Extra News

grimisha - Newspaper from Georgia -

Published in Georgia - Financial analysis - 07 Feb 2017 21:39 - 20

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო!



საკმაოდ დიდი ხანია რაც სტატია არ დამიწერია (ბიჯოოო 5 თვე გასულა :დ :დ), და არ მიაქტიურია დიდათ...  არც თამასში... არც დისკორდში........ მოკლედ მე ვარ ერთ ერთი ყველაზე აქტიურად პასიური ან პასიურად აქტიური მოთამაშე და ცნობილი ვარ როგორც ესაქართველოს ერთ ერთი მსხვილი ბიზნესმენი. ჩემს მფლობელობაშია:
7 ცალი ქ5 ჰელის ქარხანა 
11 ცალი ქ3 ჰელი ქარხანა 
1 ცალი ქ5 გემის ქარხანა
და ორი ცალი ქ3 გემის ქარხანა (პურის ქარხნებს და მასალებს არ ჩამოვთვლი :დ :დ).

როგორც ხედავთ საკმაოდ კარგი ბიზნესი მაქ აწყობილი და შესაბამისად პირველ რიგში როგორც პატრიოტი და მერე როგორც ბიზნესმენი, დაინტერესებული ვარ ქვეყნის შესაბამის ეკონომიკურ სიძლიერესა და სტაბილურობაში. ამიტომაც ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ ჩემი როგორც მეწარმის ზოგი იდეა, მოსაზრება და შეხედულება იმის შესახებ თუ როგორ იქნება ჩემთვის (როგორც მეწარმისთვის) კომფურტული ცხოვრება ამ ქვეყანაში (დიახაც პოლიტიკურ სტატიას არ ვწერ, წილოც და გრიზლიც კაი ტკაცანების ღირსები არიან :დ :დ) .

1. უზეგენიალურესი იდეა!!!! - ლარის გადაცვლის შეღავათიანი პირობები მეწარმეებისთვის

აქ ყველაფერი საკმაოდ მარტივია, ყველა იმ მეწარმისთვის რომელიც თავის მუშებს ხელფას უხდის ლარებში, სახელმწიფოსგან მიეცეს ლარის გადახურდავების შეღავათიანი პირობები. აგიხსნით რატომ:
ამჟამად პირადათ მე ჩემი ქარხნების ასამუშავებლათ მჭირდება 56 მუშა (ან 28 ადამიანი რომელიც დღეში ორჯერ იმუშავებს). ხელფას ვიხდი ლარში და ერთ მუშაობაზე ვიხდი 280 ლარს (არა მართლა), რაც ოქროში დღევანდელი კურსის გათვალისწინებით 1 ლარი=0.006 ოქროს და გამოდის 1.68 ოქრო ერთ მუშაობაზე, ანუ მე მუშის ხელფასი ერთ მუშაობაზე მიჯდება 1.68 ოქრო. 1.68 ოქროს გადახდით ერთ მუშაობაზე მე მინუსში არ მივდივარ, ბიზნესი ვითარდება, ოქრო მრჩება და ასე შემდეგ.

280 ლარიდან 14 ლარი მიდის სახელმწიფოს ჯიბეში (არ ვაკრიტიკებ პირიქით ბიუჯეტი ივსება და მაგარია) შესაბამისად ჩემთან მომუშავე პიროვნებას ხელზე რჩება 266 ლარი რაც იმავე კურსის გაანგარიშებით გამოდის 1.596 ოქრო.

ეხლა ყურადღება!!!: იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მე როგორც მსხვილ მეწარმეს გადამიხურდევებს ოქროს არა ჩვეულებრივი 0.006 კურსით არამედ 0.005 კურსით ზემოთ ჩამოყალიბებული სისტემა შეიცვლება ეგრე: 1.68 ოქროდ რაც 1 მუშაობა მიჯდებოდა ეხლა ვიყიდი არა 280 ლარს არამედ 336 ლარს. მაშასადამე მე დავდებ სამუშაოს არა 280 ლარად არამედ 336 ლარად ჩვენს სამუშაო ბაზარზე. ამ 336 ლარიდან ჩემ მუშას საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ სუფთა ხელზე დარჩება 319.2 ლარი რაც საბაზრო კურსით (ანუ 0.006) ოქროზე გადაცვლით გამოვა 1.91 გოლდი!!! ანუ ორ მუშაობაზე მოქალაქეს 3.8 ოქროზე მეტი დარჩება! 

მე როგორც მეწარმე არაფერს ვკარგავ, როგორც ვიხდიდი ერთ მუშაობაში 1.68 გოლდს ისევე ვიხდი, ხოლო მოქალაქეებისთვის და საშემოსავლო გადასახადებიდან ბიუჯეტისთვის კარგის მეტი არაფერია ))) რა თქმა უნდა ეს გეგმა სრულიად დამოკიდებულია მეწარმეების კეთილსინდისიერებაზე, მაგრამ მემგონი ამ კუთხით პრობლემა არ იქნება შასაბამისი წესებისა და კონტროლის შემოღებით. თან ეგეთ ხელფასზე უცხოელების შემოდინებაც დაიწყება მაგრათ.

იფიქრეთ და დააკომენტარეთ! ჩემი აზრით კარგი იდეაა.

