Georgia Loves You

Публикувана в Georgia - Социална и забавна - 16 Oct 2016 12:17 - 7

პირველიი ლექსი ეძღვნება ნიკა ხუცურაულს
ისევ მთვრალი ვარ,პოეზია ისევ მეძახის
ისევ მინდება ნიკას მკრთალი სახის აღწერა
გაზაფხულია იფოთლება ისევ ვენახი
ისევ მინდება შენზე ფიქრები შენზე დაწერა

ხო!შეგვაზიზღეს შენი თავი,შენზე ფიქრებიც
და მოღალატედ შეგრაცხეს ურცხვად
მე ვერ გივიწყებ და შენს გვერდში მუდამ ვიქნები
მათ კი მიძახონ რაც უნდებათ ვიქნები ჩუმად

მერე რა მოხდა შენ თუ ჩვენთან აღარ იქნები
უკრაინაზე იფიქრებ გენდომება მათი ალერსი
ისევ დავლევ და ისევ ამათ შევერკინები
დაიწერება უფრო კარგი შენზე სხვა ლექსი

მეორე ლექსი კი ეძღვნება ჩვენს  ნაციონალისტ,ფეხბურთის მოყვარულ,ტროპიმენეჯერის მოთამაშე ჯაბას იგივე ერეჯს 

არ ვიცი ჩემო რა გითხრა ჯაბა
ჩემს უთქმელს ხშირად გებულობ ვიცი
ეს კაი ქალიც გაიხდის კაბას
და მონატრების ირღვევა ფიცი

რომ ახლა ხშირად იწვიმებს ალბათ
რომ ეს დღეებიც მცირდება უფრო
გოგონა ხელებს გიკოცნის ჯაბა
და სამყოფელი მოძებნეთ მყუდრო

შენს გულში ახლა ადგილი მისი
იზრდება როგორც მოწყვეტილ ფოთლებს
იზიდავს მიწა და უცხო მზერით
ცდილობს რომ უფრო და უფრო მოწყდეს

თავიდან გოგოს გახადა კაბა
და იმ გოგონას ცრემლები სველი
არ ვიცი ჯაბა რა გითხრა აბა
მას და შენ ახლა დაგერქვათ თქვენი

ხო ისე ვისაც მოგინდებათ რომ ლექსი დავწერო თქვენზე მომმართეთ ფასზე მოვრიგდებით :დ 

Спонсорирай

EReJS

Коментари (7)

გულები დაგვაყარეთ ბიჭო, 500 მანეთი მაქვს გადახდილი :დდდ
Laugh sg
:დ დაააყარეეთ
wakitxva damezaraimedia mapatieb.
ar gapatieb Laugh
Me damiwere ogond ritmashi ri jdevodese da tropis saxeebi iyos gamoyebebuli
gadaxda winaswar shota Laugh tan pm