saqartvelo

Publier en Georgia - Analyses financières - 23 Sep 2016 00:38 - 0

სამეგრელოშიდედულეთშიაგერ უკვე 2 თვეაუშუალოდ ვარჩართული წინასაარჩევნო ორომტრიალშიჩემი ბაბუა დავით (ჯვებემხეიძე 37-ში დახვრიტეს და მამაჩემინუგზარ მხეიძედედულეთშიმადლიან ქიზიყში გაიზარდაანუ დიდი ხნითმოვწყდით მშობლიურ “სამარგალოს” და ბევრი არაფერივიცოდით ჩვენი კოლხური ფესვებისაახლახან შევიტყვერომმამაჩემის ბაბუდასენაკელი ნინო მხეიძელეგენდარული მერიშერვაშიძის დედა ყოფილა...
მომიტევეთ ეს მცირე ექსკურსი, მით უმეტეს, ყელყელაობად არ ჩამომართვათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამეგრელოს წინაშე ვალში ვარ და ამიტომაც ამოვყავი თავი საქართველოს წინასაარჩევნო ლანდშაფტის უმძიმეს უბანში.
უმძიმესი, რადგან ნაცბანდის ნარჩენებს სამეგრელოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, სამწუხაროდ, გარკვეული მხარდაჭერა აქვს და ეს სულაც არ არის სამეგრელოსა და მეგრელთა ბრალი, როგორც ზოგიერთი ცდილობს ამის წარმოჩენას.
სამეგრელოშიც, როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, არიან სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოწამლული ინდივიდები, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიდნენ, რომ არა “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი უმოქმედობა 4 წლის განმავლობაში.
თავიდან დავიწყოთ _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის ფავორიტი ირაკლი ალასანია, მიუხედავად პრაქტიკულად შეუზღუდავი ფინანსებისა, სამარცხვინოდ დამარცხდა (ბოროტი ენები ამბობენ, ირაკლიმ შეჭამაო ბიძინას მილიონები და ახალაიების კლანს გაურიგდაო) სამეგრელოში გამართულ არჩევნებში.
გავიხსენოთ სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილი ამაზრზენი კადრები, რომლებშიც მოძალადენიც და ძალადობის მსხვერპლნიც მეგრელები არიან. ეს ფაქტი, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახალაია-ქარდავებისმეშვეობით ყველაზე სასტიკად სამეგრელოში მძვინვარებდა დაამიტომ ამ კუთხესიარლიყების მიწებება კი არასააკაშვილისმეტასტაზებისგან გაწმენდა სჭირდება.
და რა გააკეთა “ოცნების” (ივანიშვილის) ხელისუფლებამ? იმისმაგივრადრომ კასრებში აღმოჩენილი ეს ამაზრზენი კადრებისრულიად საქართველოსთვისმსოფლიოს დიპლომატიურიკორპუსისთვის ეჩვენებინა და სააკაშვილის ხელისუფლებისროგორც დანაშაულებრივი რეჟიმისპასუხისმგებლობისსაკითხი დაეყენებინარომლის შემდეგაც პოლიტიკიდანგაქრებოდა სისხლის სამართლის დამნაშავეთა ანტიეროვნულიპარტია “ნაცმოძრაობა”, არასამთავრობო ორგანიზაციებისა (ქვემოთსადაც დამჭირდებაამ მეხუთე კოლონას ასო-ებადმოვიხსენიებდა აშშ-ის საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით, “საზეიმოდ” გაანადგურა შს იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა.
დღეს კი სამეგრელოს ძალოვან სტრუქტურებსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში ძირითადად ნაცების ხალხი ზის და სრულიად ბუნებრივია, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შიშობს სააკაშვილის დაბრუნებას.
ამას დავუმატოთ ისიც, რომ რეალური ეკონომიკური წინსვლა, ისევე, როგორც სრულიად საქართველოში, არც სამეგრელოში უგრძნიათ.
ფასი თხილისა, რომელიც დღეს ძირითადი შემოსავალია სამეგრელოში, არასდროს ყოფილა ისეთი დაბალი, როგორც დღეს და, შე კაი კაცო (“ოცნების” ხელისუფლებავ), თუ სააკაშვილივით ბიზნესმენების დაბარება და ამ გზით თხილის ფასის აწევა არ გინდა, სახელმწიფო სუბსიდია მაინც გამოყავი წინასაარჩევნოდ, რათა ის ამომრჩეველი წაართვა ნაცებს სამეგრელოში, რომელიც მხოლოდ ეკონომიკური კუთხით უყურებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სანდრარულოვსის მეგრულად მღერაში არ არის ამ “ცრუშნიცას” მხარდაჭერის მიზეზი.
