Grizzlys Academy

Published in Georgia - Political debates and analysis - 29 Nov 2016 11:04 - 13


http://www.picz.ge/img/s3/1611/29/c/c3755186b691.jpg

მოგესალმებით
მე ვარ Grizzly021 და წარმოგიდგენთ ჩემს საარჩევნო პროგრამას სახელწოდებით
Make Georgia Great Again
როგორც გახსოვთ პროგრამის წარმოდგენამდე გადავწყვიტე გამეგო თითოეული მოქალაქის აზრი ყველა ძირითად საკითხზე და კვლევის საფუძველზე წარმომედგინა 1 თვის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, თქვენს წინ მდებარე საარჩევნო პროგრამა დაფუძნებულია eსაქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებზე, არსებულ პრობლემებსა და შემოთავაზებულ გადაჭრის გზებზე.

http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg
ეკონომიკა & ფინანსები
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მომავალი თვის სამთავრობო, ანუ ჩემი გუნდი იქნება სრულად ორიენტირებული ეკონომიკურ განვითარებაზე და მომავალი ერთი თვე ვიბრძოლებთ საშუალო და დაბალ შემოსავლიანი  მოთამაშეების ეკონომიკური შესაძლებლობების გაორმაგებაზე და მაღალ შემოსავლის მქონეთა მაქსიმალურ ჩართვაზე ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში.
წინა თვეებში საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სწრაფ განვითარებას,
დეკემბრის თვეში კი გთხოვთ ნება მიბოძოთ, რომ არსებულ ფუნდამენტზე
ავაგო ცათამბრჯენები!
და ჩემს გუნდთან ერთად  კვლავ ავაშენო ამჯერად დიდებული eსაქართველო!
წარმოგიდგენთ ეკონომიკური განვითარების 5 პუნქტიან გეგმას:
    წარმოება - უახლოეს დღეებში საქართველოს ბონუსი გახდება 100/100/100, რაც გვაძლევს შანსს ავაგუგუნოთ ჩვენი ქარხნები არა უცხოურ არამედ ქართულ მიწაზე. 
    - ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტრო იზრუნებს, ქართველთა წარმოების უკან დაბრუნებაზე და შეიქმნება ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს უცხოელთან უზარმაზარ ნაკადს, რომლებიც გახდებიან ქვეყნის ეკონომიკური ჯაჭვის მონაწილეები.
    - ეკონომიკის სამინისტრო ბონუსის არ მქონე ქვეყნებში აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ქართულ ბაზარს, რაშიც პირადად ვიქნები ჩართული მე.


    ქართული ბაზარი - კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოქალაქეები უკმაყოფილო არიან ბაზარზე პროდუქტთა სიმწირით. ზემოთ აღნიშნული ნაბიჯებით კი არსებულ პრობლემას აღმოვფხვრით.
    - მონეტარულ ბაზარზე  შევინარჩუნებთ არსებულ კურსს და საჭიროებიდან გამომდინარე ვეცდებით თანდათან გავზარდოთ ლარის კურსი, ისე რომ არ დაზარალდნენ ჩვენი თანამოქალაქეები. რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ფულის მასაზე, ამიტომ ლარის კურსი პირდაპირპროპორციული იქნება ქვეყანაში არსებული ფულის მასისა.


    ექსპორტი - როგორც ზემოთ აღვნიშნე, მნიშვნელოვანია ერევოლუციის ეკონომიკური პლატფორმა გავითვალისწინოთ, ამიტომ მოქალაქეებთან დავიწყებთ მუშაობას კონსენსუსზე, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ოქროს მასა ქვეყანაში შენარჩუნდეს და გაიზარდოს და ის ქვეყნის ფარგლებში დარჩეს. ამის შესახებ კონკრეტულ გეგმას ცალკე სტატიით შემოგთავაზებთ.


    სესხები - მას შემდეგ, რაც დაიწყება ჩვენი ბიუჯეტის დიაგრამის ზრდა, დავიწყებთ აქტიურ მოთამაშეებზე სესხების გაცემას და ეს იქნება მიმართული სწორედ წარმოების განვითარებაზე


    როგორც ჩემს წინა სტატიაში გაგაცანით საქველმოქმედო იდეები, სწორედ ქველმოქმედებით და შექმნილი ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვგეგმავთ, რომ ინდივიდუალურად ვიმუშავოთ თითოეულ მოთამაშესთან რათა მათი სავარჯიშოები ავიყვანოთ ქ4 დონეზე.


