georgia

Публикувана в Georgia - Социална и забавна - 20 Feb 2017 12:01 - 0

“ქარიშხალასა” და “პეგასის” ძნელი მოგებები                                             ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სტუ-ქარიშხალამ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა “იმედი თელავი” – 26:23, ხოლო “პეგასმა” უფრო მცირე სხვაობით 36:34 მოუგო “გორს”.სტუ-ქარიშხალას აკლდა ორი ლიდერი, სტურუა და ბულბულაშვილი და როდესაც მეოცე წუთისთვის გუნდი 6:12 ჩამორჩა თელაველებს, საფიქრალი იყო, რომ “იმედი” მოიგებდა და ცხრილში გადაასწრებდა ოთხეულისთვის ბრძოლაში უშუალო კონურენტს. ამ ანგარიშზე ბექა ორჯონიკიძემ ტაიმ-აუტი აიღო და ტაიმის ბოლომდე ჩამორჩენა ორი ბურთით შემცირდა – 10:14.
ეს სხვაობა კიდევ კარგა ხანს შენარჩუნდა. მეტად დაწინაურების საშუალებას “იმედსზ” “ქარიშხალას” მეკარე ხანდოლიშვილი არ აძლევდა, ორი ტრავმირებული (ნარსია, აბაშიძე) ჰყავდა “იმედსაც”, მაგრამ თელაველებს უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ, რაც მათ უკეთესს შანსებს უტოვებდა.
ამ დროს “იმედსაც” კრიზისი დაუდგა შეტევაში, სამი ბურთი ჩაჭრა ზაზა ფერაძემ, მეორე ვეტერანმა, მამია კობახიძემ ჯამში 11 გოლი დააგროვა, ანგარიში 19:19 გახდა, შემდეგ 22:22. დასრულებამდე 7-8 წუთი იყო, მაგრამ “იმედმა” შემდეგი და უკანასკნელი გოლი ბოლო წუთზე გაიტანა იმის მერე, რაც ზედიზედ 4 გაუშვა. საბოლოოდ 23:26 წააგო და კონკურენტს 3 ქულით ჩამორჩა.
“გორმა” ზედიზედ 7 წაგების შემდეგ მობილიზაცია მოახდინა და ბოლომდე ეომა მესამე ადგილზე მყოფ “პეგასს”. გორელებმა მოიგეს ტაიმი (20:17), წინ იყვნენ 42 წუთის შემდეგ (25:21), შემდეგ “პეგასი” დაწინაურდა (29:26), მაგრამ აუტსაიდერმა ისვ გაათანაბრა ანგარიში (31:31) და ბოლო წუთამდე შანსებს ინარჩუნებდა – 34:36.
სამშაბათს და ოთხშაბათს აღმოსავლეთის ოთხეული მეცხრე-მეათე ტურის მატჩებს გამართავს, 23 თებერვალს კი ხელვაჩაურში დასავლეთის 4 გუნდი შეიკრიბება.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე თამაშის პირდაპირი სტრიმინგი მოხდა საზოგადოებრივი არხის სპორტული რედაქციის “იუთუბის” არხზე და ფეისბუკზე, ასევე ხელბურთის ფედერაციის შესაბამის გვერდებზე.
ასევე იქნება სეზონის ბოლომდე და არა მხოლოდ თბილისიდან. ყველა მატჩის საყურებელი ბმული, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაიდება ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
VIII-X ტურები. თბილისი, ოლიმპიური სასახლე. 20 თებერვალი
იმედი თელავი - სტუ-ქარიშხალა 23-26
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი - იობაშვილი 9, გიორგაძე 8, აბჟანდაძე 2, ბაინაზიშვილი 1, მიქავა 1, მაისაშვილი 1, ყორიაული 1, ცისკარიშვილი, ცხვარაშვილი, ბაჯალაძე
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი - კობახიძე 11, ზ. ფერაძე 6, არსენაშვილი 3, მამულაშვილი 2, გ. ფერაძე 2, თიგიშვილი 2, ასაბაშვილი, ჭერაშვილი გორი - პეგასი 34-36
გორ: ვათიაშვილი - ტიელიძე 7, ტარუაშვილი 7, გაგლოშვილი 6, ახალბედაშვილი 6, ნიაზაშვილი 4, ზუბიაშვილი 4, იაშვილი, მურადაშვილი, მღებრიშვილი
პეგ: ი. დიხამინჯია - ცხოვრებაძე 10, კალანდაძე 10, ზარნაძე 7, გ. დიხამინჯია 4, ლაპიაშვილი 3, გოგავა 2, კაჭკაჭაშვილი, კუხალაშვილი
მსაჯები: ა. კოვალჩუკი, ი.კოვალჩუკი (მლდ), ტექ. დელეგატი: ლ. გელაშვილი 21 თებერვალი
13:00 სტუ-ქარიშხალა - გორი
15:00 პეგასი - იმედი თელავი 22 თებერვალი
11:00 გორი - იმედი თელავი
13:00 პეგასი - სტუ-ქარიშხალა ხელვაჩაურის სპორტის სასახლე. 23 თებერვალი
14:00 ქუთაისი - BSB ბათუმი
16:00 წყალტუბო - სამტრედია 24 თებერვალი
14:00 BSB ბათუმი - წყალტუბო
16:00 სამტრედია - ქუთაისი 25 თებერვალი
12:00 წყალტუბო - ქუთაისი
14:00 სამტრედია - BSB ბათუმი XI-XIV ტურები: 13-16 მარტს, თბილისში
21 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალურ ოთხეულში 

Спонсорирай

Коментари (0)