Grizzlys Academy

Grizzly021 - Periodico de Georgia -

Publicado en Georgia - Debates y Analisis politico - 02 Sep 2017 13:45 - 6

http://image.prntscr.com/image/dfd8bb3117124798ad8e704069effa1d.png
სტატიისთვის არ ვიცოდი რა დამერქმია, ასე რომ ეგ გაატარეთ და ტექსტი წაიკითხეთ
ჩემო ძვირფასებო

ჩემო მეგობრებო,

მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობა პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაზე აისახა. ნახავდით რომ მთელმა მოწინააღმდეგე ალიანსმა დაგვარტყა. მიდის ბრძოლები სხვადასხვა ფრონტზე. მაშინ როცა ჩვენი ალიანსი ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს აზანზარებდა, მტრების პროპაგანდა აგებული იყო ბალანსზე, ამ პროპაგანდას ბევრი ჩვენიანის ტვინიც შეეწირა და დაბოლდნენ. არადა მთელი საქმე მდგომარეობდა იმაში, რომ არ ყავდათ გამოკვეთილი ლიდერი და არ იყვნენ ორგანიზებულები. ახლა ორგანიზდნენ და შესანიშნავადაც მოიხოდეს. თან ჩვენი ალიანსის მოღალატეებმაც უშველეს. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ასე რთულად ჯერ არ ყოფილა.

მაგალითად მაშინ როცა საფრანგეთი ჩვენ მნიშვნელოვნად გვეხმარებოდა, სერბეთის დავალებით ინდონეზიამ დაარტყა საფრანგეთს. ამ დროს ჩვენ პირდაპირ ომში გვირტყამდა ბრაზილია, გერმანია, ხორვატია, სერბეთი, საბერძნეთი. ბრაზილიას ორი უდიდესი ბრძოლა მოვუგეთ დილის 5სთ-ზე.  დღეს შევძელით, რომ საფრანგეთს ჩაეკეტა საზღვრები მტერთან, მართალია 1 რეგიონი გვაქვს, მაგრამ პირდაპირ 5 ქვეყანასთან ომს ეს ჯობია ცოტა ხნით. 
მტრის სტრატეგიაა, რომ თანდათან ჩაცალოს ძლიერი ქვეყნები და შემდეგ სერბეთი გადავიდეს შეტევაზე - წაშალოს თურქეთი, შემდეგ  ირანი. რა თქმა უნდა ზღაპარია, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ იცი მტრის სტრატეგია და უბრალოდ რესურსი არ გყოფნის, რათა ყველას გაუმკლავდე თანაბრად.

ჩვენი ქვეყანა უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგება. პრობლემები უამრავია - მოთამაშეების აქტივობა, მოტივაცია, ბიუჯეტის კლებადობა, დემიჯის კლებადობა, ახალი მოთამაშეების შემცირება, უსაფუძვლო ამბიციები და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი სწორედ მოთამაშეებშია. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა პირდაპირ დავუდგეთ ნებისმიერ მოწინააღმდეგე ქვეყანას, მაგრამ ეს არის შესაძლებელი მაშინ როცა ყველა მოთამაშე გააცნობიერებს თითოეული მათგანის მნიშვნელობას, რომ იყოს აქტიური და თუ ვერ აქტიურობს, სმს როცა მოუვა შემოვიდეს 5-10 წთ-ით მაინც.  ბევრი ვიშრომეთ და ეს შრომა წყალში არ უნდა გადავყაროთ.

ქვემოთ მინდა ჩამოვწერო აქტივობები, ჩემი აზრით თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

1. პირველ რიგში უნდა შეიკრიბოს 2-3 კაცი Moe Team-სთვის. ეს ხალხი ჩაუჯდება ყველა ახალბედა მოთამაშეს და ასწავლის, გააქტიურებს და ყოველდღიურ აქტივობებში ჩართავს. კადეტებს შეუძლიათ გააკეთონ ყველაზე მაგარი RW ჯგუფი. ამასთანავე ქვეყანაში დაგროვდა ბევრი აქაუნთი და შეგვიძლია მათ გადავცეთ აქტიურობის შემთხვევაში.  ლეგენდები იმაზე, რომ განათლების სამინისტროს 100-200 ოქრო უნდა ვაშლების შესასყიდად, სრული აბსურდია. ჩვეულებრივ შეუძლია Moe Team-ს ასწავლოს თითოეულ კადეტს თვითგანვითარება და როგორ იშოვონ ფული. თუ არ იციან, შემიძლია Pm ავუხსნა.