ნაცები ყველანაირად (აშშ-ის დახმარებითაცცდილობენსერიოზული შედეგი მიიღონ სამეგრელოშირათა შემდეგქვეყნის გაყიდვით ნაშოვნი მილიარდებიდან ერთი-ორიმილიონი დახარჯონ ასო-ების განტოტვილი ქსელისშესაქმნელადმოსახლეობის მოსათაფლავად და ამ კუთხისგანთავიანთი ფორპოსტისმავნებლური ბუდისშესაქმნელად.
ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართული ოცნება” შეგნებულად თმობსარჩევნებს სამეგრელოს რიგ რაიონებშირათა სწორედსამეგრელოში მოპოვებული ხმების საშუალებით “შეათრიოს” პარლამენტში ნაცხროვამივიღოთ აშშ-ის საოცნებოორპარტიული პარლამენტი და კოაბიტაციის მორიგი სერიაგაპოლიტიკოსებული ასო-ებისა და “ნაცმოძრაობიდან” “ოცნებაში” თუ პირიქით _ “ოცნებიდან” “ნაცმოძრაობაში” პორტირებული მსახიობების მონაწილეობით.
დააკვირდით ნაცებ-ქოცების საარჩევნო სიებსა თუ მაჟორიტარ კანდიდატებს და დარწმუნდებით, რომ არ ვაჭარბებ...
მსახიობებზე გამახსენდა: გოგა ხაინდრავას მრავალსერიანი ფილმი ყველამ უნდა ნახოს, მაგრამ არა მგონია, “ჰეროკრატიამ” მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, რადგან ხალხს უჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვაასეთიპირწავარდნილი ავაზაკებისადისტები ყოფილან და რატომ არდაისაჯნენ უმკაცრესად ამ ფილმის გმირები?
არის კიდევ ერთი, ნაცებ-ქოცების “ჩახუტების” უფრო დრამატული სცენარი მოვლენათა განვითარებისა _ თუ ქართველმაამომრჩეველმა სიბრძნე გამოიჩინა და ნაც-ქოცებს უარი სტკიცანინო ბურჯანაძის დემოკრატებისგოგი თოფაძის მრეწველებისადა ირმა ინაშვილი-დავით თარხან-მოურავის პატრიოტებისსასარგებლოდ და ნაცებმამიუხედავად სამეგრელოშიმოპოვებული ხმებისაბარიერი ვერ გადალახესატყდებადასავლეთიდან (წაიკითხე _ აშშ-დანაკომპანირებულიღნავილი ნაცებისაარიქაარჩევნები გაგვიყალბესოდადაიწყება არეულობა ისეთირომროგორც გურიაში იტყვიანშეიძლება ფიშტოც კი გავარდეს. ესეც, რა თქმა უნდა, სამეგრელოს დაბრალდება, ოღონდ გაცილებით მძიმე კვალიფიკაციით _ მეგრული სეპარატიზმი...
ინფორმაცია რომ არსებობს დაგეგმილ პროვოკაციებზე, არეულობის მომზადების კონკრეტულ სქემებსა და გეგმებზე, თავისი ფიგურანტებითურთ, ამას აღარც ქოცები მალავენ და ტელევიზიებში დებატებს უმართავენ ნაცებს. არადა, ამას, დებატები კი არა, სუს-პოლიცია-პროკურატურის პრევენციული ქმედებები (წაიკითხე _ ბობოლა ნაცების დაპატიმრება) სჭირდება, რაც, მათ მიერ 4 წლის განმავლობაში სამართლიანობის არაღდგენის გაკვეთილებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა.
და რას აკეთებს ამ დროს ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის ბაგაზეა დაბმული?
სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემ, მანამდე მკითხველს მცირე ექსკურსს შევთავაზებ საკუთარი წარსულიდან, რათა განსაზღვროს, მაქვს თუ არა მორალური უფლება, განვსაჯო კონკრეტული წარმომადგენლები ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციისა:
მე თავის დროზე სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ვიყავი, მაგრამ მალე მივხვდი ჩემ შეცდომას და რადიკალურ ოპოზიციაში ჩავუდექი “ნაცმოძრაობას”. ჩემი ძმა, ლევან მხეიძე, იმხანად ახალშექმნილი ფინანსური პოლიციის შეფი გახლდათ. ოჯახი მემუდარებოდა, თუ სააკაშვილს არ აქებ, ნუ ლანძღავ მაინც და, რა გინდა, გადაიდე ფეხი ფეხზე და იცხოვრე გემრიელადო.
