Publicado en Georgia - Análisis de Guerra - 14 Jul 2017 14:45 - 7
მოგესალმებით,
მე ვარ Grizzly021 და ეს სტატია არის Grizzlys Academy-ს ახალი სასწავლო კურსის შესახებ!
მაშ ასე ჩვენ ვიწყებთ o7
GA არის მეგობრობაზე, ურთიერთდახმარებაზე, შემოქმედებითობაზე და პატრიოტიზმზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ამოცანასაც ქვეყანაში ახალი თაობების შექმნა წარმოადგენს. მიზანი ერთია, რაც შეიძლება მეტი აქტიური და პატრიოტი მებრძოლი ჰყავდეს ქვეყანას. საერთო ჯამში კი საინტერესო და სახალისო სათამაშო გარემო შეიქმნას. რომელიც დაცული იქნება მავნე მიდრეკილებების პიროვნებებისგან და სტაბილურად უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის მშვიდი და ჰარმონიული განვითარება.
GA არის ესაქართველოს ამ მცირე ინსტიტუციონალურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ თავისებურებებთან შერწყმული ორგანიზაცია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჯერ გამოიყვანა ქვეყანა ღმრა კრიზისიდან, შემდეგ შექმნა ახალი თაობა, მოიტანა ახალი ძალა, შემოიღო საქმისადმი ახალი მიდგომები. მოიტანა სტაბილურობა და სრულიად გაამრავალფეროვნა იმ შავბნელი ჩინოვნიკებისგან დაბინძურებული ქვეყანა, რომლებიც სისხლს წოვდნენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
GA არის ერთი საძმო, უღალატო და ერთიანი! აკადემიის თითოეული წევრი მთელი გულწრფელობით, მეგობრობითა და თავდადებით უდგას ერთმანეთს საერთო მიზნების მისაღწევად!
ესაქართველოს ღირსეულო მოქალაქეებო,
საქართველომ განვლო განვითარების ღრმა ეტაპი. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავატაროთ სხვადასხვა რეფორმები, სხვადასხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროში. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა თუ რატომ ვაგრძელებ აკადემიის პროექტს, მაშინ როცა მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ერთიანი სამხედრო დანაყოფი.
ერთიანი სამხედრო დანაყოფი კარგი სარდლობის ქვეშ მნიშვნელოვანი ძალაა მტერთან საბრძოლველად. რასაც თან ერთვის კადეტთა აკადემია, რომელიც უნდა ასრულებდეს მოთამაშეების აღზრდის ფუნქციას. თუმცა ძირითად შემთხვევაში ეს არის ახალი მოთამაშეების აქაუნთების თავშეყრის ადგილი, სადაც 2კლიკიანი მოთამაშეები იყრიან თავს და სარდლობას პრაქტიკულად არ შესწევს უნარი, რომ ამდენ მოთამაშეს, აბსოლუტურად ყველას გაუწიოს წერტილოვანი დახმარება. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ამას 1წლიანი ისტორია გვიჩვენებს.
გამომდინარე ზემოთ ნახსენები მნიშვნელობისა და ახალი თაობის საჭიროებისა ვაგრძელებ GA-ს აკადემიურ კურსს, რომელსაც სრულიად განსხვავებული ამოცანები ექნება და მოემსახურება ქვეყნის გაძლიერებას.
GA ყოველთვის პატივს სცემდა და სცემს თითოეული ღირსეული ქართველის გაწეულ შრომას. იმისათვის, რომ ქვეყნაში ჩადებული ღვაწლი და დახარჯული დრო, რესურსები არ დაიკარგოს. იმისათვის, რომ თქვენი ისტორია არ დაიკარგოს, საჭიროდ ვთვლით, რომ ახალმა თაობებმა ღირსეულად გააგრძელონ თქვენი საქმე თქვენთან ერთად! ახალი შემართებით!
Grizzlys Academy-ში გაწევრიანების მსურველთათვის
ძალიან მიყვარხართ o7
მაშ ასე, წინა კურსის კურსდამთავრებულების საყურადღებოდ.
