saqartvelo

enri - Novine od Georgia -
:)

Objavljeno u Georgia - Političke debate i anazlize - 31 Oct 2016 06:55 - 2

მოგესალმებით თანამოქალაქეებო,

პირველ რიგში ვულოცავ ყველა ახალ კონგრესმენს არჩევნებში გამარჯვებას!

ეს სტატია ეხება ქვეყანაში არასტაბილურ მდგომარეობას და იქნება გაყოფილი ორ ნაწილად. ჯერ იქნება ჩამოვთვლი ქვეყანაში არსებული პრობლემები და მეორე ნაწილში ვეცდები ასე თუ ისე მოკლედ გაგაცნოთ ჩემი თავი და ჩემი გეგმები.

* * * 
ნუ ეხლა ალბათ გიჩნდება კითხვა, თუ რატომ წერს ეს გოგო ამ სტატიას, სად ხედავს პრობლემას. დასაწყისისთვის მინდა განახოთ სულ რამოდენიმე სურათი:

http://image.prntscr.com/image/03dfe0f2ddf14d599811a4dc67fd057e.jpeg

http://image.prntscr.com/image/dbaee0f6bc10495b86dd25b12b7ce896.jpeg

ეს სქრინები არის გადაღებული 6 ივლისიდან 17 ივლისამდე რიცხვებში. ესე გამოიყურება ჩვენი მარკეტი და ამაზე უარესი მდგომარეობა არის მონიტარულ მარკეტზე. სამწუხაროდ ამ მთავრობის მოსვლის მეთერთმეტე დღეს ეს ისევ არ არის მოგვარებული. გაითვალისწინეთ რომ ეს იმის მიუხედავად ხდება რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყო ფასდაკლებები და ძალიან ბევრი ახალი ქარხნები იქნა აშენებული. 

http://image.prntscr.com/image/2dc2dfa3e2b943af808b1f60937c2a47.jpeg
http://image.prntscr.com/image/dcb5e1d7454f41ffb6701ce49ebc5c9d.jpeg
ამ ფასდაკლებებზე გაიცა ძალიან ბევრი სესხი და ბევრმა მოთამაშემ ნახა ამით „მოგება.“ სამწუხაროდ ეკონომიკაში არ არსებობს მხოლოდ მიკრო ეკონომიკა, არამედ არის ასევე მაკრო ეკონომიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა სახელმწიფო ერევა მიკრო ეკონომიკაში, ისიც უნდა გაითვალისწინოს რომ ამ ხელოვნურ ჩარევებს მოყვებათ ეფექტები მაკროზე რადგან არც თუ ისე ბევრი მოთამაშისგან შედგება ჩვენი მთლიანი ეკონომიკა. ანუ მთლიანი სურათი გვეცვლება. მაგალითად ჩნდება ის პრობლემა რომ თუ აქამდე პროდუქტი x ღირდა ფასი z, ეხლა იგი ეღირება z – a. ამ შემთხვევაში a არის ის სხვაობა demand ში (მოთხოვნაში) რომელიც იქმნება supply ს (მოწოდების) მომატების დროს. ეს შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ ვინც ოდნავ არის გარკვეული ეკონომიკაში, ის მიხვდება თუ რატომ არის ეს პრობლემა. ეს დაწეული ფასები, ემატება იმ ფაქტს რომ ეხლა ნახევარ აქტიურ მოსახლეობას, ან მეტს აქვთ უდიდესი ვალები, რომლებიც უნდა დაიფაროს ამ დაკლებული ფასების მიუხედავად. ამავდროულად იქმნება ის პრობლემა რომ აშენდა ძალიან ბევრი ქარხანა მაგრამ რეალურად მოთამაშეების რაოდენობამ არ იმატა იმდენად რომ ყველა ეს ქარხანა იქნეს დაკავებული მუშებით. ამასთან ერთად ლარის დეფიციტიც უშლის ხელს მწარმოებლებს რომ აიყვანონ მუშები.

