Aveun for CP

انتشار شده در Georgia - بحث های سیاسی و تجزیه تحلیل - 28 Nov 2016 14:14 - 14

                              http://www.picz.ge/img/s1/1610/27/8/80fb59919faf.png
Proximity to power deludes some into thinking they wield it.
მოგესალმებით მეგობრებო, მინდა სტატია წარმოგიდგინოთ, სადაც ჩემი მინისტრობის პერიოდს შევაჯამებ და ასევე მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი თუ რატომ ვიყრი კენჭს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.


ამ თვის განმავლობაში, საგარეო კუთხით უამრავი რამ მოხდა, ახალი ალიანსი, ახალი მოკავშირეები, მოგებული ომები და მოპოვებული რესურსები, ამ ყველაფერზე დიდიხანი მიდიოდა მუშაობა და ვფიქრობ ქვეყანამ თვალსაჩინო პროგრესი განიცადა, თუმცა ჩემი მინუსია ის, რომ ეს ყველა მოთამაშემ არ იცოდა/არ იცის, ანუ ძირითადად კომუნიკაცია მთავრობასა და ხალხს შორის, დისკორდის(Discord) მეშვეობით ხდება, ამიტომ უამრავ ადამიანს ეგონა, რომ ქვეყანა გაშეშებულია, ან მას საგარეო კუთხით პატრონი არ ყავს, თუმცა ფაქტია, რომ ეს ასე არაა და მიმაჩნია, რომ ჩემი მონდომებით და საქმიანობით ეს დავატკიცე. 

თუ გაგიჩნდათ კითვა: "რა საქმიანობით?"

წარმატებული ხელშეკრულება ირანთან და ახალი ალიანსი "Vae Victis"

ირანთან ხელშეკრულების შესახებ ალბათ ბევრს გსმენიათ, მაგრამ ვისაც არა მოკლედ გეტყვით, რომ რუსეთის რეგიონები გავცვალეთ, მაგრამ აქ არის 1 მნიშვნელოვანი პაქტიც, პირადად ჩემი თხოვნით ირანმა დათმო მათთვის მნიშვნელოვანი რეგიონი ვოლგა, რომლითაც მათ შეეძლოთ პოლონეთიდან გრანიტის რესურსი ირანამდე მიეტანათ, თუმცა მოლაპარაკების შედეგად, ირანმა მეგობრობის ნიშნად ეს რეგიონი დათმო, რის გამოც მათ ჩემგან დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. ალბათ ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ შევედით ალიანს "Vae Victis"-ში რა იყოს ამის აზრი თუ მიზანი, თუ ეს მხოლოდ ბანალური გადაწყვეტილება იყო, რაც ითვალისწინებდა ძლიერ ქვეყნებთან გაერთიანებას. გარწმუნებთ საქართველოს მაგ ალიანსში შესვლას სულ სხვა მიზეზი ქონდა, კერძოდ სტრატეგიული, ჩემი პირადი აზრით, მტრობა თურქეთ-ირანთან, ან თუმდაც რომელიმე ერთთან მაინც, ჩვენს ქვეყანას არანაირ სარგებელს არ მოუტანს, ერეფაბლიქის გამოცდილებიდან ვიცი, რომ რეგიონალური მშვიდობა ქვეყნის განვითარების პირველი გარანტია, ამიტომ პირველი, რისი გაკეთებაც საჭიროდ ჩავთვალე იყო, თურქეთთან გაფუჭებული ურთიერთობების დალაგება, ხოლო ირანთან მტრული ურთიეთობის, მინიმუმ ნეიტრალურ, ხოლო კარგ შემთხვევაში მეგობრულ ურთიერთობამდე მიყვანა გახლდათ, საბოლოოდ ასეც მოხდა. როგორც ვთქვი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ რეგიონალური სტაბილურობა ქვეყნის განვითარების პირველი წამალია!

ხელმოწერები და ახალი რესურსი

სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ აღირსონ, იშვიათი სახის რესურსი/ბონუსი, ვგულისხმობ გრანიტს, რომლის მოსაპოვებლად ადმინს მოველაპარაკე, რომ თამაშის ქვეყნების 70%-ს თუ დავითანხმებდი, ისინი სასურველ რესურს ჩაგვიდგამდნენ, ნებისმიერ რეგიონში, ხელმოწერები უკვე აგროვებულია და უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში გრანიტის რესურსის დამატების თაობაზე.

3 სახელმწიფო ქვედანაყოფის ჩამოყალიბების ინიციატივა

ეს იდეა დისკორდზე საუბრისას გაჩნდა, როცა თემა ჩამოვარდა იმაზე თუ როგორი მოუწესრიგებელია ქვეყნის ორგანიზაცია, ამიტომაც ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ კუთხით სერიოზული რეფორმების გატარება იყო საჭირო, რეალურად რეფორმა დღემდე არაა დასრულებული, რადგან ბევრი არ ემორჩილება სახელმწიფოს და არ სურს თავისი ქვედანაყოფიდან ხალხის გამოშვება, ამ მხრივ პირველი პრობლეატური ქვედანაყოფია CAVALERY, თუმცა ყველა ქვედანაყოფი ადრე თუ გვიან დაიშლება, რადგან ქვეყნის ინტერესებში შედის , რომ არსებობდეს მხოლოდ 3 ძირითადი სახელმწიფო ქვედანაყოფი, სადაც ხალხი, გარკვეული როლების მიხედვით იქნება დანაწილებული, ეს სხვა სტატიაშიც მაქვს ახსნილი, ამიტომ აქ ამაზე საუბარი არ ღირს.

რატომ ვიყრი კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე?

ვთვლი, რომ სანამ დრო და საშუალება მაქვს, ქვეყანას უნდა მივეხმარო და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უამრავი საქმის გაკეთება შეიძლება, რაც ჯამში ხეირს ყველას მოუტანს, ყველას და არა გარკვეული რაოდენობის ადამიანებს, მინდა, რომ საქართველო ძლიერი ერთიანი და პოლიტიკურად გამართული ქვეყანა იყოს, ამ თვეს დიდი პროგრესი განვიცადეთ, თუმცა გპირდებით ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველა რესურსის მოპოვების შემდგომ, რაც უკვე დროის ამბავია, ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად მოძლიერდება ეკონომიკურად, რაც თავისმხრივ მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად და ხშირ-ხშირად გასცეს სესხები.

მოკლედ სულ ეს იყო, იმედია არ მოგაწყინეთ...

პატივისცემით - Aveun

تایید

TsiloGeorgian WolffDeath Angel AzrielZE BUNDAsalamandra123MengrelianMushvanDareDevil

نظر ها (14)

supported !
sagol aveun kargad imushave
warmatebebi. Wink
Kaixar Wink
Good luck
კარგი ხარ ავეუნ Kiss დიდი სიამოვნებით გიხილავდი ჩემს მინისტრთა კაბინეტში
O7
რაც ამ ადამიანმა იშრომა მისი მინისტრობის პერიოდში ნამდვილად ყველანაირად იმსახურებს პრეზიდენტობას და მხოლოდ კი არ იმსახურებს, ავეუნ ესაქართველოს სჭირდება, როგორც პრეზიდენტი, ჩემი ხმა შენთან ავეუნ o7
ჩემი ხმა შენ
usamartloba iqneba shen ro iqnebi archevnebze sxvas ra shansebi akvs , warmatebebi
good luck
ფინანსებში შენ გვერდით მიგულე! (პავლიკა)
shentan vart
Ave Aveun!