☼ Hakuna Matata ☼

انتشار شده در Georgia - بحث های سیاسی و تجزیه تحلیل - 03 Sep 2016 15:28 - 24

http://s18.postimg.org/huffn01bd/image.png

გამარჯობა მეგობრებო
 
როგორც მოგეხსენებათ 5 სექტემბერს არის საპრეზიდენტოარჩვნები,
რომელშიც მეც ავთო(AravchamotPuri)
ვიყრიკენჭს.
 
მინდა შემოგთავაზოთ ჩემი სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში თუ გავიმარჯვე.
გეგმა დავყავი პუნქტებად, ასე რომ ყველას შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებს:
◘ მინისტრთა კაბინეტი
◘ მინისტრთა შერჩევის პრინციპი
◘ მინისტრთა შესახებ და მათი მოვალეობები
◘ ჩემი გეგმები
 
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
☼მინისტრთაკაბინეტი☼

პრემიერ მინისტრი - BEAST(მიშკა)
მოადგილეს უახლოეს მომავალში შემომთავაზებს მიშკა
 
თავდაცვის მინისტრიaleksandre1020 (ზურა)
მინისტრის მოადგილე - deviko99 (დათო)
 
საგარეო საქმეთა მინიტრიgama  (გამა)
მინისტრის მოადგილე- Mengrelian (გიორგი)
 
ეკონომიკის მინისტრიkecalkoatli (რეხვა)
მინისტრის მოადგილე - davidking (გურამი)
 
განათლების მინისტრი - E N I G M A 2  (გოგა aka Gvangvalo)
 პირველ ეტაპზე, სანამ ახლების შემოდინებაა, მოადგილეობას ჩემ თავზეავიღებდადავეხმარებიმინისტრსყველანაირად.
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
მინისტრთა შერჩევის პრინციპი ☼ 
ნეპოტიზმის წინააღმდეგი ვარ, ამიტომ შევეცადე ჩემი მინისტრთა კაბინეტიც მაქსიმალურად კვალიფიციური და აქტიური მოთამაშეებით დამეკომპლექტებინა.
არ მივესალმები ადამიანის თანამდებობებზე დანიშვნას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი შენი მეგობარია.
 
წინა თვეებში უმეტესწილად ეგრე ინიშნებოდნენ მინისტრები.
შედეგად მთავრობა პასიური იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა ერთი-ორი კაცის გარდა.
 
ზოგიერთი მინისტრი კი ზედმეტად თვითნებურად იქცეოდა,
ხალხს ნორმალურად არ არკვევდა საქმეში ისე ასრულებდა თავის გეგმებს.
 
სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩვენი ბოდიშით და ტრაკში თავის ამოყოფა!
მოკლედ რომ დაგიხაზოთ ჩვენი მდგომარეობა:
პრეზიდენტი დაიბანა
ბიუჯეტის ნწილი ოქრო გამქრალია
დაიკარგა ჰოსპიტალის ქარხანა, რომელშიც ამდენი ოქრო ინვესტირებული
გაურკვეველია ვინ როდის დააბრუნებს წინა თვეებში გაცემულ სესხებს..

ხალში ლარის ნაკლებობაა!
მეწარმეებს არაააქვთ საკმარისი თანხა რომ მუშებს უხადონ ხელფასები.
ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს არ აქვთ ლარი სამყოფი რაოდენობის პროდუქტის საყიდლად!

ამასთანავე ქვეყანას არ აქვს არცერთ ქვეყანასთან ნორმალურად დალაგებული ურთიერთობები!
 
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყანა კრიზისშია!
 
 
სწორედ ასეთი მდგომარეობიდან გამოსასვლელად შევარჩიე ვფიქრობერთ-ერთი ყველაზეკარგიგუნდი!
 