მაგრამ ჩემსას “მივაწექი”, რის გამოც მამაჩემი 3 წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა...
მერე იყო და, როდესაც ჩემი ალალი დეიდაშვილის ნათიაფანჯიკიძის ქმარი, ირაკლი ალასანია, ბიძინა ივანიშვილს განუდგა, ჯერ ბატონი რეზო ამაშუკელის მიერ შექმნილ “ლაზარეს” პირველ შეკრებაზე რუსთაველის თეატრის გადაჭედილ დარბაზში ჩემს სიძეს საჯაროდ “დავარტყი” (იმხანად ჯერ კიდევ მჯეროდა ივანიშვილის) და ცაში ავიყვანე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შემდეგ სტატია გამოვაქვეყნე “საქართველო და მსოფლიოში” სათაურით “სიძევ, შენ გეუბნები, დაო (მაია ფანჯიკიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი _ დ. მ.), შენ გაიგონე”, რითაც საკუთარ სისხლხორცთან მისაბრუნებელი გზა თვითონვე მოვიჭერი.
რა, “ჭკუით რომ მოვქცეულიყავი”, ირაკლი ალასანია პატარა ნაჭერს მაინც არ მომიტეხავდა ამერიკული ნამცხვრიდან?
ახლა ისეთიც შეიძლება გამოჩნდეს, ვინც იტყვის: ეს კაცი გიჟია, არც მამა იცის, არც ძმა, არც ნათესავი; ყოფილიყო ჭკუით და ეთალა მსუყე დუმა ამა სოფლისაო.
დიახ, როცა საქმე სამშობლოს ეხება, ნათესავი კი არა, შვილი არ მინდა მისი მტერი.
ამიტომ ვფიქრობ, არათუ მორალური უფლება მაქვს, ვთქვა სათქმელი, არამედ ვალდებულიც ვარ, თორემ, თუ სხვა დავინდე, როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს სისხლსა და ხორცს?!
ბატონ რეზო ამაშუკელზე მოგახსენებთ, რომლის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში სათაურით “ბიძინა ივანიშვილს ფეხის გულებზე უნდა კოცნიდეთ”, რამაც აღაშფოთა საზოგადოების უმეტესი ნაწილი, მათ შორის _ მეც!
რამდენიმე კითხვას დავუსვამ ხანდაზმულ პოეტს:
ხელისუფლებას მივმართავორომ ამბობთბიძინა ივანიშვილიხელისუფლება არ არის?
* ან, რომ გაიძახით, ლიბერასტებს მიხედეთო, ვისი მრჩეველი იყო ბუდარიხა თამარ ჩუგოშვილი, ბიძინასი თუ “პაპა კარლოსი”?
* ან ვისი ვიზირებით შეადგინეს “ქართული ოცნების” სამარცხვინო საარჩევნო სია, რომელიც სავსეა “ოცნებაში” გადაბარგებული ნაცებით, და რომლის პირველი ნომერი თამარ ჩუგოშვილია?! ვეჭვობ, ეს ბიძინას გარეშე არ მოხდებოდა.
* ან ვისი მუშტების ბრახუნის ფონზე მიიღეს თქვენი სათაყვანებელი პატრიარქის მიერ ქვეყნის დამღუპველად შერაცხილი ანტიდისკრიმინაციული კანონი? ბიძინასი ხომ არა?
ან ვისი ფეხისგულების კოცნისკენ მოგვიწოდებთვინც ჭაბუაამირეჯიბის ორმოცზე პატრიარქი შეურაცხყოთუ ესეცამერიკის ელჩმა უბრძანა?
* რომ გაიძახით, “კარალევა მარგო” (“კლიჩკების” შერქმევაში უბადლო ხართ) პრეზიდენტია” ნაცების მთავარი საყრდენიო, ვინ წამოგვისკუპა ის პრეზიდენტად?
ან ლეღვი მერი რომ ჰყავს თბილისსვინ ქნა ეს საქმემერირომელმაც 40 თუ 50 ათასი ლარი “ვერ იშოვა” დავითის ძეგლისდასაბრუნებლად თბილისის ცენტრში და მერაბ ბერძენიშვილსშეურაცხყოფად გაატანა საფლავში...
რესპუბლიკელებს რომ ლანძღავთვინ ამოიღო საფლავიდან დავინ ჩააბარა ქვეყნის მართვის სადავეები _ პარლამენტისთავმჯდომარისა და თავდაცვის მინისტრის პოსტები _ ამხლისტებსრომლებსაც 2011 წელს პულსიც აღარ ესინჯებოდათდა მიწის მიყრაღა აკლდათ?
