Legend News

Publicado en Georgia - Análisis de Guerra - 06 Jul 2017 12:24 - 5

გამარჯობა,

მოგესალმებით ყველას, შევეცდები ამ სტატიაში ვისაუბრო და მოგაწოდოთ ინფორმაცია ქვეყნის კურსის შესახებ და ასევე გაგაცნოთ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები.

უპირველეს ყოვლისა შევეხები ალიანსის თემას, მოკლედ ყოველი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რეგიონალური უსაფრთხოება, რეგიონალური უსაფრთხოება გულისხმობს მეზობელ ქვეყნებთან კარგ ურთიერთობებს ამ შემთხვევაში ერთ ნავში ყოფნას გულისხმობს, როგორც 2 * 2 = 4ს, ისე არის საქართველო, თურქეთი და ირანის ერთად ყოფნა. რეგიონალური უსაფრთხოება გვაძლევს საშვალებას დავისვენოთ ზედმეტი ომებისგან და ერთმანეთში უთანხმოებები ავიცილოთ თავიდან, რაც გამოიხატება რესურსების დაგროვებაში, ერთმანეთის დახმარებაში სხვადასხვა ომების დროს და დასტოკვაში დიდი ომებისთვის.

მეორე საუბრის ობიექტი არის საქართველოში არსებული ქვედანაყოფები ე.წ მუები, ჩემი და მთავრობის შეხედულება არის რომ ზედმეტად ბევრია მუა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე დაიწყება მოსახლეობის სრული აღწერა, მათი პოტენციალის, რესურსების ოდენობის დადგენა და ასევე გაგება თუ რამდენად აქტიურები არიან, ასევე ამ ყველაფრის მერე დაიწყება გადანაწილება ხალხის არსებული ინფორმაციების საფუძველზე, ქვეყანაში იქნება მხოლოდ რამდენიმე მუ, ხოლო დანარჩენი მუები ადმინისტრაციასთან და მუს მფლობელთან შეთანხმებით წაიშლება-დაიშლება.

ყველა ქვედანაყოფს ექნება თავიანთი დავალება და ორიენტირებული იქნებიან დაკისრებული დავალების შესრულებაზე, თვალსაჩინოების მიზნით დაგიწერთ თუ როგორ იქნება დაყოფილი მუები:
1. კადეტთა კორპუსი - მეთაური განათლების მინისტრი, მიზანი აღზარდოს ახალი თაობაზე და მისცეს მოტივაცია ქვეყნისათვის იბრძოლოს და იარსებოს
2. სახელმწიფო მუ - მეთაური პრეზიდენტი, მიზანი ყველა მოქალაქე ვინც კი აქტიურია და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს მუში გაწევრიანებისთვის ყველა აქ მოიყრის თავს და უშუალოდ პრეზიდენტისგან მიიღებს ბრძანებებს.
3. ქართული ელიტარული მუ - მეთაური თავდაცვის მინისტრი, მიზანი ქვედანაყოფი დაკომპლექტებულია სპეციალური კრიტერიუმებით შერჩეული აქტიური ხალხით, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი მაქსიმალურად ნაკლებ დროში, მაქსიმალურად დიდი დმგ დადონ ქვეყნისათვის აუცილებელ სტრატეგიულ ბრძოლებში, მზად იყვნენ ნებისმიერი სირთულის ამოცანა შეასრულონ უპროპლემოდ, მაქსიმალურად ბევრი რესურსის დაგროვება.
4. უცხოელებით დაკომპლექტებული მუ - მეთაური პრემიერ მინისტრი, ქვედანაყოფში მაქსიმალური დიდი დატვირთვა მოვიდეს უცხოელ მოთამაშეებზე, რადგან ქართველებს ხელი შევუწყოთ მინიმალური რესურსი ხარჯონ აჯანყებასა თუ სხვადასხვა ბრძოლაში.
5. დამგროვებელთა მუ - მეთაური იქნება გუბერნატორი ან ვინმე კომპეტენტური პიროვნება, მიზანი მუ შევსებულია იმ ხალხით რომლებიც ვერ ახერხებენ შემოსვლას და აქტიურად მოღვაწეობას თამასში და იმყოფებიან ე.წ ორ კლიკზე, ამ ქვედანაყოფში მყოფი ხალხი ორიენტირებულია რესურსების მაქსიმალურად დიდი ოდენობით დაგროვებაზე და საჭირო დროს საჭირო ოდენობით შეძლონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბრძოლაში ან ე.წ შავი დღის დადგომის შემთხვევაში დადონ საჭირო ოდენობის დმგ უპრობლემოდ.

მოკლედ ჩემო ძვირფასო ხალხო ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და კვლავ მისი საბრძოლო პოტენციალის ამაღლებას და ზრდას, მოგეხსენებათ რომ მოვიდა ზაფხული, ხალხი მიდის დასასვენებლად და პირდაპირ პროპორციულად ხალხის აქტივობაზე ისახება ეს ყველაფერი, ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ სისტემა რომელიც იქნება გამართული და გადაეცემა მომდევნო ხელისუფალს და ნაკლები ტვინის ჭყლეტვა დასჭირდებათ ესეთ საკითხებთან დაკავშირებით.

მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიშს გიხდით წართმეული დროისთვის,
პატივისცემით თქვენი: პავლიკა

Endosar

Comentarios (5)

1st
2nd
3th
sagol pavlik kai gegma. 100% chemi azrit 6 zedmetia. 5 gegma dzalian magaria kai azria dzalian bevrijer motamasheebi mag rejimshi tavisit gadadiodnen radgan minusdebodnen da awi opicialurat gadavlen da poxuistebis da mogalateeebis saxeli agar eqnebat.
კარგი ხედვები მომავლისკენ ^_^