Published in Georgia - Political debates and analysis - 26 Feb 2017 11:35 - 13
✘ მოგესალმებით,
რამდენი ხანია სტატია არ დამიწერია, თან ლამაზი სტატიის დაწერას ვაპირებ.
ამიტომ, თავიდანვე დაგამშვიდებთ და პრეზიდენტობას არ ვაპირებ :დ
უბრალოდ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სათანადოდ არ ვაფასებთ
და დროა ზარებს შემოვკრათ.
სტატიის დასაწყისშივე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო სესხებს და გავაკეთო ზუსტი განმარტება.
ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გამოაქვეყნა სესხების შესახებ ინფორმაცია.
- იხილეთ სტატია
რა დროსაც, შევამჩნიე რომ არაპირდაპირი ბრალდებები წამოვიდა ჩემს მიმართ.
რაც ძალიან საწყენი იყო ჩემთვის პირადად.
მეგობრებო,
რეხვასთვის (kecalkoatli) 500 ოქრო სესხად (ვადა ერთი თვე), ლექსოსთვის 400 ოქრო სესხად (ვადა ერთი თვე - დაბრუნებულია 200 ოქრო)
გაიცა მაშინ, როცა მე იანვრის ბოლოს დავტოვე პრემიერ-მინისტრის პოსტი და აღარ ვიყავი თამაშში.
როგორც ვიცი რეხვამ გაყიდა აქაუნთი და ახლა ძალიან გთხოვთ მისთვის სესხის მიცემას მე ნუ მიმაწერთ,
რადგან ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ქვეყნის ბიუჯეტის სავარაუდო გამღლეტთათვის ხალხის ფულის მიცემას!
მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ სესხების პროგრამა რომელიც მე ფასდაკლებისთვის (11 იანვრისთვის)
განვახორციელე არის ყველაზე წარმატებული პროექტი და ამას თამამად ვიტყვი ყოველთვის!
ჩემი პრინციპული მიდგომა იყო, რომ ამ ფასდაკლებისთვის განხორციელებულ პროგრამაში ყველა წესი დაცული ყოფილიყო.
შესაბამისად მივიღეთ სესხების ორგანიზებული გაცემა.
სესხი გაიცა 68 მოქალაქეზე (ორ ეტაპად), სულ 11301 ოქრო.
იხილეთ ფასდაკლების დროს (ამ დროს, 11 იანვარს ახლად დანიშნული პრემიერი ვარ)
სესხების შესახებ სტატია
ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები
1. მოგეხსენებათ მიმდინარე თვის დასაწყისში რამდენიმე ადამიანის ორგანიზებით დაიწყო საბოტაჟი და დიდი არეულობა. ამ სტატიაში არ ვაპირებ ისინი 13 წლის წიკვინა ნუციკოებს შევადარო, რადგან პირველი და უმთავრესი პრობლემა სწორედ ქვეყანაში შექმნილ პიროვნულ დაპირისპირებებს ეხება.
ყველამ შესანიშნავად იცით, რომ ჩემი (არასოდეს გავექცევი პასუხისმგებლობას!) და თქვენი ჩათვლით დაიწყო პოლიტიკური დაპირისპირება ე.წ. ტვინის ქურდობა (სულხან საბასა და პავლიკას ლექსიკონის მიხედვით - ტყვნა).
იმისათვის, რომ ეს ვაგხანალია შეჩერებულიყო გადავდექი, მაგრამ შედეგად მაინც მივიღეთ:
- ნახევარი თვის განმავლობაში ჩაშლილი პროექტები და პარალიზებული მომავალი
- და რაც მთავარია, ტვინგაქურდული ანუ ტვინმოალერსებული მოთამაშეები. რამაც გამოიწვია ქვეყნიდან ჩვენი მოქალაქეების წასვლა.
2. ქვეყანა იცლება - ქვეყნიდან დაუფასებლობის, დაპირისპირების და გაუტანლობის გამო უამრავმა ქართველმა მოთამაშემ ქვეყანა დატოვა. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, მაგრამ ვერასოდეს ვერ გავამართლებ მათ ნაბიჯს ვერანაირი არგუმენტით. იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად იმ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები, რომლებმაც ზედმეტად კარგადაც ვიცით თუ რა ზიანი მოაქვს დაშლილობას, გაუტანლობას, საერთო საქმიდან ჩამოშორებას.
ეს ერთი და ახლა მეორე -
რეალურად ჩვენ დღეს მივიღეთ საქართველოს განახევრებული პოტენციური ძალები. ეს ნიშნავს რომ ჩვენ დღეს დავსუსტდით!
როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.
მივმართავ ყველას, ვისაც კი რაიმეს გაკეთება შეუძლია - დავირაზმოთ და მოქალაქეები დავაბრუნოთ ქვეყანაში. მანამდე კი გთხოვთ ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემები გადავჭრათ!
