Legend News

Published in Georgia - Political debates and analysis - 02 Nov 2017 08:57 - 7

მოგესალმებით ყველას, 

ბოლო დროს ქართული საზოგადოება გააქტიურდა, ამასთან დაკავშირებით შევეცდები პატარა მიმოხილვა გავაკეთო და ამ ყველაფრის შემდეგ ვისაუბრო არჩევნებზე და ზოგადად იმასთან დაკავშირებით თუ რას გავაკეთებ ჩემ გუნდთან ერთად.


როგორი იყო ზოგადი ვითარება როცა ვიყავი მოდ
როდესაც გადავწყვიტე პირადი საქმებისთვის და ცხოვრებისთვის მიმეხედა და გავსულიყავი ე.წ პენსიაზე (2 კლიკზე) იმ დღეს გახდა ცნობილი ჩვენი მოწინააღმდეგე ალიანსის გეგმა და ამასთან ერთად დაიწყო მათი რეალიზება იმ დღესვე. იმ დროს მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მომწერა და მითხრა არსებულ სიტვაციაზე რომ ნემესისის ყველა წევრმა გამოიტანა ჩვენზე ნე და დვ (გარდა რამოდენიმე ქვეყნისა). მათი გეგმა შემდეგი იყო: საქართველო დაეჩოქებინათ 2-3 დღეში, წავეშალეთ. იმ საღამოსვე მთავრობის წევრებმა დავიწყეთ ხალხის მობილიზაცია, რესურსების საფუძვლიანად უფრო მიახლოებითი პასუხის მიღება რა ინფოსაც ვფლობდით მანამდე.
დიდი "დაგნარი" იყო მთავრობის ჩატში იმის გამო რო მე "საქართველოს დამაქცეველმა 3 რეგიონის დამტოვებელმა" წამოვაყენე ასეთი გეგმა: საქართველო გადადის თავდაცვით რეჟიმში, ვთმობთ საზღვაო რეგიონებს აფხაზეთი და ვესთს, ველოდებით მოწინააღმდეგეს სახმელეთო ბრძოლაში, რატომ? შეგვეძლო არ შემოგვეშვა კორეებზე მაგრამ ამით გავქაჩავდით 2-3 დღე ესეთ მასიურ შემოტევების წინააღმდეგ და ჩაცლილზე წავიშლებოდით. ნემესისმა დაიკავა კავკასია გეგმა ასეთი ჰქონდათ: კავკასიაზე ვინც დაჯდებოდა იმას დაარტყამდა ნემესისის წევრი და სანამ ბრძოლა მორჩებოდა დაგვარტყამდა კახეთზე, ხოლო მეორე წევრი დაგვარტყავდა შიდა ქართლზე, აფხაზეთში საზვაო ბრძოლა ვესთში საზღვაო ბრძოლა და დამჯდარი შეუტევდა შემდგომ ქვემო ქართლს, მაშასადამე 5 ფრონტი ქგვექნებოდა 4 კორე და 1 აჯანყება კორეზე. საზღვაო რეგიონებზე როდესაც ნახეს რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია სათანადო მიხვდნენ რომ თავიანთ გეგმას კარგი დღე არ ელოდა, ასევე ამ ყველაფრის დროს სასწრაფოდ დაინიშნა მომდევნო დღეს ალიანსში სხდომა ჩვენი დახმარების თაობაზე. ალიანსმა რა დახმარებაც გაგვიწია ყველას გახსოვთ ბრძოლებში და ასევე მათი მოქმედებები ბლოკადაში მოქცეული ქვეყანა რომელიც იზოლირებული იყო მტრისგან. ეს იმათვის ვინც მოიხსენია იმ დროინდელი მთავრობა დამაქცევლებად, ასევე მთავრობის წევრები დილით უთენია 4-5 სთსკენ ერთმანეთს ვურეკავდით და ვეკითხებოდით რას შვრები ჯოკერი ხომ არ გვეთამაშა ან პოკერი? ძაან მაგრა გვეხალისებოდა :)

პატარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მაინდამაინც საქართველო აირჩიეს?! მოგეხსენებათ ყველას ყოველთვის აქტიურად, თავდაუხრელად და მონდომებით ვეხმარებოდით და ვეხმარებით ჩვენ მოკავშირეებს, ბევრჯერ დაუწერია და აუღნიშნიათ თავიანთი წაგებული თუ მოგებული ბრძოლის - ომის აღწერის სტატიაში თუ როგორი შემართებით ეხმარებოდა საქართველო თავის მოკავშირეებს და როგორ არ ზოგავდა თავს თავისი მეგობრისთვის და ეამაყებათ ის რომ ყავთ ასეთი ძლიერი და საამაყო მტერი, რომლის მეგობრობასაც ნებისმიერი მათგანი დაიკვეხნიდა და ამ ყველაფრისთვისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველს, რომელმაც პატარა წვლილიც კი შეიტანა ამ ყველაფერში.

