Grizzlys Academy

انتشار شده در Georgia - تجزیه و تحلیل جنگ - 03 Apr 2017 00:53 - 20


http://zneoba.ge/wp-content/uploads/2016/02/56895756-720x320.jpg
* იქ, საიდანაც დაიწყო ერთიანი საქართვეელო.

მოგესალმებით,
სტატიისთვის ეს ქავერი ერთი სტატიიდან წამოვიღე, რომელიც ასე სათაურდებოდა
- იქ, საიდანაც დაიწყო ერთიანი საქართველო -

დიახ, სათაურიც არ არის შემთხვევითი და გაგიკვირდებათ და სტატიაც.

მაპატიეთ და მომიტევეთ, რადგან შეიძლება მე ვიყო ის იუზერი, რომელიც ნამეტარი არ გევასებათ და თქვენ ახლა მის სტატიას კითხულობდეთ. დამითმეთ 2 წუთი, ვინაიდან საქმე ეხება არა ვინმეს კრიტიკას, ან რაიმე ჩემს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინიციატივას, არამედ საქმე ეხება ქვეყანას, რომელსაც წარმოვადგენთ აქ და აქ წარმოდგენილი ჩვენი სამშობლოს ვარამს.

ჩემი ძალიან რთული გრაფიკის მიუხედავად გუშინ შუადღით შემოვიხედე თამაშში და აღმოვაჩინე, რომ ქვეყანას არ ჰყავდა პატრონი. დიახ, არ მოგესმათ! პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყანას არ ჰყავდა პატრონი, რომელიც ელემენტარულად ბრძოლებს დაგეგმავდა და ამ 90-იანი წლების საქართველოს ცოტა შემოუძახებდა.

ჩემი აზრით, ასეთი მდგომარეობა ერთ წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ არ უნდა ყოფილიყო. არ დავიწყებ არავისკენ ხელის გაშვერას და სამწუხაროდ ასეთ მდგომარეობაში ამოვყავით თავი, მაშინ როცა ჩვენს ქვეყანაში უამრავი გამოცდილი და ძალიან დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობების მოთამაშეა.

როგორც იქნა სახლში მივაღწიე. ღამის 12სთ-ია და ჩვენ პრეზიდენტთან (GeoBody) შეთანხმებით მომენტალურად შევქმენი ჩათი და შევიყვანე ის მოთამაშეები, რომლებიც დიდი გამოცდილების და დიდი დამსახურებისა იყვნენ. აქედანვე ბოდიშს მოგიხდით, თუ თქვენ არ იყავით წუხელ ამ 15 კაციან შეკრებაზე. უბრალოდ ვინც ონლაინ იყო შემოვიყვანე.
საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა მდგომარეობაში ვართ და რამდენად დიდი სირცხვილია ეს მდგომარეობა. საბოლოოდ კი, როგორ დაგვეხსნა თავი.
საუბარი არ მინდოდა ვინმეს კრიჭაში ჩაჯდომით და ერთმანეთის დაჭმით გაგრძელებულიყო, მიუხედავად იყო ამის მცდელობები, საბოლოოდ ასე წავიდა საქმე. მიზეზი ხან ძველი საარჩევნო წყენის გახსენება, ხან უბრალოდ ჩემი აკადემიის ხსენება იყო. მოკლედ ეს დავივიწყოთ, მაგრამ ...

საბოლოოდ, ერთმა დაგვტოვა, ერთი გვერდზე გადგა. სხვა ყველა თანახმა იყო ქვეყნის გადასარჩენად მოგვეფიქრებინა გეგმა, რითიც მინიმუმ პირველ ნაბიჯებს გადავდგამდით.
სულ რაღაც ღამის სამის ნახევარია და ჩვენ მივედით შემდეგ ინიციატივამდე, რომელსაც პრეზიდენტი დაეთანხმა:

პირველ რიგში დავაზუსტოთ პრობლემა: პოლიტიკურ ნარატივებზე დაპირისპირებული საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს სამხედრო-ეკონომიკური თვალსაზრისით ჩამოშლილ ქვეყანაში და დაკარგა მოტივაცია/მუღამი თამაშში. არ არსებობს კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ და უბრალოდ მოთამაშეებს შორის, თუ არის ეს ატარებს აგრესიულ ხასიათს.

