Grizzlys Academy

Grizzly021 - Novine od Georgia -

Objavljeno u Georgia - Političke debate i anazlize - 06 Feb 2017 22:10 - 12

http://www.picz.ge/img/s1/1612/8/0/0796836d4e71.png

✘ მოგესალმებით
მე ვარ Grizzly021 და ეს ჩემი პირველი სტატიაა პრეზიდენტად მეორედ არჩევის შემდეგ.

დიდი მადლობა ყველას არჩევნებში მონაწილეობისთვის და იმ მოთმინებისთვის
რაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოიჩინეთ.
სტატიაშ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას,
ამიტომაც მგონია ყველასთვის გასაგები იქნება - სად ვართ და საით მივისწრაფით.


✘ მთავრობის საქმიანობა
პირველი ნაბიჯები: -
გუშინ, საქართველოს მთავრობამ დავიწყეთ პირველი საქმეების განაწილება და კვირის გეგმის გაწერა. ჩამოყალიბდა მთავრობის მუშაობის ახალი კონცეფცია, რომელიც სხვა პატრიოტი მოთამაშეების მეტ ჩართულობას გულისხმობს.
ამავე დროს, დავიწყეთ გამჭვირვალე ფინანსური აღრიცხვის სისტემის შემოღება.
ვებ გვერდზე   ☞ დააჭირეთ აქ ☜ მენუ-ს ზოლში თქვენ ნახავთ ბიუჯეტის გრაფას, თუ მას დააჭერთ თქვენ შეგეძლებათ ნახოთ ყველა ოპერაცია რასაც კი მთავრობა გააკეთებს ფინანსური კუთხით, ასე თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი ქვეყნის ბიუჯეტი!
* თანდათან გამოქვეყნდება სხვა ფინანსური დოკუმენტებიც.

პირველი ცვლილებები: - 
საქმეების გადანაწილების შემდეგ, მთავრობამ გადავწყვიტეთ განვახორციელოთ რამდენიმე ცვლილება. Vettel-მა მითხრა, რომ ისეთივე აქტიური ვერ იქნება, როგორც ეს დღეები, ამიტომ შემომთავაზა ძალიან გამოცდილი, ძალიან ჭკვიანი და ჩემთვის დიდად საპატივცემულო კაცის Kaci Legenda-ს კანდიდატურა.
როგორც ჩვენი Vettel-ი აღნიშნავს, ჩვენი ირაკლი (Kaci Legenda) ტერმინატორია საგარეო საქმეებშიო.
ასე, რომ წარმოგიდგენთ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩვენს კაც ლეგენდას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არც ნაკლები და არც ნაკლები დავნიშნე Pidbula.  მე დღეს ვერ დავასრულებ ამ კაცზე საუბარს და ერთი ფოტოთი მიხვდებით ვინ არის მამუკა.
http://image.prntscr.com/image/69b42347d1724451925d9f078e12ad9d.png

ეს არის ამონარიდი ჩვენი საუბრიდან.


✘მეტი ჩართულობა
მენტორები: - დღეს საღამოს გამოქვეყნდება სტატია მენტორთა შესახებ.  ვგეგმავთ შევქმნათ პატრიოტ მოთამაშეთა ჯგუფი, რომელშიც შევლენ კაპიტნები და მოხალისე გეიმერები. ჯგუფი იქნება აქტიური და ორგანიზებული სისტემა, რომელიც პირდაპირ უზრუნველყოფს კადეტთა სწავლებასა და მათ მომარაგებას.

კაპიტნები და მათი მოადგილეები: - მთავრობის ადმინისტრაციაში (სერვერზე), იქნება კაპიტნების ჯგუფი, რომლებსაც ზუსტად ექნებათ განაწილებული საქმეები (აჯანყებები, აჯანყების დაწყება სხვის მიწაზე, მოთამაშეთა მობილიზება, პრიორიტეტების განაწილება), ამ ჯგუფში შევლენ სამთავრობო MU-ების აქტიური კაპიტნები და კომანდერები. აქ იქნებიან კაპიტნების დამხმარეები, რომლებიც დაკომპლექტდებიან ახალი მოთამაშეებისგან. მთავრობას გვინდა ასე მეტი მოტივაცია გავაჩინოთ მათში, რადგან ვთვლით რომ მომავლის საქართველო სწორედ ახალმა მოთამაშეებმა უნდა ჩაიბარონ.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია: - ამ ჯგუფში შევლენ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალს ეკონომიკურ პროცესებს, არიან აქტიურები და ეს ჯგუფი იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკური პროექტების პიარზე, უცხოელი  მოთამაშეების ჩამოყვანაზე და სხვა აქტივობებზე.


