Publicado en Georgia - Entretenimiento y Ocio - 19 Dec 2016 03:18 - 1
სენაკის ფეხბურთს,სულ მცირე საუკუნოვანი ისტორია მაინც აქვს.1920წელს სენაკში პირველი საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბდა სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ ბაზაზე ,ისაკ კიზირიას თაოსნობით.სხადასხვა წლებში სენაკელი ფეხბურთელები გამოდიოდნენ სახელწოდებით: „შევარდენი“,“კიმი“,“კოლმეურნე“,“ცხაკაიას ნაკრები“,1949-1960 წლებში -„სპარტაკი“,1961-1962 წლებში -„განთიადი“ , 1963-1965 – „ცისკარი“, 1966-1969 -„კოლხეთი“, 1970 წლიდან დღემდე „ეგრისი“.სენაკში ფეხბურთის პოპულარობამ და სენაკელების წარმატებულმა გამოსვლებმა საქალაქთაშორისო შეხვედრებში გულშემატკივრები შესძინა სენაკელ ფეხბურთელებს.არც ის იყო გასაკვირი ,რომ შინ თუ გარეთ სენაკელების თამაშებს მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა.სენაკელი ფეხბურთელების წარმატებას ერთგვარი ბიძგი მისცა 1937 წელს დაწყებულა ახალი სტადიონის მშენებლობამ გაზეთი „ფიზკულტურელი“ წერდა: „ქალაქ ცხაკაიაში სტადიონის მშენებლობამ ხელი შეუწყო ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას,სტადიონზე ყოველდღე გაცხოველებულ ვარჯიშს აწარმოებს „კიმის“ სახელობის ფეხბურთელთა გუნდი,რომლებიც ემზადებიან საქართველოს მასშტაბით მოწყობილი კალენდარული შეჯიბრებისთვის „ 1938 წელს ქალაქ ცხაკაიას ფიზკულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტმა ჩაატარა მოსწავლეთა სარაიონო შეჯიბრება ფეხბურთში.გაიმარჯვა ცხაკაიას მ.გორკის სახელობის საშუალო სკოლის მოსწავლე ფეხბურთელმა გუნდა და გახდა 1938 წლის რაიონის ჩემპიონი.1942 წელს ცხაკაიელი ფეხბურთელები საქართველოს პირველობაზე ასპარეზობდნენ პირველი ჯგუფის გუნდებს შორის. სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ რესპუბლიკურმა საბჭომ 1954 წელს გადაწყვიტა,14-20 ივნისს ჩაეტარებინა ამავე სპორტსაზოგადოების რესპუბლიკური პირველობა ფეხბურთში,რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის,ქუთაისის,ცხაკაიას,ბორჯომის,ვანის,ახალციხის და თერჯოლის „სპარტაკის“ გუნდებმა.რესპუბლიკურ ტურნირს ცხაკაიამ უმასპინძლა.1959 წელს „სპარტაკი“ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში იხილეს ფეხბურთის გულშემატკივრებმა.1961 წლის რესპუბლიკურ ჩემპიონატში ცხაკაიას ორი გუნდი ასპარეზობდა.1964 წელს საქართველოს ჩემპიონატში ცხაკაიას „ცისკარი“ საპარეზობს.1970 წელს კიდევ ერთხელ გაიბრწყინა რესპუბლიკურ სარბიელზე ცხაკაიას „ეგრისმა“ და საპატიო პრიზს-საქართველოს თასს ერთი წლით ცხაკაიაში დაუდო ბინა.იმავე 1970 წელს „ეგრისმა“ ასევე კარგად იასპარეზა საქართველოს ჩემპიონატში და საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავა,ასევე მეოთხე იყო 1974 წელს.
Endosar
TsiloGigaComentarios (1)
1st