტელესკოპი მეცნიერებას დაეხმარა ურთულეს პრობლემათა ამოხსნაში. მისი მეშვეობით განისაზღვრა სამყაროს სავარაუდო ასაკი; განისაზღვრა ჰაბლის კონსტანტა — სამყაროს გაფართოების სიჩქარე; მისი მეშვეობით აღმოჩენილ იქნა კოერენტული სტრუქტურის ობიექტები — პროტოგალაქტიკები, რომელთა ასაკიც ახლოსაა სამყაროს წარმოშობის ასაკთან და სხვ.

    1998 წელს ბერკლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთეს კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა, რომლის მიხდვით სამყაროს გაფართოების სიჩქარე თანდათან იზრდება. სტივენ ჰოუკინგი და სხვა წამყვანი მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სიჩქარე გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად შემცირდებოდა. აღმოჩენა დაამტკიცა ჰაბლის ტელესკოპმაც. ამ აღმოჩენამ “მსოფლიო ასტრონომია შეაზანზარა”. ჟურნალმა “მეცნიერებამ” (Science) ეს აღმოჩენა დაასახელა 1998 წლის უმთავრეს მოვლენად 

   მიუხედავად იმისა, რომ დიდი აფეთქების, ისევე როგორც ნებისმიერი კოსმოლოგიური თეორიის, უშუალოდ "ექსპერიმენტულად დადასტურება" რიგ შემთხვევებში შეუძლებელია, თანამედროვე ფიზიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას მის სისწორეში ეჭვი არ ეპარება, რადგან მოდელის მრავალი თეორიული წინასწარმეტყველება ასტრონომიული დაკვირვებებით დასტურდება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია დაკვირვებებით დადასტურებული ჰაბლის კანონი, ფონური მიკროტალღოვანი რადიაციის არსებობა და სამყაროს შემადგენელ ქიმიურ ელემენტთა მასების ფარდობა. სამყაროს რომ არ ჰქონოდა დასაწყისი (ანუ, არ მომხდარიყო დიდი აფეთქება), მაშინ მთელი წყალბადის მარაგი დიდი ხნის წინ დაიწვებოდა და გარდაიქმნებოდა ჰელიუმად (თერმობირთვული პროცესი).

                                                                                                    ჰაბლის კანონი

   შორეულ გალაქტიკებზე და კვაზარებზე დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ისინი ჩვენ გვშორდებიან და, ამასთან, რაც უფრო შორსაა ჩვენგან ობიექტი მით მაღალია ჩვენი ურთიერთ დაშორების სიჩქარე. ჰაბლის კანონი იყო ერთერთი პირველი ფაქტი, რომელმაც მეცნიერები დაარწმუნა, რომ სამყარო სტატიკური არ არის და მისი მდგომარეობა დროში იცვლება. მათემატიკურად ჰაბლის კანონი შემდეგნაირად შეიძლება ჩავწეროთ:
{displaystyle v=H_{0}D}
სადაც
    v ობიექტების ურთიერთ დაშორების სიჩქარეა,D მათ შორის მანძილი, ხოლოH0 პროპორციულობის მუდმივა, ე.წ. ჰაბლის მუდმივა

      http://b.pix.ge:81/z/rrblg.jpg

    გაზომვები გვიჩვენებს, რომ ჰაბლის მუდმივის მნიშვნელობაა 70 +/- 3 კმ/ს/მგპარსეკი. მართალია ჰაბლის მუდმივას ერთნაირი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს ობიექტთა ნებისმიერი წყვილისათვის სამყაროში, ის დროში მუდმივი არაა.
ადრეულ ეპოქებში მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალი იყო და თუ სამყაროს დღევანდელი აჩქარებული გაფართოება გაგრძელდა შეიძლება მომავალში გაიზარდოს კიდევაც.
რადგან ზემოთ მოყვანილ ფორმულაში სიჩქარე ჰაბლის მუდმივის და მანძილის პროპორციულია, ხოლო ჰაბლის მუდმივა დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში სასრული რიცხვია, არსებობს მანძილი, რომელზე შორს მყოფი ობიექტები სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარით გვშორდება. მიიუხედავად ამისა, ეგ საინტერესო ფაქტი არ მოდის წინააღმდეგობაში ფარდობითობის თეორიასთან.


               ფონური მიკროტალღოვანი რადიაცია

    1964 წელს რობერტ უილსონმა და ანრო პენზიასმა მიკროტალღოვანი ანტენის გამოცდისას შემთხვევით აღმოაჩინეს ფონური მიკროტალღოვანი რადიაცია, რისთვისაც მოგვიანებით ნობელის პრემია მიიღეს. ფონური მიკროტალღოვანი რადიაცია მაღალი ხარისხით იზოტროპულია და აქვს აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივების სპექტრი. მისი ტემპერატურა დღეისათვის 2.7 კელვინია. ფონური მიკროტალღოვანი რადიაციის არსებობა ადასტურებს, რომ სამყაროს ტემპერატურა ერთ დროს დღევანდელისაგან განსხვავებით ძალიან მაღალი იყო.
დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, ფონური მიკროტალღოვანი რადიაცია წაარმოიქმნა დაახლოებით 400000 წლის წინ. ამ დროისათვის სამყაროს ტემპერატურა საკმარისად დაბალი იყო იმისათვის, რომ ატომების წარმოქმნა ყოფილიყო შესაძლებელი. ბარიონები და ელექტრონები გაერთიანდნენ ბმულ სისტემებში - ატომებში, რის შემდეგაც სამყარო ელექტრომაგნიტური რადიაციისათვის გამჭვირვალე გახდა. ფონური რადიაციის ფოტონები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, გარემოსთან ურთიერთქმედების გარეშე მოძრაობენ რეკომბინაციის შემდეგ და ამრიგად გვაწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორი იყო სამყარო 400 000 წლის წინ.
ფონური მიკროტალღოვანი რადიაციის ტემპერატურა ეცემა სამყაროს გაფართოებასთან ერთად. დღეისათვის ის 2.7 კელვინის ტოლია.


