Red Aye

Omiko Ejibia - Periodico de Georgia -

Publicado en Georgia - Debates y Analisis politico - 27 Oct 2016 06:41 - 9

მაინც მომიწია გაზეთის გაკეთება, რადგან ყველაფრის წერა დისქორდის ჩატში რთულია. ,,სამწუხაროდ,, კი ჩემი პირველი სტატია კრიტიკული იქნება, ალბათ ბევრი ,,სამწუხარო სატატია,, იქნება კიდევ.
ახლა კი სათქმელი, ჩემთვის გაუგებარია მთავრობის ქმედებები, პირდაპირ ვიტყვი კეცალკოატლის მთავრობამ სრული კრახი განიცადა. პირველ რიგში უნდა ითქვას არა კოორდინებულ მოქმედებებსა თუ ომებზე (თუნდაც ის რომ როცა ზიანი გვაკლდებოდა მაშინ გაგვახსენდა მოკავშირეებისთვის გვეთხოვა დახმარება და არა ბრძოლის დაწყებამდე). დღემდე ვერ გამიგია რა გვინდოდა დანიაში?! თუ ირანს ვატარებდით თავისით ვერ გაივლიდა თუ რა?! იქნებ რომელიმე ბონუსი იყო და იმიტომ, რა ვიცი მე მგონი არცერთი ჩვენთვის საჭირო. თანაც ამ ,,გატარების'' პოლიტიკის წყალობით ურთიერთობა კიდევ უფრო გაგვიფუჭდა გერმანიასთან. გასაკებია რომ ისინი ტრაკულად  მოიქცნენ, მაგრამ ჩვენც ასევე არ უნდა მოვქცეულიყავით მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს ჩვენთვის არაფერი კარგი არ მოუტანია.
თუ ირანმა გაგვატარა და რუსეთის ტერიტორიები ავიღეთ, ეს კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ვერ გამიგია რა გვინდოდა დანიაში ან სკანდინავიაში?! ახლა რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ არამგონია ირანმა იაპონიაზე გაგვიშვას ირმის რესურსი რომ ავიღოთ?! (ეს ისე მაგალითისთვის).
თანაც რა მოჰყვა ამ ომებს? ბევრი მედალი, მაგრამ ეტაპობრივად დაცარიელებული ჩვენი საწყობები...
კიდევ ერთი დიდი მინუსი ჩვენი მთავრობის იყო მინისტრების მუდმივი ცვლა, ვგულისხმობ მოფა მოდ პორტფელებს ძირითადად. თანაც ყველაზე ცუდი ის იყო რომ ერევში თანამდებობაზე სხვა კაცი ეწერა და დისქორდში სულ სხვა იყო... ეს მაგალითისთვის: დევიკო მოდ  თუ ვრათ ???
აუცილებლად უნდა ვთქვა დას. საქართველოს მიქირავებაზე თურქეთისთვის. მთავრობა ამბობს რომ ეს კარგი შეთანხმებაა, ბევრმა კარგმა მოთამაშემაც იგივე თქვა, რომ ეს ჩვენთვის მომგებიანი შეთანხმება იყო. სიმართლე გითხრათ პირადად ჩემთვის არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ იმედგაცრუებული დავრჩი. მერე ამიხსნეს რომ თუ თურქეთში გადავიდოდი და იქ ვაწარმოებდი პროდუქციას მაქსიმალური ბონუსებით ეს იქნებოდა ჩემი მოგება, თანაც დახარჯული თანხის 3/4 უკან დამიბრუნებდნენ (1/4 იქ რჩება და არა ჩვენს ბიუჯეტში!). ჰაჰაჰა ბევრი ვიცინე როცა გავიგე რომ თურქული ლირა უნდა მეყიდა, თანაც ჩემს დღიურ წარმოებას დღეში 7 ელარი შეადგენს, ამაზე ხომ გადავბჟირდი (ირონიულად). გასაგებია, რომ ეს პროექტი კარგია დიდი მეწარმეებისთვის, თუმცა მაინც უნიათოა. დავიჯერო მოსახლეობის უმრავლესობას, მესამეს მაინც 500 ლარზე მეტი ეხარჯება დღიურ წარმოებაში?! ან გამოდის რომ საშუალოდ თითოეულ მოთამაშეს 50 ლარად გაგვიქირავებია მიწა... და ეს ყველაფერი იმ ფონზე როდესაც წინა მთავრობის დროს, ის ხალხი ვინც ამ მთავრობაში აღნიშნულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ მიწის გაქირავების! სასტიკის პირდაპირი გაგებით :დდ 
კარგიც იყო რა თქმა უნდა ფასდაკლებების დროს ბევრი ოქრო გაიცა.
და მაინც ეს უაზრო, გაუთვლელი ომები და რესურსების ხარჯვა ყველაზე დიდი შეცდომაა, თანაც რომ გვეუბნებიან ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო, ერთი ეგ გეგმა გეჩვენებინათ მაინც! ადრე პრემიერმა დაწერა ორი სტატია, სხვებს თავიც არ შეუწუხებიათ. 
დღეს კიდევ დაიწერა რომ სახელმწიფოს დავხმარებოდით რითაც შეგვეძლო იარაღი იქნებოდა ეს თუ ფული. და სად წავიდა დასაწყობებული იარაღი? მე პირადად ერთი ცალი არ ამიღია იქედან. რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით საქართველოშ, რომელიც მცირე ოდენობით მაძლევს შეღავათიან ფასებში კოპტერებს, ძირითადად სულ უცხოელისგან მიწევს ყიდვა. დისქორდში რომ დაწერო ქ5 ჰელი მინდაო ყველასგან იქნება ,,სიინ'' <3 . ეს კიდევ მიუთითებს თუ რამდენად ძლიერია ჩვენი ეკონომიკა.
მოკლედ ბევრი ვილაპარაკე და ამასობაში კოატლმა გადადგომა მინდაო და გადამაყენეთო, ადრე რომ ექნა კარგი იქნებოდა (ასე ორი კვირის წინ მაინც), ახლა უკვე გვიანია და უახლოეს მომავალში მოსალოდნელ ცვლილებებსა თუ უძრაობაზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილის აღება მოუწევს.
გისურვებთ წარმატებებს ყველას! ო7

