The Way Forward

انتشار شده در Georgia - بحث های سیاسی و تجزیه تحلیل - 02 Dec 2016 03:28 - 7

https://s11.postimg.org/tju4myi2r/Grizzly021.png




-გამარჯობათ! თქვენი აზრით შეძლებთ პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებას?

-როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე ეს იყო დიდი რისკების შემცველი ნაბიჯი, თუმცა დროთა განმავლობაში ათობით გეიმერი დამიდგა გვერდში და ვთვლი, რომ სასწორი ჩემი და საქართველოს სასიკეთოდ უნდა გადაიხაროს.

-როგორ შეაფასებდით თქვენს კონკურენტს?

-ავეუნი ძალიან კარგი ბიჭია. მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქვეყნის წარმატებისთვის საგარეო ასპარეზზე და ვთვლი ასე უნდა გააგრძელოს, ამიტომაც ჩემი გამარჯვების შემდეგ დიდი სიამოვნებით შევთავაზებ ბრძოლის ერთად გაგრძელებას.

-რა არის თქვენი და თავქენი პარტიის მთავარი მიზანი?

-ჩემი მთავარი მიზანია ბანაკებად დაყოფილი ესაქართველოს გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ, რათა ერთად ვაქციოთ ქვეყანა იმპერიად და ჩემს გუნდს ამ სიტყვის, არსებული გამოწვევების არ ეშინია!

-რა იქნება პირველი რეფორმა თუ თქვენ არჩევნებში გაიმარჯვებთ?

-ჩემი გუნდი 6 დეკემბრის დილიდანვე დაიწყებს რეფორმების გადატარებას. რეფორმა პირველ რიგში შეეხება განათლებას, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებს. სამივე სფერო ერთდროულად დაიწყებს რეფორმას, ყველაზე თვალსაჩინო კი განათლებაში შემოტანილი სიახლეები იქნება. ასევე დავაანონებ ერთ ინოვაციურ იდეას, რაც სამხედრო მობილიზაციის ეფექტურობას გაზრდის.

-როგორ შეაფასებთ ახლანდელ მართველ გუნდს?

-დღევანდელი მმართველი გუნდი გადაჭარბებული ნათქვამია, მხოლოდ მახარა და ავეუნი ჩანს ასპარეზზე, რაც პრეზიდენტის უარყოფითი მხარეა. მან უნდა უზრუნველყოს გუნდის მაქსიმალურად აქტიური ჩართულობა მმართველობით საქმეში.ისინი ცდილობს მასშტაბური სახის შედეგები დადოს, რაც რა თქმა კარგია, მაგრამ ამ დროს უყურადღებოდ რჩებიან მცირე და საშუალო შესაძლებლობების მოთამაშეები. ამავე დროს არ უვარგათ გამჭვირვალობა.
მიუხედავად მინუსებისა, მათი ღვაწლი დასაფასებელია და ყველას აზრი გასათვალისწინებელი.


-რას ფიქრობთ ვალუტის კურსის ცვლილებაზე?

-ვალუტის კურსის ცვლილება კარგია, მაგრამ უნდა განვიხილოთ მახარას მიერ გატარებული რეფორმა. მას აქვს, როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეები. ის, რომ პრეზიდენტმა ერთ დღეში მოინდომა 100%იანი ინფლაცია, ცუდია. ბაზარზე ინფლაციას სწორედ ურთიერთდამოკიდებული ვალუტის მასები განაპირობებენ, ამ დროს თუ შენ ხელოვნურად აუფასურებ უნდა გაითვალისწინო, რომ ეს ბაზარზე მოთამაშეების გაზრდის ფონზე უნდა გააკეთო და არა ისე, რომ იტყვი - ახლა გავაუფასურებ და ერთ კვირაში დავიწყებ ნელ-ნელა ხალხის შემოყვანასო. ვიქნები ობიექტური და ვიტყვი, რომ უცხოელები არ შემოვლენ, თუ უკვე არ დახვდებათ შეცვლილი ვალუტა. ამ დროს ხელისუფალმა საკუთარი მოსახლეობა უნდა გააფრთხილო, რომ ვალუტის ცვლილებით არ დაზარალდნენ.
ბოლოს დავამატებ, რომ მთავრობას გაუჭირდება ახალი კურსის დაჭერა, მით უფრო ქვეყანამ დაანონესებული 100/100/100 კი არა 80/80/100 გახდა დაუდევრობის გამო. ვფიქრობ ამჟამინდელი მთავრობა კრიზისის დაძლევას ვერ მოასწრებს და მასთან შებრძოლება ჩემს გუნდს მოუწევს. ჩვენ უკვე ვამზადებთ სამოქმედო გეგმას.


-რას ფიქრობთ ახლანდელ პრეზიდენტზე და მის გადაწყვეტილებაზე თამაშიდან წასვლის შესახებ?

- მახარა ჯიგარი კაცია, მართლა ვატყობ, რომ მონდომებულია კარგი საქმეების კეთებისთვის, მაგრამ მიიღო ეს სამწუხარო გადაწყვეტილება.მინდა, რომ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, რომ თამაშის მუღამი არასოდეს გაგვინელდეს და ამასვე ვუსვურვებ ჩვენს პრეზიდენტს.

-თუ თქვენ გაიმარჯვებთ იცით მინისტრები რომლებსაც დანიშნავთ?

-დიახ ვიცი, მე ამომრჩეველს წარვუდგინე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ავაშენებთ ცათამბრჯენებს და მე წარვადგინე ეკონომისტთა გუნდი, რომლებიც ჩაიბარებენ ქვეყანას არსებული გამოწვევებით. ჩვენ ძალიან რთული თვე გველოდება.

-როგორი იქნება თქვენი დამოკიდებულება საგარეო საქმეების მიმართ?

- ჩემი უმნიშვნელოვანესი პირობაა, რომ საქართველო მსოფლიო ასპარეზზე გახდეს დომინანტი და ჩვენი ქვეყნის სტატუსი "იმპერიით" განისაზღვროს. მინდა მშვიდობა მოკავშირეებთან და აუცილებლად შევინარჩუნებ მეგობრულ დამოკიდებულებას მეგობრებთან. აღვადგენ ჩატეხილ ხიდს ყველასთან ვისთანაც შესაძლებელი იქნება.
დიდი მადლობა, მართლაც საინტერესო კითხვებისთვის, მაშ ასე5 დეკემბერს
LETS MAKE GEORGIA GREAT AGAIN !!!

-მადლობა თქვენ ასეთი ვრცელი ინტერვიუსთვის! :)


https://s16.postimg.org/72j3vkjsl/85725827.gif

تایید

Lucas Mag

نظر ها (7)

tsarmatebebi da didi siamovnebit gagesaubrebodi grizzly archevnebamde Smile
Good luck Wink
ძალიან კარგია
o7
წარმატებები Wink
LETS MAKE GEORGIA GREAT AGAIN !!!
grizli ufro meti iurtierte reklamebs jobia torem rasac wer mgonia rom saidanme chamoprindi Laugh