Publicado en Georgia - Negocios y Finanzas - 02 Jul 2016 05:50 - 6
◘ სახლები გვიმატებს საბაზისო ენერგიას 50/100/150/200/250 ერთეულით, (ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია სახლის ხარისხზე).
◘ სახლები ასევე ამცირებენ ენერგიის აღდგენის მოლოდინს 12/24/36/48/60 ერთეულით.
◘ და ასევე, თამაშის უკანასკნელი განახლების შემდეგ, გააქტიურებული სახლებით თქვენ შეგიძლიათ დღეში დამატებით იმუშავოთ!
დამატებითი მუშაობა კი დამატებით შემოსავალს გულისხმობს!
◘ სახლების მოქმედების ვადა 7 დღეა
სახლების წარმოებისთვის პირველ რიგში უნდა გქონდეთ სახლის ქარხანა, ხოლო შემდეგ, ამ ქარხნის ასამოქმედებლად საჭიროა სახლის ნედლი მასალები () რომელიც მოიპოვება ქვიშის მაღაროებში ()
* სამწუხაროდ სახლების წარმოება საქართველოში ნაკლებ პოულარულია, არადა ის საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ომში (დამატებითი საბაზისო ენერგია/მისი სწრაფიშევსება), ასევე მშვიდობის ჟამს (x2 მუშაობა დღეში)
როგორ მივიღოთ მაქსიმალური მოგება სახლებით?
თუ თქვენ არ ხართ სახლის მწარმოებელი და იმისათვის, რომ ორმაგად იმუშავოთ გიწევთ მისი ყიდვა, პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია, კარგად შეადარეთ მისი ღირებულება და ის თანხა რასაც მიიღებთ დამატებითი მუშაობით.
მაგ: მე ვმუშაობ 45 ლარიან სამსახურში, შრომის გადასახადით მეჭრება 6,75 ლარი, შესაბამისად დღეში ვიღებ 38,25 ლარს. კვირაში კი - 267,75 ₾
კვირაში იმიტომ ვითვლით რომ, როგორც ზევით გითხარით სახლის მოქმედების ვადა ერთი კვირაა ე.ი. დამატებით მუშაობაც შეგვეძლება 1 კვირით.
ანუ, გააქტიურებული სახლის გამოყენებით ჩვენ დამატებით 267,75 ლარს გამოვიმუშავებთ კვირაში!
აქედან გამომდინარე, მე თუ ვიყიდი სახლს, მისი ფასი არ უნდა იყოს 267,75 ლარზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე წავალ არა თუ მოგებაში, არამედ წაგებაში!!
* გამოთვლის დროს იანგარიშეთ მხოლოდ იმ თანხით რომელსაც ღებულობთ დამატებითი მუშაობით.
►►► ჯერ რაც მთავარია უნდა ვიყიდოთ სახლი ბაზრიდან.
►►► შემდგეგ აუცილებლად შეამოწმეთ, რომ თქვენ უკვე ნამუშევარი გაქვთ დამსაქმებელთან:
►►► ამის შემდეგ გადადით გაუმჯობესებულ შენობებში (Improved buildings) და გააქტიურეთ თქვენი სახლი:
►►► გააქტიურების შემდეგ, სახლის გვერდით გამოჩნდება მწვანე ღილაკი Rest (დასვენება), დააჭირეთ მას:
► ► ►ამის შემდეგ თქვენ იქნებით "დასვენებული" და შეგეძლებათ კიდევ ერთხელ მუშაობა:
დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო!
თუ რაიმე კითხვები გექნებათ დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ პირადი მესიჯი.
ასევე გადახედეთ ჩემ მიერ მომზადებულ რამოდენიმე სასწავლო სტატიას:
☼ თამაშის სასწავლო გვერდი დამწყებთათვის
☼ ქარხნებისა და სავარჯიშოების განახლება
☼ თამაშის აბრევიატურები
☼ ზიანის გამოსათვლელი
გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი გაზეთი და ხმა მიეცით სტატიას ☺
წინასწარ დიდი მადლობა! თქვენი მონამორჩილი Aravchamotpuri☺
წარმატებები და ჰაკუნა მატატა ;)
Endosar
AnanoMushvanComentarios (6)
გრიმიშას რას უშვები აკოტრებ მთლად ? :დდდ
o7
და ვისაც გვინდა სახლების წარმოების დაწყება..შეგიძ₾ია მაგათტვისაც დაწერო სტატია ფასებთან დაკავშირებით?
ანუ ფასებში რას გულისხმობ? რო აწარმოებენ სახლს იმას რა ფასი დაადონ თუ ქარხნების ჩადგმა რა დაუჯდებათ?
ჩადგმა
ჩასადგმელად ძნელია,ბევრი ნედლეული ჭირდება და მე თითქმის გამაკოტრა მაგან