                       http://www.astro.um.edu/~myun/teaching/a100_old/images/PenziasWilson.jpg

                ქიმიურ ელემენტთა მასების ფარდობა

      დიდი აფეთქების თეორიის თანახმად სამყაროს ტემპერატურა ერთდროს წარმოუდგენლად მაღალი იყო, რაც შეუძლებელს ხდიდა სტაბილური ატომების არსებობას. ტემპერატურის დაცემასთან ერთად შესაძლებელი გახდა წყალბადის ატომის წარმოქმნა, რასაც მოყვა ჰელიუმი, დეიტერიუმი, ჰელიუმ-4, ლითიუმი და ა.შ. დიდი აფეთქების თეორია წინასწარმეტყველებს იმას თუ რა ფარდობით წარმოიქმნება ეს ელემენტები სამყაროს ევოლუციის განმავლობაში. თეორიული გამოთვლები გვაძლევს შემდეგ მნიშვნელობებს: He/H=0.25, D/H=10−3, Li/H=10−7, რაც კარგ თანხმობაშია დაკვირვებების შედეგებთან.

სამყაროს მომავალი დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით

     ბნელი ენერგიის ფენომენის აღმოჩენამდე კოსმოლოგები სამყაროს განვითარების ორ შესაძლო სცენარს განიხილავდნენ. თუკი სამყაროს სიმკვრივე კრიტიკულ სიმკვრივეზე მეტი აღმოჩნდებოდა, სამყაროს გაფართოება შენელდებოდა, დროის გარკვეულ მომენტში ის შეკუმშვას დაიწყებდა, ტემპერატურა და სიმკვრივე ისევ გაიზრდებოდა და საბოლოოდ ის მიაღწევდა საწყის სინგულარობის მდგომარეობას. თუ სამყაროს სიმკვრივე კრიტიკულზე დაბალი აღმოჩნდებოდა მისი გაფართოება შენელდებოდა, მაგრამ არასოდეს შეწყდებოდა. ვარსკვლავები გაივლიდნენ თავიანთი სრული ევოლუციის გზას და გადაიქცეოდნენთეთრ ჯუჯებადნეიტრონულ ვარსკვლავებად ან შავ ხვრელებად. სამყაროს ტემპერატურა აბსოლუტურ ნულს მიუახლოვდებოდა. თუ პროტონი არასტაბილური აღმოჩნდებოდა საბოლოოდ ბარიონებიც დაიშლებოდნენ და სამყაროში დარჩებოდა მარტო შავი ხვრელები და რადიაცია. საბოლოო ჯამში შავი ხვრელები აორთქლდებოდნენ. სამყაროს ენტროპია იმდენად გაიზრდებოდა, რომ შეუძლებელი გახდებოდა ენერგიის ორგანიზებული ფორმების არსებობა (ე.წ. სითბური სიკვდილი).

                             თანამედროვე კვლევები

     თანამედროვე მეცნიერულ კვლევებში კოსმოლოგია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა მჭიდროდ დაუახლოვდა ერთმანეთს. ქართველი მეცნიერების გიორგი დვალის და გაბადაძის მიერ წარმოქმნილი მრავალგანზომილებიანი მოდელი ცდილობს ახსნას სამყაროს მზარდი აჩქარებით გაფართოება. თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი უპირატესი მიზანია დიდ ადრონულ კოლაიდერში მოხდეს სამყაროს ფორმიერების მოდელირება უმცირეს მანძილებზე.


                               სამყაროს ევოლუცია

    გაფართოებადი სამყაროს კოსმოლოგიური მოდელი წინასწარმეტყველებს მისი ევოლუციის ორ შესაძლებლობას. პირველი აღწერს უსასრულო გაფართოებას სამყაროსი. ამ შემთხვევაში უსასრულო გაფართოებისას, მილიარდობით მილიარდობით წლების გასვლის შემდეგ სამყაროს ელოდება მისი ნებისმიერი სტრუქტურის გაქრობა და შესაბამისად სითბური სიკვდილი მარადიულობაში. სამყაროს სტრუქტურის დაკარგვის პროცესი აღიწერება როგორც ყველა მცირე ვარსკვლავის ჩაქრობა ათასობით მილიარდი წლების შედეგ, გალაქტიკათა ცენტრალური უბნების შავ ხვრელებში კოლაფსირება უფრო მეტი მილიარდი წლის შემდეგ, შემდგომში პროტონების და ყველა ელემენტის დაშლა მილიონობით მილიარდი წლის განმავლობაში, დაბოლოს შავი ხვრელების „აორთქლება“ გამოსხივების გზით, რომელიც უფრო გაცივდება სამყაროს გაფართოებასთან ერთად .
    თუმცა სამყაროს სტრუქტურის დაკარგვა არ ნისნავს მის ევოლუციას, არამედ უფრო წარმოადგენს მის საპირისპირო პროცესს – დაშლად, დეგრადაციას. ვინაიდან სამყაროს წლოვანება დღეს არ აღემატება 20 მილიარდ წელს, ალბათ სამყარო იმყოფება ევოლუციის  უფრო დასაწყისთან, ვიდრე დასასრულთან.
    მეორე ევოლუციური შესაძლებლობა წინასწარმეტყველებს რომ 100 მილიარდი წლის შემდეგ სამყაროს გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით, რომელიც ასევე დეგრადაციას შეესაბამება. სამყაროს შეკუმშვისას სამყაროს ტემპერატურა დაიწყებს ზრდას და ახლანდელთან მნიშვნელობასთან შედარებით მისი ზომების 0.01 ნაწილამდე შემცირებისას ცაზე გამოსხივების ფონი ღამით იგივე იქნება რაც დღისით. მომდევნო გაფართოებისას 700000 წლის შემდეგ კოსმოსური ტემპერატურა მიაღწევს 10 მილიონ გრადუსს, ხოლო ვარსკვლავები და პლანეტები გარდაიქმნებიან ბირთვებისგან, ელექტრონებისგან და გამოსხივებისგან შემდგარ კოსმოსურ პლაზმად. გასაგებია, რომ ბოლოს და ბოლოს სამყაროს მთელი მატერია გარდაიქმნება ცეცხლოვან ბირთვად და შემდგომში გაქრება სივრცე-დროსთან ერთად „დიდი შეკუმშვისას“ სინგულარობაში.

