Публикувана в Georgia - Социална и забавна - 20 Feb 2017 10:18 - 0
აფხაზეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც ამჟამად დროებით არის დარჩენილი საქართველოს იურისდიქციის მიღმა. ადრინდელ შუა საუკუნეეში მთელი საქართველოს გაერთიანება სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო და მთელ დასავლეთ საქართველოსაც სწორედ „აფხაზეთი“ ერქვა.
აფხაზეთის მადლიან მიწაში თორმეტთაგან ერთ–ერთი მოციქული – სვიმონ კანანელი განისვენებს. აქ მოღვაწეობდა სამშობლოდან გაძევებული იოანე ოქროპირი.
აფხაზეთის მთავარი ქალაქია ცხუმი, რაც ქართული ენის სვანურ კილოზე „რცხილას“ ნიშნავს. არაქართველებს უჭირთ „ცხუმის“ გამოთქმა და სახელწოდებას „სუხუმის“ სახით წარმოთქვამენ.
აფხაზეთი ქართველების უძველესი ქრისტიანული კუთხეა. აქ ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერებია – მოქვის, ილორის, ბედიის, ბიჭვინთის, დრანდისტაძრებიდა მონასტრები –ქართული არქიტექტურით ნაშენები და შემკული ქართული ჩუქურთმებით, ფრესკებით, წარწერებით.
სამაგალითოდ, ბედიის ტაძარი ბაგრატ III ააშენა X-XI საუკუნეებში. ბაგრატმა და მისმა დედამ გურანდუხტმა ტაძარს ოქროს ბარძიმი შესწირეს, რაც ზიარებისათვის განკუთვნილისაეკლესიო ჭურჭლის ასომთავრული წარწერით დასტურდება. თვით ბაგრატ III თავისივე აშენებულ ტაძარშია დაკრძალული.
აფხაზეთში დღემდე შემორჩენილია XI საუკუნის ერთმალიანი ხიდი სოხუმის ახლოს, მდინარე ბესლეთზე. თაღის საპირე ქვებზე ქართული ასომთავრული ასოებით ამოკვეთილია წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III: „ქრისტეო, მეუფეო ყოველთა, ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფე ბაგრატ“.
XIX საუკუნეში, უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას,ახალ ათონში, ივერიის მთის კალთებზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობაზე შეიქმნა მონასტერი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.
აფხაზეთი –ეს არის ბუნების საოცრება:კავკასიონის მთის მასივსა და შავი ზღვის ნაპირს შორის მოთავსებულისუბტროპიკებიმიწიური სამოთხის შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს. ამიტომაც აქთავიდანვე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ ბუნების ნაკრძალებს:
ბიჭვინთა – მიუსერას ნაკრძალის ღირსშესანიშნაობააბიჭვინთის კონცხის რელიქტური ფიჭვის კორომი, რომლის სანაპირო ზოლში განლაგებულია ცნობილი კურორტი ბიჭვინთა.
რიწის ნაკრძალში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რიწის ტბა, რომელიც განუმეორებელი სილამაზით ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.
ახალ ათონში ქართველი სპელეოლოგების მიერ აღმოჩენილი კარსტული მღვიმე, რამდენიმე დარბაზისაგან შედგება, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების განუმეორებელ ზღაპრულ სანახაობას ქმნის და სამარადისოდ აჯადოვებსუამრავ მნახველს.
Спонсорирай
Коментари (0)