mepuri

انتشار شده در Georgia - تعاملات اجتماعی و سرگرمی - 19 Nov 2016 01:34 - 0

საქართველოს ისტორია 3-4 ათასი წლისაა. მან დღემდე არსებულ საზოგადოებრივი ფორმატის ყველა საფეხური გაიარა. ადრეკლასობრივი ურთიერთობების ჩასახვა დაიწყო ჩვ. ერამდე მეორე ათასწლეულში. მითი არგონავტებზე ნათლად მოგვითხრობს იმ პერიოდის ერთ-ერთი ქართული სამეფოს კოლხეთის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და ძლიერებას. განსაკუთრებული როლი ქართული სახელწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში მეფე ფარნავაზს მიუძღვის, რომელმაც პოლიტიკურ სიძლიერესთან ერთად დიდად შეუწყო ხელი ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებას. ქართული ერთ-ერთია იმ დამწერლობათაგან, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს შემორჩა. ქართულ დამწერლობასთან ერთად საქართველოს ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ. თავდაპირველად ქრისტიანობა საქართველოში იესო ქრისტეს მოწაფე ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, ხოლო სახელწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ მოხდა 337წ.
საქართველოს ისტორიაში მრავლადაა ისეთი ფაქტები როცა ქვეყანა სოციალურ-კუტურულ აღზევებას განიცდიდა. ერთ-ერთი ასეთი პერიოდი უკავშირდება მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) სახელს, რომელმაც საფუძველი დაუდო ქართული სახემწიფოს ძლიერბას. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი კულტურული ძეგლი, რომელთა შორის ერთ-ერთი უმშვენიერესია გელათის მონასტერი. დავით აღმაშენებლის დაწყებულ საქმეს პირნათლად აგრძელებს მისი შვილთაშვილი თამარ მეფე. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა. მისი მოღვაწეობის დროს შეიქმნა უამრავი ხელოვნების ნიმუში, რომელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მსოფლიო დამწერლობის უდიდესი ქმნილება “ვეფხისტყაოსანი”.აქართველოს აქვს გმირ მეფეთა დიდი ნუსხა, რომელთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ერეკლე მეორეს (1762-1798 წწ.) უკავია. მას 80 წლის ასაკში 100-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა გადხდილი. მის სახელს უკავშირდება 1783წ. რუსეთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის შემდეგ საქართველომ მხოლოდ 1918 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა, რაც მხოლოდ 3 წლით შეინარჩუნა და 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
    უახლოესი ისტორიიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია 1991 წელს გამოცხადეული დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სახელს უკავშირდება, ხოლო 2003 წლის 23 ნოებრის ვარდების რევოლუციამ ნათლად დაანახა მთელს მსოფლიოს ქართველი ხალხის დაუოკებელი სწრაფვა დემოკრატიული პრინციპებისადმი.

تایید

YamamotoZindr0

نظر ها (0)