انتشار شده در Georgia - دستورات نظامی - 20 Aug 2017 14:07 - 25
მე ვარ ქართველი!
სხვანაირად როგორ შეიძლება დავიწყო სტატია ამ ძნელბედობის ჟამს.
არ მჯერა, რომ საქართველოს მიწაზე დაბადებულისთვის ამაზე უფრო საამაყო სიტყვები არსებობდეს.
ჩვენ ქართველი მოთამაშეები წარმოვაჩენთ ჩვენს ქვეყანას ამ ვირტუალურ დამპალ თამაშში.
ჩვენი ავით თუ კარგით.
ჩვენ უცხოელმა რო გვკითხოს, სადაური ხარო, არ მჯერა რომ ეტყვით კანადელი ვარ ან შვეიცარიელიო.
მე მჯერა, რომ თქვენ იტყვით - მე ვარ ქართველი!
დღეს ყველაზე დიდმა იმპერიამ გადაწყვიტა დაიპყროს ჩვენი ქვეყანა. წამოვიდა არა მხოლოდ ერთი, არამედ თავის მონებთან ერთად, ხორვატიელებთან ერთად. მათ სურთ, რომ დაგვამცირონ. დაგვიწერონ შეურაცხმყოფელი სტატიები, შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენს ქვეყანას და თითოეულ მოთამაშეს. მათი აზროვნება აქამდე დადის. კარგად ვიხილეთ, თუ როგორ მოექცნენ ჩვენს ალბანელ ძმებს.
მახსოვს, ერთმა ახვარმა სერბმა დაგვცინა აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. მაშინ საკადრისი პასუხი გავეცით, მაგრამ ამით მხოლოდ მინდა გაჩვენოთ თუ ვინ მოდის და რა გველოდება, თუ ერთად არ დავდგებით და უკანასკნელ შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ მათ დასამარცხებლად!
ბევრისთვის უცნაური იყო ვირტუალურ საქართველოში იმპერიობა. დღეს საქართველო ისეთივე განსაცდელშია, როგორც რეალურ საქართველოში. იმედი მაქვს, რომ გადადებთ ყველანაირ შუღლს. გამოიყენებთ ყველანაირ რესურსს და დავამარცხებთ ამ მონსტრებს.
დღეს მთავარი არის მობილიზაცია და რწმენა იმისა, რომ თუ ბოლომდე ვიბრძოლებთ ვერ დაგვიმორჩილებენ. მე არ მჯერა, რომ კავკასიური არწივი დანებდება. მე მჯერა ვაჟას არწივის, რომელიც ბოლომდე ებრძვის ყვავ-ყორნებს. მე მჯერა თქვენი!
12 აგვისტო დიდგორის გამარჯვების დღეა, 14 აგვისტო აფხაზეთის ომის დაწყების, 18 აგვისტო დიდი ქართველი - გიორგი ანწუხელიძის.
შენ, რომელიც ამ სტატიას კითხულობ - გახსოვდეს, რომ ამ ქვეყნიდან ხარ. და ამ მცირე სოციუმში გაქვს ვალდებულება დაიცვა საკუთარი სამშობლო ბოლომდე! დაიცვა საკუთარი ქვეყნის ღირსება! დაიცვა ისტორია, რომელსაც შენ ქმნი!
მე თენგო კალანდაძე ვარ, მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო! დავხარჯო მთელი ჩემი ხელფასი! ჩემი ძვირფასი დრო და საქართველო გადავარჩინო!
გადადე შენი დრო! დაუბრუნდი თამაშს! დაუბრუნდი ქვეყანას!
საქართველოს დღეს შენ სჭირდები!
მე ვარ გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან!
მე ვარ დიდგორელთა ქვეყნიდან!
მე არასოდეს დავნებდები!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!
تایید
GigaJared LetoDavis_MMukhraniZindr0Zindr0Zindr0Zindr0Zindr0Zindr0Zindr0Zindr0نظر ها (25)
o7 ისე როგორც არასოდეს დღეს ერთმანეთს ვჭირდებით !
მე ვარ ქართველი o7
მე ვარ ქართველი o7
DROA gavertiandet. aset dros iyavit patriotebi da apolitikurebi
მე ვარ ქართველი o7
canadelebs sheeshvi ra rom ar gvikmino ar shegidzlia
kargi qveyana iyo martla
მე ვარ ქართველი o7
ფარით ან ფარზე !!! ო7
Discordis bans 15 miliardit dagibrunebt
Today everyone who believes in democraty says that he is a GEORGIAN !
Germaniamac gamoitana kanoni. Gadagvigunom ager.
Iaragis maragi gvchirdeba.
jer sad xart vecdebi rom bulgaretmac gvxios
@lord shen tu saqartvelos winaagmdeg isvri, gamodis rom chem winaagmdeg isvri da kvela danarcheni qartvelis winaagmdeg da ro gkitxavt rato gaakete es veranairad ver axsni... Vinmestan tu piraduli shugli gak tu dzma xar imastan moagvare da gaarkvie sakme da qvekanas tavi daanebe imitom rom araperi daushavebia da arc mis motamasheebs
vaa chemi avatari dagidia suratad
მე ვარ ქართველი o7
მე ვარ ქართვრლი o7
heil georgia ! დედა ვუტიროთ მტერს!
მე ვარ ქართველი o7.
მე ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,იმიტომ რომ მატერიალისტები ვართ და მხოლოდ მაშინ გვახსენდება ერთმანეთი როცა ტ.....ვართ!
ტანკი მასეც ვერიტყვი,კაცს რომ ეტყვი ტ.....ა ქვეყანაო და არ მოგისმენს მერე ვეღარაფერს იზამ,მართალია ლორდს არ ვეთანხმები,მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.
მე ვთქვი,არ აგერჩიათ ახალბედა პრეზიდენტად და არ დამიჯერეთ.
better start kneeling right now gurgians xD
Someone s tongue must be cured off. Hail Georgia! o7
ვოუთები იყიდე თუ მეჩვენება? )))