Legend News

انتشار شده در Georgia - کسب و کار مالی - 04 Mar 2017 03:20 - 9

პროექტი „მყარი ეკონომიკა

    მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ Georgian Legend (პავლიკა)და მინდა შემოგთავაზოთ პროექტი „მყარი ეკონომიკა“. მოგეხსენებათ ყველას აქვს თავიანთ ანგარიშებზე (acc–ზე) საწარმოები და ამისთვის მათ ჭირდებათ რაღაც N რაოდენობა მატერიალი სხვადასხვა სახეობის, რაც ესაჭიროებათ პროდუქტის წარმოებისთვის. მოთამაშე ნელნელა ზრდის თავის ანგარიშზე (acc–ზე) წარმოებას, უწევს გარკვეული რაოდენობით მატერიალების ჩადგმა, რადგან აწარმოოს საჭირო რაოდენობა, რაც სჭირდება პროდუქტის წარმოებისთვის, ამ ზრდის პერიოდში მოთამაშის ენერგია ნელნელა იზღუდება და საჭირო რაოდენობის ენერგია აღარ რჩება ქვეყნისთვის აუცილებელ ბრძოლაში რომ შესძლოს ზიანის (DMG) დადება და რას ვიღებთ ბოლოს? მოთამაშე რომელსაც თავის ანგარიშზე (acc-ზე) კარგი წარმოება აქვს, ძლიერია, მაგრამ არ შეუძლია ბრძოლა და დამოკიდებულია მხოლოდ დოპინგზე (Energy Bar) & LK (Life Kit)-ზე. უმეტესობა ფიქრობს არაუშავს თუ გვინდა კარგი და მყარი წარმოება უნდა წავიდეთ დათმობაზე.

    მეგობრებო გთავაზობთ ამ ყველაფრისგან მარტივ გამოსავალს, ეს გამოსავალი მდგომარეობს პროექტ „მყარ ეკონომიკა“–ში. დავიწყოთ განხილვა ამ პროექტის, რომელსაც მე გთავაზობთ და პროექტის ამოქმედების შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა მიიღებს მაქსიმალურ სარგებელს, მინიმალური დანახარჯის ფონზე. რაში მდგომარეობს პროექტი „მყარი ეკონომიკა“?

    პროექტი „მყარი ეკონომიკა“ გულისხმობს ანგარიშის (acc-ს) გაკეთებას, რომელიც იქნება განკუთვნილი მხოლოდ წარმოებისთვის ჩვენი ესაქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხოელი ექართველებისთვის. ანგარიშზე (acc–ზე) შესაძლებელი იქნება დღეში 380+ საწარმოოს მუშაობა. გაგიჩნდებოდათ კითხვა როგორ? ანგარიშზე (acc-ზე) ამოქმედდება შემდეგი საშუალებები 1 – დამატებითი ენერგიის საცავების ყიდვა 50–ნი და 100–ნი, 2 – სახლის პაკის ყიდვა ენერგიის რაოდენობის საჭიროების მიხედვით და 3 – ქ5 LK-ის (Life Kit-ის) ჩადგმა, ჩვენ მივიღებთ ანგარიშზე (acc-ზე) 1400 ენერგიის საცავს საკუთარს + 100% აღდგენა ანუ 1400 ენერგია + ქ5 საავადმყოფო 250 ენერგია + 1000 ენერგია რომელიც შეგვიძლია დღის განმალობაში აღვიდგინოთ! მაშასადამე საერთო ჯამში გვაქ 1400 + 1400 + 1000 + 250 = 4050 ენერგია ანუ ეს ენერგია საკმარისია 405 საწარმოს ასამუშავებლად, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ შეიძლება რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს ანგარიშზე (acc-ზე) დაშვებული იქნება 380 საწარმოს ამუშავება დანარჩენი ენერგია – დრო გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის იქნება გამოყოფილი – გადადებული.


მთავრობის მხრივ საჭირო იქნება პროექტის გვერდში დგომა და დაფინანსება!
    ფულადი სახსრები რაც საჭიროა პროექტის განსახორციელებლად; 150 ენერგიის საცავი = 225 ოქრო, ქ5 LK–ის (Life Kit–ის) ჩადგმა = 480 ოქრო, საცავში ადგილის გაზრდა 380 X 500 = 190,000 ანუ 22ჯერ გაზრდა = 605 ოქრო; სრული რაოდენობა საჭირო ოქროსი პროექტისთვის –  225 + 605 + 480 = 1310 ოქრო!

