Objavljeno u Georgia - Financijsko poslovanje - 02 Jan 2017 01:42 - 11
✘მოგესალმებით,
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ბედობას.
ამ სტატიაში სრულად აგიხსნით სესხების ყველა დეტალს.
სიახლეები გვაქვს ბიუჯეტშიც.
ბოლო დათვლით სახელმწიფო ქონება შეადგენს 6857,755 ოქროს. სახელმწიფოს ხელში სხვა მოთამაშეების თანხები და ვალები წარმოადგენს 3625 ოქროს.
ჩვენი დათვლებით ფასდაკლებამდე ბიუჯეტი მიაღწევს 8000 ოქროს. აქამდეც მივაღწევდით, რომ არა მთელი რიგი სახელმწიფო ხარჯები.
წაიკითხეთ ახალი UPDATE-ს შესახებ
პრიორიტეტები:
1. ახალი ძალა Inteligence (max: 100 ოქრო)
ვინაიდან საქართველო არის მსოფლიოში ფართობით ყველაზე დიდი ქვეყანა, ამავე დროს გვაქვს პრეტენზია იმპერიობაზე.
მნიშვნელოვანია აპდეითის პირველივე დღიდან მთელმა ქვეყანამ ბოლომდე აწეული ახალი სავარჯიშოთი ნომერ პირველი ფლოტი შევქმნათ და დიდმა ქართულმა არმადამ ნებისმიერი საზღვაო ბრძოლა უპრობლემოდ მოიგოს.
ფასდაკლება არის 25%-იანი, შესაბამისად ახალი სავარჯიშოს ბოლომდე აწევას სჭირდება 195 ოქრო, აქედან სახელმწიფო დააფინანსებს მაქსიმუმ 100 ოქროს, ხოლო დანარჩენს თქვენ დაამატებთ.
2. ჩვეულებრივი ძალის ფასიანი სავარჯიშოები +4000 ძალის მქონეებს (max: 100 ოქრო)
საზღვაო ბრძოლას, როცა მოვრჩებით გადავდივართ ხმელეთზე და იქ გვჭირდება დიდი დემიჯი.
ვისაც 4000 ძალის ზემოთ არის და ფასიანი სავარჯიშო ბოლომდე არ აქვს აწეული მას დავაფინანსებთ მაქსიუმ 100თ. თანხა განისაზღვრება აპლიკაციის მიხედვით.
3. ჩვეულებრივი ძალის უფასო სავარჯიშოები -4000 ძალის მქონეებს (max: 100 ოქრო)
მეგობრებო, აუცილებელია ახალ აქტიურ და პატრიოტ მოთამაშეებს მივცეთ საშუალება უფასო სავარჯიშო ბოლომდე აწიონ და ძაან მაგარი აქაუნთები შექმნან. ამისათვის სახელმწიფო -4000 ძალის მქონეებს დააფინანსებს მაქსიმუმ 100 ოქროთ.
4. მატერიალები (max: 100 ოქრო)
მეოთხე პრიორიტეტად განიხილება მატერიალების აშენების მსურველები.
5. Q5 გემის ქარხანა (max: 250 ოქრო)
ახალ იარაღ გემს არ ჭირდება წინა პირობები, მაგალითად ქ5 ტანკი არაა საჭირო ახალი იარაღის ასაშენებლად.
შესაბამისად ქარხნის მშენებლობა ფასდაკლებით ღირს 480 ოქრო, ხოლო მას დასჭირდება 18 Q3 raw (=135) მატერიალის საწარმოც.
საერთო ჯამში 615 ოქრო დაგჭირდებათ. აქედან სახელმწიფო დაგიფინანსებთ მაქსიმუმ 250 ოქროს.
6. Q5 ჰელის ქარხანა (max: 300 ოქრო)
მეექვსე პრიორიტეტად განისაზღვრა ჰელის ქარხანა. პრიორიტეტი მიენიჭება იმ აპლიკაციას, რომელსაც დასჭირდება ყველაზე ნაკლები ოქრო და ექნება სახელმწიფოსთვის სასარგებლო შემოთავაზება.
დაფინანსების მაქსიმუმი იქნება 300 ოქრო.
როგორ გაიცემა სესხები?
იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და სესხების პროგრამა მომგებიანი იყოს სახელმწიფოსთვის.
ჩვენ სესხების გაცემას ვყოფთ ორ ნაწილად.
1. 2 იანვარს გავრცელდება სესხების პირველი ეტაპის აპლიკაცია. განაცხადების მიღება შეწყდება 5 იანვარს დილით 12 სთზე.
2. 5 იანვარს გამოქვეყნდება პრიორიტეტების მიხედვით დამტკიცებული სესხები.
3. 6 იანვარს გამოქვეყნდება სესხების მეორე ეტაპის აპლიკაცია ახალი პრიორიტეტებით. განაცხადების მიღება შეწყდება 9 იანვარს დილით 12 სთზე.
4. 9 იანვარს გამოქვეყნდება ახალი პრიორიტეტებით დამტკიცებული სესხები.