               http://tomsphilosophy.weebly.com/uploads/2/9/9/7/29976849/5063412_orig.jpg

    სამყაროს შესაძლო ევოლუციის და დეგრადაციის შესახებ ზემოთ წარმოდგენილი დასკვნები დამოკიდებულნი არიან მხოლოდ მატერიის საშუალო სიმკვრივეზე, რომელიც განსაზღვრავს, გაფართოება გაგრძელდება უსასრულოდ, თუ გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით. თუ სიმკვრივე ნაკლებია ან ტოლია გარკვეული კრიტიკული მნიშვნელობისა, მაშინ სამყარო გააგრძელებს უსასრულოდ გაფართოებას. თუ სიმკვრივე მეტია კრიტიკულზე, მაშინ სამყარო ჩაკეტილია და გაფართოება შეიცვლება შეკუმშვით.
    სამყაროს მატერიის რეალური სიმკვრივის შეფასება ძალიან რთულია, რადგან მასში შედის ნივთიერების ყველა სახეობა და გამოსხივება. თანამედროვე ასტრონომიული მონაცემები ადასტურებენ უფრო უსასრულო გაფართოებას. თუმცა ბოლო წლების მონაცემებში სიმკვრივის ზრდის ტენდენცია ჩანს .
    ამრიგად, კოსმოლოგიურ მოდელში სამყაროს მომავალი კაცობრიობისთვის გამოიყურება ტრაგიკულად და აპოკალისურადაც. ევოლუციის შემდეგ მას ემუქრება დეგრადაცია ან უსაზღვრო სიცივეში ან აუტანელ სიცხეში. ქრისტიანული ესქატოლოგიაც გვამცნობს „ამ საუკუნის“ დაღუპვას უკანასკნელ კატასტროფაში: და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი (მთ. 24, 29).

  

