Jolly Roger

انتشار شده در Georgia - تعاملات اجتماعی و سرگرمی - 03 Mar 2017 12:06 - 2

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ თამაშების განხილვას რომლებიც შეიძლება მოგეწონოთ.
№1 
Age Of Sparta
ეს არის სტრატეგიული თამაში Gameloft-ისგან. აქ თქვენ აშენებთ ქალაქს, წვრთნით ჯარს, ბრძოლობთ და ა.შ. არის სხვადასხვა ტიპის რესურსები. მაგალითად ოქრო, ბრილიანტი, ენერგია, ხალხი და ა.შ. ლეველების მომატებასთან ერთად ახალი რაღაცის გაკეტება არის შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ იმ შემთხვევაში თუკი ერთ პლატფორმაზე თამაშობთ. მაგალითად თუ ორივე Windows Phone-ზე, Android-ზე, PC-ზე თამაშობთ. რაც შეეხება გრაფიკას: საკმაოდ დახვეწილია, ტექსტურებიც კარგია და ანიმაციაც. ეს თამაში Windows Phone-ზე მოითხოვს 1გიგაბაიტს დაახლოებით.
https://www.gameloft.com/
№2
World At Arms
ესეც Age Of Sparta-ს მსგავსი თამაშია. დეველოპერებიც იგივე ხალხია და თამაშის შინაარსიც იგივეა, თუმცა დამატებულია წყალში ბრძოლა და ფრაქციის საერთო ბაზა. ასევე შეცვლილია რესურსების სახელებიც, თუმცა თამაშის ძირითადი მონახაზი იგივეა. გრაფიკა აქაც შესანიშნავია და ტევადობასაც დაახლოებით იგივეს მოითხოვს.
https://www.gameloft.com/
№3
Brothers In Arms 3: Sons Of War
ეს არის ექშენ თამაში Gameloft-ისგან. მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის დროს. ასრულებთ სხვადასხვა მისიებს. არის როგორც Story Line ანუ ძირითადი ისტორია ასევე Side Quests ანუ სხვა მისიებიც. ამ მისიების შესრულებაში გეხმარებათ თქვენი ძმა. ძმები იცვლება ისტორიის განვითარების მიხედვით. შესაძლებელია ძმების და იარაღის გაძლიერება. ეს თამაში არ შეიცავს ისეთ იარაღებს როგორებიცაა M4, UZI, AR15 და ა.შ. მაგრამ არის AK47. გრაფიკები ძალიან მაგარია და არ ჭედავს არც ერთ მობილურსა თუ სხვა რამეზე (ნუ თუ რა თქმა უნდა თვით მობილურს და სხვა რამეს თუ არ აქვს პრობლემა). ტევადობას რაც შეეხება ეს თამაში მოითხოვს 1 გიგაბაიტამდე.
https://www.gameloft.com/
№4
Metro 2033 Wars
ეს არის სტრატეგიული თამაში Dasuppa Studios-გან. მოქმედება ხდება 2033 წელს. ეს თამაში არის აგებული დმიტრი გლუხოვსკის წიგნზე ,,მეტრო 2033". მოხდა მესამე მსოფლიო ომი. ამერიკამ გამოიყენა ატომური ომი და სიცოცხლე მხოლოდ მეტროში დარჩა, სადაც რადიაციამ ვერ ჩააღწია. აქ შეიქმნა სხვადასხვა გაერთიანებები და დაიწყო ომი მათ შორის. თქვენც ამ ომის მონაწილე ხართ და თქვენს გაერთიანებას აქვს ერთი მიზანი: იპოვოს სამი დაკარგული მეცნიერი და იპოვოს წამალი განკურნებისთვის. გრაფიკა არ არის რეალური, ანუ ანიმაცია ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას თითქოს მულტფილმიაო, თუმცა ამას მხოლოდ დადებითი გავლენა აქვს თამაშზე. ეს თამაში მოითხოვს 100-დან 200 მეგაბაიტამდე ტევადობას.
http://www.dasuppa.com/

تایید

G V A N G V A L OGiorga16Giorga16Giorga16Giorga16Giorga16Giorga16Giorga16

نظر ها (2)

Play CS:GO, RUSH B !!!!!
Bagrat Mefe CS:GO imdenad cnobilia rom ar davwere