Published in Georgia - Warfare analysis - 28 Dec 2016 14:37 - 5
მოგესალმებით ისევ და ისევ ჩემო გაზეთის ერთგულო მკითხველნო,დღევანდელი სტატია შეეხება დღევანდელ ბრძოლას კალინინგრადის რეგიონში.
ალბათ შეამჩნევდით რომ ჩვენი ქვეყანა მარტო დარჩა რუსეთთან და მის მოკავშირეებთან პირისპირ,ამდენი მძიმე ბრძოლის გადატანის შემდეგ ქვეყანას უბრალოდ რესურსი აღარ ქონდა წინააღმდეგობა გაეწია ურიცხვი მტრისათვის,მართალია რიგი დარღვევები იყო უნგრეთის მხრიდან მაგრამ მაინც სავარაუდო იყო ოდესღაც რესურსებისგან დაცლა და სწორედ ეს დღე გამოდგა ის საბედისწერო.
ზოგისათვის დაუოკებელ წყურვილს წარმოადგენს რუსეთის რუკიდან წაშლა საახალწლოდ , მაგრამ მეგობრებო ,ამ ეტაპისათვის ქვეყნისათვის უკეთესი იქნება მშვიდობიანი აქტის დადება რუსეთთან,ვინაიდან რესურსებისგან დავიცალეთ და მოულოდნელი დარტყმისგანაც დაზღვეულები არ ვართ.
მაგრამ ამ მშვიდობის დროს ჩვენ რა თქმა უნდა მოვძლიერდებით.შევივსებთ რესურსებს და ორმაგი მოტივაციით და შემართებით ვიქნებით,მაგრამ ამასთანავე იქნება აფდეითები,რის შემდეგაც როგორ წარიმართება ქვეყნებს შორის პოლიტიკა ჯერ არავინ არ იცის,ასე რომ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მოულოდნელი თავდასხმისგან.
ძალიან გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ჩემს სტატიას,ვინაიდან ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის,თავს უფლებას ვაძლევ და ვწერ სტატიას ალბათ ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინასწარმეტყველოდ.ჩვენი პოლიტიკოსები მიუსხდებიან მაგიდას და გადაწყვეტენ უამრავ საკითხს,გარდა ამ საკითხებისა კიდევ ბევრი სალაპარაკო ექნებათ ჩვენი ქვეყნის კონგრესის წევრებს ვინაიდან ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და დღითი დღე იძაბება პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.
გახსოვდეთ რომ ძალა - ერთობაშია
რაც შეეხება სტატიას,თუ ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას ძალიან გთხოვთ ხმის მიცემით დააფიქსიროთ თქვენი აზრი.
Support
Comments (5)
ეხლა სამშვიდობო პაქტის დადებით მსოფლიო გაიგებს რომ რესურსრბი აღარ გვაქვს და შეიძლება სხვების სამიზნეშიც მოვყვეთ, გარდა ამისა მშვიდობის დადება რუსებთან ჩვენი მტრების სულიერ მოძლიერებას ნიშნავს, ეარდგებიან როგორც გამარჯვებულები და მეტ მომხრეს გაიჩენენ, აამოქმედეთ პროპაგანდის სამინისტრო მეტი აქტიური მოკავშირე გვჭირდება ომებში და ჩვენ სანამ ვისვენებთ მოკავშირეებს ვახარჯინოთ რესურსი ყველას ცოტ—ცოტა, სხვა მხრივ, რუსეთის ეხლანდელ მოკავშირეებსაც ჰყავთ მტრები, მათი ომები უნდა გავაღვივოთ და ნაკლები მოკავშირე დარჩებათ, ეს ყველაფერი კი კისერზე პროპაგანდის სამინისტროს უნდა დაედოს, პროპაგანდა არა ქვეყნის შიგნით არამედ გარეთ, დასვენება კარგია, მაგრამ არაოფიციალურად, ოფიციალურად კი დაწერ მშვიდობას დასოფლიო აღიქვამს როგორც ჩვენს დამარცხებას..
რატო? ვინ თქვა რომ რესურსი აღარ გვაქვს? უბრალოდ არი არ აქვს ასეთ ბრძოლებს როცა ყველა ჩვენ გვირტყამს და არავინ გვეხმარება ადგნენ და სხვას ხიონ ასე ერთობლივად სტრატეგიულად სწორია პირიქიტ რომ ბოლომდე არ ჩავიცალოთ მიტო ვდებთ ნაპს
შეიძლება გვქონდეს რესურსი მაგრამ არა იმდენი რომ რუსეთს თავის მოკავშირეებთან ერთად მარტო ვებრძოლოთ.
ამ ეტაპზე რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ზავია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, გარდა ამისა ფასდაკლება მოახლოვდა და ომის პირობებში ოქროს მოგროვებას ვერ შევძლებთ. ბონუსს არ ვკარგავთ და რუსეთი თუ მოძლიერდა პარალელურად ჩენც მოვძლიერდებით. თან განახლებაა თამაშში გარკვეულწილად იცვლება ომის სტრატეგია და შესაბამისად უნდა ვიყოთ მომზადებული რესურსებით, რაც ზავის პირობებში იქნება შესაძლებელი.
resursebs unda gauprtxildet. saxelmwipo mdgomareobas sajarot nu we latinuri asoebit dawere mainc an surati gadaige da mase dade