Endosar

ZE BUNDAAravchamotpuri

Comentarios (9)

სიმართლე გითხრა ბევრ რამეში გეთანხმები. საერთოდ არვიყავი ბრძოლისთვის მზად და არც ხალხის ომში გაძღოლა გამომდის კარგად უფრო დროის უქონლობის გამო... ისიც მართალია რომ უმეტეს საქმეს ჩემს ნაცვლად სხვები ასრულებენ ხანდახან ისე რომ თავადაც არვარ საქმის კურსში, ესეც ჩემი ბრალია... ისიც უნდა ვთქვა რომ დანიაში ჩვენი დარჩენა თავადაც არვიცი რატომ გრძელდება უბრალოდ ხალხს დათმობა არუნდა დაპყრობილი რეგიონების და მეც ვცდილობ შევინარჩუნო. ისიც მართალია რომ ირანი იაპონიას არ დაარტყამს ახლა, ჩვენ უნდა ავიღოთ რეგიონები და გადავუცვალოთ ირანს. მე და მიშკას ზუსტად ესგეგმა გვქონდა...
ისიც მართალია რომ უამრავი გოლდი უაზროდ დაიხარჯა... რადგან არვიყავი ომისთვის მომზადებული... რეგიონის გაქირავებას რაც შეეხება ეგ კარგი ნაბიჯი იყო... რაცყველაზე მეტად მახარებს ირანთან და თურქეთთან მშვენიერი და გრძელვადიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ვფიქრობ სესხებიც სწორად გავეცი... დიდად თავს ვერვიქებ გაკეთებული საქმეებით, მაგრამ ფაქტია პირველად მოგვეცა საშუალება ბონუსების აღების, მაგრამ ორგანიზებაში და სამხედრო დაგეგმარებაში ნულივარ. ერთადერთი სათანადო მხარის არჩევა და გრძელვადიანი მოლაპარაკებები გამომივიდა კარგად. რაშიც გიგა ძალიან დამეხმარა.
ახლა რომდავდგე და დავიწყო მცირე ნიუანსებზე საუბარი იმ ყველაფერზე რაც ნამდვილად კარგი გაკეთდა, დიდი ალბათობით თქვენს გულისწყრომას ცოტას დავაოკებ მაგრამ რეალურად გასაწყრომიც არაფერია... გავედით დანიაზე და ორი უძლიერესი მეზობელი სახელმწიფოს სამუდამო ერთობა დავიმსახურეთ. გავაქირავეთ რეგიონი და უფასო წარმოება მივიღეთ სანაცვლოდ. გავეცით იმაზე ორჯერ მეტი სესხი ვიდრე დაგეგმილი იყო და სანაცვლოდ გაზრდილი წარმოება მივიღეთ, ტყუილად ოქროს ბიუჯეტშიდებას დაბანდება სჯობდა.
ომში ჩაბმამ და წარმოების გადასახადის ამხელა შეღავათმა ბევრი ემიგრანტი დააბრუნა. ასევე გვასწავლა რომ ომისთვის მეტად მომზადებული ყოფნაა საჭირო. ასევე ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ადამიანური რესურსი. ისიც რომ გვერდი გვერდ დგომით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. გასათვალისწინებელია ფაქტი რომ ქართველები ვალს ყოველთვის ვაბრუნებთ. გერმანიამ რუსეთისმხარეს დადებული დმგ-ით ბევრი რამ დაკარგა Wink ეკონომიკას რაც შეეხება, ვაჭრობა გაიზარდა და ბაზარზე სხვა ქვეყნის წარმომადგებლების დადებულ პროდუქციასაც წავაწყდებით ხოლმე. მონეტარიც შეძლებისდაგვარად სტაბილურია.
