Grizzlys Academy

Grizzly021 - Periodico de Georgia -

Publicado en Georgia - Ordenes de batalla - 18 Aug 2017 15:10 - 11

http://www.picz.ge/img/s1/1708/19/3/302e6661a35e.jpg

მოგესალმებით,
ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, რომ დავიწყო ახალი სამხედრო პროექტი
Special Forces Brigade
2 მარტს დაარსებული Grizzlys Academy-მ შეასრულა თავისი მისია. აღარ ვისაუბრებ თუ რამხელა ეროვნული საქმე გააკეთა, ეს ყველამ კარგად იცის. მაგრამ დღეს თქვენ კარგად იცით, რომ მტრები გეგმავენ საქართველოს დაპყრობას. მე ასე უბრალოდ ვერ ვიჯდები და ვერ ვუყურებ, ვერ შევეგუები იმას, რომ საქართველო დამარცხდეს, ვერ შევეგუები რომ ყველაზე დამპალმა ქვეყნებმა ჩემი ამაყი საქართველო დაიმორჩილოს!

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შევცვალოთ GA-ს სახელი და დღეს ის საქართველოს მოემსახუროს როგორც Special Forces Brigade. გვსურს, რომ ახალი პროექტით შევქმნათ სპეცდანიშნულების რაზმი, სტოკ არმიასთან ერთად, რომელიც შეასრულებს ნებისმიერ სამხედრო დავალებას. იქნება კერძო და მისი ხარჯი არ დააწვება სახელმწიფოს. ეს არის ჩემი პრინციპი, რომ მსგავსი ელიტური დანაყოფით შევასრულოთ ყველაზე ეროვნული საქმე, ისე რომ მასში არ დაიხარჯოს სახელმწიფოს ბიუჯეტის ფული, არამედ ჩემი და სხვა შემომწირველების ხარჯზე დანაყოფმა შეასრულოს ნებისმიერი სახის სამხედრო დავალება.

Special Forces Brigade-ს სახელი პირველად ჩემმა სულმა და გულმა, დღევანდელმა პრეზიდენტმა tedo123-მ მომაწოდა. შემდეგ კი mushka-მ დამარწმუნა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი სახელი. SFB არის რეალური ქართული ელიტარული სამხედრო დანაყოფის ექართული რიმეიქი. მას დიდი ისტორია გააჩნია და შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
Special Forces Brigade (english version - wikipedia)
სპეციალური ძალების ბრიგადა (ქართული ვერსია)

http://www.picz.ge/img/s2/1708/19/a/a742c0019d35.jpg

სამხედრო დანაყოფში გაწევრიანება:
- სამხედრო დანაყოფში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც საქართველოსთვის გული უძგერს.
- აუცილებელია, რომ იყოს აქტიური და ჰქონდეს დისკორდი.
- დანაყოფის წევრებს არ უნდა რცხვენოდეს და არ უნდა ერიდებოდეს ნებისმიერი სახის ბრძოლაში მონაწილეობა.
- უნდა იყოს პატრიოტი და არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში.
- MU-ს წევრებმა წარბშეუხრელად უნდა შეასრულონ კომანდერისა და კაპიტნების ორდერები.
- უნდა იყვნენ დანაყოფის შიდა კულტურისა და ეთიკის ერთგულნი!
- სამხედრო დანაყოფის ყველა წევრმა ბრძოლის ბოლოს საერთო ჩათში ამაყად უნდა დაწეროს SFB o7
- დანაყოფის ყველა წევრი უნდა ატარებდეს მოცემულ ავატარს, რათა ბრძოლაში კარგად დაინახოს მტერმა, თუ ვინ ტყნავს (ავატარის ლინკი)

დანაყოფს ექნება მობილიზაციის, დასტოკვის, დაფინანსების თავისი სტრატეგია. თითოეული წევრი ვალდებული იქნება თავისი რესურსები და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მოთხოვნისამებრ მიაწოდოს კომანდერს, რათა სწორედ მოხდეს ფინანსური რესურსების სწორი ხარჯვა თითოეული SFB-ელისგან. 
ერთ-ერთი მთავარი პრინციპია
SFB არ ერევა პოლიტიკაში!
დაფინანსება:
დანაყოფის თავდაპირველ დაფინანსებას და მომარაგებას უზრუნველვყოფ პირადად მე, მაგრამ ამავე დროს ვაცხადებ, რომ ვქმნი სპეციალურ ფონდს, რომელიც მიიღებს ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულობებს.  ფონდს სათავეში ჩაუდგება MEOMARI. ამ აქაუნთზე მოიყრის თავს შემოწირულობები.
მოგიწოდებთ, რომ თუ გაგიჩნდებათ დანაყოფის დახმარების სურვლი აქაუნთზე ჩარიცხოთ ნებისმიერი სახის დახმარება ოქრო, იარაღი, პური თუ სხვა.
ყველა დონაციას აღვწერ და რამდენიმე დღეში ერთხელ გამოვაქვეყნებ ცხრილის სახით.



რატომ უნდა გავხდეთ SFB-ს წევრი?
- სამხედრო დანაყოფის თითოეული წევრი იქნება უზრუნველყოფილი სუბსიდირებული იარაღითა და სხვა რესურსებით
- თითოეული დანაყოფის წევრზე ვიმუშავებ ინდივიდუალურად, რომ განვითარდეს ეკონომიკურად.
- ეს იქნება ერთი ოჯახი და მტრის რისხვა.
- დანაყოფში იქნებიან აქტიური უცხოელებიც, რაც მოგცემთ ახალი მეგობრების შეძენის საშუალებას.
- რაც მთავარია, ეს  იქნება მტრების ღამის კოშმარი.
- რატომ უნდა გახდეთ წევრი? იმიტომ რომ აქ იბადება მუღამი!

GA
დიდი მადლობა ყველა აკადემიელს თითოეული დაუვიწყარი დღისთვის!
გელოდებით ახალ ელიტურ სამხედრო დანაყოფში!
ახალ წევრებს მკაცრად შევარჩევ, თუმცა ვისაც უარს ვეტყვი იმედია არ ეწყინება.

მოკლედ ჩვენ ვიწყებთ
SFB is coming!
მარად და ყველგან საქართველო ჩვენ ვართ შენთანა!

Endosar

Comentarios (11)

o/
Guys,i wish u luck,you are the beasts... Warmatebebi tqvechemaalebo Kiss Sheminaxet adgili Kiss
o7
ო7
o7
ნამდვილი პოროვნება! ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი. ოფც ფცკ .!.
warmatebebis mets verafers gisurvebt o7
Warmatebebi
o7
miawe maro
o7