                                მატერიის ევოლუცია

    კოსმოლოგიური მოდელის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში განიხილება მატერიის ევოლუცია დაწყებული სამყაროს პლანკის დროიდან. ამ განხილვას საფუძვლად უდევს „ცხელი“ მოდელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ სამყაროს დრო, სიმკვრივე და ტემპერატურა (ენერგია) ნივთიერებისა და გამოსხივების ურთიერთგარდაქმნებისას .
    ცნობილია, რომ მატერიის ყველა ფორმა წარმოიქმნება ოთხი ტიპის ურთიერთქმედების შედეგად: ძლიერი (ბირთვული), ელექტრომაგნიტური, სუსტი (რადიოაქტიური დაშლა) და გრავიტაციული (მიზიდულობა). ველის კვანტური თეორიის მიხედვით, ამ ურთიერთქმედებათა მუდმივები იცვლებიან ენერგიის მიხედვით – „მორბენალი კონსტანტები“. ამ დამოკიდებულებაზე დაყრდნობით ითვლება, რომ ურთიერთქმედების სახეები თავს იჩენენ როგორც განსხვავებულები შედარებით დაბალ ენეერგიებზე. მაღალ ენერგიებზე ისინი ერთიანდებიან ერთ ძალაში. ასე მაგალითად თეორიის მიერ ნაწინასწარმეტყველები და ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ დაახლოებით მილიონჯერ მილიარდ გრადუსზე ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალები ერთიანდებიან ელექტროსუსტ ძალებში. ასევე ნაწინასწარმეტყველებია, რომ მილიარდობით მილიარდ გრადუს ტემპერატურაზე ხდება ე.წ. „დიდი გაერთიანება“, რომელიც ძლიერი, ელექტრომაგნიტური და სუსტი ძალების უნიფიცირებას ახდენს. დაბოლოს პლანკის ტემპერატურაზე ითვლება რომ ადგილი აქვს ერთიან ძალად ურთიერთქმედებათა სრულ გაერთიანებას გრავიტაციულის ჩათვლით. ბოლო ორი გაერთიანების ენერგია იმდენად დიდია, რომ დღეს დედამიწის პირობებში მიუღწევადნი არიან და მათი მოდელები მოწმდება არაპირდაპირი მონაცემებით .
    გაერთიანების ენერგიების შედარებისას სამყაროს გაფართოების ტემპერატურებთან, აღმოვაჩენთ, რომ დიდი გაერთიანება უნდა რეალიზდებოდეს სამყაროს პლანკის პარამეტრების დროს, ანუ მისი გაფართოების დასაწყისში. ამგვარად, დროის საწყის მომემტში მოქმედებს ერთიანი ძალა, რომელიც შემდგომ, სამყაროს გაფართოებისა და გაცივებისას განშტოვდა ურთიერთქმედებათა ოთხ სახეობად. ასეთია თეორიული სქემა ერთიანი ძალის შესაძლო განვითარებისა, რომელიც თან სდევს სამყაროს ევოლუციას. ურთიერთქმედებათა ეს მონიზმი კორელირებს ქრისტიანულ მონიზმთან – სამყაროს ერთი შემოქმედი და ერთიანი საწყისი ძალა.
    სწორედ სიმკვრივე და ტემპერატურა განსაზღვრავენ ურთიერთქმედებებსა და მატერიის შემადგენლობას „დიდი აფეთქების“ მოდელში. ძირითადი პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ პირველ 100 წამში – ესაა ელემენტარული ნაწილაკების, ანტინაწილაკების და გამოსხივების ურთიერთქმედების, დაბადების, დაშლის და განადგურების (ანიჰილაციის) პროცესები. ნაწილაკისა და ანტინაწილაკის ანიჰილაციისას წარმოიქმნება გამოსხივება. თავის მხრივ, მაღალი ენერგიის გამოსხივებას შეუძლია წყვილის: ნაწილაკის და ანტინაწილაკის წარმოქმნა. ნაწილაკების შემადგენლობის მიხედვით მატერიის ევოლუცია შეიძლება დავყოთ რამდენიმე პერიოდად, რომლებიც ხასიათდებიან დროის ინტერვალებით, სიმკვრივით და ენერგიით .
     პირველ პერიოდს ეწოდება ადრონული, ძლიერად ურთიერთქმედი მძიმე ნაწილაკების  – ადრონების სახელიდან გამომდინარე. ამ პერიოდის დასაწყისში მატერიის შემადგენლობა წარმოდგენილია იმდენად მაღალი ენერგიების მქონე ნაწილაკებისა და ანტინაწილაკებისგან, რომ მათი ექსპერიმენტული მიღება დედამიწის პირობებში შეუძლებელია. ამ პერიოდში ნაწილაკების და ანტინაწილაკების რაოდენობა ერთნაირი რომ ყოფილიყო, ისინი გამოსხივებაში ანიჰილირდებოდნენ, ნივთიერების ევოლუცია შეწყდებოდა, ხოლო სამყარო იქნებოდა მხოლოდ გამოსხივებისგან შემდგარი გაფართოებადი მოცულობა. მაგრამ ადრონული პერიოდის დასასრულისთვის რჩება ადრონთა ზედმეტი რაოდენობა, რომლებიც არაფერთა აღარ ანიჰილირებენ და ნივთიერების ევოლუცია გრძელდება.
     ადრონული პერიოდი არსებობს ბირთვულ სიმკვრივეზე მეტი სიმკვრივეების და წამის მეათიათასედ ნაწილზე მცირე დროისას. მისი მატერია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ადრონული ნაწილაკების, ანტინაწილაკების და გამოსხივების ნარევისგან შედგენილი პლაზმა, რომელიც შემდგომში ევოლუცირებს მატერიის სხვა ფორმებში. ასე მაგალითად, ენერგიების მიხედვით მსჯელობისას, წამის მემილიონედზე მცირე დროებისთვის ნივთიერებას განიხილავენ როგორც „კვარკულ პლაზმას“, რომელიც შედგება თავისუფალი კვარკებისგან და გლუონებისგან, რომლებიც შემდგომში ერთდებიან პროტონებად და ნეიტრონებად (სამი კვარკი ქმნის პროტონს). ამრიგად სწორედ ადრონული პერიოდის ბოლოში ხორციელდება ბირთვული სინთეზი, ანუ ჩნდებიან პროტონები და ნეიტრონები, რომლებისგანაც შემდგომში წარმოიქმნებიან ატომური ბირთვები.
    ფიზიკოსებისთვის ეს ყველაზე უფრო საინტერესო და მისტიური პერიოდია მატერიის ევოლუციისა. ითვლება, რომ სწორედ ამ პერიოდში რეალიზდება  ფიზიკურ ურთიერთქმედებათა „დიდი გაერთიანება“ იმ ძალაში, რომელიც შემდგომ ევოლუცირდა დღეს დამზერილ ბირთვულ, ელექტრომაგნიტურ და სუსტ ურთიერთქმედებებში .
ადრონულ პერიოდში მატერიის რთულად წარმოსადგენი და პრაქტიკულად შეუსწავლელი მდგომარეობა აგრეთვე ეთანადება შესაქმეს წიგნის მეორე სტროფს: მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
    ანიჰილაციისა და ადრონთა დაშლის წყალობით სამყაროში იქმნება სუსტად ურთიერთქმედი ლეპტონების, – მსუბუქი ნაწილაკები (ელექტრონები, პოზიტრონები და სხვ.), დიდი რაოდენობა. ამიტომ მეორე პერიოდს ეწოდება ლეპტონური. ამ პერიოდში წარმოებს ნივთიერების შემდგომი გარდაქმნა გამოსხივებაში. ეს ეტაპი სრულდება, როდესაც გადის ყველა ანიჰილაციური პერიოდი, და მოიცავს სამყაროს არსებობის 10 წამს. პერიოდის ბოლოსთვის გამოსხივების სიმკვრივე უკვე აღემატება ნივთიერების სიმკვრივეს.
    ევოლუციის ამ პერიოდში გამოსხივების დიდი ნაწილის, მათ შორის ხილული სინათლის, გამოჩენა ეხმიანება შესაქმეს წიგნის მესამე სტროფს: თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თუმცა ეს ტექსტი შესაძლოა შეესაბამებოდეს ევოლუციის მომდევნო პერიოდს – „გამოსხივების პერიოდს“. ამ უკანასკნელში სამყარო სავსეა გამოსხივებით და მისი სიმკვრივე აღემატება ნივთიერების სიმკვრივეს.
    ამრიგად, შესაქმეს წიგნშიც და მატერიის მეცნიერული ევოლუციის მოდელშიც სამყაროში სინათლე ჩნდება მზისა და ვარსკვლავების წარმოქმნამდე, რაც პარადოქსულად გამოიყურება „საღი აზრის“ თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც ხშირად აკრიტიკებდნენ ბიბლიას. თუმცა აქ მოსეს წინასწარმეტყველებამ გაუსწრო ფიზიკის და ასტრონომიის თანამედროვე მეცნიერულ წარმოდგენებს.
    სამყაროს მომდევნო გაფართოებისას გამოსხივების სიმკვრივე უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე ნივთიერების სიმკვრივე და გამოსხივების პერიოდის ბოლოსთვის ნივთიერება წარმოადგენს მატერიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს. ამ პერიოდში იწყება ჰელიუმის ბირთვების წარმოქმნა, ხოლო ნივთიერება წარმოდგენილია წყალბადის და ჰელიუმის ბირთვებით და ელექტრონებით, რომლებიც დარჩნენ ლეპტონური პერიოდიდან. „დიდი აფთქებიდან“ 5 მილიონი წლის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა დაეცა მილიარდ გრადუსზე ქვემოთ, „ცხელი“ მოდელი წინასწარმეტყველებს, რომ სამყაროს ნივთიერება უნდა შედგებოდეს დაახლოებით 25% ჰელიუმის ბირთვებისგან და 75% პროტონებისგან.  ნივთიერების ეს შემადგენლობა უნდა შენარჩუნდეს დღევანდელ დღემდე. სამყაროში მსუბუქ ელემენტთა განაწილების ექსპერიმენტული დაკვირვებები ადასტურებენ ჰელიუმისა და წყალბადის ამ თანაფარდობას. ამრიგად, დღევანდელი სამყაროს ნივთიერების ძირითადი შემადგენელობა წარმოადგენს სამყაროს კოსმოლოგიური და „ცხელი“ მოდელის დამადასტურებელ მეორე ექსპერიმენტულ ფაქტს.