ამას მოვყავარ შემდეგ პრობლემასთან. ამის შემხედვარემ გამოვიტანე კანონი რომ იქნას გამოტანილი არა 30000 არამედ დამატებითი 20000 რადგან არ იყოს ამხელა დეფიციტი ქვეყანაში. ჩემი გამოთვლებით მარტო ერთერთი დიდი წარმოებელი ჩვენს ქვეყანაში იხდის 4000 ლარამდე დღეში და რანაირად იქნებოდა 30000 საკმარისი. ამას მოყვა ძალიან დიდი აგრესია ჩემს წინააღმდეგ. როგორ გაბედა ამ გოგომ კანონის გამოტანა ისე რომ ჩვენთან არ შეათანხმაო და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ამ ყველაფერმა რომ ჩაიარა, ამ კანონსაც დაეთანხმნენ კონგრესმენები დამოუკიდებლად, მიუხედავად ბევრი ანტიპიარისა მთავრობისგან, და მეორე დღეს მთავრობის თხოვნით კიდე იქნა 50000 გამოტანილი. მე ამაში ვხედავ დიდ პრობლემას. რატომ გამოდის მთავრობა ესეთი წინადადებებით როგორიც არის, აი ეხლა ამ კანონს დაეთანხმეთ, ამ კანონზე არას დააჭირეთ და ასე შემდეგ. მემგონი იმიტო უნდა ხალხს კონგრესმენობა და იმიტომ იწუხებენ ამაზე თავს რომ ყველას მიეცეს საშუალება რომ თავისი ხმაც გააგონოს სხვებს. მე ვთვლი რომ იმის მაგივრად რომ ბრძანებები გაიცეს თუ ვინ რა ხმას უნდა დააჭიროს, უნდა მოხდეს ისე რომ იმედენად უნდა გაანათლონ კონგრესმენები და იმდენად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ რომ თითონ შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. განა თუ რამდენი კანონის ვარიანტი არსებობს. რათამქუნდა კანონის გამოტანის წინ უნდა დაწერონ რომ აი მე ეს კანონი გამომაქვს იმიტომ რომ ესე ესე და ესე. დალშე კონგრესმენებმა თვითონ იმსჯელონ და გადაწყვიტონ რას დააჭერენ. ბოლოს და ბოლოს კონგრესი ხომ მარიონეტების თეათრი არაა?!

სამწუხაროდ ბოლო თვეში ჩემმა კონგრესმენობამ ისე ჩაიარა რომ ფაქთობრივად ჩემი აზრი არავის უკითხავს რაც ძალიან სამწუხაროა რადგან ჩემ თავს ძალიან აქტიურ მოთამაშედ ვთვლი. ბევრი კონგრესმენი აღარც ჩაეწერა ამ თვეში კანდიდატად. იმედია ამ თვეში ცოტა რაღაცეები შეიცვლება!
მოგიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს - გუშინ იდებოდა MPP ბულგარეთთან ყველანაირი ახსნის გარეშე, უბრალოდ ეწერა ისეთი ფრაზები როგორიც არის, დააჭირე კის რახან აგვირჩიეთ ეხლა კეთილი ინებეთ და ჩვენ კანონებს დაეთანხმეთ და ასე შემდეგ. როცა დაისვა კითხვა მთავრობასთან თუ რატომ იდებოდა ეს MPP, ვერავინ გასცა ამაზე პასუხი სანამ პრეზიდენტი შემოვიდა.

ამავდროულად არასტაბილურობის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი რომ, ქვეყანა რა გეზით მოძრაობს და ვის რატო ვებრძვით და ვის რატო ვუდგავართ მხარში, ჩვეულებრივი მოქალაქეს ყურამდე არ მიდის ეს ინფორმაცია. ელემენტარული ის ვერ გაგვიგია DO რა პრინციპის მიხედვით ირჩევა ან რატომ. ხშირ შემთხვევაშიც ისეც ყოფილა რომ DO უბრალოდ აღარ იდო რადგან ბრძოლა დამთავრდა და უბრალოდ არც ერთი კაპიტანი არ იყო ონლინეზე რომ ვინმეს ემოქმედა. დღეს დილით მაგალითად ისევ იდო DO და ვეხმარებოდით არგენტინას როცა ჩვენი სავარჯიშო ბრძოლა ისე ბექგრაუნდში დასასრულს უახლოვდებოდა. თუ გამოდიან ისეთი ნათქვამებით რომ არავის ვეხმარებით იმიტომ რომ არავის ჭირდება დახმარებაო, მაშინ წესით DO საქართველოს ომზე არ უნდა იდოს?!  

ასევე არიან სხვა აქტიური მოთამაშეები რომლებსაც ჩემსავით უნდათ ამ თამაშში უფრო დიდი როლის თამაში ვიდრე ამის საშუალებას გვაძლევენ, რაც ძალიან კარგია. ბევრი აქტიური მოთამაშე გვჭირდება. ყველაზე ნათელი მაგალითი ამისთვის არის მუხრანი და მისი შექმნილი კულტურის სამინისტრო, რომელიც მან თავისი ინიციატივით შექმნა და ცადა მისი ამუშავება. მას არ შეუწყეს საკმარისად ხელი და მან თავისი პოსტი დატოვა. 

