georgia

Published in Georgia - Social interactions and entertainment - 12 Feb 2017 10:12 - 1

                                             კაჭარავამ "ეთნიკოსს" ქულა გადაურჩინაკვიპროსის პირველი დივიზიონის  23 ტურის შეხვედრაში  "ეთნიკოსი" "აპოლონს" დაუხვდა და ანგარიშით 2:2 დაუზავდა. 
შეხვედრა გარდამავალი უპირატეობით წარიმართა, პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, მეორე ნახევარში კი სტუმრებმა სწრაფად მოახერხეს მეტოქის კარის ორჯერ აღება და ანგარიშში დაწინაურება. 
"ეთნიკოსის" ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთს არ უთამაშია, 66-ე წუთზე მასპინძელთა ქართველი ბომბარდირი ნიკა კაჭარავა მოედანზე გამოჩნდა და 18 წუთში მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ილურიძე კი სათადარიგო გახლდათ. 
ქართველი თავდამსხმელისათვის ეს მიმდინარე სეზონში მე-11 გოლია, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. 
23 ტურში მოპოვებული 29 ქულით "ეთნიკოსი" მე-7 პოზიციაზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას "ანორთოსისის" წინააღმდეგ ერთ კვირაში გამართავს.                                                                 ქვილითაიამ დერბიში გაიტანაავსტრიის ბუნდესლიგაში 21-ე ტურმა აიღო სტარტი. ტურის ცენტრალური შეხვედრა ამ წუთას მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, დედაქალაქის ორი გუნდი "აუსტრია" და "რაპიდი" ერკინებიან. ანგარიში 80-ე წუთისათვის 1:0, ერთადერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ 56-ე წუთზე გაიტანა. 
ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. 
ეს ქვილითაიასათვის მე-4 გოლია ავსტრიის უმაღლეს ლიგაში, ხოლო მთლიანად გუნდის მაისურით მე-9 გოლის გატანა შესძლო. 
"რაპიდი" 20 ტურში მოპოვებული 27 ქულით მე-5, უშუალო კონკურენტთან მიმდინარე მატჩის მოგებით კი ჩამორჩენას 7 ქულამდე შეამცირებს. შეგახსენებთ, ევროზონის საგზურს სამი საუკეთესო ავსტრიული გუნდი მოიპოვებს                   ოქროს მაძიებლებიდან მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი შემოგვრჩა     პარიზის გრანდ-სლემზე დასრულდა მეორე საასპარეზო დღის პირველი ბლოკი, სამწუხაროდ 8 ქართველი ძიუდოისტიდან ოქროს მოპოვების შანსი მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილს აქვს. მივყვეთ თანმიმდევრულად: 

81 კგ. 
ზებედა რეხვიაშვილმა ნახევარფინალამდე გზა ტრიუმფალურად განვლო და სახელოვანი სპორტსმენი უნგრელი უნგვარიც შეიწირა გზაზე. ქართველი ფალავანი 1/2 ფინალში მასპინძელ პაპე ნდოუნდოუ დიაეს შხვდება. 
წონის მეორე ქართველი თამაზ კირიკაზოშვილი მედლებისთვის ბრძოლას 1/8 ფინალში ჩამოშორდა, თაზომ მეორე წრეში ჩინელი მეტოქე კი გაიარა მაგრამ შემდეგ ბრაზილიელ სანტოსთან დამატებით დროში ოქროს ქულით დამარცხდა. 

90 კგ. 
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ამ წონაში ვიწვნიეთ, ჯერ იყო და წონა შეცვლილი ავთანდილ ჭრიკიშვილი პირველივე მატჩში დამარცხდა მასპინძელ ალექს კლერგთან, შემდეგ კი ბექა ღვინიაშვილმაც ,,აუბა'' მხარი მას და 1/4 ფინალში კორეელ მეტოქესთან დამარცხდა. თუმცა ,,ტაისონა'' ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს, მისი მეტოქე რეპეშაჟის პირველ ეტაპზე ტაჯიკი სპორტსმენია. 

100 კგ. 
სამწუხაროდ ვერც ვარლამ ლიპარტელიანმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა, ლიპო 1/4 ფინალში იაპონელმა ძიუდოისტმა დააიპონა. ვარლამი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გერმანელ კარლ-რიჩარდ ფრეისთან დაიწყებს. 
ლაშა ტაველურმა კი ასპარეზობა 1/8 ფინალში დაასრულა, ლაშა მედლისთვის ბრძოლას ხორვატმა ზლატკო კუმრიჩმა ჩამოაშორა. 

+100 კგ. 
ლევან მატიაშვილი პირველივე ეტაპზე იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა, გურამ თუშიშვილი კი ასევე იაპონელ მეტოქესთან 1/4 ფინალში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, მისი პირველი მეტოქე რუსი ანდრეი ვოლკოვია 

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.                    

Support

teobachadze

Comments (1)

ზებედამაც მაგარი ჭამა და ღვინიაშვილმა ხო ვაფშე გაიჩალიჩა...