Publier en China - Divertissement - 16 Oct 2016 12:54 - 0
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ვებ–გვერდი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ ფინანსური პრობლემების გამო საქართველოს ნაკრებს უნგრეთში გმაართულ მსოფლიო თასზე ორი ლიდერი გამოაკლდა ტრადიციულ ტაეკვონდოში პროფესიონალებს შორის (-63 წონით კატეგორიაში ნინუა ნიკა და -70 წონით კატეგორიაში ლაშა ხიზანაშვილი), ამის გამო ჩვენმა გუნდმა ვერ მიიღო მონაწილეობა გუნდურ სპარინგში პროფესიონალებს შორის, თუმცა ქართველმა სპორტსმენებმა არაერთი პრობლემის, სრული იგნორის და უყურადღებობის მიუხედავად, მაინც შესძლეს დიდი წარმატების მიღწევა.ახლა კი უშუალოდ შეჯიბრებაზე და შედეგებზე: 13 ოქტომბერი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ჩვენი სპორტსმენებისთვის.-56 წონით კატეგორიაში ნორვეგიელი,ლატვიელი,შოტლანდიელი და იტალიელი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა თიანეთელმა სპორტსმენმა მიშა გორთამაშვილმა.
-50 წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო კუკური კლიმიაშვილმა. შოტლანდიელი,ირლანდიელი და რუსი სპორტსმენების დამარცხების შემდეგ მან ფინალში ფინელი სპორტსმენიც დაამარცხა და მოიპოვა ოქროს მედალი.
ევროპის თასზე გამარჯვების შემდეგ ეს მათი მეორე დიდი გამარჯვებაა. მიშა გორთამაშვილი და კუკური კლიმიაშვილი არიან პირველი იუნიორი სპორტსმენები,რომლებმაც შესძლეს ევროპისა და მსოფლიო თასზე გამარჯვების მოპოვება.
წარმატებით გაიარა პირველი წრე ბექა ხუნწარიამ, ბაჩო ქორჩილავამ და ოთარ წოწონავამ, სამწუხაროდ მეორე წრეში ვერ შეძლეს გამარჯვება და გამოეთიშნენ ტურნირს ინდივიდუალურ სპარინგში.
პროფესიონალებში უიღბლოდ წარიმართა ბრძოლები ჩვენი ბიჭებისთვის. -78 წონით კატეგორიაში აშკარა უპირატესობით ჩაატარა შეხვედრა ლევან წარეტაშვილმა, მაგრამ ბოლო 10 წამში მიღებული აკრძალული დარტყმის გამო იგი გამოეთიშა ტურნირს.
-85 წონით კატეგორიაში ბექა მირჩხულავა გამოეთიშა ტურნირს ფეხის ტრავმის გამო.14 ოქტომბერს იასპარეზა მირზა ყვავაძემ -57 წონით კატეგორიაში, მან დაამარცხა ნორვეგიელი მეტოქე და მსაჯების გადაწყვეტილებით 1 გაფრთხილებით დამარცხდა უზბეკ სპორტსმენთან. აღსანიშნავია მირზას კარგი გამოსვლა მსოფლიო თასზე, იგი არის ჩვენი ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი, იგი მონაწილეობდა 2003 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. 13 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მირზა დაუბრუნდა პროფესიულ ასპარეზობას მსოფლიო დონის ტურნირებზე.გუნდურ სპარინგში იუნიორთა ნაკრებმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ნახევარფინალში (ანგარიშით 9-10) 1 ქულიანი სხვაობით დათმეს შეხვედრა იტალიელების გამოცდილ ნაკრებთან. აშკარა უპირატესობა და განვითარებული მოვლენები იძლევა დიდ იმედს მომავალი წარმატებების.
იუნიორი ნაკრების შემადგენლობა: ქორჩილავა ბადრი,კუკური კლიმიაშვილი,დავით კალანდარიშვილი,ოთარ წოწონავა, მიშა გორთამაშვილი.
გამოუცდელების გამო ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება სპეც.ტექნიკაში ოთარ წოწონავამ, მან შეძლო 2.40 ეტრზე დარტყმა და გადავიდა ნახევარფინალში,სადაც შემთხვევით გადაკვეთა მონიშნული ტატამი და გამოეთიშა ტურნირს.
მსგავსი დონის ტურნირი პირველად იხილეს ჩვენმა იუნიორმა სპორტსმენება და აღსანიშნავია მათი მონდომება. მიღებული გამოცდილებით ისინი შეძლებენ კიდევ მრავალჯერ ასახელონ ჩვენი ქვეყანა.
საქართველომ დაასრულა მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით.აღნიშნული შედეგი ისტორიულია ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის პირველი მედალი მსოფლიო თასზე.
18 ოქტომბერს დაბრუნდება ნაკრები საქართველოში.

Donner
Commentaires (0)