BEAST (მიშკა) - გამოცდილი მოთამაშეა, ყველაზე დიდი ძალის მქონე საქართველოში! მას აქვს კარგი ურთიერთობები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, არის გაწონაწორებული, შეუძლია სიტუაციის მარტივად დალაგება, აქვს ორგანიზების და მართვის არაჩვეულებრივი უნარი, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი საინტერესო გეგმა!
მის ერთ-ერთ მთავარ მოვალეობებში შევა მინისტრთა გაკონტროლება და ყოველკვირეული რეპორტის მიღება მათგან. ყველა მნიშვნელოვან საკითხში მონაწილეობა. სამინისტროების აქტიურობის შენარჩუნება და ხალხისთვის ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიწოდება!

aleksandre1020 (ზურა) - ზურა ძალიან კარგი აქტიური მოთამაშეა, იგი კარგად ართმევდა თავს სახელმწიფო შენაერთის კაპიტნობის პოსტზე. თავდაცვის მინისტრობა იქნება მისი პირველი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ იგი კარგად გაართმევს თავს, მასში ვხედავ მონდომებულ, დალაგებულ და მიზანდასახულ ადამიანს. ასევე მას ყველაფერში დაეხმარება ჩვენი ე-ქვეყნის ისტორიის ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული MOD - deviko99 (დათო)!
მინისტრის უმთავრეს მოვალეობეში შევა: ყოველდღიურად მებძოლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული ომების შესახებ. დავიკოს წინა თვის დაგროვილი იარაღის მარაგის შევსება და ჯარისკაცებზე გაცემა. ხალხის მობილიზება და წერტილოვანი შეტევების იდიალურობამდე დახვეწვა. სპეც-რაზმის შეგროვება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ძლიერი და აქტიური მოთამაშეებით რომლებიც მუდამ იქნებიან მზადყოფნაში კონკრეტული მომენტისთვის დარტყმის განსახორციელებლად.

gama  (გამა) - ადამიანი რომელიც ბევრს ევასება, ბევრს კიდე ძულს. ულტრა აქტიური და ზე დამბოლებელი :D გამას აქვს უამრავი მინუსი რომლის გამოც იგი შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მე ამ კაცში დავინახე ის მთავარი რამ რომელიც ჩემი გეგმის შესრულებაში საგარეო კუთხით ყველაზე მეტად გამომადგება. მას შეუძლია სრულიად უცხო ადამიანი ისე დაკეროს, რომ რამოდენიმე საათში უკვე საქართველოში ჩამოსვლაზე ელაპარაკებოდეს. დაიმატოს ფეისბუქში და მერე ერთმანეთის სურათები აზიარონ.. მოკლედ რისი თქმა მინდა, აქამდე, პირველი დღიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყანა უმეტესწილად მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობებით შემოიფარგლებოდა უცხო ქვეყნებთან, იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებსაც ძმებად მოვიხსენიებდით, საკმაოდ მშრალი ურთიერთობა გვქონდა.. ყველას მხოლოდ მაშინ ვახსენდებოდით როდესაც რაღაც ბრძოლა იყო და ჩვენი ზიანი ჭირდებოდათ. ჩემი გეგმა კი მდგომარეობს იმაში, რომ უფრო გავაღრმავოთ ეგ ურთიერთობები მოკავშირეებთან და არამარტო.. ვაგრძნობინოთ ყველას რო ჩვენ "ჯიგარი" ქვეყანა ვართ, რომელთანაც ღირს "პონტში გაჩითვა" და რომელიც ანგარიშ გასაწევია, რომ აღარ მოხდეს ისე როგორც იყო თუნდაც გერმანია-იაპონიის ომის დასრულებისას, როცა ჩვენი ალიანსიდან, გერმანიის მერე ყველაზე დიდი ზიანი გვედო, მაგრამ მიწების განაწილების დროს ჩვენზე არავის არაფერი არ შემოუთავაზებია... ასე რომ ამ ყველაფერს გამოსწორება ჭირდება რაშიც დარწმუნებული ვარ გამა ყველაზე კარგად მიხედავს!
თუმცა რა თქმა უნდა ეგ კაცი მარტო დასატოვებელი არა არის :) რისთვისაც მის გვერდით იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგი დიპლომატი, Mengrelian (გიორგი), რომელიც ამ "ჩათაობების და დაძმაკაცობის" მერე ყველა ხელშეკრულებებს და მისთანებს მაქსიმალურად გააკონტროლებს.