როგორ გადავჭრათ ეს?: საქმე ეხება კომუნიკაციის, მომარაგებისა და უბრალოდ კაი პონტის შექმნას თამაშში. ამ მიზნით გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას მსგავსი მარტივი სისტემა -
1. შეიქმნება მოთამაშეთა 10-15 კაციანი სამხედრო ბატალიონები, რომლებისთვისაც გასაადვილებელი კომუნიკაციის მიზნით შეიქმნება სამხედრო დისკორდი. დისკორდი დაიყოფა ოთახებად (1ბატალიონი, 2ბატალიონი და ა.შ.) და ერთი საერთო დისკორდი საერთო კომუნიკაციისთვის.
2. თითოეულ ბატალიონს ეყოლება მინიმუმ ორი ხელმძღვანელი (კაპიტანი). ერთი, რომელიც უზრუნველყოფს მათთან კომუნიკაციას, ბრძოლაში გაუძღვება და მეორე, რომელიც უზრუნველყოფს მათი სახლის პაკების შემოწმებას და რესურსებით უზრუნველყოფას.
3. ბატალიონის კაპიტანს ექნება შემავალი მოთამაშეების მობ-ნომრები, რომლებსაც ძალიან მარტივად შეატყობინებს ბატალიონის სამხედრო დავალების შესახებ.
4. ბატალიონში გაერთიანებისთვის სულ არ იქნება საჭირო, რომელიმე მუ-ში ყოფნა, თუმცა ასეც შეიძლება, მაგალითად მოთამაშეების UGA-ში ან სხვაგან თავშეყრა. ბატალიონში შეიძლება იყოს კადეტიც და ტანკერიც. ეს შემდეგ დაზუსტდება.
5. თითოეული ბატალიონის თითო კაპიტანი ერთიანდება თავდაცვის სამინისტროში. სადაც განაწილდება ბრძოლები დივიზიების მიხედვით.
6. ეკონომიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ქვეყანაში რესურსების მობილიზებას, რათა ბატალიონის კაპიტნებს გაუადვილდეთ რესურსების პოვნა თავიანთი ჯარისკაცებისთვის.
7. მთავარი აზრი მდგომარეობს იმაშიც, რომ გაკეთდება აღწერა და კოლოსალური მობილიზება. რაც საშუალებას მოგვცემს ყველამ მინიმალური დანახარჯი გავწიოთ დემიჯის კუთხით და ბრძოლასთან ერთად დავაგროვოთ კიდეც დემიჯი.

საკითხზე გამოითქვა აზრი, რომ ასეთი განაწილება ქვეყანას დაშლიდა.
ბატონებო, ქვეყანა დაშალა კომუნიკაციის არ ქონამ, მაშინ როცა მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით შეიქმნება ასეთი დანაყოფები და გაჩნდება სამიზნე, რომლის გასანადგურებლადაც ვიბრძოლებთ და გაჩნდება მიზანი, როგორიც ქვეყნის თავიდან აშენებაა, და რაც მთავარია 10-15 მოთამაშეს შორის მარტივად დამყარდება კომუნიკაცია, მაშინ შევძლებთ მეტად მობილიზებულებმა მცირე დანახარჯებით დავდოთ წარმოუდგენლად დიდი დემიჯი.

დემიჯის დადება, მხოლოდ საქმე არაა. პირველ რიგში ჩვენ შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ბონუსები და თამაში ქვეყნისთვის გახდეს უფრო გუნდური და თანმიმდევრული. პარალელურად, შევძლებთ იმას, რომ ბევრ თამაშზე გულაცრუებულ მოთამაშეს აქაურობის მუღამი დავუბრუნოთ.

ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, თანდათან დაიწყება გუნდურად მუშაობა საგარეო, საშინაო, ეკონომიკური და სხვა კუთხით.
მთავარია - გუნდურად! ერთიანად!

----------------------------------------------------------------------

მეგობრებო,
მოდი გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი! ქვეყანა განსაცდელშია! ერთ წელზე მეტია ასობით საათი, ფული და ნერვები შევალიეთ აქაურობას, ასე უპატრონოდ ხო არ უნდა მივაგდოთ? ვისაც მარტო პოლიტიკა უნდა მიაწვეს მის ჩვენებას და ვისაც ქვეყნის სიკეთე მიაწვეს საქვეყნო საქმეს!
გუშინ მე შევკრიბე ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ ვევასები (არც მე). მინდოდა ეს ყოფილიყო ჟესტი, იმისა რო უკან დახევა გაგვებედა ჩვენი ამაყი თავებისთვის და საბოლოოდ გაგვებედა გაერთიანება!

არც ეს სტატია გავაფორმე, ვინმეს თვალში ცუდად, რომ არ მოხვედროდა. 
უბრალო სიტყვებით გეკითხებით - გინდათ ქვეყნის გადარჩენა? გინდა დავდგეთ იქ, საიდანაც დაიწყო ერთიანი საქართველო?

ბოლოს დავასრულებ ერთი მექსიკური ანდაზით:
- მათ ჩვენი დამარხვა სცადეს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ჩვენ თესლები ვიყავით! - 

სტატიას დისკუსიისთვის ვხსნი
პატივისცემით მე!

تایید

OSGaga

نظر ها (20)

