Khinkali

انتشار شده در Georgia - اولین قدم در eRevollution - 25 Feb 2017 03:21 - 2

http://i.imgur.com/SmKBtVF.jpg

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო, ამ სტატიაში მსურს მოგიყვეთ ჩემს პირველ დღეზე ერევში, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო(Feb 16, 2017).

როგორც ე-ქართველების უმეტესობამ, მეც ამ "თამაშის" შესახებ Facebook-ის საშალებით გავიგე. 
თებერვლის სუსხიანი საღამო იყო, ჩემთვის კომფორტულად მოკალათებული ვიყავი "დივანზე, იმდენად უსაქმურად ვიყავი რომ ჩემი ფეისბუკის თაიმლაინს 
უკვე მეოთხედ ვათვარელებდი, როდესაც ქართული ერევულუშენის რეკლამა შევამჩნიე, მოვიხიბლე თუ რამდენად დიდი იყო საქართველოს ტერიტორიები ამ ვირტუალურ სამყაროში და გადავწყვიტე უფრო მეტი გამეგო,დავგუგლე და წავიკითხე რომ ამ სამყაროშე შენ შეგეძლო ყოფილიყავი პოლიტიკოსი,მეომარი და რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო გამოდგა - ჟურნალისტი, შეგეძლო გქონოდა საკუთრი გაზეთი, გეწერა სტატიები სხვადასხვა თემებზე იქნებოდა ეს პოლიტიკაზე თუ უბრალოდ გასართობი სტატია. გადავედი ლინკზე და დავრეგისტრილდი. რათქმაუნდა პირველად რო შემოვედი არაფრის აზრზე არ ვიყავი და ესე გამოვიყურებოდი : http://3.bp.blogspot.com/-XrfnQW-QVX8/T2TGxSDAu2I/AAAAAAAAAD0/OW_6YK7F24I/s1600/11177744.jpg

მაგრამ თანდათან მუღამიც დავუჭირე, რაც სხვადასხვა მოთამაშეების დამსახურებაა. ყოველდღე შემოვდიოდი, ვვარჯიშობდი, ვმუშაობდი ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიებს რათა გამეგო რა სიტუაცია იყო ე-სამყაროში. მოგვიანებით გადავწყვიტე შემექმნა საკუთრი გაზეთი. სიმართლე გითხრათ სახელზე დიდი ხანი ვიფიქრე- http://www.webfilosofen.no/innhold/Bilde-1-Tenkende-mann.jpg
 მინდოდა რაიმე ორიგინალური მაგრამ ამავედროულად ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი, ამიტომაც გაზეთს დავარქვი -Khinkali (ხინკალი) (ყველას უყვარს ხინკალი :დ)

შეიძლება თქვათ რომ სტატია არ შეეფერისება სათაურს მაგრამ მხოლოდ პირველ დღეზე რო დამეწერა იგივე იქნებოდა რაც ყველა დამწყების პირველი დღე-დაბნეულობა.

სულ ეს იყო მეგობრებო, გთხოვთ გამოიწეროთ გაზეთი და ხმა მისცეთ სტატიას :) მომავალ შეხვედრამდე.

http://i.imgur.com/SmKBtVF.jpg

تایید

AbuladzeBlackfuryMengrelianAravchamotpuri

نظر ها (2)

მომწონს შენი გაზეთი Smile
@აaravchamotpuri მადლობა Smile ვეცდები თანდათან დავხვეწო Smile