kecalkoatli (გიორგი/რეხვა) - გიორგი თამაშის ეკონომიკაში კარგად გამოცდილია, არაერთხელ ეკავა ამ თანამდებობაზე პოსტი, ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა რომელიც არ დაგვცალდა შეგვესრულებინა წინა მთავრობების დროს, გამარჯვების შემთხვევაში კი აუცილებლად განვახორციელებთ მას და შევეცდებით ქვეყნის ბიუჯეტი ფასდაკლებებამდე (თვის ბოლოს) რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ, ხოლო ფასდაკლებებისთვის კი გავცეთ ყველაზე კარად ორგანიზებული სესხები, სადაც თითოეული თეთრი ამოწერილი და დაანგარიშებული იქნება! და ზოგადად ყველა ოპერაცია იქნება საჯარო და ყველას ეცოდინება ზუსტად რამდენი თანხაა გამოტანილი ბიუჯეტიდან და რამდენი დაბრუნდება! აღმოიფხვრება ლარის დეფიციტი და აღარასდროს აღარ იქნება მის შოვნაზე ამდენი ამბავი! 
აქვე შეგიძლიათ გადახედოთ ოქროს გაზრდის შესახებ გეგმას ამ სტატიაში → https://www.erevollution.com/ka/edit-article/11487

E N I G M A 2  (გოგა aka Gvangvalo) - ეს ადამიანი კი ჩვენ თამაშში ფაქტიურად ახალბედაა, მაგრამ მას უკვე აქვს დიდი (6 წლიანი) გამოცდილება ჩვენი თამაშის ანალოგიურ თამაშში, ბევრს გეცოდინებათ რომელზეც მაქვს საუბარი. პირველივე დღიდან გოგამ გამოთქვა დიდი სურვილი ახლების განათლებაში მონაწილეობის, მან შემოგვთავაზა არაჩვეულებრივი თამაშის სახელმძღვანელო, რომელიც ნამდვილად გამოადგება ჩვენს ახალბედებს! მასთან უკვე ვიმსჯელე სამომავლო გეგმებზე, კერძოდ კი მაქსიმალურად დახვეწილი სასწავლო გვერდების შექმნა, არამარტო დამწყებთათვის, არამედ უკვე გამოცდილი მოთამაშეებისთვისაც, რომლებსაც უკვე ასე ვთქვათ პროფესიულ დონეზე ავუხსნით თამაშის უფრო ჩახლართულ თემებს, როგორიცაა ფულის შოვნის გზები, კომპანიების განვითარება, მომგებიანი ვაჭრობა, მომგებიანი მუშაობა და ა.შ.
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
ასე თუ ისე ზემოთ უკვე გესაუბრეთ იმ გეგმებზე რომლებიც შემუშავებული მაქვს თითოეულ სამინისტროსთან.
მაგრამ ასევე მაქვს კიდე ბევრი დამატებითი გეგმა რომლებზეც ეხლა მოგიყვებით.

პირველ რიგში, გამარჯვების პირველივე დღიდან შევცლი "პრეზიდენტის მისასალმებელ წერილს"
რომელიც უკვე საკმაოდ მოძველებულია.
ჩავამატებ ყველა საჭირო ინფორმაციას, როგორიცაა სასწავლო გვერდის ბმული,
ჩვენი დისკორდის ჩათის ლინკი, ფეისბუქის ოფიციალური ქართული გვერდის ლინკი,
ყველა საჭირო სხელმძვანელოს ბმული.
და რაც მთავარია ვიდეო  თუთორიალები და გაკვეთილები!