არჩევნები და დასახული მიზნები
მოკლე ინფორმაცია ჩემზე ვინც არ მიცნობს: მე ვარ Georgian Legend იგივე პავლიკა, ამ თამაშს ვთამაშობ დაარსებიდან (თავიდან უბრალოდ შევქმენი აცც და მიტოვებული მქონდა) და ასევე ეს თამაში რა ბაზაზეც შეიქმნა ერეპი იმასაც ფაქტიურად დაარსებიდანვე, ასე რომ რაღაც გამოცდილება მაინც მაქვს ამდაგვარი სტილის თამაშებში.

     განსახილელი თემები:

    ქართული საზოგადოების აქტივობა
    ბეიბი ბუმის მოწყობა
    სამხედრო ქვედანაყოფები - მუები
    ბონუსები
    ქართველი ემიგრანტები
    საქართველოს შემოსავლის ბიუჯეტის ზრდა
    საგარეო კურსი


დავიწყოთ განხილვა ქართული საზოგადოების აქტივობის, მოგეხსენებათ ყველას ბოლო რამდენიმე თვის განმალობაში თამაშთან დაკავშირებით იყო პრობლემები, კონკრეტულად ადმინისტრაცია ატარებდა განახლებებს-ცვლილებებს და ამის შესახებ არავინ იცოდა, მხოლოდ ვიგებდით ამ ყველაფრის შეცვლის-ამოქმედების შემდგომ, ამის გამო ძველმა მოთამაშეების გარკვეულმა ნაწილმა მიატოვა თამაში და მოსავლელად ჩააბარა დარჩენილებს თავიანთი აცცები, ჩემი ხედვა ამასთან დაკავშირებით ასეთია დავიწყებთ მოძიებას ინფორმაციის იმის თაობაზე ვის რა ბედი ეწია? მიატოვა თამაში თუ უბრალოდ 2 კლიკზე არის, ვინც მიატოვა თამაში შეიქმნება სპეციალური მონაცემთა ბაზა სადაც იქნება შეტანილი ყველა ის აქაუნთი რომელიც მიტოვებულია, მთავრობა დაიწყებს ამ აქაუნთების მოვლას, გამოიყოფა გარკვეული ოდენობის ოქრო რო არ მოხდეს დატოვებული აქაუნთების ჩამორჩენა და შეუწტვეტლად მოხდეს მათი ყოველდღიური ვარჯიში-განვითარება. ჩნდება კითხვა ვინ ჩაიბარებს ამ აქაუნთებს? მოეწყობა ბბ (ბეიბი ბუმი) ახალბედებს გამოუჩნდებათ მენტორები რომლებიც შეასწავლიან თამაშის სტრუქტურას, გააცნობენ მოკლე ესაქართველოს ისტორიას, ქვეყნის კურს და ერთგულ მეგობრებს, როდესაც მთავრობის გუნდი შეხედავს რომ, რომელიმე პიროვნება აქტიურია გაეცნო ყველაფერს, შეისწავლა თამაშის სტილი და აპირებს აქტიურად გაგრძელებას გადაეცემა ჩაბარებული აქაუნთებიდან რომელიმე და გახდება მისი ახალი პატრონი, ხოლო მთავრობის შეცვლის შემდგომ ეს აქაუნთების ბაზა გადაეცემა შემდგომ ხელისუფლებას.



მოგეხსენებათ რომ ესაქართველოს არსებობის მანძილზე იყო ბევრი ქვედანაყოფი - მუ, ქვეყანაში ჩამოყალიბდება და შენარჩუნდება რამდენიმე მუ:


    კადეტთა აკადემია
მენტორებით დაკომპლექტებული მუ, სადაც გაწევრიანდებიან ბბ (ბეიბი ბუმის) მიერ დარეგისტრირებული ახალი მოთამაშეები. მენტორები იქნებიან პასუხისმგებლები მათ აღზრდაზე და მათ კონკურენტიან ძლიერ მოთამაშეთ ჩამოყალიბებაზე კონკრენტული მისთვის საინტერესო განხრის მხრივ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ყოველთვიურად მათვის საჭირო ოდენობის თანხა. მეთაური (კომანდერი) განათლების მინისტრი.