სამწუხაროდ არის ისეთი სიტუაცია რომ როდესაც მე ვცადე ამ თემებზე დალაპარაკება, მე დამეტაკა მთელი სამინისტროები და ბატონმა პრეზიდენტმა მირჩია ესეთი რაღაცა რომ თუ ჩვენი მარკეტი არ მოგწონს და ჩვენს ქვეყანაში არ გინდა ცხოვრება, მაშინ წადი გადადი სხვაგანო. 

 * * *ამ ყველაფრის მიუხედავად დიდ პატივს ვცემ თითეულ მთავრობის წევრს და აუცილებლად განვაგრძობ მათთან მეგობრობას და პარტნიორობას, მაგრამ სამწუხაროდ არ მრჩება სხვა გზა და უნდა გამოვიყენო იმპიჩმენტის კანონი რომ რაც შეიძლება მალე მოვიდე და გამოვასწორო ეს პრობლემები.
 
დიდი იმედი მაქვს რომ კონგრესმენები დამიჭერენ მხარს რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან საჭირო სვლა იქნება. მინდა სასწრაფოდ მივხედო შიდა ეკონომიკასა და შიდა პოლიტიკას, ფული ვატრიალო ქვეყანაში რომ მზად ვიყოთ უკვე გარე პოლიტიკური სვლებისთვის.

ამჟამად, უპირველეს ყოვლისა უნდა მივეხმაროთ გერმანიას იაპონიის წინააღმდეგ ომში რადგან გერმანია არის ჩვენი ალიანსის წევრი. დალშე ჯერჯერობით სანამ ჩვენი შიდა პრობლემები მოგვარდება, ჯობია ნეიტრალიტეტი დავიჭიროთ და ომს მოვერიდოთ. 

აქ ვაპირებდი რომ ჩამესვა ჩემი გუნდის წევრების სახელები, მაგრამ ეს გადავიფიქრე რადგან არ მინდა მათ ხარჯზე ან ამირჩიოთ ან არა. მინდა რომ მენდობოდეთ მე როგორც პიროვნებას, და მერე უკვე ჩემს არჩეულ გუნდს.

ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად აუცილებლად მოვაგვარებ ლარის კურსის პრობლემას, რისი მეშვეობითაც არასტაბილურობა პროდუქტის მარკეტზეც უფრო ადვილად იქნება მოგვარებული. ეს ყველაფერი მალევე უნდა მოხდეს.

თავდაცვის მინისტრი აუცილებლად განაგრძობს დივიზიონების სისტემის განვითარებას და ამუშავებას, რაშიც ყველანაირად შევუწყობ ხელს. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ამ დივიზიონების საკითხზე მეტი. გადადით ამ ლინკზე.

ზოგადად ვაპირებ ყველას მოსაზრება მოვისმინო თუ რაღათქმაუნდა დრო ამის საშუალებას მომცემს სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ. აუცილებლად ჩატარდება რეფერენდუმები რომ გავიგოთ მოსახლეობის აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ცუდია როდესაც მუდმივად მხოლოდ ერთი და იგივე ხალხის აზრები ტრიალებენ სათავეში. აუცილებელია ახალი სისხლი, ახალი აზრები, ახალი გზები, ახალი მოკავშირეები. რათქმაუნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ზომიერად. 

აუცილებლად ვუამბობ რაც შეიძლება ხშირად თანამოქალაქეებს სიახლეებს და ვეცდები რაც შეიძლება მეტი ადამაიანი ჩავრთო ყველა გადაწყვეტილებაში.

ასევე ხელს შევუწყობ ყველა აქტიურ ადამიანს თუ ის წარადგენს კარგ გეგმას და ამის საშუალებაც იქნება. კულტურის სფეროში პირველ რიგში მინდა ვიზრუნო მუხრანის დაბრუნებაზე და რა სად როდის?! ის ჩატარებაზე.

დიდი მადლობა რომ დრო გამოყავით ჩემი ცოტა მოგრძო სტატიისთვის.

დიდი სიყვარულით, 

Podupri

Komentari (2)

Wtf ananos statiidan gadmoakopire?
anano is that you ? LaughD