ამ უკანასკნელს კი შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში,
რაშიც დამეხმარება Ninchuta!
ვიდეოები იქნება რამოდენიმე სახის,
პირველი იქნება უფრო გაცნობი სახის, სადაც ჩვენი ნინი ისაუბრებს ზოგადად თამაშზე და თუ რატომ ღირს ჩვენთან დარჩენა;
მეორე, განკუთვნილი იქნება დამწყებთათვის, ავხსნით ყველა მნიშვნელოვან თემებს რაც აუცილებელია რომ იცოდეს თითოეულმა მოთამაშემ;
ხოლო დანარჩენები კი იქნება კონკრეტულ თემებზე, უფრო დეტალურად აღწერილი.

შემდეგი გეგმა გახლავთ რეგულარული სავარჯიშო ომები.
როგორც იცით ჩვენ ჯერ ჯერობით არ გვაქვს ვინმესთან ომი,
რომლის დაწყებაც ასეთი პერიოდში, როდესაც ქვეყანას ბიუჯეტში გარღვევა აქვს სახიფათოც კი არის!
მაგრამ მოსახლეობის ოქროს შოვნის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა სწორედაც რომ ომი და "პატრიოტის მედლების" მოგროვებაა!
უმეტესობა ალბათ დამეთანხმებით, რომ სავარჯიშო ომების დეფიციტი გვაქვს, და სწორედ ამიტომაა, რომ ალიანსის მნიშვნელოვანი ომების დროს, როდესაც მოწინააღმდეგე ჩვენ რეგიონებს აჯანყებს, ბევრი ქართველი ივიწყებს ალიანსის ბრძოლას და ბოლომდე იცლება აჯანყებაში რათა მოიპოვოს "პატრიოტის მედალი" და მასთან თანდართული 5 ოქრო.
ეს რომ არ განმეორდეს კი საჭიროა სწორედ ეს ე.წ. სავარჯიშო ომები, რაც გულისხმობს უცხო ქვეყანასთან (ჩვენ შემთხვევაში კარგი ვარიანტია სომხეთი ან რუსეთი) ხელშეკრულების გაფორმება სავარჯიშო ომზე, რაც გულისხმობს რომ რეგიონის მფლობელები არ იცვლებიან, უბრალოდ ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ პატრიოტის მედლის მოპოვების საშუალება.
ამ ყველაფრით ჩვენი ქართველი მეომრები საკმაოდ დიდი რაოდენობით ოქროს მოაგროვებენ, რომელთაც შემდგომში სავარჯიშოების თუ კომპანიების აწევას მოახმარებენ, რაც ისევ ჩვენ ქვეყანას გამოადგება!

ასევე იგეგმება ბევრი საინტერესო კონკურსები!
რომლებითაც უკვე დიდი ხანია არ ვართ განებივრებულები მთავრობის მხრიდან, თუ არ ჩავთლით დევიკოს მიერ მოწყობილ კონკურსს.
არადა კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თამაშებისთვის!
ამითი პირველ რიგში ზრდით მოთამაშეების აქტიურობას,
აძლევთ მათ დაფინანსების საშუალებას,
ხოლო თუ კონკურსი სწორად ორგანიზებული, თამაშთან დაკვშირებულ კითხვებზე, რომლებიც უფრო გააღმავებს მოთამაშეების ცოდნას ან ბრძოლის ველზე თავის გამოჩენაზე. ეს ყველაფერიც ისევ ქვეყანას და თითოეულ მოთამაშეს გამოადგება!

