ივერია

Publicado en Georgia - Debates y Analisis politico - 26 Apr 2017 10:45 - 2


„ივერია“
 — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა, გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში — ჟურნალის სახით, 1886 წლიდან — ყოველდღიურ გაზეთად. დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, თანარედაქტორი სერგეი მესხი (1881„დროებისა“ და „ივერიის“ რედაქციების გაერთიანებისას), ივანე მაჩაბელი (1882-1884), ალექსანდრე სარაჯიშვილი (1901 წლის 4 დეკემბრიდან); გრიგოლ ყიფშიძე (1903-1905), შემდეგ გაზეთის დახურვამდე (1906 წლის 27 აგვისტოფილიპე გოგიჩაიშვილი.„ივერია“ იყო მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანო, მისი პროგრამის ძირითადი ნაწილი ითვალისწინებდა ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას და პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეის სამსახურს. „ივერია“ თემატურად მრავალფეროვანი იყო, რაც განსაზღვრა ქართველი ხალხის ეროვნულმა, სოციალ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ვითარებამ და რედაქტორისა და მისი თანამშრომლების განმანათლებელმა იდეებმა. გაზეთი აშუქებდა მუშათა მოძრაობის საკითხებს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში ისტორიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის, სოციოლოგიის საკითხებს და სხვა. ილია ჭავჭავაძემ დანერგა პუბლიცისტური ჟანრი „შინაური მიმოხილვა“, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს. დიდი ადგილი ეთმობოდა სახალხო განათლების საკითხებს, სკოლას, მასწავლებლებს, მთავრობის პოლიტიკას განათლების დარგში და აღზრდის სისტემას. „ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. თანამშრომლობდნენ აკაკი წერეთელიიაკობ გოგებაშვილივაჟა-ფშაველაალექსანდრე ყაზბეგინიკო ლომოურიეკატერინე გაბაშვილისოფრომ მგალობლიშვილისტეფანე ჭრელაშვილი, და სხვა , ნიჭიერი კორესპონდენტები და ჟურნალისტები; ალექსანდრე ყიფშიძე, გ. ყიფშიძე, ალექსანდრე ნანეიშვილიარტემ ახნაზაროვი, დ. მიქელაძე, გიორგი ლასხიშვილი და სხვა. გაზეთი მდიდარ ინფორმაციას აწვდიდა მკითხველს თანამედროვე საზღვარგარეთის ლიტერატურაზე, თავს უყრიდა და აქვეყნებდა ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებს.1989 წლის 20 თებერვალს გაზეთი „ივერია“ ზურაბ ჭავჭავაძემ აღადგინა და პერიოდულად, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გაზეთის სახით, 1997 წლამდე გამოდიოდა . სარედაქციო კოლეგია: კახაბერ კახაძე, რევაზ კვირიკია, გელა ნიკოლაიშვილი, დავით ტაკიძე,ლადი ღვალაძე, თამარ ჩხეიძე

Endosar

Comentarios (2)

ჩემი გაზეთს ისტორიაა :დდ
wikipediidan copy paste roargageketebina ufro kargi bichi iqnebodi. magram radgan pirvelia vote