3. ეკონომიკური პროექტები - ვუყურებ და გული მიწუხს, რადგან ვერ ვხედავ ეკონომიკურ პროექტებს. აღარ ვაქტიურობთ ინოვაციური ეკონომიკური იდეებით. აღარ ვართ ორიენტირებული ბიუჯეტის შემოსავლის ზრდაზე (შეიძლება ვართ, მაგრამ ვთვლი არასაკმარისად). აღარ ვწერთ ბიზნეს გეგმებს. აღარ ვთავაზობთ უცხოელებს ინვესტირებისთვის შეღავათებს. აღარ ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს წარმოების გაზრდაში ხელს და ა.შ.
მეგობრებო, მე თანდათან გამოვაქვეყნებ ჩემს იდეებს და გთხოვთ დავეხმაროთ მთავრობას მუშაობაში. გამოვფხიზლდეთ, ავამუშაოთ ჩვენი მარჯვენა კლავიატურასა ზედ. თორე ისე ჩამოგვეშლება ამდენი ნაშრომი, როგორც არაფერი.
4. ფინანსები - უკვე ერთი თვეა ვაკვირდები და ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად მიემართება კადეტების ან ბრძოლების დასაფინანსებლად.
საერთო ჯამში კი არ მინდა დავიჯერო და გთხოვთ ტრაბახშიც არ ჩამომართვათ, მაგრამ მგონი დღემდე ჩემი მთავრობის მიწურულს (დეკემბრის მთავრობა) დატოვებული ბიუჯეტით (გაცემული 11301 ოქროს სესხი) ცოცხლობს დღევანდელი ბიუჯეტი.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ რაც დავაკვირდი ბიუჯეტის მეტწილი შემავსებელი ფასდაკლებისთვის დარიგებული ოქროების უკან დაბრუნების დონაციაა და შემდეგ დაბრუნებული ოქროების გაცემით კვლავ უკან მიღებული ფული.
შემდეგ მოდის ყოველდღიური 12კ შემოსავალი, ლარის გაყიდვით მიღებული ოქროებია და თუ საწინააღმდეგოს ფიქრობთ, გთხოვთ ნუ გამთათხავთ, ეს უბრალოდ ჩემი აზრია.
თუ თქვენც ატყობთ ფინანსების შემცირების სტატისტიკას, გთხოვთ გამოვფხიზლდეთ და რეალურად დავგეგმოთ, ან დაგეგმეთ ბიუჯეტის ზრდის პროექტი.
5. მოუწესრიგებელი სამხედრო სისტემა - არ მითხრათ ახლა ეს შენი სფერო არაა და თავი დაანებეო. უბრალოდ ვიტყვი იმას რასაც ვფიქრობ.
პირველი რაც დიდ პრობლემად მიმაჩნია არის ის, რომ ჩვენ გვაქვს დემიჯი ან შეგვიძლია მეტი გვქონდეს და არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ სწორად ეს ძალა.
მიმაჩნია, რომ GAMA-მ უნდა იტვირთოს მის გარეთ ძლიერი მოთამაშეების შეკრება და საკადრისად განვითარება, გაზარდოს თავისი მუ და უზრუნველყოს ორგანიზებული დემიჯი. აქ არიან შეკრებილი ტკბილი და მურაბა ლეონიდასები, ამიტომაც მჯერა, რომ ამ საქმის შესანიშნავად გაკეთება მათ შეუძლიათ. და თან საფუძველი დაედო GAMA-ს დაფინანსების პრაქტიკას, ამ თვის დასაწყისში GAMA დავაფინანსეთ 700 ოქროთ.
რაც შეეხება UGA-ს - უნდა შეიქმნას კომანდერისა და კაპიტნებისგან ჯგუფი, რომლებიც ამ ხალხს იქამდე შეუქაქანებს სანამ ყველა არ ჩართავს სახლის პაკს და არ დაიწყებს დემიჯის შეგროვებას, სათანადო დემიჯების დადებას.
სესხების პროგრამიდან, მაქვს მობილური ტელეფონების ბაზა და თუ საჭირო გახდა უმრავლესობის საკონტაქტო ინფორმაციის მოწოდება შემიძლია.
გთხოვთ ძლიერო მოთამაშეებო, ნამდვილო ლეონიდასებო შევიკრიბოთ და შევქმნათ ძლიერი სამხედრო დანაყოფი, ნამდვილი ერთიანი ქართული არმია, რომელიც ნებისმიერ დიდგორს მოიგებს!