✘ ერთიანობა

ეს დღეებია ვუყურებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
უამრავი სტატია დაიწერა, უამრავი აზრი გამოითქვა
და აჰა, ამასაც აქ ჩავაგდებ
http://image.prntscr.com/image/143839ff502a4538bf3eaaf3af66cdd9.pngმეგობრებო,
საქართველო იმყოფება იმ ეტაპზე სადაც ჩვენი წინსვლა გარდაუვალი პროცესია
და ეს მხოლოდ შიდა დაპირისპირება შეიძლება შეაფერხოს ან საერთოდ მოშალოს.
რამდენი დღეა ხმას არ ვიღებ იმ ბავშვობაზე რაც ხდება ჩვენს ირგვლივ,
მახსოვს ბავშვობაში, ჩემს სოფელში ბიჭები შევიკრიბებოდით და ფეხბურთს ვთამაშობდით,
ერთი ლევანიკო გვყავდა, ბურთი იყო მისი ხოდა თუ გოლს გაუტანდი,
დაიწყებდა ტირილს, ფეხი დამიდოო, ქვა მესროლაო და ა.შ.
ადგებოდა გაბუტული გვართმევდა ბურთს და ვრჩებოდით ისე :დ

ეს ბავშვობის მოგონება კი, მაგრამ ამხელა ხალხი ვართ
და ნუ დაემსგავსებით ლევანიკოს!
#ნუიქნებილევანიკო !!!

✍

✘ Lets Make Golden Age! Together!!!

ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და იმედი მაქვს თქვენი გვერდში დგომის.
იცოდეთ, რომ ჩემი და ჩემი გუნდელების PM არის ღია თქვენთვის.
ვთვლი, რომ ჩემი გუნდის ყველაზე დიდი პლუსი არის აქტიური კომუნიკაცია თქვენთან.
ამიტომ თუ გექნებათ იდეა, არ მოგერიდოთ ჩვენ თქვენთან ერთად
უფრო მაგრად გავაკეთებთ საქმეს ვიდრე მარტო.

-----
ნუ აყვებით არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოთამაშეებს!
გთხოვთ არ ჩაერთოთ ქვეყნის გახლეჩის საქმეში!
ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ!
და იმედი მაქვს გააცნობიერებთ ამას!

მაშ ასე,
გავერთოთ და ვითამაშოთ საქართველოსთვის!
ჩვენი იდეებისთვის!

http://image.prntscr.com/image/bdb86457f22c4ca7b5bcae0829a2b13a.png

ბოლოს დავასრულებ მერაბ კოსტავას სიტყვებით,
და იმედს გამოვთქვამ კოსტავას ოცნებას, შეკრულ საქართველოს აქ მაინც ავაშენებთ.

"საქართველოს ისტორიაში არსებობს დიდებული წამები მაგრამ ეს წამი არის ერთ - ერთი უდიდებულესი,
 როდესაც ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე"
- მერაბ კოსტავა


Podupri

YamamotoYamamotoZindr0

Komentari (12)

სტატია წუხელ ღამის 3-ზე ვეღარ მოვასწარი და დილით 8-ის მერე ვწერ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. თქვენ მე მაძლიერებთ! პატივისცემით მე,
o7 საქართველოს ისტორიაში არსებობს დიდებული წამები მაგრამ ეს წამი არის ერთ - ერთი უდიდებულესი, როდესაც ასე შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე - მერაბ კოსტავა
კაია კაია შემართება მომწონს Smile ყველა ერთად ერთიანად თუ მივაწვებით საქმეს წინ წავიწევთ მტერს უკან ჩამოვიტოვებთ და შევქმნით ესაქართველოს ისეთს როგორიც გვინდა რომ იყოს... დარწმუნებული ვარ ცუდი არავის არ უნდა ! წარმატებები წარმატებები !
x7 ჩვენი ირაკლი (Kaci Legenda) ტერმინატორია საგარეო საქმეებშიო Laugh Laugh egac rbilat natqvamia Laugh Laugh
V for Victory!
Laugh Laugh LaughLaugh Laugh Laugh imenna shensze aferisti kaci ar dadis, vettel shen raga giknes aseti Laugh
o7
Gadaobaa imena :d vinme rames ro gaakrtrbs an ityvis egreve gaaziarebs vigac ro yvelam gaigos :d sikete gaakete da gaiareo natqvamia, aq ki erti sikete ro gaaketo asobit sqrini unds moyves da saxalxo agiareba
good luck
Warmstebuli tve yvelas Kiss
black sky dragoni Laugh Laugh Laugh shen ra tyulad gadaikhvewe amerikashi )))
LaughLaughLaughLaughLaughDLaughLaughLaugh