მოგესალმებით თანამოქალაქეებო!
გადავწყვიტე ფარდა ავხადო ელიტურ ვაჭრობას, რომელიც 2 თვეა მიმდინარეობს ქვეყანაში. ალბათ ძალიან გულუბრყვილო ხართ თუ თქვენ გჯერათ, რომ ბოლო პერიოდში ეს პრეზიდენტების გამუდმებული ცვლა უბრალო დამთხვევა და მეტი არაფერი. და თუ მართლა გულუბრყვილო ხარ მე შენ გეტყვი სიმართლეს. მოკლედ მეგობრებო არც მეტი, არც ნაკლები
ჩვენი ქვეყნის ელიტა ხალხი პრეზიდენტის მედალს ყიდიანი და მისი ფასი 100-დან-500 ოქრომდე მერყეობს, ზუსტი ღირებულება კი დამოკიდებულია იმაზე თუ, რამდენად დაახლოებული ხართ ზემოთხსენებულ ელიტასთან. ქვემოთ გთავაზობთ ინტერვიუს საკუთარ თავთან, სადაც მოგიყვებით ამ სქემის შესახებ.
როგორ ვისრაგებლოთ ამ სერვისით?
პრეზიდენტობისთვის მთავარია გადადგათ პირველი მარტივი ნაბიჯი და დაწეროთ დისქროდის ჩათში, რომ სურვილი გაქვთ გახდეთ პრეზიდენტი. ამის შემდეგ ელოდებით. გარკვეული პერიოდისა და ელიტურ ჯგუფში შიდა დეპატების შემდეგ მოგდით მოქმედი პრეზიდენტისგან შეტყობინება, სადაც საუბარია პრეზიდენტობის ვადაზე და გადასახდელ ოქროზე. თქვენ რა თქმა უნდა თანხმდებით იმათ მოწერილ პირობას, რადგან ის მომგებიანია თქვენთვის.
მომგებიანი რატომ არის?
ჩვენი განუვითარებელი ქვეყნიდან გამომდინარე არ კონტროლდება ბიუჯეტის ფულის მოძრაობა, ამიტომ თქვენ გზა ხსნილი გაქვთ ოქროს მოსაპარად და იპარავთიმდენს რამდენსაც მოასწრებთ.
რატომ არ მიაქვს მთელი ბიუჯეტის ოქრო ერთ ადამიანს და რაში ჭირდება ეს გაყიდვა?
ამ სქემის ავტორი გახლავთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მახარა, რომელსაც ჟარგონულა, რომ ვთქვათ "გაუბაზრდა" ოქროს მოპარვის ამბავი, ამიტომ ვეღარ შეძლებდა კიდევ მოეპარა, რადგან ხალხი არ დაუშვებდა, ამიტომ მოიფიქრა ეს სქემა, რომელშიც ძალიან მარტივად ჩაითრია უამრავი ადამიანი, რაც სრულიუსაფრთხოების გარანტიას აძლევს.
ანუ პრეზიდენტის მედალში გადახდილი ოქრო მახარასთან მიდის?
დიახ,თქვენ სწორად მიხვდით ოქრო მახარას ერიცხება, რომელიც თავისი საჭიროების მიხედვით ანაწილებს სხვადასხვა მოთამაშებზე. მოთამაშეებშიიგულისხმება ესაქართველოს ელიტა.
კონკრეტულად ვინები არიან ჩართული ამ კორუფციულ სქემაში?
იქედან გამომდინარე, რომ ეს დაჯგუფება ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანს აერთიანებს ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წევრების დასახელებისგან.
როდის ისაუბრებთ უფრო დეტალურად ამ საკითხზე?
ვეცდები მალე ავხადო ფარდა ყველაფერს. ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივარ უფლებადამცველებთან და პირადი უსაფრთხოებისთვის მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში.
აქვე ჩავატარე ექსპერიმენტი და გთავაზობთ შედეგს სქრინების სახით.
როგორც ხედავთ მეგობრებო სერიოზულ სქემასთან გვაქვს საქმე და დროა ერთად დავდგეთ ამ კორუფციული სქემის მოსასპობად. ჩემი ბრძოლა ამ უსამართლობის წინარმდეგ არ დასულებულა. შემდეგ ნომერში უფრო დეტალურად გავშლი და ვისაუბრებ სქემის თითოეულ წევრზე, ამისათვისკი
გამოიწერეთ გაზეთი.
![http://s09.flagcounter.com/count2/Zv3t/bg_FFFFFF/txt_000000/border_CCCCCC/columns_2/maxflags_20/viewers_0/labels_0/pageviews_0/flags_0/percent_0/](http://s09.flagcounter.com/count2/Zv3t/bg_FFFFFF/txt_000000/border_CCCCCC/columns_2/maxflags_20/viewers_0/labels_0/pageviews_0/flags_0/percent_0/)