    საწყისი მომენტიდან მილიონი წლის გასვლის შემდეგ (თანამედროვე მონაცემების მიხედვით დაახლ. 400000 წლის შემდეგ), როდესაც სამყაროს ტემპერატურა დაეცა 4000 გრადუსამდე, ელექტრონები უერთდებიან ჰელიუმისა და წყალბადის ბირთვებს და ქმნიან ატომებს. ამ დროს გამოსხივება უკვე აღარ ურთიერთქმედებს ატომებთან. ამიტომ ნივთიერება ხდება გამჭვირვალე გამოსხივებისთვის, რომელიც გამოეყოფა ნივთიერებას და უკვე აღარ მონაწილეობს მატერიის ევოლუციაში და ცივდება სამყაროს ტემპერატურის დაცემასთან ერთად.
    „გამოსხივების პერიოდის“ დასასრულისთვის ნივთიერებისგან განთავისუფლებული გამოსხივება 1965 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ იქნა აღმოჩენილი და ეწოდა „რელიქტური გამოსხივება“. რელიქტური გამოსხივების აღმოჩენა წარმოადგენს სამყაროს კოსმოლოგიური და „ცხელი“ მოდელის დადასტურების მესამე ექსპერიმენტულ ფაქტს.
    აქ მიზანშეწონილია გავიხსენოთ შესაქმეს წიგნის მეოთზე სტროფი: და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. ამრიგად შესაქმეს წიგნშიც და სამყაროს „ცხელ“ მოდელშიც ჩვენ ვხვდებით სინათლეს (გამოსხივებას), რომელიც მატერიალურ წყაროსთან დაკავშირებული არაა.
„გამოსხივების პერიოდთან“ ერთად სრულდება მატერიის ევოლუციის ვარსკვლავამდელი ეპოქა. ის სრულდება ნივთიერების ატომთა წარმოშობით, რომელთა მეშვეობით ფორმირდება სამყაროს ყველა ფიზიკური და ბიოლოგიური ობიექტი. ვარსკვლამდელი ეპოქა არის შესაქმეს წიგნშიც.
შემდგომი, „ვარსკვლავური პერიოდი“, ხასიათდება მატერიალური ობიექტების წარმოქმნით, რომლებიც დასაბამს აძლევენ ვარსკვლავებს, პლანეტებს და გალაქტიკებს. ეს პერიოდი დღესაც გრძელდება. ატომების წარმოქმნის შემდეგ შესამჩნევი ხდება მიზიდულობის ძალთა მოქმედება, რომელიც ქმნის ნივთიერების არაერთგვაროვან გროვებს. გრავიტაციული ძალები ამკვრივებენ ნივთიერებას, რომელიც ცხელდება, იონიზდება და ბოლოს წარმოქმნის ვარსკვლავებს, პლანეტებს და გალაქტიკებს. ასე წარმოიქმნა ჩვენი მზის სსიტემაც და პლანეტა დედამიწა. ითვლება, რომ წყალბადის გარდა ყველა სხვა ელემენტთა ბირთვები სინთეზირდებიან ვარსკვლავთა წიაღში ბირთვული რეაქციების შედეგად.
    მატერიის ატომებისგან წარმოიქმნენ მოლეკულები, რომელთაგანაც შექმნილია ორგანული ნივთიერება, ხოლო ორგანულ მოლეკულათა ევოლუციამ მიგვიყვანა მცენარეთა და ცხოველთა სამყარომდე. ზოგადად ორგანული სამყაროს ასეთი ევოლუცია  აღწერილია შესაქმეს წიგნის მომდევნო სტროფებში.
ამდენად, სამყაროს მატერიის ევოლუცია შემდეგი სქემით მიმდინარეობს: ელემენტარული ნაწილაკები და გამოსხივება – პროტონები, ნეიტრონები და ელექტრონები – წყალბადისა და ჰელიუმის ბირთვები – წყალბადისა და ჰელიუმის ატომები – ელემენტთა ატომები – მოლეკულები – მცენარეები  – ცხოველები. ამასთან ვაკვირდებით ევოლუციის „ხელსაყრელ“ მსვლელობას მის ყველა ეტაპზე გავლისას, კოსმოლოგიური ბირთვული სინთეზიდან, სიცოხლისა და გონის დაბადებამდე. მეცნიერების თვალსაზრისით ეს „ხელსაყრელი“ გავლა დაუჯერებელი და შემთხვევითი გვეჩვენება და ამიტომ ზოგიერთ, ათეისტური მსოფლმხედველობის მქონე ფიზიკოსს შემოჰყავს „ანთროპული პრინციპი“. ეს პრინციპი ამბობს, რომ სამყარო ყველა მის ზუსტ კანონთან ერთად უნდა იყოს ისეთი, რომ ევოლუციის რომელიმე ეტაპზე უზრუნველყოს სიცოცხლისა და გონის განვითარება. მართლმადიდებლური პოზიციით კი შემოქმედის მიერ სამყარო შექმნილია ისეთად, რომ მისი განვითარების კანონები არის არა მატერიის თვითგამოხატულება, არამედ ისინი ფორმირდებიან ღვთის სიტყვით, რომელიც უზრუნველყოფს მატერიის ევოლუციას ელემენტარული ნაწილაკებიდან ადამიანამდე. ღმერთის გარეშე ევოლუცია შეუძლებელია.
მატერიის, განსაკუთრებით მისი ბიოლოგიური ფორმის ევოლუციის ალტერნატივას, დღეს უპირისპირებენ ე.წ. „კრეაციონიზმს“, პროტესტანტულ იდეოლოგიას, რომელიც პოსტულირებს „არაფრისგან“ შექმნას, თავდაპირველად შექმნილ ბუნების კანონთა უცვლელობას და შემოქმედის ჩაურევლობას როგორც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში, ისე შექმნილ მატერიაში.
    ზემოთ მოყვანილი არგუმენტები აჩვენებენ, რომ არა მარტო ბიბლიური, არამედ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენებიც ახლოს არიან „არაფრისგან“ სამყაროს შექმნის იდეასთან, რაც შეესაბამება „კრეაციონიზმის“ პირველ პოსტულატს. თუმცა სამყაროს წარმოშობის საწყის მომენტში დროისა და სივრცის შექმნა მიანიშნებს შექმნილი მატერიის ცვლილების შესაძლებლობას. შექმნილი სამყარო არ შეიძლება იმყოფებოდეს დროისა და სივრცის გარეთ, ანუ მარადიულობაში. ამიტომ, გამომდინარე ფილოსოფიური განმარტებებიდან დროისა, როგორც მატერიის „ცვალებადობის“ უნივერსალური თვისებისა, და სივრცისა, როგორც იგივე მატერიის თვისებისა „დაიკავოს ადგილი“ (განივრცოს), შექმნის საწყის მომენტში უმალ ველით სამყაროს ან ევოლუციას ან დეგრადაციას. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი სამყაროსა და მატერიის შექმნის დასაწყისი აგრეთვე წარმოადგენს მათი ევოლუციის საწყის მომენტს.
ამასთან, მიუხედავად „კრეაციონიზმისა“, ურთიერთქმედებათა ფუნდამენტური კანონებიც (მორბენალი კონსტანტები), როგორც აღინიშნა ზემოთ, იცვლებიან ენერგიის მიხედვით სამყაროს გაფართოების გარკვეულ ეტაპებზე. და თუმცა ხადახან სიტყვა „კრეაციონიზმს“ ემატება ეპითეტი „მეცნიერული“ (იხ. ჩვენი სტატია: „მეცნიერული კრეაციონიზმის ფსევდომეცნიერულობის შესახებ“ – ზ.ო.), არ არსებობს სამყაროს წარმოშობის არანაირი კრეაციული მეცნიერული თეორია. „კრეაციონიზმში“ არ არსებობს დადებითი მეცნიერული შინაარსი – რიცხობრივად ის ვერ ხსნის ვერც ერთ ექსპერიმენტულ ფაქტს, აღარაფერს ვამბობთ ექსპერიმენტულ წინასწარმეტყველებაზე. და საერთოდ, „კრეაციონიზმი“ არ ეთანხმება ცოდნის თანამედროვე მეცნიერულ სისტემას და ამიტომ მისი უარყოფა ხორციელდება ერთდროულად მრავალი სამეცნიერო მიმართულებით.
    შექმნილ სამყაროში შემოქმედის „ჩაურევლობის“ პროტესტანტულ („კრეაციონისტულ“) კონცეფციაში შემოქმედი უფრო ჰგავს „ვოლტერიანელთა“ ღმერთს, – ის არსებობს, მაგრამ არაფერში ერევა. ამასთან, „ბედნიერ შემთხვევითობათა“ დიდი მწკრივი, რომელიც უზრუნველყოფს სამყაროში სიცოცხლისა და ადამიანის წარმოშობას, მოწმობს ბუნების კანონთა ზუსტ და არაშემთხვევით მოწყობას (ანთროპული პრინციპი), რომელიც აჩვენებს ღმერთის ურთიერთობას შექმნილ სამყაროსთან. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, უფალი ახლაც ქმნის ყველგან, ინარჩუნებს რა სამყაროს არსებობასა და განვითარებას როგორც კლასიკურ კანონთა დეტერმინიზმის, ისე კვანტური   მექანიკის ალბათობრივი კანონების მეშვეობით.
    მაშასადამე, სამყაროს წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ თანამედროვე მეცნიერული წარმოდგენები უფრო ეთანხმებიან, ვიდრე ეწინააღმდეგებიან შესაქმეს წიგნის „პირველ დღეს“ აღწერილ სამყაროს წარმოქმნას. ამიტომ მეცნიერული წარმოდგენების თვალსაზრისით (სამყაროს წარმოშობის – ზ.ო.) ბიბლიური  კრიტიკა უადგილოა.