    სახელმწიფო მუ
საშუალო დონის ძალის ქართველი მოთამაშეებით დაკომპლექტებული სახელმწიფო მუ, რომელიც გარკვეული დროის განმალობაში შეასრულებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბრძოლაში ზიანის (დმგ) დადებას და ზრდას ამ პერიოდის განმალობაში. დაფინანსება დამოკიდებული იქნება თუ ეს საჭირო გახდება, ასევე თუ ქვეყნის ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას მოგვცემს.  მეთაური (კომანდერი) ქვეყნის პრეზიდენტი ან თავდაცვის მინისტრი.

    ქართული ელიტარული მუ
დაკომპლექტებული ძლიერი და გამოცდილი ქართველი მოთაშეებით, რომლებიც იქნებიან ახალბედებისთვის და ქართველი საზოგადოების მისაბაძი მაგალითები. ქართველი ტანკები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას როგორც უბრალო ბრძოლებში ასევე, მთავრობის მიერ ან ალიანსის მიერ მოწყობილ ოპერაციებში. ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რომელიც იქნება საკმარისი მთლიანი თვის განმალობაში აქტიური და მონდომებული ქართველების წახალისებაში და ასევე მათი დანახარჯის მინიმალურამდე დაყვანაში, რადგანაც ეს ქვედანაყოფი იქნება ესაქართველოს სახე - მისი სიძლიერის ამსახველი ქვედანაყოფი (მუ). მეთაური (კომანდერი) ქვეყნის პრეზიდენტი ან თავდაცვის მინისტრი.

    უცხო ეროვნების მუ
დაკომპლექტებული ნაკლები ოდენობით, ქართველი უცხო ენის მცოდნე მოთამაშეებით და მაქსიმალურად "გაჭყიპული" უცხოეთიდან ჩამოსული მოთამაშეებით, ამ ქვედანაყოფის ამოცანა იქნება მთელი დღის განმალობაში აჯანყებებში ზიანის (დმგ) დადება და მინიმუმზე დაყვანა იმის აუცილებლობის, რომ ქართველი მოთამაშეების ჩართვა - ჩაცლა მოითხოვოს კონკრეტულმა ბრძოლამ თუ აჯანყებამ, აქედან გამომდინარე შესაბამისი თანხა იქნება გამოყოფილი ბიუჯეტიდან რომ მოხდეს უცხოელების მოზიდვა და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნა ყველამხრივ. მეთაური (კომანდერი) იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

    დამგროვებელთა მუ
ქვედანაყოფი სადაც მოიყრის ყველა ის ქართველი მოთამაშე თავს, რომელიც გადასულია 2 კლიკზე და არ სცალია - აგროვებს რესურსებს. ამ ქვედანაყოფზე რათქმაუნდა არ იქნება გამოყოფილი ბიუჯეტიდან თანხები და მეთაური (კომანდერი) იქნება გუბერნატორი - ფინანსთა მინისტრი, რომელსაც ბევრი საქმე ექნება საკეთი, როგორც ბიუჯეტის აღრიცხვა, სტოკების მოძიება, არსებული ბიუჯეტის მუდმივი ტრიალი, რომ მოხდეს ბიუჯეტის შევსება ამ გზითაც რომ უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს ქვეყანას.

შენიშვნა*: ზემოთ მოყვანილი რეფორმის გატარება ემსახურება საქართველოს სიძლიერის გამტკიცებას და რესურსების დაგროვებას, უცხოელი იმდენს არ დაგიდებს ბრძოლაში რასაც ქართველი გააკეთებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის!!!


მთავრობის გუნდი დაიწყებს დაგეგმვას, მოლაპარაკებებს და სამოქმედო გეგმების (სტრატეგიის) შემუშავებას, რაც შეიძლება მოკლე ხანში ბონუსების მოძიება და მისი ხელში ჩაგდება, რომელზეც იქნება გაწეული მინიმალური ხარჯები და ასევე ნაკლები თავის ტკივილი (აჯანყებები).


ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში მაქსიმალურად შევეცდები აღკვეთილი იყოს ყველა ის ფაქტი რომელიც იქნება მიმართული ერთმანეთში კომფლიქტის გაღვივებაში, ასევე ვიმუშავებ მთავრობის წევრებთან ერთად ჩვენი ქართველი ძმების უცხოეთიდან დაბრუნებაზე, რაც ქვეყნის კეთილდღეობისთვის და მისი გაძლიერების აუცილებელი მნიშვნელოვანი ნაწილია. დისქორდზე დაინიშნებიან მოდერები და ადმინები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან სიწყნარეზე და კონფლიქტების აცილებაზე, ასევე მკაცრად იქნება გაკონტროლებული და განხილული ყოველი მათი ქმედება, პიროვნებამ თავისი შეხედულების მიერ ბოროტად გამოიყენა თუ არა მისთვის მინიჭებული თანამდებობა, რა თანამდებობაც ექნებათ დაკავებული მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება უბრალო მოდერი, ადმინი თუ მთავრობის ნებისმიერი წევრი ჩემი ჩათვლით.


