TheMan In The High Castle

Objavljeno u Georgia - Analiza ratovanja - 18 Oct 2016 03:47 - 6

მოგესალმებით მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ გუშინ ესაქაერთველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ბრძოლა გაიმართა კალინინგრადის ოლქის ხელში ჩასაგდებად, სადაც რუსეთს შევერკინეთ, ბრძოლამ არც თუ ისე მარტივი გამარჯვებით ჩაიარა, რასაც მიჩვეულნი ნამდვილად არ  ვართ ხოლმე რუსებთან ბრძოლაში, რუსეთი საკმაოდ სუსტი იყო დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ გაძლიერდნენ უცხოელი მიგრანტების ხარჯზე.

მოკლედ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, გუშინ სტატისტიკამ ძალიან საინტერესო და ამავდროულად სახიფათო რამ გამოავლინა, რაც რუსეთის ასე გაძლიერებაზე არანაკლებ სახიფათოა, კერძოდ ჩვენი მოკავშირეების თანამონაწილეობაზე მაქვს საუბარი.
http://www.picz.ge/img/s3/1610/18/f/fbbdfbe42fdc.pngთუ დავაკვირდებით სტატისტიკას, ჩვენს მოკავშირეებს დიდად თავი არ მოუკლავთ ჩვენი წარმატებისთვის, როცა რუსეთის მხარეს პრაქტიკულად მთლიანი დემიჯის 80 %ზე მეტი მოკავშირეებმა დადეს. ისმის ორი კითხვა:
    რაშია საქმე და რატოა ასე ცოტა მხარდაჭერა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ  შეიქმნა საფრთხე იმისა რომ ომი წაგვეგო?აქედან გამომდინარე ჩნდება მეორე კითხვა რატომ ვიკლავდით თავს იგივე გერმანიისთვის ან არგენტინისთვის მრავალმილიონიანი დემიჯებით როცა მათ სჭირდებოდათ მძიმე წუთებში და იგივე დახმარებით რატომ არ გვიპასუხეს?
იმედია სათანადო ყურადღებას მიაქცევთ ამ ფაქტებს და მიიღებთ ჩემს პოსტს, როგორც მხოლოდ ანალიტიკას და არა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებ პიარ კამპანიად ;-) მადლობა ყურადღებისთვის !!!

Podupri

nikaninidze123NinchutaAravchamotpuri

Komentari (6)

koment
ო7
მოკავშირეების გვერდში დგომა ნამდვილად გვაკლდა მაგ ბრძოლაში, რა თქმა უნდა მსოფლიოს კი ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც ნახეს რომ რთულ მომენტში მოკავშირეები არ დაგვეხმარნენ.. არადა მართლაა ბევრი ქვეყანა რომლებსაც მინიმუმ 100 მილიონი მაინც რომ უნდა დაედო ჩვენთვის! ეს მართლა სახიფათოა! მე რო გავაპროტესტე ეს ფაქტი ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსი შემომედავა, ისევ იმ ვაი მოკავშრეებს შეუძვრა და მათი დაცვა დაიწყო და აქეთ ქართველებს დაგვაბრალა წუწუნი..აფერუმ მეგობრებო Smile
რომ ვაკვირდები, რა ბოთე ერთი ნაწილი გვყავს პოლიტიკოსების რეალობაში ისეთი გვყავს აქაც, აქ მაინც მოვიშოროთ ეგეთი მოლაყბეები, თუ რეალურში ვერ ვახერხებთ.
ნუ იდეაში, ვინ უნდა მოგვხმარებოდა, უმთავრესი მოკავშირეები ინვიკტუსს შეეტენნენ, ხოლო მაგ მომენტში თურქეთთან არ გვედო მპპ, თორე მეტ დემეიჯს დადებდნენ დარწმუნებული ვარ.
bolo brdzolashic dzvlivs gadavrchit :-(