ქვეყნის გადარჩენასა და გაერთიანებაში გეთანხმები, მაგრამ გაერთიანება დაყოფით არ უნდა მოხდეს. 10 კაციანი ჯგუფები - რა საჭიროა ასე დაშლა დაქუცმაცება. მასეთი დაყოფით პირიქით არასწორად გადანაწილდება დმჯ. რამე უფრო მარტივი, უბრალოდ ადექით და ჩადექით ქვეყნის სამსახურში, დაწერეთ ხოლმე რა ვითარებაა, კაციშვილმა რო არ ვიცით ვისთან გვაქ ომი, რა პირობებით და რა რაოდენობის დმჯია დასადები... სამარცხვინო მდგომარეობაა მუებში
ჩვენი რეალური ჯარი თუ არის ბრიგადებად და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს სარდლობად გაყოფილი, იმას კი არ ნიშნავს რომ ერთმანეთს ებრძვიან და კოორდინაცია არ გააჩნიათ? საქმის დელეგირება გუნდის შიდა დაპირისპირებას არ ნიშნავს, არამედ მინიმუმ საქმის სწრაფად და ხარისხიანად გაკეთებას.
saintresoa. vinebi ikribebit rodis. rame chemtvisac getqvat Laugh Laugh Laugh es masonta loja ver dashalet ra
ჰაილ ასეთი გერიზლი
:დდდ თესლები ვართ :დდდდდდდდ...#ნუდავაჩაგვრინებთმტერსსაქართველოს !
თუ ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩემი აზრით ეს ერთერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და სხვა კიდევ ასეთი იდეები უფრო გამოდგება ქვეყანას ვიდრე ერთმანეთის ჭმა და კრიტიკა Wink ო7
ara komunıkacııs ambavı ro mosagvarebelıa magas ar unda laparakı magram ınformacııs vakumshı vart umetesoba ras vaketebt da ratom bevrma ar ıcıs
diviziebis idea kargia... ufro dazustebitac gvecodineba romel divizias ra DMG dadeba sheudzlia dgeshi ... da dzalasac kargad gadavanawilebt
r mainteresebs es diviziebi ert danayopshi iqneba tu sxvadasxva danayopebad davshlit ? ise sacdelas sheidzleba 5 danayopis sheqmna romelic msgavsi sqemit imushavebs da plus kadetebi da uga gaertiandes vinc diviziebshi ar gawevriandeba da xalxis matebastan ertad davamatot danayopebic
Da ai kidev ertxel daushvit udidesi shecdoma chemtan mimartebashi, arc ki gitqvamt chemtvis gushin tu rames aketebdit, geobodi (gio) ki disqordze man dawera rom shemodito da dataga mxolod luka da lasha, miuxedavad imisa rom mec iq viyavi, amitom nu ambob rom yvelas gavugzavnet mowveva vinc aq iyoo, ise cnobistvis me 5:30 mde disqordze viyavi 😉 da yvelaze yleoba ici ra aris? Is rom amas pirvelad da meored ar miketeb piradad shen da mainc am yvelafris miuxedavad me yoveltvis vizruneb saqartveloze she gnida bavshvo
HeLL KnNiGhT nu nerviulob. mec ar mitxres Laugh Laughrogor gamibedes. qveyanas vaertianebto da masonebi chamomijdnen. daica mag masonta lojas davangrev da xalxs gavaertianeb Laugh Laugh
კარგი აზრია ო7
mtavari komunikacia bevri tamashobs ise rom diskordshi ar shemodis da ravis ar icnobs da chvenc ar vicnobt magram astavi tamashobs tavis pontshi. aqedan gamomdnare aucilebelia komunikacis ganvitareba me rom mkitxo. muebat daviyopit tu ise danayopebat discordshi eg mosapiqria chemi azrit me MU dayopas vemxrobi. UGA magalitia rom mutamasheebs sheyra 1 MU ar mushaobs
აწყობილ ქვეყანას სკამის გამო მოუტყ....ით დედა და ეხლა გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ისევ სკამის გამო ჭამთ ერთმანეთს. ბოლო რამოდენიმე თვეა გესლს ანთხევთ. მთავრობები წყნარად იცვლებოდა თამაშის დასაწყისში და საარჩევნო კამპანიებიც ასე თუ ისრ მშვიდი იყო. ნელ ნელა ერეპს ემსგავსება. რეალობაშიც რომ იგივე ხდება იმიტომ ვართ გაჭედილევი. რას ნიშნავს არ ვევასები არ მევასება? ამოაგდეთ ეგ აზრები.
მაგ იდეის შესრულებას კარგი ორგანიზება და დაფინანსებაც სჭირდება და ნაკლებად მგონია რო გამოვა Laugh (ფიზიკურად ბიუჯეტში ოქრო არაა) წარმატებები მაინც
#HeLL არ ვარ მაგ ჩათში, არც მეგობრებში მყავხარ. მე ვუთხარი ყველა შემოეყვანათ. #davidking დავით მე გეტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელებას ორი მონდომებული კაცი უნდა 0 ოქროთი. ანუ დანახარჯი ამ პროექტის მიხედვით იქნება 0 ოქრო. ხოლო შედეგი იმაზე დიდი ვიდრე ოდესმე გვქონია.
vemxrobi amgvar iniciativas o7
იდეაში დივიზიები კარგია,კომუნიკაცია მეტი იქნება + ამას მობილიზაციაც უკეთესი იქნება,ყველას ეცოდინება სად უნდა ისროლონ,საჭირო დროს საჭირო ადგილას. არანაირად არ გამოიწვევს ეს დაშლას. პირიქით ეს საჭიროა რომ მობილიზაცია უფრო ხარისხიანი იყოს. სად 150 კაცის მობილიზაცია და სად 10 კაცის. კარგია წარმატებები o/
vemxrobi
გადასარევი იდეაა ... უბრალოდ ერთმანეთის ჭამას მოეშვით ყველა ვაბშე და საქმე აკეთეთ ... ლაპარაკით იცოცხლე ნებისმიერს მოუსმინო ყველა მართალია... მარა რამნიშვნელობააქ ვინაა მართალი როცა ქვეყანა იცქევა და მარტო ერთმანეთს ჭამთ... გარედან ვერ გაგვტეხენ თუ შიგნით არ გავტყდებით ! იდეას o7