- სესხების პროგრამა ორ ნაწილად გავყეთ იმიტომ, რომ არ ვიცით რამდენი კაცი შეავსებს და რა მოთხოვნა იქნება. პლუს ამას, ვითვალისწინებთ შემდეგ შემთხვევას. მაგალითად პირველ ეტაპზე გაიცემა 4კ-ს ოქრო და ბიუჯეტში დარჩება კიდევ ამდენი. ამ შემთხვევისთვის ვაკეთებთ სესხების მეორე ეტაპს.
- სესხების აპლიკაციის შევსების უფლება თითოეულ ეტაპზე გექნებათ მხოლოდ ერთხელ.
- მაგალითად პირველ ეტაპზე -4000 ძალის მქონეს უფასო სავარჯიშოს დავუფინანსებთ, მეორე ეტაპზე -4000 ძალიანებისთვის პრიო იქნება ფასიანი სავარჯიშო და ა.შ.
- არ ჩატარდება გასაუბრება. რაც უფრო ნაკლებ ოქროს მოითხოვთ რეიტინში პირველი ამოყოფთ თავს და მეტი შანსი გექნებათ, რომ მიიღოთ სესხი.
- აპლიკაცია უნდა შეავსოთ ქართული შრიფტით და გამართული ქართულით.
- სესხები არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოს მიმართ დავალიანება, გამოირჩევიან ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯებით, არიან არაპროგნოზირებადი მოთამაშეები და სხვ.
- თითოეულ მოთამაშეს უფლება ექნება თითოეულ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეზე გააკეთოს განაცხადი.
ანუ 2 ცალი ქ5 ჰელი არ დაფინანსდება
არ დაფინანსდება ერთ მოთამაშეზე (ერთ ეტაპზე) სავარჯიშოც და ქარხანაც.
ვინ და როგორ გასცემს სესხს?
სესხების პროგრამას ადგენს ჩემი მთავრობა, მაგრამ ჩვენ შევუთანხმდებით ახალ მთავრობას და მათი ნებართვით ჩვენ გავცემთ სესხებს.
7ჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, ფაქტიურად გავისტუმრეთ ყველა ვალი და მინდა შემდეგ თვეებშიც მივიღო მონაწილეობა იმპერიის მშენებლობაში.
დამტკიცებული სესხების შესახებ ინფორმაცია ფასდაკლებამდე გამოქვეყნდება, მაგრამ მოთამაშეებს თანხები ჩაერიცხებათ ფასდაკლების წინა დღეს.
სესხის დაბრუნების წესი:
- დასაბრუნებელი სესხი არ უნდა ჩარიცხოთ არცეთი მოთამაშის პირად ანგარიშზე.
- სესხის თანხა უნდა ჩარიხოთ ქვეყნის ბიუჯეტში.
- შეგიძლიათ ნაწილ ნაწილ ჩარიცხოთ ვალი.
- სანამ ვალს დააბრუნებთ, უნდა გადაიღოთ სქრინი არსებული ბიუჯეტის რაოდენობის, სადაც ჩანს დღე, საათი და არსებული ბიუჯეტი
=== მსგავსად
- შემდეგ უნდა ჩარიცხოთ და გადაუღოთ სქრინი
=== მსგავსად
- სქრინების გადაღებამდე გააფრთიხლეთ სესხების დაბრუნებაზე ანგარიშვალდებული პირი და გაუგზავნეთ სქრინი, რომელიც მას აღწერს შესაბამის ცხრილში.
- ეს ორი სქრინი შეინახეთ საგულდაგულო ადგილზე, არ დაკარგოთ, რადგან ყოველი შემთხვევისთვის მომავალში არ დაგჭირდეთ თავის მართლება.
დაგიფინანსდებათ თუ არა 2 აქაუნთი?
- კი! აპლიკაციაში თუ მიუთითებთ, რომ გაქვთ მეორე აქაუნთიც შესავსები გექნებათ მის შესახებ ინფორმაციაც
Podupri
Bagratikeke250MeverickKomentari (11)
თუ ცუდად და გაუგებრად იქნება აპლიკაცია შევსებული. არ დამტკიცდება.
შევავსე მოკლედ 200 ოქროზე es axali savarjishoebi sul mirevs gegmebs ra
შევავსე
meoradi dafinaseba tu iqneba da mogrchebat goldi mere damafinanset.. savarjishoebi minda avwio jer..
გამოვუშვი იმედია ამჯერად დაამტკიცებენ )
shevavse
შევავსე
შევავსე და იმედია, კარგად გამოვთქვი ჩემი გეგმის პოტენციალი, ისე ჯობია გასაუბრება მოეწყოს მხოლოდ, კი დროს წაიღებს თუმცა ბევრად საფუძვლიანი იქნება
შევავსე 100 ოქროზე არ მყოფნის მაგრამ ზღვარი იყო მაგდენი პასუხი სად და როდის დაიწერება ?
გავაგზავნე 100 ოქროზე სულ არაფერს ჯობია თუ დააკმაყოფილეს რატქმაუნდა )))