მოგესალმებით ჩემო ერთგულო მკითხველებო, თანამებრძოლებო და მათაც ვინც სულ ახლახანს დაიწეთ თამაში.
რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო და გამოვთქვა პროტესტი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით - ვინც არ იცით მოკლედ მოხასენებთ - გუშინ ღამით უკვე მესამედ დავიბლოკე discord ის მთავარ ჩათში (სერვერზე) ავთოს (aravchamotpuri) მიერ , რომელიც გამოწვეული იყო (თენგო) grizzly მოთხოვნით .
დაბლოკვამდე მე მქონდა საუბარი LORD of georgia სთან და დავსი კითხვა "სიტყვის შესრულებას ჭირდება თუ არა თავმოყვარეობა თქო " რის შედეგადაც გამოხტა -(შეუძლებელია სხვა ეპითეტი ან ასოთა შეთანხმება ვიხმარო მის საქციელზე) grizzly და მიწოდა ინტრიგანი- იქვე დააყოლა კიდევ ერთ ორი რაღაც რაც მართლა და ალალად აღარ მახსოვს რა შინაარსის სიტყვები იყო - რასაც ჩემი მხრიდან ასევე ბუნებრივი რეაქცია მოყვა და მივაყენე შემხვედრი შეურაცხოფა ზემოთ ხსენებულ პიროვენებას - უტაქტოდ ჩარეულ aravchamotpuri-ისაც გავკარი კბილი , რომელიც უკვემბლოკავდა და სხვა ვერაფერს ვასწრებდი... კბილის გაკვრას და გადავწვომასაც ჭირდება დრო როგორც ჩანს და ვერც ვერაფერი მოვახერხე ისე ავღმოვჩნდი დაბლოკილი და სერვერიდან გაძევებული .
- ახლა წესები რომელიც ჩათის მთავარმა ადმინმა deviko99 დაუდგინა სხვა ადმინებს და მოდერებს . (გთავაზობთ ამონარიდს მიმოწერიდან)
-
არცერთ მოდერს და ადმინს არ აქვს უფლება პირადი შეურაცხოფის გამო დაბლოკოს იუზერი (მომხმარებელი) . ბლოკის გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაუთავებლად სპამას მთავარ ჩათს .
სქრინი
მოხდა ისე , რომ ახლა მე ვარ დაბლოკილი და ვერ შემოვდივარ და ვერ ვსარგებლობ იმ ყველა საერთო უფლებით რისი უფლებაც მაქვს , მე და სხვა უბრალო მოთამაშეებს .
დავიცდი კიდევ რამოდენიმე საათს და შემდეგ დავიწყებ ახალი
ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ი (!) სერვერის გაკეთებას სადაც გადავიყვან თითეულ თქვენთაგანს და პირადა მივაქცევ ყურადღებას , რომ ჩათში იყოს წესრიგი, მეგობრული და საქმიანი ატმოსფერო . მიექცეს ყურადღება კადეტებს და ახალბედებს ! ყველას ქონდეს დანიშნულება და ფუნქცია . ყველას ქონდეს თავდაცვის საშუალება და სიტყვის თქმის უფლება !
მე მესმის , რომ ეს საერთო ჯამში გამოიწვევს გარკვეულ დეზორიენტაციასა და დეცენტრალიზაციას მაგრამ მერწმუნეთ ყველანი ერთად მალე დავალაგებთ პატარა არეულობას .
დიახ მე მომბეზრდა ორგმაგი სტანდარტებით თამაში . მომბეზრად ის , რომ მხოლოდ თავიანთ მოყვანილ მოთამაშეებს ეხმარებიან საკვებითა და იარაღით , მომბეზრდა ის განუკითხავი ბლოკები.
თუ ვინმეს ეჩვენება , რომ მე სისტემის წინააღმდეგ მივდივარ და ულტიმატუმის ენით ვსაუბრობ როგორც ა- სოცალური ელემენტის პოზიციაში მყოფი ეგოცენტრული მოთამაშე , მინდა ვუთხრა და დავამშვიდო , რომ არანაირ მსგავს ქმედებას ჩემგან ჩანასახშივე არ უწერია დიდი ხნის არსებობა . არ მსურს (და აღემატება კიდეც ჩემს ძალებს) ორ ბანაკად დაყოფილი ამბიციური მოთამაშეების პოლიგონად გადავაქციო ის რაც ყველამ ერთად (მათ შორის მათაც ვისთანაც უთანხმოება მაქვს ) შექმნა და მოიტანა აქამდე , ეს მხოლოდ ქვეყანას და შესაბამისად თითეულ ჩვენგანს დააზარალებს .
მესმის და ვაცნობიერებ სიტუაციის სირთულეს - ვკონსულტირებ discordis ქართულ ადმინისტრაციას გადადგას ქმედითი ნაბიჯები და აღადგინოს სამართლიანობა.
ეს არის ჩემი როგორც ერთი ჩვეულებრივი მოთამაშის თხოვნა !
P.S
დღეს მე ხვალ კი შეიძლება ნებიმიერი თქვენთაგანი აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში .
გთხოვთ გამოწეროთ ჩემი გაზეთი .
ხმა მიეცით პეტიციას . (სტატიას) რათა ის რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ იხილოს .
ბ. ქავთარაძე