Published in Georgia - Social interactions and entertainment - 02 Jul 2016 23:03 - 3
ივნისის ტესტ-მატჩებზე „ბორჯღალოსანთა“ წარმატებული თამაშის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპული პრესა კვლავ გააქტიურდა საქართველოს ელიტურ რაგბიში ჩართვის მოთხოვნით.ამჯერად ამ თემას „ეკონომისტი“ გამოეხმარა, სათაურით - „საქართველოს ელიტაში თამაშის შანსი უნდა მიეცეს“. თუმცა, ავტორი სათაურშივე ამბობს, რომ ამის პრაქტიკული შანსი არ არსებობს:„გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მორაგბეთა ნაკრებები გასტროლებზე იმყოფებოდნენ სამხრეთში, იმედით, რომ შარშანდელ მსოფლიო თასზე ნაჩვენებ საშინელ შედეგს გამოასწორებდნენ. შარშან ნახევარფინალში ვერცერთი ევროპული გუნდი ვერ გავიდა, ამჯერად კი, მათი მოგზაურობით გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს.ინგლისელებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს ავსტრალიის სერიაში დამარცხება და მათ ზედიზედ სამი თამაში მოუგეს; ირლანდიამ სამხრეთ აფრიკულ მიწაზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მომდევნო ორ მატჩში მცირედით დამარცხდა; შოტლანდიამ ორჯერ დაამარცხა იაპონია, ხოლო საფრანგეთმა არგენტინას ორი თამაშიდან ერთი მოუგო. მხხოლოდ უელსის გულშემატკივარი დარჩა იმედგაცრუებული, რადგან ახალ ზელანდიასთან სამივე შემთხვევაში პირწმინდად დამარცხდა და „ოლ ბლექსთან“ 1953 წლიდან დაწყებული უსიამოვნო ტრადიცია გააგრძელა.არის კიდევ ერთი ევროპული გუნდი, რომლის მონდომებაც ცოტა არ იყოს ყურადღების მიღმა დარჩა. საქართველო - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელსაც იშვიათად იწვევენ სათამაშოდ სამხრეთელი გრანდები. მათი სახელი „ლელოს“, სათავეს „ლელო ბურთიდან“ იღებს, რომელიც რაგბის მიმსგავსებული ტრადიციული ქართული თამაშია. ქართველებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ოთხი თამაშიდან ორი მოიგეს, ხოლო ორში - ახალ ზელანდიასთან და არგენტინასთან, დიდი სხვაობით დამარცხდნენ. ივნისში ისინი ტონგას, სამოას და ფიჯის ეთამაშნენ, რომლებიც ყველა მსოფლიო-თასის მონაწილენი არიან და რომელთა მორაგბეებიც საუკეთესო კლუბებს წარმოადგენენ. ამ დროს საქართველოს ტოპ-დონის მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე ყავს. მიუხედავად ამისა, მათ კაპიტნის, „დათვი“ მამუკა გორგოძის გარეშე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში თავის პოზიციაზე, ტონგა და ფიჯი დაამარცხეს, ხოლო სამოას ფრედ ეთამაშნენ.წყნარი ოკეანის კუნძულებზე ძლიერმა თამაშმა, შესაძლოა დიდი სამსახური გაუწიოს საქართველოს რაგბის კავშირს, რომელსაც აქვს პრეტენზია ითამაშოს ევროპის ყოველწლიურ უძლიერეს ტურნირზე, ექვს ერზე. მოცემული მომენტისთვის ესაა დახურული ტურნირი, სადაც ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი და იტალია თამაშობენ. მაგრამ იტალიელები, რომლებიც ექვს ერს 2001 წლიდან შეუერთდნენ, საქართველოს ბევრით არ აღემატებიან. რაგბიში პროგნოზების მოდელმა RugbyVision-მა იწინასწარმეტყველა, რომ ნეიტრალურ მოედანზე იტალია „ლელოს“ მხოლოდ 7-ქულიანი სხვაობით დაამარცხებდა.დიდი ხანია საქართველო და რაგბიში კიდევ ერთი განვითარებადი ქვეყანა რუმინეთი ირწმუნებიან, რომ მათი უძლიერეს ტურნირში ჩართვა ამ ქვეყნებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს. მსოფლიო თასს მიღმა, საქართველომ უკანასკნელ 10 წელიწადში ერთადერთხელ ითამაშა ექვსი ერის წარმომადგენელთან. „მსოფლიო რაგბის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ, წლის დასაწყისში განაცხადა, რომ აუცილებელია ქვედა დონის ტურნირის წარმატებულ გუნდებს ექვს ერში თამაშის საშუალება ჰქონდეთ.მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს ვერ მოხდება. ტურნირის დაწყებამდე ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიენმა განაცხადა - „ექვსი ერის ამოცანა არაა საქართველოში, რუმინეთში, გნებავთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებას. არადა, ექვს ერში ჩართვა, ქართული რაგბისათვის უზარმაზარი ფინანსური სტიმულის მომტანი იქნება. 2014 წელს საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტი დაახლოებით 7,5 მილიონი ევრო იყო, იმის ნახევარიც კი არა, რასაც იტალია მოლოდ ექვსი ერის მატჩების ტელეტრანსლიაციებისგან იღებს - 16,5 მილიონი ევრო. სამაგიეროდ იტალიის მოასხლეობა 60 მილიონს, ხოლო საქართველოსი მხოლოდ 4 მილიონს შეადგენს და ამასთან, ამ უკანასკნელის მოსახლეობა მნიშვნელოვნად ღარიბია. „იტალიის ნაცვლად საქართველოს მიღებით, დიდი ალბათობით ექვსი ერის მედია-უფლებებით მიღებული შემოსავალი შემცირდება, მოსახლეობის ოდენობის გათვალისწინებით“ - ირწმუნება სატელევიზიო სპორტ-მარკეტინგის რედაქტორი რობინ ჯელისი.რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარუ აღნიშნავს, რაგბი ერთადერთი სახეობაა, რომელშიც კონტინენტის ყველა ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატი არ ტარდება. ანალიტიკოსების გათვლით, „ლელოს“ ექვს ერში ჩართვა საწყის ეტაპზე ერის ტელეტრანსლიაციების ფასს სავარაუდოდ გაზრდის, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში ის წამგებიანი იქნება“.
Support
GEO FIGHTERSennaComments (3)
მაინც ფულის გამო არ გვიშვებენ თორე იტალიას სად არ ვაფორთხიალებთ ო7
MAGATI warakua Dedis t**ki ra
Bazari araa giga xo unda gaifino exla egeni satitaod. italia 7 qulianibsxvaobit moigebs saqartvelostano sadaa italiis mosagebi ragbshi saqartvelostan burts ar davanaxebt magati spagetismchamela dedebi...