✘ სარეზერვო ფონდი
ჩემი და ჩემი გუნდის დიდი სურვილია, რომ შეიქმნას ძალიან დიდი სარეზერვო ფონდი, რომელიც შეაგროვებს რესურსებს
მომავალი დიადი ომებისთვის და იქნება გარანტი ქვეყნის ხანგრძლივი თავდაცვის უნარიანობისა.
ის გადაეცემა მემკვიდრეობით მომავალ მთავრობებს.
იმედი გვაქვს, რომ სარეზერვო ფონდის მომარაგებაში ჩაერთვება ყველა, ვისაც ამის სურვილი და რესურსი ექნება.


✘ პროგრამა "წრე"
მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ დაინერგება პროგრამა წრე.
თუ დავფიქრდებით, ჩვენი პრობლემა არის შემგროვებლითობა.
ანუ პროგრამა ითვალისწინებს რამდენიმე ადამიანის წრეში გაერთიანებას
და იმ თამაშს, რომელსაც ჩვენი მშობლები სამსახურებში თამაშობენ/დნენ - ე.წ. კრუგს.
მაგალითად
10 ადამიანი კენჭისყრის ან შეთანხმების საფუძველზე დებს დღეში 5 ოქროს,
რაც დღეში 50 ოქროს წარმოადგენს და ის გადაეცემა კენჭისყრით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ გეიმერს
გეიმერი ვალდებულია აქაუნთის გაძლიერებას მოახმაროს მიღებული ოქრო
და წრეში სხვებსაც გაუწიოს დახმარება სანამ ის არ დასრულდება.

http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg

✘ სამხედრო
კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის არაკოორდინირებულობა მთავრობასა და MU-ებს შორის.

ჩვენ:
    ვიმუშავებთ MU-ების შემცირებაზე, რადგან უფრო სწრაფად მოხდეს მოთამაშეების ინფორმირება პრიორიტეტულ ბრძოლებზეMU-ები ჩაებარება აქტიურ მოთამაშეებს.კადეტთა MU-სთვის გამოიცემა სპეციალური სასწავლო სტატიები და დამზადდება სასწავლო ვიდეო ტუტორიალები
    საკითხს ქვემოთ განათლების განყოფილებაში გაგაცნობთ.
✘ მეტი ეფექტურობა
მართალია ბრძოლისუნარიანობის გაზრდის ჩვენეული ხედვა ეკონომიკურ შესაძლებლობების ზრდაზე გადის,
მაგრამ
მნიშვნელოვანია დიდი ძალის მოთამაშეები მთავრობასთან შეთანხმებულად იყვნენ მომზადებულები
ენერჯი კიტებითა და ბარებით კრიზისული მომენტისთვის,
ასეულობით/ათასეულობით მილიონი დემიჯის დასადებად.
პირობას ვდებ მთავრობა იმუშავებს ინდივიდუალურად, რათა ელიტარული MU-ების მებრძოლებს შევუწყოთ ხელი
ამ მნიშვნელოვან სამზადისში.

✘ ტერიტორიული ზრდა
ჩვენ დავგეგმავთ და მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რათა
საქართველოს გავუძღვეთ დიადი გამარჯვებებისკენ!
და ჩვენმა ტერიტორიებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიოს!
http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg
✘ საგარეო პოლიტიკა
როგორც უკვე გითხარით, მე მინდა არსებულ ფუნდამენტზე ავაშენო ცათამბრჯენები!
ამიტომაც, ჩემი პოლიტიკა მიმართული იქნება ალიანსთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებისკენ.
და არა ტრაკში შეძრომისკენ.

ჩემი საგარეო პოლიტიკა მიმართული იქნება პირველ რიგში eსაქართველოს ინტერესების გატარებისკენ!
მე მსურს საფუძველი დავუდო მომავალ დიდ იმპერიას და მე არ ვუფრთხი ამ სიტყვებს!
და ამიტომაც,
ჩემი საგარეო პოლიტიკა იქნება პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებზე დამყარებული!
ჩემი საგარეო პოლიტიკა მიმართული იქნება ერთიანი საქართველოსკენ!
მე მინდა, მშვიდობა რეგიონში!