2. 1-2 კაცია ქვეყანაში საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის და პაკების სტოკების მომარაგებას. ამავე დროს ბიუჯეტის ფულით ივაჭრებს და გადაყიდვებით დღიურ აჯანყებებს დააფინანსებს, ან გაზრდის უბრალოდ ბიუჯეტს. ეს ხალხი უნდა იყვნენ აქტიურები და სანდოები, რათა მათ ყველა მოთამაშეს რესურსი დროულად მიაწოდონ.

3. პროპაგანდის ჯგუფი - შეიძლება შეიკრას პატარა კლუბივით მოთამაშეების ერთობა, რომლებიც იზრუნებენ ჩვენი ალიანსის და ქვეყნის ინტერესების პროპაგანდირებაზე. მაგალითად დაამზადებენ ემოციურ ვიდეოებს ჩვენი ალიანსის ერთობაზე,  თუ რამაგრები ვართ ერთად, დაამზადებენ მტრების დასაცინ ფოტოებს, ერთმანეთში შუღლის გაღვივების მიზნით რამე კამპანიას წამოიწყებენ - აი ისეთს, დღეს რო რუმინეთს ულოკავდა მთელი ნემესისი ყვერებს.  ასევე მოიფიქრებენ სტატიების იდეებს და ა.შ.

ახლა გადავიდეთ უფრო ძიერულ თემებზე

4. GAMA - ამ ქართულ ელიტარულ დანაყოფს სჭირდება მეტი მობილიზაცია. კაპიტნებმა უნდა იმუშაონ თითოეული წევრის აქტივობაზე და მოტივაციაზე. 

5. SFB - როგორც იცით ხორვატიასთან ომში უდიდესი როლი ითამაშა ვორტექსის კამანდამ. მე ვფიქრობ, რომ უნდა შევქმნათ პირობები, რათა უცხოელები ჩამოვიდნენ და იბრძოლონ ჩვენთან ერთად. მე მინდა, რომ ეს დანაყოფი ყველაზე მაგარი გახდეს და დიდი ფულის ჩადებასაც ვაპირებ, გამიხარდება თუ მორალური მხარდაჭერა მაინც მექნება თითოეული ქართველისგან, თორე ბულინგის და დაცინვის დროს ნამდვილად მიქრება სურვილი რამის გაკეთების.

6. UGA - ეს ქართული არმია ახლა მომწონს ერთი რამის გამო, კაი ავატარი აქვს. გამიხარდება თუ ნამდვილი ქართული არმია იქნება, რომელიც გადაუვლის თავზე ნალუბოის.

ახლა გადავიდეთ ზოგადად საჭირო თემებზე

7. მოტივაცია - ეს არის მთელი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები. დღეს ბევრი რო წუწუნებს რა დღეში ვართ და რა გვეშველებაო, გეტყვით, რომ ეს გვეშველება - როცა ყველას ექნება მოტივაცია გააკეთონ მეტი ქვეყნისთვის, ითამაშონ საინტერესოდ, გუნდურად შეადგინონ სტრატეგია და წაკუზონ მტრები. როგორ გავაჩინოთ მოტივაცია? - ეს არის დამოკიდებული თითოეულ პატრიოტ ქართველზე! თითოეულმა თქვენგანმა უნდა დაუდგეთ თითოეულ მოთამაშეს გვერდით, უნდა ემუშაოთ, რათა ჩაერთოთ, რათა მათთვის აქ ყოფნა უფრო საინტერესო იყოს.  რომ მეძახით სექტანტი ხარ სექტანტიო, მე არც რელიგია შემიქმნია და არც ლიტურგიული მსახურება შემომიღია. უბრალოდ ყველა ჩემს გუნდელს ვემუშავებოდი. ვიყავი ჰიპერაქტიური და არ მეზარებოდა.   ახლა მთავარია იგივე გააკეთოთ მცირე დოზით.
მაგალითად ონლაინში დაინახეთ მოთამაშე, მიწერეთ, გამოართვით ფბ, ნომერი, შემოიყვანეთ დისკორდზე. 
ჩვენი ქვეყანაა აქ, ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის ვიბრძვით! მტერი არ დაგიწყებთ ლოდინს და არ მოგეფერებათ, არც შეგიწყალებთ. დღეს დემიჯების ომი კი არა ტვინების ომია დაწყებული. ვინც უფრო მეტს იმოზგავებს ის გაიმარჯვებს. იმედია მიმიხვდით.

მე მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს, წინ და არასოდეს უკან o7
პესიმისტები და წუწუნისტები მოკვდით :P 

ბოლოს კი გთავაზობთ სიმღერას - კართან მოდგა შემოდგომა (ტექსტი საჩვენოა)
მღერიან და უკრავენ მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები o7


Endosar

Comentarios (6)

o7
ო7
Vaax satauriiii 😂😂😂😂
o7
o7
VOTE