მოგეხსენებათ ყველას ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის შემოსავალი - ბიუჯეტი. ჩემი მთავრობის პერიოდში მაქსიმალურად დიდი დრო დაეთმობა ამ საკითხსაც, ბონუსების აღების შემდეგ ყოველი შემოსული თეთრი იქნება გამოყენებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მისი განვითარების და სამხედრო სიძლიერის ზრდისთვის. ეს თანხები დაიხარჯება ქვეყნის საცავების შევსებისთვის, მოთამაშეების წახალისებისთვის, მუების დაფინანსებისთვის და ხალხზე კრედიტების გაცემა რომ მაქსიმალურად ბევრმა მოთამაშებ ჩადგას ქ5 კიტი და ქ5 რაკეტის - ბომბის (missle) საწარმო სტრატეგიული შენობები.


თამაშის დაარსებიდან მოყოლებული საქართველოს აქვს დასახული კონკრეტული საგარეო კურსი და ასევე ყავს ერთგული მეგობრები. ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და მდგომარეობა გულისხმობს რეგიონში მშვიდობას, რაც დაარსებიდანვე წარმატებით განხორციელდა რისთვის მადლობას ვუხდი ყველა იმ პიროვნებას ვინც ამაში პატარა წვლილიც კი შეიტანა საქართველო-თურქეთი-ირანის მეგობრობა. შევეცდებით ეს მეგობრობა უფრო გავაღრმავლოთ და უფრო მჭიდრო გავხადოთ უფრო მეტი ერთგული მეგობრები შევიძინოთ და გვეამაყებოდეს რომ ჩვენ ვართ მათი მეგობრები.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო ამით დავასრულე ჩემი საპრეზიდენტო არჩევნების სამოქმედო გეგმაზე საუბარი.


პატარა გადახვევა რო არ დამეწერა არ შეიძლებოდა, ქ5 კიტების თაობაზე დაწერილ სტატიას რო გადავაწყდი, რატომღაც გამახსენდა რეალური ცხოვრებიდან ის მომენტი როდესაც არჩევნების მოახლოების პერიოდში იწყებენ გზების მოწესრიგებას და მსგავს პროექტებს. თუ ვინმე ამაზე რამეს დამიწერს წინასწარ დავუწერ ამისთვის ქვეყანას ჰქონდა საჭირო ოდენობის თანხა ბიუჯეტში რო რამდენიმე კვირის წინ მომხდარიყო ეს ყველაფერი :)


მადლობას მოგიხდით ყველას ვინც გაეცნო ჩემ სტატიას და ასევე ბოდიშს მოგახსენებთ თუ თქვენ თვლით რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო უაზროდ გაფლანგეთ ....

პატივისცემით: რიგითი ესაქართველოს მოქალაქე პავლიკა

Support

CaveaCaveaCaveaCaveaGiorga16Giorga16Giorga16Giorga16Giorga16Admiral GeobodyBALANTA BALANTABALANTA BALANTABALANTA BALANTA

Comments (7)

მევასები პავლიკკ
@cavea ჩემი ბიჭაა ..ვერ დაგითმობ :დდ
good luck o/ you re like Stanis Baratheon The One True King XD
gamarjvebas gisurvebt o7 დაე ძრწოდეს მტერი
raio bonusebio ?? Laugh Laugh bonusebze tqven ambobt mainc ver shevinarchunebt da rusetsac ratom igebdo chanelze werdit pirdapir da exla punqtad weria vnaxo vnaxot )))
ლეგენდ შემ მეუბნებოდი რომ ცუდი სტრატეგია მქონდა და ზღვები შარი არისო და ბონუსი შარიაო და ვერ შევინარჩონებთო,ყველა საზღვაო დათმეო მათ შორის აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს რეგონებიო რატოთქო და არ ჯობს 1 გან დაგცხონ ვიდრე სამგანო, აფხაზეთი და დასავლეთ საქართველო ძალით დავთმეთო და ახლა თქვენ ამბობთ რომ ბონუსიო?ქართვრლი ხალხი ჭკვიანია და სწორ დასკვნას გამოიტანს მჯერა ამის.
კაროჩე ამ კაცს აცადეთ რა და რაც არ მოგწონთ შეინახეთ თქვენთვის. იმენა გენიოსი ხარ პავლიკ მიაწექი ☺☺☺☺