http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg
✘ განათლება
ვფიქრობ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი.
ამ მიზნით:
    პირველ ათ დღეში საფეხურებად შევქმნით ვიდეო ტუტორიალებს
    შევქმნით სასწავლო სტატიებსშევქმნით მენტორთა ჯგუფს
✘ Baby Boom
სასწავლო მასალების დახვეწისა და მენტორთა ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ
ჩემი პირადი ფინანსებით მოვაწყობ baby boom-ს 


http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg
✘ შიდა პოლიტიკა

კონგრესი:
კონგრესისთვის შევქმნით საპროცედურო გაიდლაინს, რომლის მიზანი კანონშემოქმედებითობის კოორდინირებულობა მაღალ დონეზე იქნება აყვანილი.
ერთიანობა:
ჩემი მიზანი მუდამ იქნება, რომ აღვადგინო და შევინარჩუნო ქართველ მოთამაშეებს შორის ერთიანობა. მე არასოდეს არ ვიქნები დაყოფის და შიდა ბრძოლის მომხრე და ინიციატორი.
ჩემი მიზანი მუდამ გეიმერთა კონსოლიდირებული საზოგადოების ჩამოყალიბება
და
საერთო იდეოლოგიის ქვეშ გაერთიანება იქნება!
ჩემთვის საერთო იდეა კი ძლიერი eსაქართველოა!
http://www.picz.ge/img/s2/1611/28/a/a4a9a6cbd288.jpg
რა შედეგს მივიღებთ ერთ თვეში?

- გაიზრდება საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები!
- გაიზრდება თქვენი ბიუჯეტი!
- გაიზრდება თქვენი საწარმოთა რაოდენობა!
- მცირე დონის სავარჯიშოებს აწევთ მაქსიმალურ დონეზე!
- ქართულ მარკეტში გამყიდველთა რაოდენობა იქნება გასამმაგებული!
- მკვეთრად გაიზრდება ქვეყანაში მწარმოებელ უცხოელთა რაოდენობა!
- მკვეთრად გაიზრდება სამუშაო ხელფასი!
- ქვეყანაში გაიზრდება ფულის მასა!
- შეიქმნება სარეზერვო ფონდი!
- მეტად კოორდინირებული იქნება სამხედრო დავალებების შესრულება!
- მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის ბრძოლისუნარიანობა!
- გაიზრდება ქვეყნის საზღვრები!
- შევინარჩუნებთ პრაგმატულ პოლიტიკას ალიანსთან!
- გატარებული იქნება საქართველოს ინტერესები!
- შეიქმნება ახალი ვიდეო ტუტორიალები!
- შეიქმნება სასწავლო სტატიები!
- შეიქმნება მენტორთა ჯგუფი!
- ჩემი ფინანსებით მოეწყობა Baby Boom!
- კონგრესისთვის შეიქმნება საპროცედურო გაიდლაინი!
- ვიბრძოლებ გეიმერთა კონსოლიდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვი!
- არა ურთიერთმტრობას!
- ჩემი იდეა იქნება eსაქართველო!


მაშ მეგობრებო!
შემომიერთდით!
მე გთხოვთ მხარდაჭერას 5 დეკემბერს!
მე გთხოვთ ჩემი და ჩემი გუნდის მხარდაჭერას!
მე გთხოვთ და მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!
მაშ ასე
WE MAKE GEORGIA GREAT AGAIN !!!



✌✌✌  პატივისცემით მე!

Support

voozMushvanBlackfuryCaveaCavea

Comments (13)

ძაან მაგარია. ყველაზე მეტად პროგრამა წრე მომეწონა.
qaea
დიდი მადლობა ბიჭებო. სამთავრობო გუნდს ხვალ საღამოს წარმოგიდგენთ. ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე Smile
დედა აგი ნაციონალი ყოფილა Laugh Laugh
Agadgino da sheinarchuno gagvivebuli shugli? :dddd
ერთიანობა! :დდ
kaia. ise saqartvelo motamasheebma imito ki ar datoves rom bonusebi ar gvqonda aramed sagareo kursis gamo. tore ager ukraina washlili iyo gushin da verc vimushave chem tavtan. bonusebma bevristvis dakarga ukve mnishvneloba. Smile programa nagdad kargia. ucxoelebi ki chamovlen magram qartvelebi meechveba.
ოქრო ხარ ოქრო
Yvelaferi kaia momwons yvelaferi ybelaze metad ki is idea momwons rom sashualo da dabal shemosavlian mewarmeebs daafinansebt da shanss miscemt gavxdet didi mewarmeebi Wink Wink
#deviko99 მე მჯერა, რომ ყველა ჩამოვა და ყველა შერიგდება! ამ იმედს არასოდეს დავკარგავ!
blackfury with you brother!
《《ყველაფერი იდეალურია წარმატებები 》》
me mjera sheni grizli