ლარის დეფიციტი აღმოიფხვრა და უკვე დიდი რაოდენობით ქ5 სახლების გაყიდვაც კია შესაძლებელი. ამ გაწა მაწიაში ბოლო ბბს ბიჭებმა თამაშის სტილიც აითვისეს და ელემენტარული სახლების გარეშე აღარავინ მუშაობს. განათლების სამინისტრო უფასო სახლებს და საკვებს ისევ გასცემს მათზე ვისაც ჭირდება. თავადაც ვაკეთებ ამას. სიმართლე გითხრათ პრემიების დარიგება შემოვიღე რასაც მთავრობის წევრებისთვის წამახალისებელი შედეგი აქვს და არამარტო მათთვის.
მოკლედ ერთადერთი რაც ჩემი აზრით გასაკეთებელი დაგვრჩა. რუსეთისთვის ერთი რეგიონის მიცემაა რომელიც ირანს უკავია და ამით მათი გაჩერება. დანიის დათმობა. შემდეგი რამოდენიმე კვირა რესურსების და კიტების მომარაგება. თან უნდა დავაკვირდეთ ირანს რაბრძოლაც გაუჭირდება იქ დავეხმაროთ მივაგებინოთ პლიუსს დავიწერთ. ამ რამოდენიმე კვირის შემდეგ იაპონიისთვის ერთი ორი სასურველი ტერიტორიის აღება მეგობრების დახმარებით და შემდეგ ირანისთვის ამ ტერიტორიების რუსეთში გაცვლაა. ასევე ირმის ბონუსი უნდა გამოვართვათ ლიტვას და შემდეგ რაც რუსეთს დაგვითმობს ირანი დედაქალაქთან დავაკავშირებთ. 100იანი ბონუსებიც ჩვენიგახდება.
მაგრამ რადგან ამეტაპზე მე დრო საერთოდ არმაქვს. ყველაფერს სხვა ადამიანები ხელმძღცანელობენ, ჩემზე მეტად გამოცდილნი და მცოდნენი... მე პატივს ვცემ მათ ყოველ გადაწყვეტილებას... და ისიც მესმის რომ ქართველებს გვიჭირს დაპყრობილი ტერიტორიების დათმობა, თუ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს მიწები დავიტოვოთ. მაგრამ ყოველდღე აჯანყებებს უნდა ველოდოთ. ზოგი ამბობს უფასო სავარჯიშო ომია და სომხეთთან აღარ მოგვიწევსო, გასაგებია, მაგრამ არვიცი ჩვენ ახლა რაძალა გაგვაჩნია... ვფიწრობ აქეთ რუსეთის დაშოშმინებაც უნდა ვცადოთ. რაც ნაპის დადებით შეიძლება. უკვე შემოგვთავაზეს ირანს და ჩვენ ერთთვიანი ნაპი.
Saxlebis gareche 2 kviraa chemtan mushaobs bevri, tu ginda davsqrinav, omiko ejibia getanxmebi yvelafershi
კოატლი რომელი უცილოპოტიჩი მე ვარ, ეს სტატია შენთვის ნაკლებადაა უფრო იმისთვისაა ვინც აპირებს მთავრობაში ყოფნას/მოსვლას. თუმცა დარწმუნებული ვარ წაკითხვა დაეზარა უმრავლესობას. ეგ არაფერი! სესხებზე გეთანხმები რომ საკმაოდ ბევრი გაიცა. შენ კიდევ იმაზე უარესი არ გაგიკეთებია რაც ზოგიერთს :დდდ ასე რომ დაისვენე ახლა, საპრეზიდენტო პენსია ჯერ არ გეკუთვნის :დდდდდ ისე ახლა რაც დაწერე დააკოპირე და ერთი გამოსამშვიდობელი სტატია გამოგივა 3Smile ო7