TiFliSi NEWS

ubralo me - Jornal de Georgia -

Publicado em Georgia - Primeiros passos no eRevollution - 20 Jan 2016 05:34 - 0

https://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gifhttps://image.jimcdn.com/app/cms/image/transf/none/path/s4c5ce2e21750a501/image/i3f793177d6e643dc/version/1337968321/image.gif
   მოგესალმებით ესაქართველო ვმონაწილეობ კონკურსში და მინდა დავწერო სტატია ჩვენი პატარა ქვეყნის
საქართველოს შესახებ.
                                    https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/19/Caucasus_regions_map_ka.svg/450px-Caucasus_regions_map_ka.svg.png
   საქართველო მდებარეობს ევროპის და აზიის გასაყარზე კავკასიონის მთათა სისტემის სამხრეთ ფერდობზე. მისი
დედაქალაქი თბილისია. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთი, სამხრეთით სომხეთი და თურქეთი, სამხრეთ
აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო დასავლეთით შავი ზღვა.

   თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული.
კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და ბერია, რამაც დასაბამი
მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან;
ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის
რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. 
რუსეთის იმპერიამ ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ
აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-21) ბოლშევიკების 
მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან აბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

   საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური
კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს
მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული
მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების
დაბრუნებისკენ 
რუსეთთანურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა
ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.
2013 წელს მომხდარი არჩევნების შემდეგ მთავრობაში მოვიდა პარტია ქართული ოცნება რომლებმაც პრეზიდენტად
გიორგი მარგველაშვილი წარადგინა და დღეს-დღეობით კვლას ის მართავს საქართველოს(ამასაც თუ მართვა ჰქვია). 

 საქართველო შედგება 12 სამხარეო რეგიონისგან რომელიც 22 რეგიონს აერთიანებს.https://proeqtiiii.files.wordpress.com/2013/01/jgh.jpg

 ეხლა მინდა გითხრათ რამოდენიმე დიადი მეფის შესახებ.
დავიწყებ ვახტანგ გორგასალით. რომელიც 458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა.
მან ტახტზე ასვლისთანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა
ტახტზე,მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი. ეს ვახტანგის
პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა
აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა
და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული
სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
ეს დიადი ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ქართველთა ჯარმდა დაამარცხა ოვსეთისა და
ხაზარეთის გაერთიანებული არმია.
                                  http://s010.radikal.ru/i312/1101/73/f22d5b6434e4.jpg

  ამ მეფეს იმიტომ ავღწერ პირველად რომ მან დაარსა ჩვენი დიადი დედაქალაქი თბილისი. თბილისის
დაარსების რამდენიმე ლეგენდა არსებობს. პირველის თანახმად ვახტანგ გოგრასლის ნადირობის დროს
მეფეს შველი ისრით დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს. 
სხვა ვარიანტით, მეფის
მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან. ცხელი წყლის
სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქო 
გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს.
შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული
უბანი —აბანოთუბანია.
http://amigo.ge/saunjegallery/albums/userpics/10001/tbilisi.jpg                    http://server1.intermedia.ge/pictures/medium/101/101061.jpg?/Ramis-Tbilisi.jpg

http://4travel.ge/wp-content/uploads/2014/09/abanotubani.jpg

   ეხლა გიამბობთ ერთ-ერთ ძლიერ მეფეზე დავით IV აღმაშენებელზე, რომელმაც 1089 წლიდან მოყოლებული
სახელმწიფოს გამთლიანებას და განთავისუფლებას ცდილობდა სიკვილის ბოლომდე. ის იყო დიადი მეფე
რომელმაც გაატარა ბევრი რეფორმა. გაათლიანა საქართველო და ააყვავა საქართველო. დანგრეული
საქართველო აღაშენა. სწორედ ამიტომ შეერქვა ხალხში დავით აღმაშენებელი. მის შთამომავლებს სიკვდილის
წინ ნათელი მომავალი დაუტოვა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში.
https://burusi.files.wordpress.com/2009/07/p1010612.jpg

 მისი გამორჩეული ბრძოლებიდან აღსანიშნავია 1121 წლის 12 აგვისტოს ბრძოლა რომელიც დიდგორის ველზე
მოხდა და დიდგორის ბრძოლის სახელით არის ცნობილი. მაჰმადიანებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს
მოუყარეს თავი, რომლის რაოდენობაც 300 000-ს აღემატებოდა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ძალის რაოდენობა,
სომეხი ისტორიკოსის, მათეოს ურჰაეცის ცნობით, შეადგენდა 40 000 ქართველს, 15 000 ყივჩაყს, 500 ოსსა და
100 ფრანგ (ევროპელ) ჯვაროსანს.
              http://1.bp.blogspot.com/-7yPByJaVhnw/UqL4PYl7cFI/AAAAAAAAAPs/yihVD03DWg0/s320/didgori.jpg                               http://www.bazieri.ge/_nw/10/54584645.jpg

 დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში.მემატიანის
გადმოცემით,მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო.ზამთარი
საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა. მისი ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა დემეტრე I-მა. 

ეს რუკა გვიჩვენებს დავით აღმაშენებლის გამეფებიდან საქართველოს მდგომარეობას რეგიონში.
https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/31/Caucasus_1090_AC_ka_alt.svg/800px-Caucasus_1090_AC_ka_alt.svg.png

ხოლო ეს რუკა კი გვიჩვენებს საქართველოს მდგომარეობას დავით აღმაშენებლის სიკვდილის შემდეგ.

https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/bc/საქართველო_1125_წლისათვის.jpg/800px-საქართველო_1125_წლისათვის.jpg


ესე დასრულდა სტატია. 

მადლობა ყველას
თქვეი მონა-მორჩილი უბრალო მე

Patrocinador

Comentários (0)