2. თხოვნა - (პლიიიიზ)

მინდა მივმართო საქართველოში მომუშავე ყველა მოქალაქეს, ჩვენ მეწარმეები ადამიანები ვართ))) მესმის რომ ხანდახან როდესაც მუშაობა გინდათ ჩვენს ანგარიშზე ლარი არ არის (გვავიწყდება ხდება), ან სხვა ქვეყანაში ვართ გადასულები (ან ვაწარმოებთ ან ვომობთ საქართველოს სახელით) ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებთ მუშაობას, გთხოვთ ნუ გარბიხართ სხვაგან, დაგველოდეთ საღამომდე, ჩვენც ხალხი ვართ და გვაქვს ჩვენ ჩვენი საქმეები )) ყოველი მუშის დაკავგვა ჩვენთვის პრობლემატურია. ასე რომ გთხოვთ დაიცადეთ საღამომდე ნუ გარბიხართ მაშინვე,არ ვიძახი რომ სამუშაო უნდა გააცდინოთ ჩვენს გამო მაგრამ თუ 12 საათზე ან დღისით მუშაობა ვერ შეძელით ჩვენი ბრალეულობით დაიცადეთ საღამომდე, მისწერეთ სხვა მოთამაშეებს (გამოცდილებს ან მთავრობას) ჩვენი ნომრები ფაცებუკები და სხვა საკონტაქტო აქვთ და გაგარკვევენ თუ როგორ უნდა მოიქცეთ.

3. რჩევა - ;)

მეგობრებო, კოლეგებო, ამხანაგებო :დ ითამაშეთ! ეს არის თამაში! ამ თამაშში მარტო იმის გამო ვარ რომ მაგრათ მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა)) აზარტი, გრაფიკა, ინტერაქტივი, სტრატეგია, საუნდტრეკები, სცენარი, სიუჟეტი და ბევრი სხვა არის ის რაც ამ თამაშს არ გააჩნიააა)) ყველანი ვართ აქ მოსულები იმის გამო რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, პატივს ვცემთ ერთმანეთს, უცხო ხალხს ვუზიარებთ იდეებს, სხვა და სხვა ასაკის და შეხედულების ხალხი ვზივართ, და სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ამ თამაშს ეგეთ უნიკალურს! ნუ დაუკარგავთ ამ თამაშს მის ხიბლს მხოლოდ თქვენი პირადი მოსაზრების, შეხედულებისა თუ ამბიციების გამო)) ყველამ ვიცით რომ შეგვიძლია გავიკეთოთ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთ ადგილას :დ :დ :დ

ამით ვამთავრებ ჩემს სტატიას აბა ჰეთ და აბა ჰოთ!))

პ.ს. არაერთი შეკრება გვაქვს მოწყობილი, ერთხელაც შევიკრიბოთ ამ შაბათს ლუდზე ;)

Support

Georgian WolffGrizzly021ZE BUNDAMaxara40FeelThEmoMentbeka kavtaradzeMushvanUSAXELO11OSGagasalamandra123

Comments (20)

Daexmaret grimishas Laugh
#SupportGrimisha
#SupportGrimisha
მზად არის მთავრობა ამისთვის ???
o7
helis pulze agaravin gayidis msgavsi gacvlis semtxvevashi
o7 kai ideaa mara 25lariani supporti ro mogce mrcxvenia Laugh
ყველაზე მაგარი იდეაა... ველოდებით მთავრობის მიერ დადასტურებას ^_^
Bevr problemas vawydebit misho am subsidirebit.. Erterti ager hanibalmac dagiwera.. Mosuliyavi gushin da gvemsjela amaze Laugh mokled es kvira cota datvirtuli maqvs da rogorcki movicli dagikavshirdebit da ganvixilot eg tema.
sxva produciis dadebasac ar eqneba azri bazarze aserom chemgan am ideas diidi ara Laugh
mica shenc 14 k oqro gawie aba saidan gakvs amdeni ?
mushebs axmareben marto q5 produqcias, materiali, da q1dan q4mde produqcia rogorc ideboda iseve daideba. eg sheexeba mxolod im mewarmeebs da vinc mushebs qiraobs da mxolot im odenobis larzea saubari ramdeni ramdenic xelpasebi gacemas daschirdeba.
ამ იდეაზე უარს რანამუსით ამბობ ჰანიბალ?
chemi azrit ucxoeli mushebi momravldebian o7 kai ideaa
q5 produqciiis garda xo vawarmoeb kide ragaceebs da rato davdo iapad gavvcli oqroze da oqroti ufro met fuls avigeb saxelmwiposgan rato vdeb bazarze nebismier produqts imitom rom danaxarji amovigo xo ?
xo magram im sxva ragacashi mushas xom ar xmarob hanibal. es aris gatvaliswinebuli mxolod mushebis xelpasze. ramdeni mushac gaqvs da ramdeni xelpasic gchirdeba imdeni mogecema. shen tu prosta materials an q3 awarmoeb mushebis gareshe shen aravin gadagcvlis am kursit. iseve dadeb bazarze rogorc debdi
GI o7
ვყიდი 5კ ცც 30 გოლდად - მსურველები პირადში (0.006 კურსით არის გასწორებული- ტყუიალად მოიმარჯვეთ კალკურატირები) რა დროს ქ5 ქარხნებია ჩემი გამჭირვებია ვალებით მაქ ამოტენილი ერთი ადგილი :დდ ხეეელფ !!!!! იდეა მომწონს ^^
ზუსტად მე-2 პუნქტის მსხვერპლი გავხდი რო დღესაც გერმანიაში ვმუშაობ 3.44 გოლდზე )) ნუ რა ვქნა, გაჭირვებაა ))
ცუდად არ გამიგოთ მოხუცს ვუვლი )))