                  სამყაროს შექმნის ბიბლიური ახსნა

    ჩვენთვის, სივრცითა და დროით შეზღუდულთათვის, ძნელი აღსაქმელია ღმერთის უსასრულობის ჭეშმარიტი არსი, ვინაიდან ჩვენი უკიდეგანო სამყაროც კი არ არის უსასრულო და კაცის გონება ვერ ჩასწვდომია მის საიდუმლოებას.
სამყაროს ზომები იმ განვლილი დროის რაოდენობით განისაზღვრება, რომლის მდინარებაც სამყაროს შექმნის მომენტიდან დაიწყო, რამდენადაც მანამდე არ არსებობდა არაფერი - არც მატერია, არც სივრცე და არც დრო.
სამყაროს „დაბადების“ პროცესი მეცნიერებაში აღწერილია „დიდი აფეთქების“ თეორიის სახით.
პირველი არგუმენტი ფუნდამენტურ მეცნიერებაში, რომელიც სამყაროს ქმნადობაზე და არა მის შემთხვევით გაჩენაზე მეტყველებს, სამყაროს დროში „დაბადების“ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში იყო შემჩნეული, რომ სამყარო გამუდმებით ფართოვდება. რამდენადაც ჩვენი სამყარო უსაზღვრო არ არის, იმდენად, როდესღაც შორეულ წარსულში, „არარადან“ უეცრად წამოვიდა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა, რომელმაც მთელი კოსმოსი წარმოშვა.