6. კადეტები და მოტივაცია - ჩვენ ამ ხნის მანძილზე მივედით იმ აზრამდე და ფაქტამდე, რომ აუცილებელია ბევრი ახალი მოთამაშე. მაგრამ რას ვაკეთებთ ამისთვის? - მოვაწყვეთ ბეიბი ბუმი, ავუხსენით თამაში, დავურიგეთ სესხები, მივუჩინეთ 5 მენტორი. შემდეგ კადეტებმა დაწერეს სტატიები, მოაწყვეს გათამაშებები, ჰაიჰუი და მებადება კითხვა მერე რა უნდა გააკეთონ?
მე ვფიქრობ, რომ თუ ასე გაგრძელდება მივაღწევთ უპონტობის ჟამს (თან გაითვალისწინეთ ამ დროს შეიძლება გაგრძელდეს ტვინის ალერსი დიადი პოლიტიკოსებისგან).
და ამდენი შრომა გადაგვეყრება წყალში.
ამიტომ მგონი დროა, ჩვენ კაი ხალხი დავტრიალდეთ და კაი პონტი ავაგდოთ, რათა ყველა ახალბედას აქ შემოსვლა გაუსწორდეს და თამაში მეტად სახალისო გამოვიდეს. დროა შეკრული წარბები გავხსნათ და დუნდულები ადგილიდან დავძრათ :P
ეს პრობლემების ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და დროა გამოვფხიზლდეთ!
ახლა ვისაუბრებ იმაზე თუ რას ვაპირებ მე ^^
მე ვაპირებ დავგეგმო საინტერესო თამაშები (ჯერ არ გავამხელ ფორმატს)
დავგეგმო საქველმოქმედო პროექტები და სწრაფი განვითარებით ქვეყანას ვაჩუქო ძლიერი მოთამაშეები.
ვაპირებ, რომ დავწერო ბევრი საინტერესო სტატია.
შემოგთავაზოთ ძალიან ბევრი პროექტი - დავიცავ ინოვაციურობის იმიჯს!
და ბოლოს Grizzly021-სთვის ძველად დამახასიათებელ იუმორისტულ სტატიებს დავუბრუნებ ჩემი გაზეთის გამომწერებს! :*
ღმერთი არს ჩვენთან! მე ვიწყებ! ^^
* ნახატი შესრულებულია გრიზლისეულ მოტივებზე. მადლობა omiko ejibia-ს!
Support
Sultan Haydar BasAravchamotpuriYamamotokeke250judoistComments (13)
voted hard
1. რეხვას მე მივეცი ოქრო, არ ვიცოდი ეგ თემები, ამ 2 დღეში გავარკვევ ყველაფერს და თუ მართლა ეგრეა საქმე მე დავაბრუნებ მაგ ოქროს არაუმეტეს 2 დღისა 2. გამა შენ რო დააფინანსე მესამე დღეს იგივე დაფინანსება გავრცელდა თითეულ ქართველზე, ასე რომ გამას დაფინანსებას მოეშვით 3. სამხედრო სისტემაში მოწესრიგებელი არაფერია, და თუ ვინმე სხვანაირად თვლის ეს იმას ნიშნავს რომ უცოდინარია თვითონვე ამ სფეროში 4. წასულ ქართველებზე რა უნდა ვილაპარაკო . . . ტყუილია ის რომ პოლიტიკის გამო წავიდნენ და ეგენი მოუყევით შემდეგ ბეიბი ბუმზე რო ხალხი შემოვა იმათ
mere imazec dawere rogori megobrebi gyavs, rogor gaboleben chemze, rogor sheidzleba wigni mxolod pirveli gverdit sheafaso? ar mesmis giji xar tu tavs igijeb, imedia male daubrundeba shens sxeuls is suli romelic exla qveyanas chirdeba
da xo mec dzalian miyvarxar, imaze metad vidre shen giyvarvar
ეკონომიკაში მალე ბუმი მოხდება თენგო მოიცადე რამოდენიმე დღე
ametira rogorc yoveltvis ara ra dabrunet es kaci presidentad mxolod man icis rogora swored vabshe gartymashi da modebashi ro ar xar kaci da mainc omr shegilia sakutari tavi armoachino kai nihcia vafaseb
Rogorc yoveltvis,axlac minda vtqva,es adamiani aris legenda!!!
არაფერი არ ჩანს
ნახატი ინტერნეტიდანაა, მადლობა გოოგლეს :დდ
პ.ს. ვფიქრობ რომ საკონტაქტო მონაცემები მათ მფლობელთა დაუკითხავად არ უნდა გაიცეს,ეს ისე ზოგადად.
წარმატებები!
ვამაყობ ჩემი ლეკსიკონიდან ამონარიდი რო გამოიყენე :დ
რეხვა და მახარა ერთი თემაა :დ
ეჰ, მე ნდობა დაკარგული მაქვს საქართველოს მიმართ :დ
სასიამოვნო წასაკითხი იყო ) Vote