აზიზიეს მეჩეთის აშენების პირობა ვინ მისცა თურქეთს ანსაყდრისის უნიკალური ძეგლი ვინ ააფეთქა?
* რომ გაიძახით, ბიძინამ საქართველო იხსნა სააკაშვილისგანო, 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვებაში “პატარა წვლილი” “პატრიოტთა ალიანსის” მიერ მოპოვებულ ციხის კადრებსაც ხომ არ მიუძღვის?
კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, ბატონო რეზო, მაგრამ დანარჩენს პირადად ბიძინა ივანიშვილს დავუსვამ ღია წერილში და მის ნამდვილ სახეს დაგანახვებთ თქვენც და სრულიად საქართველოსაც. წერილს კი თქვენი ვიდეოგამოსვლიდან ამოღებული ციტატით დავასრულებ:
“მთელმა საქართველომ იცის, რომ მე ვდგავარ ბიძინა ივანიშვილის გვერდით და, შუაზე რომ გაიხეთ, მის გვერდით ვიდგები”.
ვინ იხევა შუაზე, ბატონო რეზო? _ ცოტა ხნის წინათ ასე ამბობდით ქვეყნის დამაქცევარ შევარდნაძეზეცმაგრამ შუაზე არ გავხეულვართ.
ჰოდა, ახლა ივანიშვილი მოგახმაროთ ღმერთმა!
ასეა, ივანიშვილს ყველაფერი აქვს, რაც იყიდება, მათ შორის ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენციის დიდი ნაწილიც ჯიბეში უდევს.
ჰოდა, ბანკომატებთან რიგში მდგომებსმათვისაც ჭკუაშიდაუჯდებათ ბატონი რეზო ამაშუკელის მოწოდებაფეხისგულებზე კი არაცოტა “სხვაგანაც” შეუძლიათ ემთხვიონ მამა-მარჩენალ ივანიშვილს!
მათ კი, “ქართული ოცნების” ვირეშმაკობით თავგაბეზრებულთ, რომლებსაც ჯერ არ გადუწყვეტიათ, ვის მისცენ ხმა, ვურჩევ და მოვუწოდებ, ბიულეტენები არა პირსისხლიანი “ნაცმოძრაობის”, არამედ გოგი თოფაძისნინო ბურჯანაძის ან დავით თარხან-მოურავის პარტიებისკენ მიმართონ (არც ისინი არიან უნაკლოები, მაგრამ ანტიქართველობაში მაინც არ არიან ეჭვმიტანილნი!).
ეს კი დღეს მთავარი მგონია _ ნაც-ქოცი ლიბერასტების ხელში ქართველი ერი გადაგვარების რეალური საფრთხის წინაშეა.
წერილს კი იმ პათოსით დავამთავრებ, რომლითაც დავიწყე _ თუ “ქართული ოცნება” ზუგდიდში ან სამეგრელოს რომელიმე სხვა რაიონში არჩევნებს “ნაცმოძრაობასთან” წააგებს, ეს იქნება “ქართული ოცნების” უნიათობის, დანაშაულებრივი დაუდევრობის, ნაცებთან ფარული გარიგების ბრალი და არა იმის შედეგი, რომ სამეგრელო ნაცების ფორპოსტია. იდეასთითქოსსამეგრელო ნაცების ფორპოსტიაუკვე კულტივირებს “ქართული ოცნება”. ეს ბეცები ცდილობენთავიანთი უნიათობადა ან სულაც ნაცებთან გარიგება სამეგრელოს დააბრალონხელი მეგრელ ამომრჩეველს შეაწმინდონ და ვერ ხვდებიანრომმათ ასეთ მავნებლურ და ვირეშმაკულ მიდგომასუწინარესადსწორედ ნაცები გამოიყენებენ ანტიმეგრული განწყობებისგასაღვივებლადმერე თვითონ რომ “მოევლინონ” ამ კუთხეს “მეგრელოფობიისგან” დამცველებადსამეგრელოს თემით სპეკულირების, ანტიმეგრული განწყობების წახალისებისა და სამოქალაქო ომის შედეგები არც ისე დიდი ხნის წინათ ვიწვნიეთ, უკვე რომ დაგვიწყებოდა. ასე რომ, აღიარეთ, პატივცემულო ქოცებო, შეცდომები, ფარული გარიგება ნაცებთან და ხელები შორს სამეგრელოსგან!
ცეცხლს ნუ ეთამაშებით!

Donner

ZE BUNDA

Commentaires (0)