    ძველ დროში, ბიბლიის ტექსტის განმმარტებლები სამყაროს მოსეს წიგნების გრაგნილს ადარებდნენ: გრაგნილის გაშლას სამყაროს გაფართოებას ამსგავსებდნენ, ხოლო დახვევას - შეკუმშვას.
    ბიბლიის ერთ-ერთი უძველესი განმარტების თანახმად, ღმერთის ერთ-ერთი სახელი „ყოვლისშემძლე“ (ძველებრაულად - „შე-დაი“) განიმარტება, როგორც „ის, ვინც თქვა „საკმარისია“. განმარტებას თან ახლავს გადმოცემა, რომლის თანახმადაც ქმნილმა სამყარომ უდიდესი სიჩქარით დაიწყო გაფართოება და როცა ღმერთმა თქვა „საკმარისია“ („დაი“)! ამით დამთავრდა მისი მყისიერი გაშლა, რასაცა მეცნიერების ენაზე „გაფართოების ინფლაციურ სტადიას“ უწოდებენ. აღნიშნული მეცნიერული კონცეფციის თანახმად, მას შემდეგ, გაფართოება კვლავ გრძელდება, მხოლოდ არა ისეთი კოლოსალური სიჩქარით, როგორც თავიდან იყო. იგი უკვე ფართოვდება თავდაპირველად მიღებული იმპულსის შედეგად.

    დღეისთვის ყველა სამეცნიერო საზოგადოებების მიერ მიღებული სამყაროს გაფართოების „ინფლაციური თეორია“, ამტკიცებს, რომ სამყარომ თავისი არსებობა აბსოლუტური სიცარიელიდან დაიწყო, ეგრეთწოდებული „ცრუ კვანტური ვაკუუმის მდგომარეობიდან“. „დიდი აფეთქების“ მერე „ინფლაციური სტადია“ სულ რაღაც 10-35 წამი გრძელდებოდა, მაგრამ დროის ამ გაელვებაში გაშლილმა სამყარომ, პრაქტიკულად, დღეისთვის არსებული ზომები მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ „ინფლაციური თეორია“ ვერანაირად ვერ ხსნის თუ როგორ აღმოჩნდა სამყარო          თავდაპირველად „ცრუ ვაკუუმის მდგომარეობაში“ (ანუ „არარაში“). ფუნდამენტური ფიზიკა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩვენი გარემომცველი სამყაროს ძირითადი კატეგორიები - სივრცე, დრო და მატერია - ერთდროულად და, ფაქტობრივად, მყისიერად წარმოიშვნენ, ურთიერთით არიან განპირობებულნი და დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. ხოლო იმ კოლოსალური ენერგიის წყაროს შესახებ, რამაც ეს ყველაფერი წარმოშვა, როგორც ითქვა, მეცნიერებამ არაფერი იცის. ეს წყარო მეცნიერებისთვის უცნობია იმიტომ, რომ იგი ზნეობრივ კატეგორიას ეკუთვნის. ეს ყველაფერი კი გარკვეულ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხები მეცნიერული მეთოდების შესაძლებლობებს აღემატება. ამასთან, წმინდა წერილის მოწმობა, რომელიც გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე მეცნიერება ჩამოყალიბდებოდა, რჩება პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ ბუნებრივ გზად.
     მამაღმერთმა მთელი სამყარო სიტყვით შექმნა, სწორედაც რომ შექმნა, ვინაიდან სამყარო შემოქმედებითი აქტის ნაყოფია. სამყაროს შექმნის სრულყოფილებას და პოეზიას კარგად გრძნობდნენ მსოფლიო კრებების ეპოქის წმინდა მამები, რომლებმაც შექმნის ამგვარი გაგება მართლმადიდებლური მრწამსის სიტყვებით გამოხატეს: „მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა“.
უმაღლესი გონის ჭეშმარიტება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაშია გამოხატული, რამდენადაც იგი მისი შემოქმედისგან მომდინარეობს, მაგრამ ადამიანის არასარულფასოვანმა, ცოდვით დაზიანებულმა ინტელექტმა ჯერ კიდევ არაფერი იცის: „ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერ არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს“ (1 კორ. 8,2).


          https://s-media-cache-ak0.pinimg.com/736x/03/61/6d/03616dc6d5c5570e93867ec8a815715a.jpg