ჩემო მეგობრებო, თქვენ ჩვენს დისკორდში გექნებათ ვეტერანთა კორპუსის როლი. ახალი სასწავლო კურსის შემოერთების შემთხვევაში კვლავ მიიღბთ წევრის როლს.
რატომ უნდა გავწევრიანდეთ?
- იმიტომ, რომ აკადემია არის ეროვნულ ღირებულებებზე დამყარებული, საინტერესო და სახალისო სასწავლო ორგანიზაცია. რომელიც მიზნად ისახავს მოთამაშეების განვითარებას და მათთვის ბევრი სახალისო წუთის ჩუქებას!
აკადემიის თითოეულ წევრს ვუწევ მენტორობას და მათთან ერთად ვზურნავ მათ განვითარებაზე და საინტერესო თამაშზე!
როგორი იქნება ჩემი თამაში აკადემიაში გაწევრიანების შემდეგ?
- აკადემიაში გაწევრიანების შემდეგ, თითოეულ ჯარისკაცს ექნება საკუთარი განვითარების გეგმა. იმოქმედებს აკადემიის მომარაგების და მობილიზაციის სისტემა Discord-ში. ყველა ოფიციალური წევრი ვალდებული იქნება ბრძოლის დროს იმყოფებოდეს დისკორდ-ვოისში!
იმოქმედებს ერთი შეუცვლელი წესი -
არ ვიბრძვით ფულისთვის! ვიბრთვით ქვეყნის ინტერესების დასაცავად!
დავალებას ვასრულებთ ზუსტად!
განვითარების სტრატეგია:
განვითარების სტრატეგია ყოველთვის გამორჩეულია ტრადიციული სასწავლო მეთოდიკისგან. აკადემიის მიზანია, აღზარდოს ბევრი განვითარებული მოთამაშე, რომლის ბრძოლისუნარიანობა სწრაფად გაიზრდება. კონკრეტული სტრატეგია კი წევრებისთვის გაჟღერდება.
როგორ გავხდეთ წევრი?
იმისათვის, რომ წევრი გახდეთ საჭიროა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
1. გქონდეთ ან შექმნათ Discord, ხოლო ბრძოლის დროს აუცილებლად იმყოფებოდეთ ერევთან ერთად დისკორდში.
2. არ აქვს თქვენს ძალას მნიშვნელობა.
3. უნდა იყოთ პატრიოტი, გულწრფელი და ჯიგარი!
4. არ უნდა იყოთ შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
5. აკადემიაში არ მიიღებიან ის მოთამაშეები, რომლებიც არიან UGA-ს წევრები და არასოდეს ყოფილან GA-ს წევრები, ანუ წარმოადგენენ ძველ მოთამაშეებს.
6. აკადემიაში მიიღებიან წინა კურსის კურსდამთავრებულები, თუ ახალი კურსის პრინციპებს სრულად დაემორჩილებიან.
იმისათვის, რომ გახდეთ აკადემიის წევრი ამისათვის საჭიროა მომწეროთ აქ ან დისკორდზე.
სპეციალური, გასაუბრების შემდეგ გეტყვით პასუხს მიგიღებთ თუ არა აკადემიაში.
სპეციალური ცერემონიის ფარგლებში დადოს ფიცი და გამოაქვეყნოს ის თავის ჟურნალში.
ფიცის ტექსტი და სტატიის ფორმატი გადაეცემა გასაუბრების შემდეგ.
ფიცის დადება იქნება აკადემიის გვირგვინი!
მაშ ასე, ჩემო მეგობრებო
თუ იცნობთ ან გაგიგიათ პასიური ან თამაშმიტოვებული მოთამაშეები
დაგვაკავშირეთ და ჩვენ მათ ძალიან მაგარ მუღამს დავუბრუნებთ!
აკადემია ბრუნდება!
ახალი პატრიოტული შემართები! წინ და არასოდეს უკან!
პატივისცემით მე
Endosar
QurcikaM A N T E XComentarios (7)
o7
G-გარი ხარ ძმა ო7777
akademia brundeba!!!! o7
warmatebebi
მინდა მინდა მინდა ❤️❤️❤️❤️😂😂
veteranoba gamityda warmatebebi ogrizzly