BabyBoom - ახალი მოთამაშეების დიდი რაოდენობით შემოდინება
თვის შუა რიცხვებისთვის დაგეგმილია რამოდენიმე მაშტაბური ბეიბიბუმები, 
რომლებიც მაქსიმალურად იქნება ორგანიზებული, რათა არცერთი პოტენციური მოთამაშე არ დავკარგოთ.
შეიქმნება ჯგუფები რომლებიც 24 საათის რეჟიმში იქნება ჩასაფრებული ახლებზე და ყველას მიაწვდის საჭირო ინფორმაციებს.
დისკორდის ჩათში დაიხვეწება ახალბედების განყოფილება,
ამ პერიოდისთვის უკვე მზად იქნება ზემოთ ხსენებული სასწავლო ვიდეოები რომლებიც ძალიან დაეხმარება ახლებს.

გარდა ამისა გაგრძელდება ჩემი წამოწყებული პროექტი თამაშის ქართულ Facebook გვერდთან დაკავშირებით.
პირველმა პოსტმა რომელიც პილოტური იყო 2 დღეში 2 000 ნახვა მოაგროვა!
დარეგისტრირდა 20-მდე კაცი.
ხოლო თითოეულ მონაწილეზე გაიცა პირველი ხარისხის სახლები!
მოკლედ ყველანი მოგებაში იყვნენ.
თან ეს ყველაფერი მოხდა რეალური ფულის დახარჯვის გარეშე!
ბიბი ბუმი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ იგი დიდ თანხებს მოითხოვს,
ხოლო ამ პროექტით კი ერთი თეთრის გადაყრის გარეშე შეიძლება ახალი ხალხის სტაბილური შემოდინება და ძველების აქტიურობის გაზრდა!
და რაც მთავარია ამ პროექტის გაგრძელება შესაძლებელია უსასრულოდ!

მოგეხსენებათ მე აქტიურად ვმუშაობ თამაშის მენიუს ქართულად თარგმნაში და მის დახვეწაში.
რაც ვფიქრობ რომ ასე თუ ისე კარგად გამოდის, და მალე ყველაზე გამართული მენიუ გვექნება მთელს ე-მსოფლიოში :)
ამასთან ერთად, საკმაოდ კარგი ურთიერთობა დამიმყარდა თამაშის ადმინებთან.
ვინ იცის შეიძლება მომავალში მოდერატორსაც გამოვკრა ხელი :)
მოკლედ რას მოვაყოლე ეს ყველაფერი, როგორც ალბათ შეამჩნევდით თამაშის ავტორიზაციის მენიუში
გარკვევით ჩანს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსახლეობსი მქონე ქვეყანაა.
ამჟამინდელი ბეიბი ბუმები კი ამ მაჩვენებელს უფრო გაგვიზრდის.
მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად ჩვენ მაინც მხოლოდ 5 ბუნებრივი ტერიტორია გვაქვს, მაშნ როდესაც რუსეთს რომელსაც თითქმის არ ყავს მოთამაშეები ჩვენზე 3ჯერ მეტი რეგიონი აქვს.
ხო და მოკლედ სიტუაცია როცა დალაგდება, ვაპირებ ადმინებთან წამოვჭრა ჩვენთვის დამატებითი რეგიონების მომატებაზე,
ანუ ტერიტორიულად ისევ საქართველოში ვიქნებით რა თქმა უნდა მაგრამ კუთხეები უფრო მეტი გვექნება რა :)
http://s32.postimg.org/5l18w48g5/divider_1.png
ჯერჯერობით სულ ეს იყო მეგობრებო :)
ვიცი ცოტა გამიგრძელდა რაზეც ბოდიშს მოვითხოვ ☻
იმედია არ დაგეზარებათ ბოლომდე წაკითხვა..
ხოლო თუ რამე გამომრჩა აუცილებლად ჩავამატებ, ეხლა ღამის სამის წუთებია და შესაძლოა რაიმე თემა გამომრჩა.

წარმატებები ყველას!