    დღეისთვის არსებული, სამეცნიერო მონაცემებიდან (თუმცა სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს მყოფისგან) უკვე შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესები შორს არის შემთხვევითობისგან და თავად სამყაროს „დაბადება“ მიზანმიმართულობის და გონიერი მოქმედების ნიშანს ატარებს. მეცნიერება უკვე იწყებს სამყაროს ბიბლიური სურათის დადასტურებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ ასე უმოწყალოდ უარყოფდა. საინტერესოა, რომ ფუნდამენტური ფიზიკა, რომელმაც გარემომცველი სამყაროს შემეცნების საქმეში მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ყველა დანარჩენს, ზოგიერთ თავის ასპექტში უკვე უშუალოდ გადადის თავისებურ ღვთისმეტყველებაში.
     პირველყოფილი ცოდვის დაღი სამყაროზეუფალმა მთელი ჩვენი მატერიალური სამყარო დასრულებული და სრულყოფილი სახით შექმნა, რომელიც რაიმე შემდგომ გაუკეთესებას ან, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, შემდგომ ევოლუციას არ საჭიროებდა. ადამიანების პირველყოფილმა ცოდვამ არა მარტო მათი ბედი, არამედ მთელი სამყაროს აგებულებაც შეცვალა. ქვეყნად სიკვდილი შემოვიდა და ამან ზეგავლენა იქონია ბუნების ფუნდამენტურ კანონებზე, ადამიანის ცოდვამ თავისებური დაღი დაასვა სამყაროს. თერმოდინამიკის მეორე საფუძველი შეიძლება ამ დაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად ჩაითვალოს. თერმოდინამიკის აღნიშნული კანონი კი იუწყება, რომ სისტემაში მიმდინარე ყველანაირი პროცესი, შეწყვეტისა და ჩაქრობისათვის არის განწირული, თუ ეს სისტემა მუდმივი ენერგიის ნაკადით არ იკვებება. ადრე თუ გვიან სამყაროს „სითბური სიკვდილი“ ელოდება, იგი საბოლოოდ სითბურ წონასწორობამდე უნდა მივიდეს და აბსოლუტურ ნულამდე გაცივდეს, ხოლო სამყაროში ამჟამად არსებული მკაცრი წესრიგი და რთული ორგანიზებულობა, წინასწარ უცნობ მომავალში, ქაოსში  და პრიმიტივიზმში უნდა გადავიდეს.
სამყაროს დასასრული იმავდროულად ჟამის დასასრულიცაა. ე.ი. დროის, სივრცის, მოძრაობის და ენერგიის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც სამყაროს წონასწორობას ინარჩუნებს, შეიცვლება, ყველაფერი შეირყევა და უკან დაბრუნდება...
წუთისოფელი ისევ „არარასკენ“ მიექანება.
    საყოველთაო დეგრადაციის შესახებ ბიბლიაც ლაპარაკობს, მხოლოდ სხვა ენაზე. პირველი ადამიანების ედემის ბაღიდან განდევნის შემდეგ, დაიწყევლა მიწაც: „წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო... ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებდეს შენ“ (შესაქმე 3,16-19). „რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისთვის. ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე“ (რომ. 8, 21-22).
სამყაროს ანთროპოცენტრულობასამყაროს ჰარმონია და საოცარი მოხდენილობა შემოქმედის მიერ მის საფუძველში ჩადებული მკაცრი ფიზიკური კანონებით არის განპირობებული. სამყაროს ასეთი აგებულების შემთხვევითი წარმოშობის დაშვება წარმოუდგენელია. შემთხვევით წარმოშობილ სამყაროში უფრო სწორი იქნებოდა, რომ ქაოსი ყოფილიყო გამეფებული და არა მოწესრიგებულობა, რთული ორგანიზებულობა და ისეთი მტკიცე სტრუქტურები, როგორებიც ატომები, ვარსკვლავები და ცოცხალი ორგანიზმებია.
წარმოუდგენლად ზუსტ გაანგარიშებებზე აგებული სამყაროს ჰარმონია, ჭეშმარიტად შემოქმედის გონივრულად წარმმართველ „ხელზე“ მეტყველებს.
    დღეს უკვე მკაფიოდ ჩანს სამყაროს მოწყობის ღვთაებრივი გეგმა, რამდენადაც ცოდნის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მეცნიერება უკვე პასუხობს არა მარტო იმ კითხვაზე თუ „როგორ“ არის მოწყობილი გარემომცველი სამყარო, არამედ არაორაზროვნად მიუთითებს მისი წარმოშობის მიზეზზეც.
     სამყაროს აგებულების ადამიანური პრინციპისამყაროს სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შესრულდა გარკვეული პირობები მასში სიცოცხლის ჩასახვისათვის. მართალია ეს პირობები აუცილებელია სიცოცხლისათვის, მაგრამ არა საკმარისი, რამდენადაც თავად სიცოცხლის წარმოშობა გონივრულად მიმართული მოქმედების აშკარა ნიშნებს შეიცავს, პირობები კი მხოლოდ პირობებია და მას გონიერება არ გააჩნია.
     სამყაროს არსებობას ადამიანის ამქვეყნად არსებობა აძლევს აზრს. მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს რომ დავეყრდნოთ, შეიძლება იმის მტკიცება, რომ სამყარო და ყველაფერი რაც მასშია, უკიდეგანო ზომების ჩათვლით, მის გაჩენას მხოლოდ ადამიანის არსებობას უნდა უმადლოდეს.
რაც უფრო უახლოვდება მეცნიერება სამყაროს პირველმიზეზს, მით უფრო ცხადად იხსნება ძველი ბიბლიური ჭეშმარიტება, რომ თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1,1) და რომ „ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“ (იოანე 1,3).
    მიუხედავად იმისა, რომ ბუნებისმეტყველება მხოლოდ ქმნილი სამყაროს მოწყობაზე მეტყველებს და არა იმაზე, ვისი ნებითაც იგი შეიქმნა, მიზეზობრივი აუცილებლობის კანონს იგი მაინც სამყაროს პირველმიზეზამდე მიჰყავს.




Podrška

MengreliangrimishaHanibalSenna

Komentari (90)

v
ar wamikitxia magram bevri gishromia da 25 lars mogcem
Respect o7 (s6 v4)
O7 wavikitxav aucileblad
შენ დაწერე თუ კონტროლ ცე კონტროლ ვე?
ახალს ვერ მოვიგონებდი და ვერ დავწერდი ნამდვილად Smile სხვა და სხვა სტატიები გავაერთიანე და დავასურათე... Smile
ვაუ ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, განსაკუტრებით ამ სივრცეში და ბევრი ახალი რამე გავიგე. უბრალოდ ერთი პატარა რჩევა მექნება, რომ ამდენი ინფორმაცია ერთ სტატიაში აღარ მოათავსო. ბოლომდე გასვლა ჭირს, დაინტერესებული პირებისთვისაც კი. წარმატებები და ველოდები შემდეგს!
გავითვალისწინებ ომიკო, მადლობა გაიხარე : ))
o
kom
s67 please sub back
S c v
Wtf
v15 s73
v,s
kjgkj;kh,ml
vote, sub
S97
Aa
kai iyo
good
lovely
voted
v+s
v
za
v
long
V+S
...
v
ne
v
o7
Smile
v
asd
...
s4s https://www.erevollution.com/ua/article/8497
v
v+s
understood everything.....its all true
cCc
vsc
vsc
vsc
vsc
Vsc
vsc
.
Vsc
ω
c4c
v+s+c
S v c
v
v
v
c
v
vcs
v
v
SVC
4
v
v
https://www.erevollution.com/ua/article/9669 svc
v
s y v
c
v
2
Türkiye
https://www.erevollution.com/en/article/9492
c
s v c
v+s
v
v
Пут око Света - еКанада - https://www.erevollution.com/sr/article/9935
v
v
vs
vs
qwdqw
c
magari statia iyo dzaan rac aq wamikitxia yvelas jobs
cm
v