    მთავრობის შუამავლობა ადმინისტრაციასთან მითითებული ანგარიშის (acc-ის) თაობაზე, რომ თავიდან აცილებული იყოს დაბლოკვისგან მომავალში არსებული გადარიცხვებიდან გამომდინარე!

    ყველას ვისაც სურვილი გაუჩნდება ჩაერთოს პროექტში „მყარი ეკონომიკა“  – ჩადგას საწარმო მატერიალების, საჭირო იქნება დამეკონტაქტოს, გადმორიცხოს საწარმოს ჩადგმისთვის აუცილებელი ოქროს ოდენობა, დამიტოვოს  საკონტაქტო ინფორმაცია რაც მისი წარმოების უსაფრთხოების მიზნით იქნება გამოყენებული, შეიქმნება სპეციალური სია სადაც იქნება შეტანილი ინფორმაცია ანგარიშზე (acc-ზე) ინვესტირებული პიროვნებების ვინ რა საწარმო ჩადგა მატერიალის და რომელ ანგარიშზე (acc-ზე) და მატერიალის სახეობის რა რაოდენობა უნდა გადაეგზავნოს ყოველ დღიურად.
 
 

გ ა დ ა ს ა ხ ა დ ი

    ესაქართველოს ქართველი მოქალაქეები მათ მიერ დაფინანსებულ მატერიალის საწარმოში გადაიხდიან 0,5 ოქროს (საწარმოს რაოდენობა გამრავლდება საწარმოს გადასახადის ოდენობაზე) ყოველ თვიურად.

    ესაქართველოს უცხოელი მოქალაქეები მათ მიერ დაფინანსებულ მატერიალის საწარმოში გადაიხდიან 1 ოქროს (საწარმოს რაოდენობა გამრავლდება საწარმოს გადასახადის ოდენობაზე) ყოველ თვიურად.

    ანგარიშზე (acc-ზე) შემოსული გადასახადი, სრული დატვირთვის დროს მინიმალური ოდენობა 190 ოქრო იქნება გამოყენებული სახლის პაკების ყიდვისთვის!


 
 
შ ე ნ ი შ ვ ნ ა * 

    პიროვნებას რომელსაც ექნება მატერიალის საწარმო აღნიშნულ ანგარიშზე (acc–ზე) სრული უფლება ექნება ნებისმიერ დროს მოითხოვოს მითითებული მატერიალის საწარმოების დაშლა მის მფლობელობაში არსებული სრული ან გარკვეული რაოდენობით და ამოღებული – დაბრუნებული ოქრო დაუბრუნდება მის ანგარიშზე.

    ასევე თუ მოხვდა გაურკვევლობა და მისი ანგარიში (acc) დაიბლოკა, ანგარიშზე თავდაპირველად მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენების მიზნით მოხდება მასთან დაკავშირება, გარკვევა თუ რა სურს მას, მის მიერ დაფინანსებული მატერიალის საწარმოები გადაეცეს სახელმწიფოს მფლობელობაში თუ მისი სურვილისამებრ სხვა ანგარიშზე (acc-ზე) განხორციელდეს მიბმა.
 
პატივისცემით თქვენი: Georgian Legend (პავლიკა)

تایید

نظر ها (9)

Kargi ideaa ^^ imedia ganaxorcieleben am proeqts mtavrobis wevrebi :d
ehh...
da is oqro romelsac saxelmwifo gascems dabrundeba tu ara mgoni gamovtove an ver wavikitxe an saertodac ar ewera statiashi da gamatvitcnobiere aba Smile
ოქრო რაც იქნება საჭირო ამ პროექტისთვის დაბრუნდება ბიუჯეტში, თუ რა გზით მთავრობის წევრმა მომწეროს და ავუხსნი Smile
v
good.
მე არ ვეთანხმები არანაირად. მსგავს იდეებს ყოველთვის ძარცვამდე,უსაფუძვლო ამბიციებამდე, დაპირისპირებამდე მივყავართ! მაგას ჯობია სესხების პროგრამამ იტრიალოს სულ და მარტო ფასდაკლებისთვის არ იყოს, მაგით უფრო დაეხმარება მთავრობა ხალხს და წარმოებაც მეტი იქნება!
ერეჯს მთავრობას ფული უბრუნდება 2–3 კვირაში მერე ))
aq marto materialis sawarmoebzea saubari?