ო7 და ჰაკუნა მატატა :)

http://s18.postimg.org/5xklawotl/image.png
მთხოვეს ესეც დამედო :v 
ძაანაც არ ჩამქოლოთ ☺

تایید

salamandra123giorgi kikvadze

نظر ها (24)

warmatebebi avtooo o7
warmatebebi avto yvelaferi lakonurad da garkvevit weria ogond erti shesworeba sesxebis taobaze Laugh mag sesxebs me vibareb da me vici vis ra aq dasabrunebeli da ramdeni dabrunda Laugh Laugh
mishka sheni sesxebis mere ici ramdenjer gaces kide sesxi? ucham calke da maxaram calke Smile me magatze mqonda saubari aq Laugh shen saertod vis rashi ainteresb ? Laugh p.s. madloba gaixaret bichebo
warmatebebi kargi statiaa
წარმატებები
warmatebebi es kaci minda prezidentad Laugh yvelaze shromismoyvare am tamashshi ! gundic kargi gyavs imedia daalageb situacias
ისევ იგივე ხალხი მოდის მთავრობაში Smile ბისტი მემგონი ყოველთვე მთავროვაშია, სწორედ ესაა მიზეზი რატომაც ხმას სხვას მივცემ Smile ბევრია ძველი გამოცდილი მოთამაშე რომელიც არ მოსულა მთავრობაში Smile
ჯერ ერთი პრემიერი ეს ისეთი თანამდებობაა რომელიც ნამდვილად რომ გამოცდილ მოთამაშეს უნდა ეკავოს, დავწერე რატომაც, რომ დაალაგოს და აკონტროლოს თითოეული სამინისტრო აქტიურობა რომ არ დაკარგონ. მერე მეორე თუ დემაგოგი არ ხარ სად ხედავ აქ ის შველ მთავრობას როცა 5 სამინისტროდან 3 პოლიტიკაში სრულიად ახალ სახეებს უკავია! მიეცი ვისაც გინდა შენი ხმა ნამდვილად არ მინდა,რო მაძლევდ3 ვიფიქრებდი რო რაღაცას არასწორად ვაკეთებ. შენი სიმართლით იარე და ერთი ისიც დაწერე აბა თუ იცი მაინც სხვას კანდიდატს ვინ მოყავს გუნდში Smile
ჩემი ხმა შენ ო7
warmatebebi avto ... gunds rac sheexeba tamashis pormatidan gamomdinare prezidenttan ertad chven virchevt mtavrobasac... prezidents moyavs misi gundi da tvitonaa pasuxismgebeli tavis gundze... mtlad ro saministro gaauqmos misi saqmea... mtavaria qveyanam ganagrdzos winsvla da ganvitareba... tu rame ar mogvweoneba shegvidzlia gavakritikot an saertod impichmentis kanoni gamovitanot !
o7 avto saagol dzalian magari gegma gaqvs warmatebebs gisurveb da visurvebdi rom iseti adamiani rogoric shen xar bevri iyos esaqartveloshi
კარგი სტატიაა, ყველაფერი გარკვევით არის ნახსენები, თუ ლაშამ არ წარმოგვიდგინა წინასაარჩევნო სტატია არჩევნებს ნამდვილად შენ მოიგებ Laugh
ase usaqmurad unda damtovot amxela filarmonia kaci?
memgoni komentari zedmetia da archevnebic Laugh
Vfiqrob sxvebi kandidaturas moxsnian
S 239
კაია ავთო კაია ო7 აბა შენ იცი წარმატებები ო7
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, და ახალ სახეს რომ მოიყვან გამოცდილიც უნდა იყოს და არა გამოუცდელი
Black shen xo ar ginda?Laugh
Maladec dzmao mec damiwere ra Laugh
აი ესეთი სტატიის შემდეგ ყველამ მოხსენით კანდიდატურები Smile))
o7 am tves gakettdeba saqme
gamaa :dddddddd
აბა თქვენ იცით,წარმატებები ხალხო!